18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

სა­გან­თა შო­რის კავ­ში­რის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის (ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბის) და ბი­ო­ლო­გი­ის მა­გა­ლით­ზე

spot_img

სო­ფიო ჯა­ლა­ღო­ნია
ზუგ­დი­დის №3 სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის მას­წავ­ლე­ბე­ლი
ნანა ჯა­ლა­ღო­ნია
წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი, ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი

 

 

 

ადა­მი­ა­ნი სამ­ყა­როს სხვა­დას­ხ­ვა კუთხით შე­ი­მეც­ნებს, თუმ­ცა ის ერ­თი­ა­ნია და არა საგ­ნე­ბად და სფე­რო­ე­ბად და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, სკო­ლა­ში მი­ღე­ბუ­ლი ცოდ­ნა, გა­მოც­დი­ლე­ბა და უნარ-ჩვე­ვე­ბი მოს­წავ­ლეს უნ­და აძ­ლევ­დეს სამ­ყა­როს მთლი­ა­ნო­ბა­ში აღ­ქ­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. სას­წავ­ლო დის­ციპ­ლი­ნე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­თან მჭიდ­როდ უნ­და იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. სა­გან­თა­შო­რი­სი კავ­ში­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ჩვენ შეგ­ვიძ­ლია შე­ვიც­ნოთ გა­რე სამ­ყა­როს მოვ­ლე­ნებ­სა და პრო­ცე­სებს შო­რის მრა­ვალ­ნა­ი­რი მი­მარ­თე­ბა და ჩავ­წ­ვ­დეთ მათ შო­რის ურ­თი­ერ­თ­ქ­მე­დე­ბის არსს. იმავ­დ­რო­უ­ლად, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამა თუ იმ სა­კითხის მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვი ცოდ­ნა, დის­ციპ­ლი­ნა­თა მიღ­მა ცოდ­ნის სინ­თე­ზი­რე­ბა, კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი აზ­როვ­ნე­ბის, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა-გან­ვი­თა­რე­ბა და მა­თი სა­შუ­ა­ლე­ბით პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის გზე­ბის ძი­ე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ამ უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის გზე­ბი­სა და სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის პრაქ­ტი­კა­ში რე­ა­ლი­ზე­ბის სა­კითხი.

საგ­ნე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას უდი­დე­სი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას. ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის მი­ხედ­ვით, გაღ­რ­მა­ვე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა ერთ-ერ­თი ძი­რი­თა­დი მე­თო­დუ­რი ორი­ენ­ტი­რია, რო­მე­ლიც, სას­წავ­ლო მა­სა­ლის ეტა­პობ­რი­ვი და მრა­ვალ­მ­ხ­რი­ვად მი­წო­დე­ბის გარ­და, გუ­ლის­ხ­მობს სა­გან­თა­შო­რი­სი კავ­ში­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­სა და სა­ერ­თო ას­პექ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბას. ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი კი ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მის ერთ-ერ­თი ფორ­მაა. სწავ­ლე­ბა მო­ი­ცავს ისე­თი საგ­ნე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან და­კავ­ში­რე­ბას, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, ერ­თი შე­ხედ­ვით ძა­ლი­ან გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან. ამ კავ­ში­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა მოს­წავ­ლე­ებს ეხ­მა­რე­ბა, უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად, ახ­ლე­ბუ­რად და ორი­გი­ნა­ლუ­რად მი­უდ­გ­ნენ სწავ­ლის პრო­ცესს, მი­ი­ღონ რე­ა­ლუ­რი, ღრმა ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის საგ­ნობ­რივ პროგ­რა­მა­ში არა­ერ­თი ტექ­ს­ტია შე­ტა­ნი­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნი­სა და ბუ­ნე­ბის ურ­თი­ერ­თო­ბის თე­მას ეხე­ბა. უფ­რო მე­ტიც, ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლია ისე­თი სა­კითხე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა­ზე, რო­გო­რი­ცაა ადა­მი­ა­ნი და ბუ­ნე­ბა. ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით კი სა­კითხი უფ­რო სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ის­წავ­ლე­ბა.

დავ­ს­ვათ კითხ­ვა – რას ვა­კე­თებთ სკო­ლა­ში, რომ ბავ­შ­ვებს ცოცხა­ლი და არა­ცოცხა­ლი ბუ­ნე­ბის მი­მართ თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა გა­ვუ­ჩი­ნოთ? ვფიქ­რობთ, ლი­ტე­რა­ტუ­რას ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­უძ­ლია ნამ­დ­ვილ ფა­სე­უ­ლო­ბებს აზი­ა­როს ადა­მი­ა­ნი, აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს სამ­ყა­როს უსაზღ­ვ­რო­ე­ბა, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ადა­მი­ა­ნუ­რი ცოდ­ნა კე­თილ­მოქ­მე­დე­ბად აქ­ცი­ოს.

ამ მხრივ ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად აახ­ლო­ვებს მკითხ­ველს ბუ­ნე­ბას­თან. თით­ქ­მის ყვე­ლა პრო­ზა­ულ თუ პო­ე­ტურ ნა­წარ­მო­ებ­ში იგი წარ­მო­ა­ჩენს ბუ­ნე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას. სა­გუ­ლის­ხ­მოა, რომ ბუ­ნე­ბა ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბებ­ში არ აღიქ­მე­ბა მის­ტი­კუ­რად და ზე­ბუ­ნებ­რი­ვად. ავ­ტო­რი თვლის, რომ ამ სამ­ყა­რო­ში ბუ­ნე­ბის ფე­ნო­მე­ნი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი, უც­ვ­ლე­ლი და უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. რე­ა­ლურ მოვ­ლე­ნა­თა ეს­თე­ტი­კუ­რი აღ­ქ­მის სა­ფუზ­ველ­ზე,  ვა­ჟა გვი­ხა­ტავს გა­რე­მო­სა და ადა­მი­ა­ნის სინ­თეზს. ამ გა­რე­მო­ში კი დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვთ მცე­ნა­რე­ებს, ცხო­ვე­ლებს, ბუ­ნებ­რივ მოვ­ლე­ნებს, ჰა­ერ­საც კი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი რე­სურ­სია.

ვა­ჟას ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი მა­გა­ლი­თია იმი­სა, რომ ადა­მი­ან­მა ბუ­ნე­ბას მხო­ლოდ მომ­ხ­მა­რებ­ლის თვა­ლით კი არ უნ­და უყუ­როს, ვი­ნა­ი­დან მი­სი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, არა­მედ უნ­და გას­ცემ­დეს კი­დეც. ადა­მი­ა­ნი მუდ­მი­ვად საზ­რ­დო­ობს ბუ­ნე­ბის ნა­ყო­ფით და, მო­რა­ლუ­რი თვალ­საზ­რი­სით, მი­სი მო­ვა­ლეა, რის და­ვიწყე­ბა­საც უმა­დუ­რო­ბად მი­იჩ­ნევს.

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლა ბუ­ნე­ბის მოტ­რ­ფი­ა­ლეა. მას კარ­გად ეს­მის ბუ­ნე­ბის ტკი­ვი­ლი და სი­ხა­რუ­ლი, ხე­დავს რო­გორ ჰარ­მო­ნი­უ­ლად შერ­წყ­მია ყვე­ლა სულ­დ­გ­მუ­ლი და მოვ­ლე­ნა ერ­თ­მა­ნეთს და ამ დიდ დღე­სას­წა­ულ­ში მხო­ლოდ ადა­მი­ანს შე­აქვს დის­ჰარ­მო­ნია. იგი მწუ­ხა­რე­ბით აღ­წერს შე­უბ­რა­ლე­ბე­ლი კა­ცის საქ­ცი­ელს, რო­მე­ლიც „რა­საც კი და­ი­ნა­ხავს, უნ­და რომ თა­ვის სა­სარ­გებ­ლოდ მო­იხ­მა­როს“, რად­გან ვერ აფა­სებს სი­ლა­მა­ზე­სა და სი­ცოცხ­ლეს.

ვა­ჟა ერ­თ­გან აღ­წერს, თუ რო­გორ გა­მოჩ­ნ­და ტყე­ში მხარ­ზე თოფ­გა­დე­ბუ­ლი კა­ცი, რო­მე­ლიც „მი­ად­გა ერთს მშვე­ნი­ერს ტოტ­გა­დარ­თხ­მულს წი­ფელს, და­უ­ში­ნა ცუ­ლი და წა­აქ­ცია. საბ­რა­ლო, რო­დე­საც წა­იქ­ცა, და­იკ­ვ­ნე­სა… ფოთ­ლე­ბი წით­ლად გა­მობ­ჭყ­ვინ­და, ცრემ­ლე­ბი დას­ხ­მო­და ჩაღ­რ­მა­ვე­ბულს გულ­ში“. ადა­მი­ა­ნი ამი­თაც არ დაკ­მა­ყო­ფილ­და: თო­ფი ჩა­მო­ი­ღო მხრი­დან და თე­ლის ტოტ­ზე და­სას­ვე­ნებ­ლად ჩა­მომ­ჯ­დარ მო­ღუ­ღუ­ნე ქე­დანს ეს­რო­ლა. „ქე­დან­მა ხმა გაკ­მინ­და, ჯერ ფე­ხით ჩა­მო­ე­კი­და ტოტ­ზე, მერ­მე ძირს ჩა­მო­ვარ­და…სის­ხ­ლი წა­მო­უ­ვი­და ნის­კარ­ტი­დან და თვა­ლე­ბი და­ხუ­ჭა“. მი­სი სის­ხ­ლი ყვა­ვი­ლებ­სა და ბა­ლა­ხებს წვეთ-წვე­თად და­ეტყოთ მწვა­ნე ფოთ­ლებ­ზე. ვა­ჟა ამ სის­ხ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე­გია. მას სურს, რომ ადა­მი­ა­ნი ამო­ვარ­დ­ნი­ლი კი არ იყოს ბუ­ნე­ბის წი­ა­ღი­დან, არა­მედ იგიც ისე­თი­ვე შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყოს მი­სი, რო­გორც ია, რო­გორც სა­სუ­ტე­ლა და სხვა არ­სე­ბა­ნი, მაგ­რამ ადა­მი­ანს თა­ვად არ სურს ბუ­ნე­ბას­თან ჰარ­მო­ნი­უ­ლი თა­ნა­შერ­წყ­მა და, ნებ­სით თუ უნებ­ლი­ედ, ანად­გუ­რებს იმას, რაც თა­ვად არ შე­უქ­მ­ნია. ვი­ნა­ი­დან ადა­მი­ა­ნე­ბი ბუ­ნე­ბას სი­ცოცხ­ლის მთა­ვარ წყა­როდ ვერ აღიქ­ვა­მენ, ავ­ტო­რი „იძუ­ლე­ბუ­ლი“ ხდე­ბა აამეტყ­ვე­ლოს იგი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­აზ­რონ, რომ ტყის გა­ჩეხ­ვა იწ­ვევს მეწყერ­სა­ში­ში ზო­ნე­ბის წარ­მოქ­მ­ნას, ნი­ა­და­გის ტე­ნი­ა­ნო­ბის შემ­ცი­რე­ბას, თოვ­ლის სწრაფ დნო­ბას, ნა­ლე­ქე­ბის არა­თა­ნა­ბარ გა­ნა­წი­ლე­ბას, კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბე­ბის (გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბის) ხელ­შეწყო­ბას, ცხო­ვე­ლე­ბი­სა და ფრინ­ვე­ლე­ბის თავ­შე­საფ­რის გა­ნად­გუ­რე­ბას. იმავ­დ­რო­უ­ლად, ფრინ­ვე­ლე­ბის და­ხოც­ვით მრავ­ლ­დე­ბი­ან სა­სოფ­ლო სა­მე­ურ­ნეო მავ­ნე­ბე­ლი მწე­რე­ბი.

ბუ­ნე­ბას­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში შე­სუ­ლი ადა­მი­ა­ნი უძღებ შვილ­სა ჰგავს, რო­მე­ლიც ბო­ლოს იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა, ისევ მშობ­ლის კალ­თას და­უბ­რუნ­დეს. ვა­ჟას მთე­ლი შე­მოქ­მე­დე­ბა, თით­ქოს, ბუ­ნე­ბის ანა­რეკ­ლია, რო­მელ­საც ისე კი არ ხა­ტავს, რო­გორც რა­ი­მე სა­განს, არა­მედ რო­გორც ცოცხალ არ­სე­ბას, რო­მელ­საც აკავ­ში­რებს თა­ვის გან­ც­დებ­თან, რო­გორც ნამ­დ­ვი­ლი გულ­თამ­ხი­ლა­ვი და მე­სა­ი­დუმ­ლე, ისე ელა­პა­რა­კე­ბა მთას, ნი­ავს, მდი­ნა­რეს, ხეს, ქვას…

ყვე­ლა­ფე­რი რაც ჩვენ ირ­გ­ვ­ლივ არ­სე­ბობს, ადა­მი­ა­ნის ხე­ლით შექ­მ­ნი­ლის გარ­და, ბუ­ნე­ბაა. ბუ­ნე­ბა და სი­ცოცხ­ლე ერ­თ­მა­ნე­თის გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სი­ცოცხ­ლე, ორ­გა­ნიზ­მ­თა მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი და მა­თი ქცე­ვა ბუ­ნე­ბა­ში წარ­მო­იშ­ვა და მიმ­დი­ნა­რე­ობს. იგი ბუ­ნე­ბის უწყ­ვე­ტი ჯაჭ­ვია. ბუ­ნე­ბა ერთ დიდ ოჯახს ჰგავს, რო­მელ­ზეც მუდ­მი­ვად უნ­და ზრუ­ნავ­დ­ნენ და უფ­რ­თხილ­დე­ბოდ­ნენ ადა­მი­ა­ნე­ბი. ბუ­ნე­ბა­ში არის ყვე­ლა­ფე­რი, რაც შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ: სუფ­თა წყა­ლი, ნი­ა­და­გი, ტყე და ა.შ. თუმ­ცა, თა­ვად ბუ­ნე­ბა­საც სჭირ­დე­ბა სუფ­თა წყა­ლი, ნი­ა­და­გი, რა­თა იარ­სე­ბოს და არ და­ირ­ღ­ვეს მი­სი კა­ნონ­ზო­მი­ე­რე­ბე­ბი.

სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბის და­უ­დევ­რო­ბის გა­მო, ხში­რად ვხვდე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბულ და და­ზი­ა­ნე­ბულ ბუ­ნებ­რივ გა­რე­მოს. ვა­ჟას „მთის წყა­რო“ წუხს, რომ „გა­ხუ­რე­ბულს ზაფხუ­ლის დღე­ში რამ­დე­ნი ნა­დი­რი მო­დის, სვამს ჩემს წყალ­სა. რამ­დე­ნი და­ღა­ლულ-და­ქან­ცუ­ლი მუ­შა მო­ვა, მო­ი­ტანს ცელს, ნამ­გალს გა­სა­ლე­სად. კაც­ნი მსმენ და ათას­ში ერ­თი თუ იტყ­ვის: „და­ი­ლო­ცე, ცი­ვო მთის წყა­როვ, რო­მე­ლი ღვი­ნო შე­გედ­რე­ბაო?!“ უმ­რავ­ლე­სო­ბა ზედ მა­ფურ­თხებს. რა ვქნა, მე ვე­რა­ვის მი­ვა­ფურ­თხებ. დეე, ისევ მე მა­ფურ­თხონ!“ არა­და, წყლის გა­რე­შე ხომ ვე­რა­ვინ ვერ იარ­სე­ბებს – ვერც ადა­მი­ა­ნი, ვერც ცხო­ვე­ლი და ვერც მცე­ნა­რე… წყლის და­ბინ­ძუ­რე­ბა­საც ხომ ადა­მი­ა­ნე­ბი იწ­ვე­ვენ სხვა­დას­ხ­ვა გზით: ქარ­ხ­ნე­ბი­სა და კომ­პა­ნი­ე­ბის მი­ერ ნარ­ჩე­ნე­ბის მდი­ნა­რე­ებ­სა და ოკე­ა­ნე­ებ­ში მოხ­ვედ­რის რის­კი (რის გა­მოც რამ­დე­ნი­მე კი­ლო­მეტ­რის მან­ძილ­ზე თევ­ზის­თ­ვის სა­არ­სე­ბო პი­რო­ბე­ბი ის­პო­ბა), წყლის ქი­მი­უ­რი (ჭარ­ბი სა­სუ­ქე­ბის), სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ნარ­ჩე­ნე­ბით და­ბინ­ძუ­რე­ბა, ნა­გავ­საყ­რე­ლის ქვეშ ჩა­ჟო­ნი­ლი წყლით მი­წის­ქ­ვე­შა წყლე­ბის და­ბინ­ძუ­რე­ბა და სხვა. გა­სუ­ლი­ე­რე­ბუ­ლი მთის წყა­რო ზნე­ობ­რი­ვად სუფ­თაა, უცოდ­ვე­ლი: „არა­ფე­რი ცოდ­ვა არ მიქ­ნია ჩემს სი­ცოცხ­ლე­ში. ვერც ერ­თი სუ­ლი­ე­რი, თუნდ უსუ­ლო, ჩემს ცოდ­ვას, ჩემს სი­ა­ვეს ვერ იტყ­ვის. ღმერთს ესე და­ვუ­წე­სე­ბი­ვარ: უნ­და ვი­დი­ნო, ვი­დი­ნო, ყვე­ლამ ჩე­მით უნ­და მო­იკ­ლას წყურ­ვი­ლი“.

ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მოთხ­რო­ბე­ბი: „შვლის ნუკ­რის ნაამბობი“, „ხმე­ლი წი­ფე­ლი“, „ია“, „მთის წყა­რო“ ადა­მი­ან­თა ზნე­ობ­რი­ვი სრულ­ყო­ფი­ლე­ბის, სი­კე­თი­სა და ბუ­ნე­ბა­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბის მიზ­ნით შე­იქ­მ­ნა.

„ფეს­ვებ­ში“ გად­მო­ცე­მუ­ლია მუ­ხის გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი, რო­მე­ლიც მოჭ­რეს, რო­მელ­საც სი­ცოცხ­ლე და შრო­მა სწყუ­რო­და: „ღმერ­თო, ნუ დაგ­ვ­კარ­გავ! ბე­დო, ნუ გვიმ­ტყუ­ნებ, დე­და­მი­წავ, კი­დევ გაგ­ვი­ჩი­ნე ბი­ნა! სი­ცოცხ­ლე და შრო­მა გვწყუ­რია. გვინ­და კი­დევ ვიშ­რო­მოთ, ეგე­ბი კი­დევ გავ­ზარ­დოთ ჩვენს ფეს­ვებ­ზე შვი­ლი, ეგე­ბი კი­დევ ვიგ­რ­ძ­ნოთ სი­ხა­რუ­ლი. ბუ­ნე­ბის ძალ­ნო, შე­იწყ­ლეთ საბ­რა­ლო ფეს­ვე­ბის მუ­და­რა“.

მოთხ­რო­ბებ­ში: „შვლის ნუკ­რის ნა­ამ­ბო­ბი“, „ია“, „ფეს­ვე­ბი“ – ვა­ჟა გვაჩ­ვე­ნებს ადა­მი­ა­ნის უსულ­გუ­ლო, და­უნ­დო­ბელ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ცხო­ვე­ლებ­თან და მცე­ნა­რე­ებ­თან, ბუ­ნე­ბას­თან. ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას მთა­ვა­რი მი­ზა­ნი კი სწო­რედ ამ ცუ­დი თვი­სე­ბე­ბის დაგ­მო­ბაა. მი­სი ყვე­ლა ნა­წარ­მო­ე­ბი სწო­რედ ამ პრინ­ცი­პით არის ღი­რე­ბუ­ლი: უარ­ყა­ვი უზ­ნეო, ცუ­დი ქმე­დე­ბე­ბი, და­ი­ცა­ვი ღი­რე­ბუ­ლი!

„ბუ­ნე­ბა ღვთა­ებ­რი­ვი ჰარ­მო­ნი­ის გა­მოვ­ლი­ნე­ბაა, ადა­მი­ა­ნი კი – ამ ჰარ­მო­ნი­ის ნა­წი­ლი და რო­გორც არ უნ­და იყოს მი­სი სა­ამ­წუ­თი­ე­რო ინ­ტე­რე­სე­ბი, იგი სა­ბო­ლო­ოდ გან­წი­რუ­ლი იქ­ნე­ბა, თუ ბუ­ნე­ბის გრძნე­ულ ენას არ მი­უგ­დებს ყურს, მის უხი­ლავ სუ­ლი­ე­რე­ბას არ ირ­წ­მენს და მის ტკი­ვილს არ გა­ი­ზი­ა­რებს. ბუ­ნე­ბა ოდეს­მე სა­მა­გი­ე­როს გა­და­უხ­დის თა­ვის ყოვ­ლის­შემ­ძ­ლე­ო­ბით გა­ამ­პარ­ტავ­ნე­ბულ ადა­მი­ანს და მარ­ტოდ­მარ­ტოს და­ტო­ვებს ცხოვ­რე­ბის დამ­შ­რა­ლი მდი­ნა­რის უსი­ცოცხ­ლო, უხ­მო და უჩ­რ­დი­ლო ნა­პირ­ზე“ – ამ­ბობს ვა­ჟა ერ­თ­გან და ჩვენც უნ­და გა­ვი­ზი­ა­როთ მი­სი მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა, რად­გან გან­ვი­თა­რე­ბის რა დო­ნე­ზეც არ უნ­და ავი­დეს ადა­მი­ა­ნი, ბუ­ნე­ბა ყო­ველ­თ­ვის დარ­ჩე­ბა მის სა­ი­მე­დო სახ­ლად, ხო­ლო უმ­თავ­რეს მო­ვა­ლე­ო­ბად – ბუ­ნე­ბის დაც­ვა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები