11 თებერვალი, სამშაბათი, 2025

საბ­ჭო­თა ეპო­ქა რჩე­ულ ქარ­თულ მოთხ­რო­ბებ­ში

spot_imgspot_img

წიგ­ნი, რო­მელ­ზეც ახ­ლა მინ­და გი­ამ­ბოთ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ის­ტო­რი­ის იმ ერთ ყვე­ლა­ზე სა­ბე­დის­წე­რო ეპო­ქას ეძღ­ვ­ნე­ბა, რო­მელ­საც საბ­ჭო­თა კავ­ში­რი ერ­ქ­ვა.

ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“, რომ­ლის ქვე­სა­თა­უ­რია „მოთხ­რო­ბე­ბი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ზე“, კრი­ტი­კოს­მა თა­მაზ ვა­სა­ძემ შე­ად­გი­ნა და ის 18 ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლის 18 მოთხ­რო­ბას აერ­თი­ა­ნებს. გა­მო­ცე­მა 5 ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა, მოთხ­რო­ბე­ბი კი იმ­გ­ვა­რა­დაა და­ლა­გე­ბუ­ლი, რომ მკითხ­ველ­მა თა­ვი­დან ბო­ლომ­დე მი­ა­დევ­ნოს თვა­ლი საბ­ჭო­თა ეპო­ქას და იმას, რაც მის­გან დაგ­ვ­რ­ჩა. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ცე­მა იწყე­ბა მოთხ­რო­ბე­ბით, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­ე­თის გა­მო­ჩე­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა და სრულ­დე­ბა მი­სი გაქ­რო­ბით, რო­მე­ლიც, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, არ­სად გამ­ქ­რა­ლა.

„საბ­ჭო­ე­თის გა­მო­ჩე­ნა“, „სალ­ტე­ე­ბის შე­მო­ჭე­რა“, „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბა“, „უძ­რა­ო­ბი­დან“ ფი­ნა­ლის­კენ“, „და­ნა­ტო­ვა­რი“ – ესაა იმ 5 ნა­წი­ლის სა­თა­უ­რი, რო­მელ­თა ქვეშ ერ­თი­ან­დე­ბა ლეო ქი­ა­ჩე­ლის, ნი­კო­ლო მი­წიშ­ვი­ლის, მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას, დემ­ნა შენ­გე­ლა­ი­ას, გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის, ოთარ ჩხე­ი­ძის, რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლის, ნო­დარ დუმ­ბა­ძის, გუ­რამ რჩე­უ­ლიშ­ვი­ლის, შო­თა ჩან­ტ­ლა­ძის, რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის, ჯე­მალ თო­ფუ­რი­ძის, ნო­დარ წუ­ლე­ის­კი­რის, ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის, ვლა­დი­მერ სი­ხა­რუ­ლი­ძის, ირაკ­ლი ქას­რაშ­ვი­ლი­სა და ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის რჩე­უ­ლი მოთხ­რო­ბე­ბი.

შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ამ წიგ­ნ­ზე სა­უ­ბარს მეც და­ნა­ტოვ­რის ეპო­ქი­დან ვიწყებ, რად­გან საბ­ჭო­ე­თის კვა­ლი ჩვენს ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ჯერ კი­დევ ღრმა­დაა ჩა­კი­რუ­ლი. ეს ან­თო­ლო­გია კი მცდე­ლო­ბაა, ამ ცნო­ბი­ე­რე­ბის შავ ბუ­რუსს დი­დი ქარ­თ­ვე­ლი მწერ­ლე­ბის ნი­ჭი­ერ­მა ხელ­მა ეს სა­ბურ­ვე­ლი გა­და­ა­ცა­ლოს.

🔃 საბ­ჭო­ე­თის გა­მო­ჩე­ნა

„საბ­ჭო­ე­თის გა­მო­ჩე­ნა­ში“ ლეო ქი­ა­ჩე­ლის მოთხ­რო­ბას­თან („ჰა­კი აძ­ბა“) ერ­თად, შე­სუ­ლია ნი­კო­ლო მი­წიშ­ვი­ლის „თე­ბერ­ვა­ლი“, რო­მელ­შიც აღ­წე­რი­ლია 1921 წელს საბ­ჭო­თა ბოლ­შე­ვი­კუ­რი მთავ­რო­ბის შეს­ვ­ლა ბა­თუმ­ში („გაჩ­ნ­და მთავ­რო­ბა ბოლ­შე­ვი­კუ­რი“). რო­გორც ცნო­ბი­ლია, ბა­თუმ­ში ბოლ­შე­ვი­კე­ბის შე­მოს­ვ­ლას ნი­კო­ლო მი­წიშ­ვი­ლი თა­ვად შე­ეს­წ­რო, ეს ტექ­ს­ტი კი მან ამ მოვ­ლე­ნი­დან ორი წლის შემ­დეგ, 1923 წელს, პა­რიზ­ში და­წე­რა.

ბოლ­შე­ვი­კე­ბის გა­მო­ჩე­ნა­სა და მის თან­მ­დევ პრო­ცე­სებს ტექ­ს­ტ­ში ერ­თი პერ­სო­ნა­ჟის თვა­ლით ვაკ­ვირ­დე­ბით, რო­მე­ლიც შე­გუ­ე­ბის, და­ნე­ბე­ბის, მორ­ჩი­ლე­ბის გზას ად­გე­ბა, რა­თა გა­დარ­ჩეს. ის დი­ლით გა­რეთ გა­მო­დის და მთე­ლი ძა­ლით უნ­და დარ­წ­მუნ­დეს, რომ ასე­თი დი­დი ცვლი­ლე­ბე­ბის შემ­დეგ ჯერ კი­დევ ცოცხა­ლია და რომ გა­დარ­ჩა.

„უნ­დო­და ყვე­ლას დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ ის ცოცხა­ლია.

მო­ქა­ლა­ქეს არ სჯე­რო­და (დი­ლით რომ გა­იღ­ვი­ძა), თუ ის არაა მკვდა­რი და სურ­და ამა­ში დარ­წ­მუ­ნე­ბა. თვი­თონ თა­ვი­სი თა­ვი ამა­ში ვერ და­ე­ჯე­რე­ბი­ნა. სა­ჭი­რო იყო სხვი­სი ნახ­ვა. კითხ­ვა. კითხ­ვა-პა­სუ­ხი. ამ სურ­ვილ­მა უფ­რო გა­მო­აგ­დო მო­ქა­ლა­ქე კარ­ში. გრძნობ­და მო­ქა­ლა­ქე ას­ტ­რა­ლუ­რად, რომ კონ­სულ­ტა­ცია ამი­სა რევ­კომ­თან ხდე­ბა. ესე იგი: მხო­ლოდ რევ­კომ­თან დარ­წ­მუნ­დე­ბო­და კა­ცი – ცოცხა­ლია ის, თუ უკ­ვე ცოცხა­ლი აღარ არის და ეს მშვე­ნი­ე­რი დღე, ეს მზე, ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა – სიზ­მა­რი და იმ ქვეყ­ნი­უ­რი ოც­ნე­ბაა 1921 წ. მარ­ტ­ში გარ­დაც­ვა­ლე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქი­სა.

რა იყო რევ­კომ­თან?

რევ­კომ­თან იდ­გა მთე­ლი ქა­ლა­ქი, ქა­ლაქს კი თავ­ზე ად­გა ცხე­ლი მზე“.

სი­ცოცხ­ლე­ში დარ­წ­მუ­ნე­ბას­თან ერ­თად, ჩნდე­ბა ში­ში. ში­ში იმი­სა, თუ რო­დემ­დე გას­ტანს ეს სი­ცოცხ­ლე? მოკ­ლა­ვენ? და­სახ­ვ­რე­ტა­დაა გან­წი­რუ­ლი? მა­შინ რა მო­ე­ლის? და ეს ში­ში ჭამ­და სულს.

ეს ში­ში ედე­ბო­და მთელ სხე­ულს.

და ყვე­ლა ფიქ­რი ამ ში­შით იყო ნა­კარ­ნა­ხე­ვი.

რჩე­ბო­და ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი: სრუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბა და სრუ­ლი ერ­თ­გუ­ლე­ბა: „ფიქ­რობ­და მო­ქა­ლა­ქე, რომ არ სჭირ­დე­ბა (მთავ­რო­ბას) დახ­ვ­რე­ტა ამ­დე­ნი ხალ­ხის, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით არ იცო­და მო­ქა­ლა­ქემ – რა სჭირ­დე­ბა მთავ­რო­ბას და ეში­ნო­და ამი­ტომ. თუმ­ცა ამ­ხ­ნე­ვებ­და მო­ქა­ლა­ქეს ის იმე­დი, რომ სრუ­ლის ერ­თ­გუ­ლო­ბით მო­ვი­და რევ­კომ­თან, გულ­წ­რ­ფე­ლის თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბით და ერ­თ­გუ­ლე­ბით (ღმერ­თია მო­წა­მე – გულ­წ­რ­ფე­ლის ერ­თ­გუ­ლე­ბით. ყვე­ლა)“.

ეს სი­ცოცხ­ლე­ში დარ­წ­მუ­ნე­ბა და ში­ში გა­სა­გე­ბია. ამას რომ მოჰ­ყ­ვა მი­ზა­ნი სრუ­ლი მორ­ჩი­ლე­ბი­სა – ესეც. „ღმერ­თია მო­წა­მე“, გულ­წ­რ­ფე­ლი იყო ეს ერ­თ­გუ­ლე­ბა – სა­კუ­თარ გულ­შიც კი იმე­ო­რებს, რად­გან ფიქ­რიც შე­იძ­ლე­ბა კონ­ტ­როლ­დე­ბო­დეს. მაგ­რამ ახ­ლა რჩე­ბა მთა­ვა­რი: სა­კუ­თარ სინ­დის­თან, მო­რალ­თან, მო­რი­გე­ბა; დარ­წ­მუ­ნე­ბა, რომ ცუდს არა­ფერს შვრე­ბა, მის სინ­დისს არ აზი­ა­ნებს, ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას არ კარ­გავს (არ აკარ­გ­ვი­ნე­ბენ).

„და ფიქ­რობ­და მო­ქა­ლა­ქე კი­დევ:

– ეს მენ­შე­ვი­კე­ბი ხომ წა­ვი­დენ და წა­ვი­დენ. ჯან­და­ბა მათ თავს. მთავ­რო­ბა მო­ვი­და ახა­ლი. მთავ­რო­ბა ხომ სა­ჭი­როა (უთუ­ოდ სა­ჭი­როა მთავ­რო­ბა). ჰო, და ეს მთავ­რო­ბა უკ­ვე არის. ა, ბა­ტო­ნო, ა: ამ სახ­ლ­შია მთავ­რო­ბა. მო­ვი­და. და­ვა­ნე­ბოთ თა­ვი, თუ რო­გორ მო­ვი­და. ხომ კი მო­ვი­და, ხომ კი არის ამ სახ­ლ­ში და ხომ კი ვე­ლი მის­გან ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვი­ან ქა­ღალდს…“

მაგ­რამ მა­ინც არ ას­ვე­ნებ­და მო­ქა­ლა­ქეს სა­კუ­თა­რი­ვე თა­ვი, სა­კუ­თა­რი­ვე ფიქ­რი. გა­დიგ­რი­ხე­ბო­და მო­ქა­ლა­ქის ფიქ­რი, გა­და­უხ­ვევ­და გზას და ეს ფიქ­რი ასე­თი იყო: მთავ­რო­ბა კი მო­ვი­და, ის კი სა­ჭი­როა, ის კი აუცი­ლე­ბე­ლია, მაგ­რამ… მაგ­რამ „რო­გორ მო­ვი­და“?..

და დღის და­სას­რულს, რო­ცა მო­ქა­ლა­ქე და­უს­რუ­ლებ­ლად იმე­ო­რებს სიტყ­ვებს: „ცოცხა­ლი ვარ, ცოცხა­ლი ვარ, ცოცხა­ლი ვარ…“, რაც ნიშ­ნავს, რომ კი­დევ ერ­თი დღით გა­დარ­ჩა, ას­კ­ვ­ნის, რომ თუ კა­ცი ჭკუ­ით იქ­ნე­ბა, გა­დარ­ჩე­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია. მაგ­რამ ეს გა­დარ­ჩე­ნა პი­როვ­ნე­ბის სიკ­ვ­დი­ლის ტოლ­ფა­სია ტო­ტა­ლი­ტა­რუ­ლი მმარ­თ­ვე­ლო­ბის ქვეშ.

„შე­იძ­ლე­ბა… მუ­შა­ო­ბა. შე­იძ­ლე­ბა… იქ­ნებ მო­ქა­ლა­ქე ამ სიტყ­ვის იქით გუ­ლის­ხ­მობ­და: შე­იძ­ლე­ბა… საქ­მე­ე­ბის გა­მო­ჭახ­რა­კე­ბაც კიო“.

და აქ მოკ­ვ­და მო­ქა­ლა­ქე. თა­ვის გა­დარ­ჩე­ნის ძი­ე­ბა­ში ყვე­ლაფ­რის უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად მი­სა­ღე­ბად რომ მო­ემ­ზა­და, იმ დროს მოკ­ვ­და. და სწო­რედ ეს იყო „საბ­ჭო­ე­თის გა­მო­ჩე­ნის“ უტყუ­ა­რი ნი­შა­ნი: დამ­ფ­რ­თხა­ლი, სა­კუ­თარ ტყავ­ზე მო­ფიქ­რა­ლი ქარ­თ­ვე­ლი, რო­მე­ლიც სიტყ­ვა „შე­იძ­ლე­ბას“ რუ­სუ­ლად წარ­მოთ­ქ­ვამ­და („მოჟ­ნო“).

„ასე და­ღამ­და ეს დღე. ამ დღემ თქვა:

– მონჟო“.

🔃 სალტეების შემოჭრა 

„მოჟ­ნომ“ მო­ი­ტა­ნა „სალ­ტე­ე­ბის შე­მო­ჭე­რის“ ეპო­ქა, რო­მელ­საც ეძღ­ვ­ნე­ბა მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „დამ­პა­ტი­ჟე“ და კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას „ზა­რე­ბი გრი­გალ­ში“.

ამ ორი ტექ­ს­ტის სათ­ქ­მელ­თა­გან ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ვიდ­რე მო­ქა­ლა­ქე­ებს ჯერ კი­დევ არ უნ­დათ თვა­ლის ახე­ლა და გა­მოღ­ვი­ძე­ბა, ვიდ­რე ჯერ კი­დევ ხე­ირს ეძე­ბენ ამა თუ იმ ვი­თა­რე­ბი­დან ან ურ­ჩევ­ნი­ათ, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე არ და­ი­ჯე­რონ, არ ჩა­ე­რი­ონ, პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბის­გან მაქ­სი­მა­ლუ­რად მოწყ­ვე­ტი­ლებ­მა იცხოვ­რონ, ამა­სო­ბა­ში პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი თა­ვად მო­იკ­ვ­ლე­ვენ გზას და დგე­ბა წა­მი, რო­ცა სას­ტი­კი რე­ა­ლო­ბის და­ნახ­ვის მე­ტი აღა­რა­ფე­რი დაგ­რ­ჩე­ნია, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ უკ­ვე ძა­ლი­ან გვი­ა­ნია – უკ­ვე შენც მსხვერ­პ­ლი ხარ.

„დამ­პა­ტი­ჟეს“ საწყის გვერ­დებ­ზე ვკითხუ­ლობთ: „სადღაც რა­ღაც მოხ­და. ეს ამ­ბა­ვი მე­ბა­ღე თევ­დო­რემ მხო­ლოდ მა­შინ გა­ი­გო, რო­ცა სამ­ნი მო­ვიდ­ნენ და უთხ­რეს:

– ახ­ლა ეს ბა­ღიც შე­ნია და ეს სახ­ლიც.

სახ­ლი­სა და ბა­ღის პატ­რო­ნი კი სწო­რედ მა­შინ და­ი­კარ­გა, რო­ცა სადღაც რა­ღაც ხდე­ბო­და“.

პრო­ცე­სი, რომ­ლი­თაც და­საწყის­ში ხე­ი­რობ­და მე­ბა­ღე თევ­დო­რე, მა­ლე მა­საც მწა­რედ და­უბ­რუნ­დე­ბა უკან და მა­ლე თა­ვად იქ­ცე­ვა სახ­ლის უწინ­დე­ლი პატ­რო­ნი­ვით უფ­ლე­ბა­აყ­რილ კა­ცად. უხ­სე­ნე­ბე­ლი­ვით შე­მო­ვა მის ნაშ­რომ სახლ-კარ­ში ოქ­რო­პი­რი, იგი­ვე „დამ­პა­ტი­ჟე“, მზამ­ზა­რე­ულს მო­უჯ­დე­ბა და წლის სარ­ჩოს გა­უ­ნა­ხევ­რებს მშრო­მელ კაცს. თა­ვი­დან კი იფეთ­ქებს თევ­დო­რე, არ შე­ე­გუ­ე­ბა, ვი­ღაც დამ­პა­ტი­ჟე ასე უშ­რო­მე­ლად რომ შე­უ­ჭამს ნა­ჯაფს, მაგ­რამ ნელ-ნე­ლა დაცხ­რე­ბა, რო­ცა აქეთ-იქი­დან რჩე­ვებს მო­ის­მენს, გა­ჩუმ­დი, სუ­ლაც არ ჩა­მო­გარ­თ­ვან ეგ ყვე­ლა­ფე­რიო.

„ეს ერ­თი წლის მო­სა­ვა­ლი ვი­თომ სუ­ლაც არ მომ­ს­ვ­ლია“ – იფიქ­რა და ბედს შე­უ­რიგ­და“.

მოთხ­რო­ბის და­სას­რუ­ლი ყი­ნუ­ლი­ვით მჭრე­ლია, ისე­ვე რო­გორც მთე­ლი მოთხ­რო­ბა; ისე­თი, რო­გო­რიც მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვილს ახა­სი­ა­თებ­და, რო­მელ ტექ­ს­ტ­ში აღარ? – „ჩან­ჩუ­რა“, „ჯა­ყოს ხიზ­ნე­ბი“, „ლამ­ბა­ლო და ყა­შა“…

„ოთხ­ფეხს ტკი­პა შე­უჩ­ნ­დე­ბა, ფუტ­კარს წინ­წ­კა­ლი ჩა­უჯ­დე­ბა, ხეს ხავ­სი და ფით­რი მო­ე­კი­დე­ბა, კლდე­საც კი ფა­თა­ლო ჩა­ექ­სო­ვე­ბა და ასე სცხოვ­რო­ბენ სხვი­სი წვე­ნით. ნე­ტა ადა­მი­ა­ნიც ასე ხომ არ არის მოწყო­ბი­ლი?“

ფიქ­რობს თევ­დო­რე და დღემ­დი­საც ვერ გა­და­უჭ­რია“.

კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას მოთხ­რო­ბა „ზა­რე­ბი გრი­გალ­ში“ და­საწყი­სი­დან­ვე გვაფ­რ­თხი­ლებს იმას, რა­ზეც გვიყ­ვე­ბა ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის „დამ­პა­ტი­ჟე“.

ასე იწყე­ბა „ზა­რე­ბი გრი­გალ­ში“: „მნა­თე ოქ­რო­პირ მხო­ლოდ მა­შინ მიხ­ვ­და, რომ „ქვე­ყა­ნა გა­მო­იც­ვა­ლა“, რო­ცა დიდ­მარ­ხ­ვის ორ­შა­ბათს, წმ. ზა­ქა­რი­ას ეკ­ლე­სი­ის გუმ­ბათ­ზე ჯვა­რი ვე­ღარ ნა­ხა, ჯვა­რი აღარ იყო სამ­რეკ­ლო­ზე­დაც.

სო­ფე­ლი ყო­ველ წელს უპი­რობ­და შე­კე­თე­ბას სამ­რეკ­ლო­ებს და საყ­დარს. ახ­ლა ჯვა­რიც მო­ეხ­ს­ნათ.

აწ­ვიმ­და სამ­რეკ­ლოს. აწ­ვიმ­და საყ­დარს.

ადა­მი­ა­ნი ნელ-ნე­ლა ამ­ჩ­ნევს ცვლი­ლე­ბას.

ცვლი­ლე­ბა რომ ერ­თ­ბა­შად შეგ­ვე­ნიშ­ნა, ქვე­ყა­ნა ჯო­ჯო­ხე­თად იქ­ცე­ო­და და არა­ვის დას­ჭირ­დე­ბო­და მე­ო­რე ჯო­ჯო­ხე­თის გა­მო­გო­ნე­ბა“.

აქ­ვე შეგ­ხ­ვ­დე­ბათ გი­ორ­გი ლე­ო­ნი­ძის „სამ­თო სა­ბა­ლა­ხო“ და ოთარ ჩხე­ი­ძის „პა­გა­ნი­ნის თი­თე­ბი“, ორი სას­ტი­კი ტექ­ს­ტი სას­ტიკ ეპო­ქა­ზე.

🔃 ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბა

„სალ­ტე­ე­ბის შე­მო­ჭე­რას“ მოჰ­ყ­ვა „ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბა“, რო­მე­ლიც იხ­ს­ნე­ბა რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლის ბრწყინ­ვა­ლე მოთხ­რო­ბით „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“. ვინ იცის, სხვა­დას­ხ­ვა დროს, სხვა­დას­ხ­ვა ასაკ­ში, რამ­დენ­ჯერ წა­მი­კითხავს ეს მოთხ­რო­ბა და ამის მი­უ­ხე­და­ვად, ყო­ველ ჯერ­ზე კი­დევ რა­ღაც ახალს ვპო­უ­ლობ, ახალ სა­ფიქ­რალს მი­ჩენს. ნამ­დ­ვი­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­გი­აც ხომ ესაა?

ხო­ლო რა იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბა, ეს ბი­ჭი­კო­სა და ტუკ­ვა­ძის ის­ტო­რი­ით ყვე­ლა­ზე კარ­გად შე­იძ­ლე­ბა აიხ­ს­ნას. ბი­ჭი­კო, ეს ახალ­გაზ­რ­და კა­ცი, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა პი­რად­მა შუ­რის­ძი­ე­ბამ შე­ი­წი­რა, ბრწყინ­ვა­ლე მა­გა­ლი­თია იმი­სა, რო­გო­რი და­უც­ვე­ლია სის­ტე­მი­სა და მი­სი კა­ცე­ბის წი­ნა­შე თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც ამ სის­ტე­მის კაცს თვალ­ში არ მო­უ­ვა, მას­ზე პი­რა­დი ბრა­ზი და­უგ­როვ­დე­ბა, რა­მე არ მო­ე­წო­ნე­ბა, რა­ღა­ცის გა­მო გულ­ში ბოღ­მას ჩა­ი­დებს, მის სი­კარ­გეს ვერ აიტანს… სის­ტე­მის კა­ცი ნე­ბის­მი­ერ ფა­სად იქ­ცე­ვა „დიდ კა­ცად“, რა­თა ყვე­ლას ან­გა­რი­ში გა­უს­წო­როს („ტუკ­ვა­ძემ რა გზით და რო­გორ, ახ­ლა ამას მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს, მო­უ­ლოდ­ნე­ლად კა­რი­ე­რა გა­ი­კე­თა, ხალ­ხის პა­ტი­ვი, რი­დი და ში­ში და­იმ­სა­ხუ­რა…“), ბი­ჭი­კო კი, რო­მე­ლიც ტუკ­ვა­ძეს კა­ცად არ თვლი­და, სწო­რედ მის ამ­ბი­ცი­ებს, პა­ტა­რა ადა­მი­ა­ნო­ბას, პი­რად ვნე­ბებ­სა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის უსაზღ­ვ­რო­ბას შე­ე­წი­რა, ხო­ლო ყვე­ლა­ფე­რი, დაწყე­ბუ­ლი სის­ტე­მის პირ­და­პი­რი მსა­ხუ­რე­ბი­დან გაგ­რ­ძე­ლე­ბუ­ლი ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­თი, ყვე­ლა­ფე­რი ამ ბო­რო­ტე­ბის იმ­პე­რი­ის სამ­სა­ხურ­ში დგე­ბა.

მას შემ­დეგ, რაც 37 წლის ბი­ჭი­კოს (ეს ასა­კი შემ­თხ­ვე­ვი­თი სუ­ლაც არ მგო­ნია) ცხოვ­რე­ბა ნელ-ნე­ლა და­ად­ნეს, მას დიდ­ხანს აღარ უცოცხ­ლია. „ნე­ტავ თუ ახ­სოვ­და, ვინ რა გა­უ­კე­თა, ვინ რა და­ა­კარ­გ­ვი­ნა? შე­იძ­ლე­ბა ხვდე­ბო­და და არ ამ­ბობ­და. მოკ­ვ­და და­ფიქ­რე­ბუ­ლი, ალ­ბათ, ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ფე­რი აპა­ტია“. მაგ­რამ სი­ცოცხ­ლე­ში რომ სა­მუ­და­მოდ აწა­მებ­და მის მი­მართ ჩა­დე­ნი­ლი სი­სას­ტი­კე, ბი­ჭი­კოს წა­მო­ძა­ხი­ლე­ბი მოწ­მობს: „ტუკ­ვა­ძე, მოგ­კ­ლავ, შე­ნი დე­და… მოგ­კ­ლავ, სად წახ­ვალ, სად გარ­ბი­ხარ, ტუკ­ვა­ძე, გა­ჩერ­დი, თუ ვაჟ­კა­ცი ხარ!..“.

რე­ზო ჭე­იშ­ვი­ლი მოთხ­რო­ბა­ში ბო­რო­ტე­ბის სას­რულ­ზეც მიგ­ვა­ნიშ­ნებს. მიგ­ვა­ნიშ­ნებს იმა­ზე, რო­გორ სა­ცო­დავ­დე­ბი­ან ერთ დროს გა­ვე­შე­ბუ­ლი სის­ტე­მის მსა­ხუ­რე­ბი, რო­გო­რი მძაფ­რი ტკი­ვი­ლე­ბით იტან­ჯე­ბი­ან; დროს­თან ერ­თად ქრე­ბა მა­თი „დი­დე­ბა“ და ვი­ღა­ცამ შე­იძ­ლე­ბა მა­სა­ში ვერც კი შე­ამ­ჩ­ნი­ოს და „ეზოს კუთხე­ში მი­ჩე­ხოს“, ვი­ღა­ცამ კი ჩექ­მა­ზე და­ად­გას ფე­ხი, რად­გან ის უკ­ვე აღა­რა­ვი­ნაა. ერ­თა­დერ­თი, რაც მას­თან დარ­ჩა, არის ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი: „მარ­ტოდ­მარ­ტო მო­მა­ვალ ტუკ­ვა­ძეს სი­ა­რუ­ლი უჭირ­და, ყო­ველ ფე­ხის გა­დად­გ­მა­ზე ემან­ჭე­ბო­და სა­ხე; აუტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი აწუ­ხებ­და, ეტყო­ბა“.

მაგ­რამ ეს აუტა­ნე­ლი ტკი­ვი­ლი ვერ გა­და­წო­ნის ბი­ჭი­კოს და ბი­ჭი­კოს მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ ცხოვ­რე­ბას, უსა­მარ­თ­ლო რე­ჟიმს შე­წი­რულ ადა­მი­ან­თა ცხოვ­რე­ბას, რო­მელ­თა მო­მა­ვა­ლი, პირ­მარ­თალ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში, ნა­თე­ლი და მშვე­ნი­ე­რი იქ­ნე­ბო­და.

ტუკ­ვა­ძის მსგავ­სი ჯა­ლა­თის კი­დევ ერ­თი სა­ხე შექ­მ­ნა რე­ზო ინა­ნიშ­ვილ­მა მოთხ­რო­ბა­ში „ლა­რა“.

„მთე­ბი უნ­და კვნე­სოდ­ნენ ამ­გ­ვა­რი ამ­ბე­ბის მხილ­ველ­ნი“ – ასე იწყე­ბა „ლა­რა“.სულ ერ­თი წი­ნა­და­დე­ბაა, ტან­ში გა­უ­ჩე­რე­ბე­ლი ჟრუ­ან­ტე­ლის მომ­გ­ვ­რე­ლი.

ეს მოთხ­რო­ბა გვი­ამ­ბობს კაც­ზე, რომ­ლის კი­სერ­ზეც უთ­ვა­ლა­ვი უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლეა. ეს მოთხ­რო­ბა გვი­ამ­ბობს კაც­ზე, რო­მელ­მაც შთა­მო­მავ­ლო­ბა ვერ მო­წამ­ლა იმ ბო­რო­ტე­ბით, რო­მელ­საც, მთე­ლი მი­სი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში, კვე­ბავ­და. ესაა მოთხ­რო­ბა კაც­ზე, რო­მე­ლიც ბო­ლომ­დე ბო­რო­ტე­ბის მსა­ხუ­რი დარ­ჩა და ბო­რო­ტე­ბის რწმე­ნით სა­კუ­თა­რი სის­ხ­ლი და ხორ­ცი და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­წი­რა.

სა­ნაც­ვ­ლოდ, ჯა­ლა­თის შვი­ლი, ლა­რა არის ქა­ლი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სით, ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით, აზ­როვ­ნე­ბი­თა და არ­სე­ბო­ბით აბ­სო­ლუ­ტუ­რად უარ­ყოფს მა­მი­სა და მის­ნა­ი­რე­ბის ჯა­ლა­თურ გზას. იმ გზას, რო­მე­ლიც პა­ტი­ო­სა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის სის­ხ­ლი­თაა გა­ჯე­რე­ბუ­ლი. გზას, რო­მელ­საც ქვეყ­ნის სა­უ­კე­თე­სო შვი­ლე­ბი ეწი­რე­ბოდ­ნენ. ამ სი­სას­ტი­კეს შე­ე­წი­რა რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლის ოჯა­ხიც, რო­მე­ლიც სწო­რედ ასე­თი ხალ­ხის გა­მო იყო რეპ­რე­სი­რე­ბუ­ლი და სწო­რედ ასე­თე­ბის გა­მო აქ­ცი­ეს მწე­რა­ლი „ხალ­ხის მტრის“ შვი­ლად.

ჯა­ლა­თი არ შეც­ვ­ლი­ლა. და შვილს ამა­გი დას­მე­ნით „გა­და­უ­ხა­და“. სა­მა­გი­ე­როდ, რე­ზო ინა­ნიშ­ვილ­მა თვალ­წინ გაგ­ვი­ცოცხ­ლა პერ­სო­ნა­ჟი, ქა­ლი, რო­მელ­საც ჯა­ლათ­თან მხო­ლოდ ბი­ო­ლო­გი­უ­რი კავ­ში­რი აქვს.

ბო­რო­ტე­ბამ ვერ შეძ­ლო ახა­ლი ბო­რო­ტე­ბის გა­მოზ­რ­და, რად­გან ლა­რას სა­ხით მას­ზე სი­კე­თემ გა­ი­მარ­ჯ­ვა.

მთა­ვა­რი ისაა, ყო­ველ­თ­ვის იარ­სე­ბონ ლა­რას სუ­ლის­კ­ვე­თე­ბის მქო­ნე ქა­ლებ­მა. მთა­ვა­რია, ლა­რას იდეა არ მოკ­ვ­დეს – დას­მე­ნის, ცე­მი­სა თუ და­პა­ტიმ­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, თო­რემ „გა­ა­რა­რა­ვე­ბულ“ ჯა­ლა­თებს, რომ­ლე­ბიც შთა­მო­მავ­ლო­ბა­საც კი ჰკი­დე­ბენ მძი­მე ტვირთს და შვი­ლებ­სა და შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე ადა­მი­ა­ნებს აფიქ­რე­ბი­ნე­ბენ, ვი­ცო­დით, ლა­რა და მი­სი შვი­ლი, ჟუ­ლი­ე­ნი, ვი­სი მოდ­გ­მი­სა­ნიც იყ­ვ­ნე­ნო, ბო­ლომ­დე რჩე­ბი­ან თვა­ლებ­ში „სინ­დი­ყის სიმ­ძი­მი­თა და სი­ცი­ვით“.

ვკითხუ­ლობ „ლა­რას“ და ვგრძნობ, რომ კაც­მა, რო­მელ­მაც ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რას უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი იდე­ე­ბით სავ­სე ტექ­ს­ტე­ბი და­უ­ტო­ვა, ვერ იქ­ნა და თვა­ლი ვერ მო­უ­ხუ­ჭა ბო­რო­ტე­ბას.

რე­ზო ინა­ნიშ­ვი­ლი ისე სას­ტი­კად აღ­წერს ლა­რას მა­მას, არ­სად, მის არც ერთ სხვა მოთხ­რო­ბა­ში მსგავ­სი რამ არ ამო­მი­კითხავს. და ასეთ დროს ყვე­ლა­ზე მე­ტად ვრწმუნ­დე­ბი მის ნამ­დ­ვილ მწერ­ლო­ბა­სა და უსაზღ­ვ­რო კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა­ში.

ჩვენ ხში­რად ვფიქ­რობთ, რომ ნამ­დ­ვი­ლი კე­თილ­შო­ბი­ლე­ბა მხო­ლოდ სი­კე­თის მარ­ც­ვ­ლე­ბის შეგ­რო­ვე­ბა და მზე­რის მხო­ლოდ სი­კე­თის­კენ მი­მარ­თ­ვაა. ამ დროს ვერ ვი­აზ­რებთ, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თვა­ლი, რო­მელ­საც ბო­რო­ტე­ბა­ზე არ დავ­ხუ­ჭავთ.

თა­მაზ ვა­სა­ძის მი­ერ შედ­გე­ნი­ლი ან­თო­ლო­გია კი­დევ იმი­თა­ცაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ბავ­შ­ვო­ბი­დან ნაც­ნობ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს შო­რის ამო­ი­კითხავთ ისეთ სა­ხე­ლებ­სა და გვა­რებს, რო­მელ­თა შე­მოქ­მე­დე­ბის პირ­ვე­ლად წა­კითხ­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა, შე­იძ­ლე­ბა, სწო­რედ ამ ან­თო­ლო­გი­ის წყა­ლო­ბით მოგ­ვე­ცა. ჩემ­თ­ვის ასე­თი აღ­მო­ჩე­ნა იყო მწე­რა­ლი ჯე­მალ თო­ფუ­რი­ძე და მი­სი მოთხ­რო­ბა „ერ­თხელ ქუ­თა­ი­სის მი­ლი­ცი­ა­ში“.

ეს მოთხ­რო­ბა საბ­ჭო­თა მი­ლი­ცი­ის რუ­ტი­ნად ქცე­ულ უსა­მარ­თ­ლო ქმე­დე­ბებს, მე­ტიც – თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბულ ქმე­დე­ბებ­ზე გვი­ამ­ბობს. შე­სა­ნიშ­ნა­ვი მხატ­ვ­რუ­ლი ტექ­ს­ტია იმის შე­სა­ხებ, რო­გორ შე­ეძ­ლოთ ხე­ლი და­ევ­ლოთ შენ­თ­ვის – წე­სი­ე­რი მო­ქა­ლა­ქის­თ­ვის, ხე­ლი და­ევ­ლოთ და რაც უფ­რო არა­ფერ შუ­ა­ში იყა­ვი, მით მე­ტად გა­ე­წი­რეთ („და­გალ­პობთ!“). ერ­თა­დერ­თი, თუ­კი რამ გიხ­ს­ნი­და, ვინ­მე დი­დი კა­ცის შვილ­თან მე­გობ­რო­ბა იყო… მაგ­რამ თუ ისე­თი ჯი­უ­ტი აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­დი, რომ შე­ნი სი­მარ­თ­ლის ბო­ლომ­დე დაც­ვას გა­დაწყ­ვეტ­დი, უფ­რო გა­ვე­შე­ბუ­ლე­ბი და­გიწყებ­დ­ნენ ცე­მას მი­ლი­ცი­ა­ში.

მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი გმი­რი, მი­ლი­ცი­ე­ლე­ბის­გან უსა­მარ­თ­ლოდ ნა­ცე­მი და ღირ­სე­ბა­შე­ლა­ხუ­ლი, რო­ცა ამ ჯო­ჯო­ხე­თის შემ­დეგ სახ­ლ­ში ბრუნ­დე­ბა, ფიქ­რობს იმა­ზე, რო­გორ იბა­დე­ბი­ან ასე­თი ჯა­ლა­თე­ბი; რო­გორ შე­უძ­ლი­ათ, უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი ჯერ ცი­ხე­ში გა­უშ­ვან, მე­რე სახ­ლ­ში დაბ­რუნ­დ­ნენ და თქვან, რო­გო­რი დამ­ღ­ლე­ლი დღე ჰქონ­დათ; ან მი­წა რო­გორ იტანს ასე­თებ­სო, ფიქ­რობს, ბრა­ზობს, გუ­ლი ეგ­ლი­ჯე­ბა მთა­ვარს გმირს.

მაგ­რამ მთა­ვა­რი თურ­მე ჯერ კი­დევ წინ იყო…

რო­ცა მოთხ­რო­ბის ბო­ლო აბ­ზა­ცი ჩა­ვი­კითხე, მივ­ხ­ვ­დი, რომ ჯე­მალ თო­ფუ­რი­ძე გვი­ამ­ბობს არა მხო­ლოდ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი საბ­ჭო­თა ცხოვ­რე­ბის ჩვე­უ­ლებ­რივ ამ­ბებს, არა მხო­ლოდ რე­ჟი­მის ძალ­მომ­რე­ო­ბი­სა და ამ ძალ­მომ­რე­ო­ბის შე­მოქ­მედ­თა შე­სა­ხებ, არა­მედ მათ­ზე, ან, იქ­ნებ, პირ­ველ ყოვ­ლი­სა, სწო­რედ მათ­ზე, რომ­ლე­ბიც ასეთ დრო­ე­ბა­შიც კი ადა­მი­ა­ნო­ბას ინარ­ჩუ­ნე­ბენ. და სახ­ლ­ში დაბ­რუ­ნე­ბულს ახ­სენ­დე­ბა ნუგ­ზა­რია, „კა­რე­ბი­დან გა­სუ­ლიც რომ იძახ­და, მა­გე­ნი ჩვენ­თან არ არი­ა­ნო!“, რად­გან ამით მთა­ვა­რი გმი­რი­სა და მი­სი მე­გობ­რის გა­დარ­ჩე­ნას ცდი­ლობ­და; ახ­სენ­დე­ბა მი­ლი­ცი­ე­ლი, ხე­ლი რომ და­უხ­ვედ­რა მის თავს, რა­თა მე­ო­რე პო­ლი­ცი­ე­ლის დარ­ტყ­მი­სას თა­ვით კე­დელს არ მი­ნარ­ცხე­ბო­და და ძა­ლი­ან არ სტკე­ნო­და…

🔃 „უძ­რა­ო­ბი­დან“ ფი­ნა­ლის­კენ

„უძ­რა­ო­ბი­დან“ ფი­ნა­ლის­კენ“ ნა­წილ­ში, ნო­დარ წუ­ლე­ის­კი­რი­სა და ჯე­მალ ქარ­ჩხა­ძის ბრწყინ­ვა­ლე, მა­რა­დი­ულ სა­კითხა­ვად და­წე­რილ მოთხ­რო­ბებ­თან ერ­თად, შე­სუ­ლია ვო­ვა სი­ხა­რუ­ლი­ძის სრუ­ლი­ად გე­ნი­ა­ლუ­რი მოთხ­რო­ბა „მე­ა­თე მოწ­მე“, რო­მე­ლიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად ასა­ხავს საბ­ჭო­თა რე­ა­ლო­ბის­თ­ვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ერთ უმ­თავ­რეს ნი­შანს: ამ ეპო­ქა­ში აქ­რობ­დ­ნენ ადა­მი­ა­ნებს; არა მხო­ლოდ ფი­ზი­კუ­რად კლავ­დ­ნენ, არა­მედ მო­რა­ლუ­რად ანად­გუ­რებ­დ­ნენ პი­როვ­ნე­ბებს. მწე­რა­ლი ან­დ­რო ბუ­ა­ჩი­ძე აღ­ნიშ­ნავს: „საბ­ჭო­თა იმ­პე­რი­უ­ლი იდე­ო­ლო­გი­აც ისე­ვე აქ­რობ­და ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც სა­ბა­ლა­ხო­ელ­თა კლან­მა გა­აქ­რო, ვერ გა­იხ­სე­ნა, სო­ცი­ა­ლურ ნუ­ლად აქ­ცია ჯა­ნი­კო“.

სა­ბა­ლა­ხო ის სო­ფე­ლია, რო­მე­ლიც მი­სი თავ­კა­ცის, სავ­ლეს მო­გო­ნი­ლი კა­ნო­ნე­ბით ცხოვ­რობს და და­ნარ­ჩე­ნი სამ­ყა­როს­გან მოწყ­ვე­ტი­ლი უდ­რ­ტ­ვინ­ვე­ლად არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ იც­ვ­ლე­ბა, რო­ცა ჯა­ნი­კო, მოთხ­რო­ბის მთა­ვა­რი გმი­რი, და­ნარ­ჩენ 9 თა­ნა­სოფ­ლელ­თან ერ­თად, ჩხუბს შე­ეს­წ­რე­ბა, ხო­ლო რო­დე­საც სავ­ლე გა­დაწყ­ვეტს, რომ ათი­ვე მოწ­მე და­ი­ბა­როს და ამ ჩხუ­ბის ამ­ბა­ვი გა­მო­არ­კ­ვი­ოს, თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბი­დან ვე­რა­ვინ იხ­სე­ნებს, ვინ იყო ის მე­ა­თე მოწ­მე.

„ათ­მა თა­ნა­სოფ­ლელ­მა თუ არ გა­გიხ­სე­ნა, ორი დღის წი­ნათ რომ მათ გვერ­დით იდე­ქი, რად გინ­და, ბი­ჭო, ამის­თა­ნა სი­ცოცხ­ლე?.. ვინ გა­მოგ­ვ­ჩე­ნია ასე­თი უჯი­შო, ასე­თი უფე­რუ­ლი, ტლუ და უსუ­სუ­რი?.. რად გინ­და მა­გის­თა­ნა ჭი­ან­ჭ­ვე­ლას ცოლ-შვი­ლი ან მე­ზო­ბე­ლი, ან ჭა­მა და ქე­ი­ფი?.. ადი, ბი­ჭო, მა­ღალ კლდე­ზე, გად­მოხ­ტი თა­ვით და გა­ა­ნო­ყი­ე­რე სხვე­ბის­თ­ვის მი­წა…“

მე­ა­თე მოწ­მე – ჯა­ნი­კო, ნამ­დ­ვი­ლად მთა­ში გა­ი­ხიზ­ნე­ბა, მაგ­რამ არა იმი­ტომ, რომ იქი­დან გად­მოხ­ტეს, არა­მედ იმი­ტომ, რომ მო­რა­ლუ­რად მოშ­ლი­ლი სა­ბა­ლა­ხო­ე­ლე­ბი გა­მო­აფხიზ­ლოს. ჯა­ნი­კოს წას­ვ­ლა სა­აშ­კა­რა­ო­ზე გა­მო­ი­ტანს სა­ბა­ლა­ხო­ე­ლებ­თა მთელ რიგ პრობ­ლე­მებს: მო­ღა­ლა­ტე­ობ­რი­ვი ბუ­ნე­ბა, ადა­მი­ა­ნის, რო­გორც უმაღ­ლე­სი ფა­სე­უ­ლო­ბის დაკ­ნი­ნე­ბა, თვით­გა­დარ­ჩე­ნის მიზ­ნით სინ­დის­ზე ხე­ლის აღე­ბა, ერ­თ­მა­ნე­თის გა­წირ­ვის ხე­ლოვ­ნე­ბა და სხვა. ჯა­ნი­კოს მი­ერ მთი­დან და­გო­რე­ბუ­ლი ლო­დე­ბი­ვით დი­დი და მძი­მეა ეს პრობ­ლე­მე­ბი.

ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი მა­ინც ისაა, რომ თა­ნა­სოფ­ლე­ლე­ბის მო­რა­ლურ გა­მოფხიზ­ლე­ბას­თან ერ­თად, ჯა­ნი­კო ბო­ლომ­დე ერ­თ­გუ­ლი რჩე­ბა თა­ვი­სი იდე­ის; მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­ბო­ლო­ოდ, სა­ბა­ლა­ხო­ე­ლე­ბი მას სოფ­ლის თავ­კა­ცო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ, ხო­ლო სავ­ლე სა­კუ­თა­რი ქა­ლიშ­ვი­ლის მითხო­ვე­ბა­საც კი ჰპირ­დე­ბა, ჯა­ნი­კომ იცის, რომ მო­რა­ლუ­რი ჩარ­ჩო­ე­ბი­დან გად­მო­სულ გა­რე­მო­ში ან ამ გა­რე­მოს ნა­წი­ლი ხარ, ან ბო­ლომ­დე მის მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გედ რჩე­ბი. დი­დი ხნის შემ­დეგ, რო­დე­საც დუ­მილს და­არ­ღ­ვევს, მი­სი სა­ბო­ლოო სიტყ­ვაც ეს იქ­ნე­ბა: „არ მინ­და მე თქვე­ნი სო­ფე­ლი!“.

ვლა­დი­მერ (ვო­ვა) სი­ხა­რუ­ლი­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ას თუ გა­დავ­ხე­დავთ, დავ­რ­წუნ­დე­ბით, რომ მწერ­ლის­თ­ვის რთუ­ლი სუ­ლაც არ იქ­ნე­ბო­და ჯა­ნი­კოს მსგავ­სი პრინ­ცი­პუ­ლი და გამ­ბე­და­ვი გმი­რის და­ხატ­ვა, რად­გან თა­ვად მწე­რა­ლი, 50-იანი წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ჯერ კი­დევ სკო­ლის მოს­წავ­ლე, ერ­თი­ან­დე­ბა „გორ­გას­ლი­ა­ნის“ რი­გებ­ში და იბ­რ­ძ­ვის საბ­ჭო­ე­თის წი­ნა­აღ­მ­დეგ. მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ, გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი იგო­ნებ­და: „ჩვენ, 9 ძმა­კაც­მა მა­შინ­დე­ლებ­მა, აი ასე­თი რამ გა­დავ­წყ­ვი­ტეთ: უმ­ძაფ­რე­სი რამ – პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბის გაკ­ვ­რა და სად ეს, – 50-იანი წლე­ბის სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა პირ­ველ­მა ზვი­ად­მა გა­ნიზ­რა­ხა, მთლად ყმაწ­ვი­ლი იყო მა­შინ. 13-14 წლი­სა, და პირ­ვე­ლებ­მა მხო­ლოდ ტო­ლი­კა მი­ქა­ძემ, თა­მაზ გუნ­ჯუ­ამ, ჯონ­დო მეტ­რე­ველ­მა და მგო­ნი მე­რაბ კოს­ტა­ვამ იცოდ­ნენ ეს, და­ნარ­ჩე­ნე­ბი მა­შინ ხე­ი­რი­ა­ნად არც ვიც­ნობ­დით ზვი­ადს, მე­რე შე­ე­მა­ტათ ვო­ვა სი­ხა­რუ­ლი­ძე, თე­მურ ცერ­ც­ვა­ძე, მე – თავ­დე­ბო­ბით გა­მა­წევ­რი­ა­ნეს, თუმ­ცა სხვე­ბიც და­მიდ­გე­ბოდ­ნენ თავ­დე­ბად, მე კი გუ­რამ სხირ­ტ­ლა­ძეს და­ვუ­დე­ქი მე­პი­რო­ბედ, ასე­თი წეს-კა­ნო­ნიც გვქონ­და — თუ­კი ვინ­მე არ გა­ა­მარ­თ­ლებ­და, თავ­დებს უნ­და ეგო პა­სუ­ხი“. სწო­რედ ამ ბი­ჭებ­მა, მა­თი­ვე გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი პროკ­ლა­მა­ცი­ე­ბით, გა­ახ­სე­ნეს კი­დევ ერ­თხელ (ან, იქ­ნებ, და­ვიწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მის­ცეს!) ქარ­თ­ვე­ლებს 9 მარ­ტის სის­ხ­ლი­ა­ნი ღა­მე და წი­ნაპ­რე­ბის გმი­რუ­ლი თავ­და­დე­ბის შეხ­სე­ნე­ბას­თან ერ­თად, ისიც ას­წავ­ლეს, რომ ახ­ლა ჩვე­ნი ჯე­რია, არც ჩვენ უნ­და შე­ვირ­ცხ­ვი­ნოთ თა­ვიო…

🔃 და­ნა­ტო­ვა­რი

წიგ­ნის ბო­ლო, მე­ხუ­თე ნა­წილს „და­ნა­ტო­ვა­რი“ ჰქვია, რო­მელ­შიც შე­სუ­ლია ირაკ­ლი ქას­რაშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „მხედ­რე­ბი“ და ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის „გაღ­მა ნა­პი­რი“.

ნუგ­ზარ შა­ტა­ი­ძის პა­წა­წი­ნა მოთხ­რო­ბა გვი­ამ­ბობს ქარ­ხა­ნა­ში მო­მუ­შა­ვე კაც­ზე, რო­მელ­საც სულ სხვა ფიქ­რე­ბი­თა და ოც­ნე­ბე­ბით აქვს სავ­სე გუ­ლი. ბა­ტონ ილოს უნ­და, რომ ერ­თი პა­ტა­რა მი­ტო­ვე­ბუ­ლი ად­გი­ლი მა­ინც გა­ა­ცოცხ­ლოს, მი­წას და­უბ­რუნ­დეს, გა­ა­ხა­როს ხი­ლი და ბოს­ტ­ნე­უ­ლი, გა­ა­ცოცხ­ლოს ის ჩა­მუ­ქე­ბუ­ლი, გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლი სივ­რ­ცე­ე­ბი, ირ­გ­ვ­ლივ რომ ახ­ვე­ვია, შე­ხა­როს ჭე­რამს ან მწვა­ნი­ლის კვლებს.

„იმ დღეს ბა­ტო­ნი ილო ქარ­ხა­ნა­ში აღარ მი­სუ­ლა“ – ასე სრულ­დე­ბა მოთხ­რო­ბაც და ასე სრულ­დე­ბა წიგ­ნიც.

ვინ იცის, გა­მო­უ­ვი­დო­და საბ­ჭო­ე­თის და­ნა­ტო­ვარ­ზე ბა­ტონ ილოს სა­კუ­თა­რი გუ­ლის­წა­დის ას­რუ­ლე­ბა?

ეს და­ნა­ტო­ვა­რი, საბ­ჭო­ე­თის კვა­ლი, დღემ­დე მოგ­ვ­ყ­ვე­ბა. მოგ­ვ­ყ­ვე­ბა სამ­წუ­ხა­როდ და სა­ვა­ლა­ლოდ. სწო­რედ ამი­ტომ, ან­თო­ლო­გია „ბი­ჭი­კოს ავად­მ­ყო­ფო­ბის ის­ტო­რია“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს ავა­დო­ბის ის­ტო­რიაა. ავა­დო­ბის­გან თა­ვის და­საღ­წე­ვი უება­რი წა­მა­ლი კი დი­დი სათ­ქ­მე­ლის მქო­ნე ტექ­ს­ტებ­თან, რჩე­ულ მოთხ­რო­ბებ­თან დაბ­რუ­ნე­ბაა.

მე­ლა­ნო კო­ბა­ხი­ძე

 

spot_img

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები