13 მაისი, სამშაბათი, 2025

სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რო­გორც ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა

spot_imgspot_img

მა­ი­სი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბის თვეა. ჩემს მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად ამ­ჟა­მად ლი­ტე­რა­ტუ­რულ კლუბ­ში ერთ შე­სა­ნიშ­ნავ წიგნს ვკითხუ­ლობ. იგი თა­ნა­მედ­რო­ვე ეს­პა­ნუ­რი სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯორ­ჯი სი­ე­რა ფაბ­რას მოთხ­რო­ბაა, სა­ხელ­წო­დე­ბით „ბი­ჭი, რო­მე­ლიც ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­თან ცხოვ­რობ­და“ (მთარ­გ­მ­ნე­ლი: თი­ნა ბა­ტი­აშ­ვი­ლი, „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა“, 2023).

ამ მოთხ­რო­ბა­ში წა­მოჭ­რი­ლი თე­მე­ბი, სა­ბო­ლო­ოდ, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ირ­გ­ვ­ლივ ერ­თი­ან­დე­ბა, სწო­რედ ამი­ტომ, რო­გორც კი მა­ი­სი დად­გა, კლუ­ბის წევ­რებს ვე­სა­უბ­რე იმა­ზე, რა არის ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა და რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ის თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის, ანუ რამ­დე­ნად გან­საზღ­ვ­რავს ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის ხა­რისხს მენ­ტა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის გან­ც­და.

რო­დე­საც სა­უ­ბა­რი და­ვას­რუ­ლე, მოს­წავ­ლემ მითხ­რა, რომ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ამ თე­მებ­ზე სა­უ­ბა­რი, მით უფ­რო, ბავ­შ­ვებ­თან და მო­ზარ­დებ­თან. სწო­რედ ამი­ტომ, გა­დავ­წყ­ვი­ტე, რომ ჩე­მი შემ­დე­გი წე­რი­ლი „ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბის ლი­ტე­რა­ტუ­რულ კლუბ­ში“ მი­მეძღ­ვ­ნა შემ­დე­გი თე­მის­თ­ვის: რას გვიყ­ვე­ბა სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა ფსი­ქი­კურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა­ზე, უფ­რო ზუს­ტად კი, რო­გორ გვი­მაღ­ლებს ცნო­ბი­ე­რე­ბას მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა.

ამი­სათ­ვის, ზე­მოთ უკ­ვე ნახ­სე­ნებ ჯორ­ჯი სი­ე­რა ფაბ­რას მოთხ­რო­ბას­თან ერ­თად, სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რებ ჩვენ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძვირ­ფა­სი სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლის, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნის წიგ­ნ­ზეც „მა­დი­კე­ნი და იუნი­ბა­კე­ნე­ლი კუდ­რა­ჭა“ (მთარ­გ­მ­ნე­ლი: ნა­ტო კვა­რაცხე­ლია, „ბა­კურ სუ­ლა­კა­უ­რის გა­მომ­ცემ­ლო­ბა“, 2022).

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რო­გორც სხე­უ­ლებ­რი­ვი, ანუ ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა, ძა­ლი­ან დიდ როლს ას­რუ­ლებს ადა­მი­ა­ნის ყო­ველ­დღი­ურ ნორ­მა­ლურ ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა­ში. რო­გორც ფსი­ქო­ლო­გე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ჯერ ბო­ლომ­დე არაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ფი­ზი­კურ და მენ­ტა­ლურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას შო­რის კავ­ში­რი, ამა­ვე დროს, აუცი­ლებ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ შემ­დე­გი: უკ­ვე არა­ერ­თი კვლე­ვა მოწ­მობს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ერთ-ერ­თია, რო­მე­ლიც ფი­ზი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ცვლი­ლე­ბებს იწ­ვევს. ევ­რო­პის ბი­ჰე­ვი­ო­რუ­ლი და კოგ­ნი­ტი­უ­რი თე­რა­პი­ე­ბის (EABCT) მი­ერ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი ზრდას­რულ­თა კოგ­ნი­ტი­ურ-ბი­ჰე­ვი­ო­რუ­ლი ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტი ანა ღვი­ნი­ა­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­ნა­პი­რო­ბებს იმას, თუ რო­გო­რი იქ­ნე­ბა სხე­უ­ლებ­რი­ვი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბა ნე­ბის­მი­ერ ასაკ­ში. ფსი­ქი­კუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბის პი­როვ­ნუ­ლი გან­ც­და უკავ­შირ­დე­ბა, ზო­გა­დად, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას და სი­ცოცხ­ლის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბის მა­ტე­ბას, ხო­ლო გრძელ­ვა­დი­ა­ნი სტრე­სი და გან­ც­დი­ლი ტრავ­მა იმუ­ნურ სის­ტე­მას ასუს­ტებს, რაც, თა­ვის მხრივ, სხე­უ­ლებ­რი­ვი და­ა­ვა­დე­ბე­ბი­სად­მი მიდ­რე­კი­ლე­ბას ზრდის.

ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის თე­მა­ზე დღემ­დე ბევ­რი სტიგ­მა და არას­წო­რი მო­საზ­რე­ბა არ­სე­ბობს; ამას­თა­ნა­ვე, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში უფ­რო და უფ­რო მე­ტად იზ­რ­დე­ბა და­ინ­ტე­რე­სე­ბა მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ.

მა­ი­სის თვე კი­დევ ერ­თხელ გვა­ფიქ­რებს, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის ემო­ცი­უ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა და ასე­ვე, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სხვე­ბის მენ­ტა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ჩვე­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნა: მხარ­და­ჭე­რით, თა­ნა­გან­ც­დით, მოს­მე­ნი­თა და იმის გა­აზ­რე­ბით, რომ თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნ­დეს იმ ფაქ­ტის წი­ნა­შე, რო­ცა მის მენ­ტა­ლურ ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას ისე­ვე და­ე­მუქ­რე­ბა საფ­რ­თხე, რო­გორც ფი­ზი­კურს. ვფიქ­რობ, წიგ­ნე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბით, სა­ბავ­შ­ვო და საყ­მაწ­ვი­ლო, ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო გზაა, რომ­ლე­ბიც გვა­აზ­რე­ბი­ნებს, გვა­ფიქ­რებს, უფ­რო მე­ტად თა­ნამ­გ­რ­ძ­ნობს გვხდის ერ­თ­მა­ნე­თი­სად­მი, გვი­ბიძ­გებს, რომ ამ თე­მა­ზე მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია მო­ვი­ძი­ოთ, მე­ტად გათ­ვით­ც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლე­ბი ვი­ყოთ, რად­გან ცოდ­ნაა ის ერ­თა­დერ­თი, რაც გვა­თა­ვი­სუფ­ლებს ში­ში­სა და არას­წო­რი წარ­მოდ­გე­ნე­ბის­გან.

ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რენ­მა  „მა­დი­კე­ნი და იუნი­ბა­კე­ნე­ლი კუდ­რა­ჭა“ 1960 წელს და­წე­რა. რა თქმა უნ­და, XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლებ­ში ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ასა­მაღ­ლებ­ლად ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ იქ­ნე­ბო­და გა­სა­კე­თე­ბე­ლი, მათ შო­რის, შვე­დეთ­ში. წიგ­ნის კითხ­ვი­სას ვგრძნობ­დი, რომ მწე­რალს ძა­ლი­ან აწუ­ხებ­და ამ თე­მი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის არას­წო­რი, ხში­რად, სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მო და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ცდი­ლობ­და, რომ მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ყო­ფი­ლი­ყო ერთ-ერ­თი რგო­ლი, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებს ამ სა­კითხი­სად­მი ცნო­ბი­ე­რე­ბას აუმაღ­ლებ­და. ას­ტ­რი­დი ცდი­ლობს, ბავ­შ­ვე­ბის საქ­ცი­ე­ლი­თა და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით გვას­წავ­ლოს, რო­გორ უნ­და მო­ვექ­ცეთ მათ, ვი­საც ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი დარ­ტყ­მე­ბი­სა თუ სხვა მი­ზე­ზე­ბის გა­მო, მენ­ტა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა შე­ერ­ყათ.

ბა­ტო­ნი ლინ­დ­კ­ვის­ტი ყო­ველ­თ­ვის ასე­თი არ ყო­ფი­ლა, – უყ­ვე­ბა მა­დი­კენს მა­მა, – ერთ დროს ისიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი იყო, ცო­ლი და პა­ტა­რა შვი­ლი ჰყავ­და, მაგ­რამ ცო­ლი ბავ­შ­ვ­თან ერ­თად ტბა­ში და­იხ­რ­ჩო. რო­დე­საც ლინ­დ­კ­ვის­ტ­მა ეს ამ­ბა­ვი გა­ი­გო, სა­სო­წარ­კ­ვე­თის­გან თავ­ში რა­ღაც გა­და­უტ­რი­ალ­და და მას შემ­დეგ უც­ნა­უ­რად იქ­ცე­ვა.

ამას­თა­ნა­ვე, ვი­გებთ, რომ ლინ­დ­კ­ვის­ტი არას­დ­როს არა­ფერს უშა­ვებს ადა­მი­ა­ნებს, ყო­ველ­თ­ვის თა­ვა­ზი­ა­ნი და მო­რი­დე­ბუ­ლია, მხო­ლოდ იშ­ვი­ა­თად ბრაზ­დე­ბა და ამ დროს თა­ვა­დაც არ იცის, რას აკე­თებს. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მა­დი­კე­ნის მე­ზობ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის კა­რებს კე­ტა­ვენ, რო­დე­საც ლინ­დ­კ­ვის­ტი გა­რეთ და­სე­ირ­ნობს, დე­დე­ბი კი ბავ­შ­ვებს არი­გე­ბენ, რო­გორც კი ლინ­დ­კ­ვისტს და­ი­ნა­ხა­ვენ, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­იქ­ც­ნენ.

მა­დი­კენს კი ძა­ლი­ან ებ­რა­ლე­ბა ლინ­დ­კ­ვის­ტი. ბავ­შ­ვის ფა­ქი­ზი გუ­ლი გრძნობს, რომ ამ კა­ცის გა­რიყ­ვა არ შე­იძ­ლე­ბა, პი­რი­ქით – მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ მა­დი­კენს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი დე­და ჰყავს. ერ­თხელ, რო­დე­საც მა­დი­კე­ნის პა­ტა­რა და­ი­კო, ლი­სა­ბე­ტი, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ო­ბის გა­მო, ბა­ტო­ნი ლინ­დ­კ­ვის­ტის სახ­ლ­ში შე­დის, ლინ­დ­კ­ვისტს უნ­და, რომ ბავ­შ­ვი თა­ვის­თან და­ი­ტო­ვოს, რად­გან მას­ში, რო­გორც ჩანს, თა­ვის პა­წა­წი­ნა გარ­დაც­ვ­ლილ გო­გო­ნას ხე­დავს.

„ლინ­დ­კ­ვის­ტი სა­შო­ბაო გნომს ჰგავ­და, დი­დი თეთ­რი წვე­რი­თა და მხრე­ბამ­დე დაშ­ვე­ბუ­ლი თეთ­რი თმით. ისე­თი შე­სა­ხე­და­ვე­ბი იყ­ვ­ნენ, თით­ქოს ლი­სა­ბე­ტი კე­თილ სა­შო­ბაო გნომ­თან ერ­თად მო­დი­ო­და“. პირ­ველ ჯერ­ზე დე­და ფით­რ­დე­ბა და ში­ში აიტანს, რად­გან კა­ცი გა­მუდ­მე­ბით უმე­ო­რებს, შენ კი­დევ ხომ გყავს შვი­ლე­ბი, მე კი არ მყავს. ეს ბავ­შ­ვი მინ­და. ქვეყ­ნად სა­მარ­თა­ლი ხომ უნ­და არ­სე­ბობ­დე­სო?

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­და ახ­ლა მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი შვი­ლის დაბ­რუ­ნე­ბის გზებს ეძებს, მის თი­თო­ე­ულ ქმე­დე­ბა­ში ასე­ვე იგ­რ­ძ­ნო­ბა ლინ­დ­კ­ვის­ტი­სად­მი თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა. დე­და გრძნობს, რომ ამ კაცს შვი­ლი ენატ­რე­ბა და რო­გორც მშო­ბე­ლი, შიშ­თან ერ­თად, გუ­ლის­ტ­კი­ვილს გრძნობს. ეს ძა­ლი­ან ფა­ქი­ზი ეპი­ზო­დი იმით სრულ­დე­ბა, რომ დე­და ლინ­დ­კ­ვისტს მო­ხა­ლუ­ლი ნუ­ში­თა და ნიგ­ვ­ზი­ა­ნი ნამ­ცხ­ვ­რით უმას­პინ­ძ­ლ­დე­ბა და ნელ-ნე­ლა არ­თ­მევს თა­ვის გო­გო­ნას, გა­მომ­შ­ვი­დო­ბე­ბი­სას კი კაცს უკ­ვე მე­ო­რედ ეფე­რე­ბა ლო­ყა­ზე.

ლინ­დ­კ­ვის­ტი გრძნობს, რომ არას­წო­რად იქ­ცე­ვა და მას შემ­დეგ, რაც ოჯა­ხი შორ­დე­ბა, ჩუ­მად იმე­ო­რებს: – „უფა­ლო იესო, და­მეხ­მა­რე!“

მა­დი­კე­ნი კი ლინ­დ­კ­ვის­ტის გა­მო ტი­რის, რად­გან მას შვი­ლი არ ჰყავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თან მას­ზე ბრა­ზობს, რად­გან და­ი­კოს არ­თ­მევ­და, მა­დი­კე­ნის ბავ­შ­ვუ­რი გუ­ლი გრძნობს, რომ სამ­ყა­როს წეს­რი­გი დარ­ღ­ვე­უ­ლია, ეს კა­ცი დი­დი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე მარ­ტოა და მას დახ­მა­რე­ბა სჭირ­დე­ბა.

მშობ­ლე­ბი, რო­გორც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის ერ­თ­გ­ვა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტე­ბი, დიდ როლს ას­რუ­ლე­ბენ იმა­ში, თუ რო­გორ მი­ი­ღე­ბენ შვი­ლე­ბი ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ანს.

ერ­თხე­ლაც, რო­დე­საც ბა­ტო­ნი ლინ­დ­კ­ვის­ტი უკ­ვე მე­ო­რედ გა­დაწყ­ვეტს ბავ­შ­ვის, ამ­ჯე­რად მა­დი­კე­ნის ახალ­შო­ბი­ლი და­ი­კოს, წაყ­ვა­ნას, კა­ცი მა­დი­კენს ძა­ლი­ან სა­გუ­ლის­ხ­მო რა­მეს ეუბ­ნე­ბა. ეს წი­ნა­და­დე­ბა კი­დევ ერ­თხელ გვარ­წ­მუ­ნებს, რამ­ხე­ლა სიბ­რ­ძ­ნი­თაა სავ­სე სა­ბავ­შ­ვო ლი­ტე­რა­ტუ­რა, რომ ის ჩა­დის ადა­მი­ა­ნის არ­სე­ბის ყვე­ლა­ზე ღრმა შრე­ებ­ში და არ უშინ­დე­ბა მზის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ი­ტა­ნოს ყვე­ლა პრობ­ლე­მა, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს თავს ნე­ბის­მი­ერ წამს შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვატყ­დეს.

„ – ბა­ტო­ნო ლინ­დ­კ­ვისტ, ბავ­შ­ვი რად გინ­დათ? – უც­ნა­უ­რად შეც­ვ­ლი­ლი ხმით იკითხა მა­დი­კენ­მა.

ლინ­კ­ვის­ტ­მა წარ­ბე­ბი შეჭ­მუხ­ნა და თით­ქოს და­ფიქ­რ­და.

ყვე­ლა­ფე­რი მკვდა­რია, ვერ ხვდე­ბი? – თქვა მან, – ჰო, ყვე­ლა­ფე­რი მკვდა­რია, ჰო­და, ისე­თი რა­მე მჭირ­დე­ბა, რაც ცოცხა­ლია და მოძ­რა­ობს, ხვდე­ბი?

მას შემ­დეგ, რო­ცა ლინ­დ­კ­ვისტს ამ ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ წა­იყ­ვა­ნენ და რო­გორც მა­დი­კე­ნის ოჯა­ხის დი­ა­სახ­ლი­სი, ალ­ვა, იტყ­ვის, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გა­მო­კე­ტა­ვენ, მა­დი­კე­ნი გა­დაწყ­ვეტს, რომ მას ეს­ტუმ­როს და  სა­ღე­ჭი თამ­ბა­ქო მი­უ­ტა­ნოს სა­ჩუქ­რად.

ალ­ბათ, მა­დი­კე­ნის ასე­თი გუ­ლის­ხ­მი­ე­რი ქმე­დე­ბე­ბის აღ­წე­რით, ას­ტ­რიდ ლინ­დ­გ­რე­ნი ცდი­ლობ­და მი­სი თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის ეჩ­ვე­ნე­ბი­ნა, რომ ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის პრობ­ლე­მის მქო­ნე ადა­მი­ანს გა­რიყ­ვა კი არა, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბა სჭირ­დე­ბა; ამა­ვე დროს, ჩვენ უნ­და შევ­ძ­ლოთ, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, მათ გა­მო­ჯან­მ­რ­თე­ლე­ბა­ში ხე­ლი შე­ვუწყოთ და ჩვე­ნი მხარ­და­ჭე­რა თუნ­დაც იმით შე­ვაგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოთ, რომ ლო­ყა­ზე ხე­ლი მო­ვუს­ვათ ან კლი­ნი­კა­ში მა­თი საყ­ვა­რე­ლი სა­ღე­ჭი თამ­ბა­ქო­თი ხელ­დამ­შ­ვე­ნე­ბუ­ლი ვეს­ტუმ­როთ.

ალ­ვას­თ­ვის სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში წაყ­ვა­ნა გა­მო­კეტ­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი, ექი­მის­თ­ვის დრო­უ­ლად მი­მარ­თ­ვა ჩვე­ნი მენ­ტა­ლუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის სა­წინ­და­რია. რა თქმა უნ­და, ამის გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა ერ­თი სა­უ­კუ­ნის წინ, დღე­ვან­დელ­თან შე­და­რე­ბით, კი­დევ უფ­რო ჭირ­და, ამი­ტომ ერი­დე­ბოდ­ნენ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უც­ნა­ურ კაცს, რი­ყავ­დ­ნენ და ბავ­შ­ვებს ახ­ლოს არ აკა­რებ­დ­ნენ, ნაც­ვ­ლად იმი­სა, რომ ეფიქ­რათ, რო­გორ დახ­მა­რე­ბოდ­ნენ მას. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა იზ­რ­დე­ბა, ვი­თარ­დე­ბა. ამა­ში კი ლო­მის წვლი­ლი მხატ­ვ­რულ ლი­ტე­რა­ტუ­რას მი­უძღ­ვის.

„ბი­ჭი, რო­მე­ლიც ვარ­ს­კ­ვ­ლა­ვებ­თან ცხოვ­რობ­და“

ჯორ­დი სი­ე­რა ფაბ­რას პა­ტა­რა მოთხ­რო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი იქი­დან იწყე­ბა, რო­ცა ფსი­ქი­ატრ დე­ვიდ რო­ხას­თან ძა­ლი­ან უც­ნა­უ­რი პა­ტა­რა ბი­ჭი მიჰ­ყავთ. პო­ლი­ცი­ის მი­ერ ნა­პოვ­ნი ბი­ჭი არ ლა­პა­რა­კობს, არ ჭამს. ვერ ეგუ­ე­ბა სი­ნათ­ლეს. გარ­შე­მო მის­თ­ვის ყვე­ლა­ფე­რი უცხო და უჩ­ვე­უ­ლოა. რი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი ბი­ჭის ასე­თი უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი? რა­ტომ არ შე­უძ­ლია მას ურ­თი­ერ­თო­ბა, დი­ა­ლო­გი, რა­ტომ წა­მო­ი­ძა­ხებს ხოლ­მე მხო­ლოდ ისეთ სიტყ­ვებს, რო­გო­რი­ცაა „ჯან­და­ბა, მო­კე­ტე, ხუ­ან, ჭა­მე, წყნა­რად, ღო­რო, და­ი­ძი­ნე…?“ ფსი­ქი­ატ­რი სა­გო­ნე­ბელ­შია, რად­გან არ არ­სე­ბობს არა­ვი­თა­რი ხელ­ჩა­სა­ჭი­დი, რო­მე­ლიც მას ამ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ ამ­ბავს ამო­ახ­ს­ნე­ვი­ნებს; სა­მა­გი­ე­როდ, დე­ვიდ რო­ხასს იმ­დე­ნად სურს უმ­წეო ბი­ჭის დახ­მა­რე­ბა, რომ ამის­თ­ვის თავს არ და­ზო­გავს. ფსი­ქი­ატ­რს მა­ლე შვი­ლი ეყო­ლე­ბა და მშობ­ლის ინ­ს­ტინ­ქ­ტი აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნებს, რო­გორ სჭირ­დე­ბათ ამ სამ­ყა­რო­ში მოვ­ლე­ნილ პა­ტა­რებს დახ­მა­რე­ბა და თა­ნად­გო­მა.

სა­ბო­ლო­ოდ, ნელ-ნე­ლა ყვე­ლა­ფერს ნა­თე­ლი ეფი­ნე­ბა და ფსი­ქი­ატ­რი რწმუნ­დე­ბა, რომ ბი­ჭის ასე­თი უც­ნა­უ­რი ქმე­დე­ბე­ბი ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გია. მას ნორ­მა­ლუ­რად კვე­ბაც არ შე­უძ­ლია, არ შე­უძ­ლია რე­ა­ლურ და წარ­მო­სახ­ვით სამ­ყა­როს შო­რის ზღვა­რი გა­ავ­ლოს, ასე მა­გა­ლი­თად, ტე­ლე­ვი­ზორ­ში ნა­ნა­ხი რე­ა­ლუ­რი ჰგო­ნია, რად­გან ის დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰყავ­დათ მი­ჯაჭ­ვუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რულ თა­მა­შებს. ხუ­ა­ნი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და თა­ვის­სა­ვე გა­მო­გო­ნილ არა­რე­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ბი­ჭუ­ნამ აქ ის­წავ­ლა ბრძო­ლა, გა­მარ­ჯ­ვე­ბა, მონ­ს­ტ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბა. ეს იყო მის­თ­ვის ერ­თა­დერ­თი მი­სა­ღე­ბი რე­ა­ლო­ბა.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმის გა­აზ­რე­ბა, რომ ბავ­შ­ვი ეკ­რანს მი­ა­ჯაჭ­ვა ერ­თი მხრივ, ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე მა­მის სურ­ვილ­მა, რა­თა შვი­ლი მარ­ტი­ვად მო­ე­შო­რე­ბი­ნა თა­ვი­დან, მე­ო­რე მხრივ კი, ეს სივ­რ­ცე მის­თ­ვის გახ­და თავ­შე­სა­ფა­რი, რომ­ლი­თაც მო­ძა­ლა­დე მა­მის­გან თავ­დაღ­წე­ვა შე­ეძ­ლო.

წიგ­ნ­ში კი­დევ ერთ სა­კითხ­ზეა ყუ­რადღე­ბა გა­მახ­ვი­ლე­ბუ­ლი: ხუ­ა­ნის ბა­ბუა დე­ვიდ რო­ხასს უამ­ბობს, რომ მის ბიჭს, ანუ ხუ­ა­ნის მა­მას, ბავ­შ­ვო­ბი­დან ჰქონ­და ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რაც მცი­რე ასა­კი­დან გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და ცხო­ვე­ლე­ბის წვა­ლე­ბა­სა და სხვა სას­ტიკ ქმე­დე­ბებ­ში. დე­დას არ სურ­და თვა­ლი გა­ეს­წო­რე­ბი­ნა შვი­ლის ამ საქ­ცი­ე­ლის­თ­ვის, ხო­ლო რო­დე­საც მო­ზარ­დო­ბის პე­რი­ოდ­ში ქურ­დო­ბის­თ­ვის და­ი­ჭი­რეს, ქა­ლი სწო­რედ ამ ამ­ბავს გა­დაჰ­ყ­ვა. შემ­დეგ კი, რო­დე­საც კაცს სა­კუ­თა­რი ცო­ლი, ხუ­ა­ნის დე­და შე­მო­აკ­ვ­და, ეს ამ­ბა­ვი პო­ლი­ცი­ის­თ­ვი­საც კი არა­ვის შე­უტყო­ბი­ნე­ბია.

სი­ღა­რი­ბე. და­უც­ვე­ლო­ბა. ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბა. ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვო­ბა­ში მი­იჩ­ქ­მა­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, ზრდას­რულ ასაკ­ში უკ­ვე სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გებ­ში გა­მო­ი­ხა­ტა.  ფა­ტა­ლუ­რი შე­დე­გი – ქა­ლის მკვლე­ლო­ბა. ბავ­შ­ვის ფსი­ქი­კის და­ზი­ა­ნე­ბა – წიგ­ნი ამ თე­მებს უტ­რი­ა­ლებს და გვა­ფიქ­რებს, რა რო­ლი გვაქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­ულ წევრს რე­ა­ლო­ბის შე­საც­ვ­ლე­ლად.

დე­ვიდ რო­ხა­სი ბა­ბუ­ას, უკე­თილ­შო­ბი­ლეს კაცს, რო­მე­ლიც თავ­ზარ­და­ცე­მუ­ლი ზის მის კა­ბი­ნეტ­ში, ეუბ­ნე­ბა, ბავ­შ­ვის ტვი­ნი ხუთ წლამ­დე ყა­ლიბ­დე­ბა და ის, რა­საც ცხოვ­რე­ბის ამ ეტაპ­ზე ვსწავ­ლობთ, მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მოგ­ვ­ყ­ვე­ბაო. დე­ვიდ რო­ხას­მა იცის, რომ ხუ­ა­ნის გან­კურ­ნე­ბა გრძე­ლი და რთუ­ლი პრო­ცე­სი იქ­ნე­ბა, მაგ­რამ აპი­რებს, ფარ-ხმა­ლი არ და­ყა­როს, რად­გან რო­გორც ფსი­ქი­ატ­რი და რო­გორც მო­მა­ვა­ლი მა­მა, უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნებ­ზე. ის ცდი­ლობს, ყვე­ლა გზით უშ­ვე­ლოს მათ ფსი­ქი­კას. დე­ვიდ რო­ხა­სი არის მა­გა­ლი­თი იმი­სა, რო­გო­რი უნ­და იყოს არა მხო­ლოდ ექი­მი, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, და რამ­დე­ნად დი­დი რო­ლი შეგ­ვიძ­ლია შე­ვა­სრულოთ  ჩვენ ერ­თ­მა­ნე­თის მენ­ტა­ლურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ში.

ჩვენ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი გვაქვს, სიყ­ვა­რუ­ლის უნა­რიო, აიმე­დებს რო­ხა­სი ხუ­ა­ნის ბა­ბუ­ას, და სჯე­რა, თუ ის ხუ­ან­ზე იზ­რუ­ნებს, შეძ­ლებს, რომ იმ გზის გავ­ლა, რო­მე­ლიც ამ ოჯა­ხის სხვა­დას­ხ­ვა თა­ო­ბის ადა­მი­ან­მა გან­ვ­ლო, ხუ­ანს აღარ მო­უ­წევს. ასე ცვლის ზრუნ­ვა ჩვენს ბი­ოგ­რა­ფი­ას, იდენ­ტო­ბას და ყვე­ლა­ზე რთუ­ლი, ჩახ­ლარ­თუ­ლი ღა­მე­ე­ბი­დან სამ­ზე­ო­ზე გა­მოვ­ყა­ვართ.

ფსი­ქი­ატ­რი დე­ვიდ რო­ხა­სი პი­რა­დი მა­გა­ლი­თით გვას­წავ­ლის, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის­თ­ვის მენ­ტა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა, მით უფ­რო, მშობ­ლის­თ­ვის; ამას­თა­ნა­ვე, რო­გო­რი სა­ყუ­რადღე­ბოა თი­თო­ე­უ­ლი წვრილ­მა­ნი, რო­მე­ლიც გვარ­წ­მუ­ნებს, რომ საქ­მე დარ­ღ­ვე­ვას­თან გვაქვს. დრო­უ­ლად და სწო­რად აღ­მო­ჩე­ნი­ლი ნე­ბის­მი­ე­რი და­ა­ვა­დე­ბა წინ გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია.

მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლას გვაქვს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა — ჩემ­თ­ვის ამ წიგ­ნის ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი იდეა სწო­რედ ეს იყო, რად­გან ყუ­რის მოყ­რუ­ე­ბამ, თვა­ლის და­ხუჭ­ვამ არა­ფე­რი შეც­ვა­ლა უკე­თე­სო­ბის­კენ.

სა­ბავ­შ­ვო წიგ­ნე­ბი იმის გა­აზ­რე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბა, რო­გორ გავ­ხ­დეთ მე­ტად თა­ნამ­გ­რ­ძ­ნო­ბი გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის მი­მართ, ვიზ­რუ­ნოთ ერ­თ­მა­ნე­თის ფსი­ქი­კურ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ი­დან და შე­საძ­ლებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, და ამა­ვე დროს, ვე­ცა­დოთ, ჩვე­ნი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში მი­ვი­ღოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა.

დი­დი მად­ლო­ბა ყვე­ლა მშო­ბელს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ, პი­რა­დი მა­გა­ლი­თით ას­წავ­ლონ თა­ვი­ანთ შვი­ლებს!

დი­დი მად­ლო­ბა მას­წავ­ლებ­ლებს, რომ­ლე­ბიც მუდ­მი­ვად ცდი­ლო­ბენ, მოს­წავ­ლე­ებს ცოდ­ნა გა­დას­ცენ!

დი­დი მად­ლო­ბა სა­ბავ­შ­ვო მწერ­ლებს, რომ­ლე­ბიც გრძნო­ბენ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას და სურთ, რომ მათ­მა წიგ­ნებ­მა ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბა აამაღ­ლოს!

მელანო კობახიძე
spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება