2023 წლის საგამოცდო პროცესში, დღეიდან, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები ჩაერთვნენ.
პირველ სესიაზე გამოცდა მიმდინარეობს შემდეგ საგნებში:
♦ ქართული ენა და ლიტერატურა (VII-XII);
♦ ისტორია (VII-XII);
♦ ქიმია (VII-XII);
♦ ბიოლოგია ( VII-XII).
პირველ სესიაზე გამოცხადდა დარეგისტრირებულ აპლიკანტთა 82%, დაიგვიანა ერთმა გამოსაცდელმა.
მეორე სესიისათვის რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის ყველა საგამოცდო ცენტრში 14 საათზე დაიწყება და ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს სთხოვს, არ დაიგვიანონ და ბარათზე მითითებულ დროს გამოცხადდნენ საგამოცდო ცენტრში.
გისურვებთ წარმატებას!