24 ნოემბერი, კვირა, 2024

სა­ქარ­თ­ვ­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცეს უახ­ლოვ­დე­ბა

spot_img

 

ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) პრე­ზი­დი­უმ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის წევ­რო­ბის შე­სა­ხებ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა 25 აპ­რილს, ეს­ტო­ნეთ­ში, ტა­ლინ­ში გა­მარ­თულ რი­გით მე-9 ყო­ველ­წ­ლი­ურ ფო­რუმ­ზე მი­ი­ღო. დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ტექ­ნი­კუ­რი პრო­ცე­დუ­რე­ბი და სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცი­ის (ENQA) წევ­რი ოფი­ცი­ა­ლუ­რად, მიმ­დი­ნა­რე წლის შე­მოდ­გო­მი­დან, ასამ­ბ­ლე­ის სხდო­მის შემ­დეგ გახ­დე­ბა.

„ევ­რო­პის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ასო­ცი­ა­ცია (ENQA)“ ევ­რო­პა­ში ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ მა­მოძ­რა­ვე­ბელ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს. ეს არის უდი­დე­სი მიღ­წე­ვა სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის — აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რომ ჩვე­ნი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სია. ეს არის შე­დე­გი იმ რე­ფორ­მე­ბი­სა, რომ­ლებ­ზეც ვმუ­შა­ობთ და რო­მე­ლიც გა­ნათ­ლე­ბის სექ­ტო­რის სრულ ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ას გუ­ლის­ხ­მობს. სა­მო­მავ­ლოდ ეს ნიშ­ნავს ეროვ­ნუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მეტ ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცი­ას, ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნო­ბის ამაღ­ლე­ბა­სა და აღი­ა­რე­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე. მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ ადა­მი­ანს, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ამ ხან­გ­რ­ძ­ლივ და შრო­მა­ტე­ვად პრო­ცეს­ში.

ამ პრო­ცე­სის გარ­და, დღე­ვან­დე­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში უდი­დე­სი რო­ლი შე­ას­რუ­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვამ, რომ­ლის მი­ხედ­ვით, გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში მი­მარ­თუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, გა­იზ­რ­დე­ბა. ამ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბით ENQA-მ ნდო­ბა გა­მოგ­ვიცხა­და და, ამავ­დ­რო­უ­ლად, დაგ­ვე­კის­რა უდი­დე­სი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბაც, რო­მელ­საც გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ფარ­გ­ლებ­ში, მთლი­ა­ნი სის­ტე­მის ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ით უნ­და გა­ვარ­თ­ვათ თა­ვი“ — აღ­ნიშ­ნავს მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვი­ლი.

ENQA-ში გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის გა­წევ­რი­ა­ნე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად შე­უწყობს ხელს:

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის და გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის სრუ­ლად და ავ­ტო­მა­ტუ­რად აღი­ა­რე­ბას ევ­რო­პა­ში;

სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის შე­ფა­სე­ბის სის­ტე­მი­სად­მი სან­დო­ო­ბის მა­ღალ დო­ნეს;

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას ევ­რო­პულ უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ინ­ს­ტი­ტუ­ტებ­თან;

სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბას;

ცენ­ტ­რის რე­გის­ტ­რი­რე­ბას უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ევ­რო­პულ რე­ეს­ტ­რ­ში (EQAR).

უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის რექ­ტო­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გ­მუ­ლია და სა­ქარ­თ­ვ­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცეს ეტა­პობ­რი­ვად უახ­ლოვ­დე­ბა. თბი­ლი­სის ივა­ნე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერ­თია იმ უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებს შო­რის, რომ­ლის მი­ერ გა­ცე­მულ დიპ­ლო­მებ­საც ევ­რო­პა­ში სრუ­ლად და ავ­ტო­მა­ტუ­რად აღი­ა­რე­ბენ.

გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, თსუ-ს რექ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ 4 წე­ლია, რაც გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რი და გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო ამა­ზე მუ­შა­ო­ბენ. „ძა­ლი­ან ბევ­რი რამ გა­კეთ­და, შე­იქ­მ­ნა უამ­რა­ვი დო­კუ­მენ­ტი, შე­ვი­და ცვლი­ლე­ბე­ბი კა­ნონ­ში და ა.შ. ეს ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი წინ­გა­დად­გ­მუ­ლი ნა­ბი­ჯია, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, ძა­ლი­ან მი­ვუ­ახ­ლოვ­დეთ უკ­ვე EQAR-ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბას, რაც ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის შემ­დე­გი ეტა­პია.“

თე­ო­ნა ხუ­ფუ­ნია, ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი ამ­ბობს, რომ ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი კომ­პ­ლექ­სუ­რად და სიღ­რ­მი­სე­უ­ლად შე­ფას­და — ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია, უწყ­ვე­ტი გა­ნათ­ლე­ბა, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბა, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი და ა.შ. ეს არის სწო­რედ ის რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც გვა­ახ­ლო­ებს ევ­რო­პულ სივ­რ­ცეს­თან, წევ­რო­ბა კი ავ­ტო­მა­ტუ­რად გუ­ლის­ხ­მობს სრუ­ლი­ად თავ­სე­ბად მე­ქა­ნიზ­მებ­სა და სტან­დარ­ტებს ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის, გი­ორ­გი ვა­შა­კი­ძის აზ­რით, ეს გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის, კერ­ძოდ, ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სის­ტე­მის აღი­ა­რე­ბას ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის მხრი­დან, ასე­ვე ნიშ­ნავს იმას, რომ მო­მა­ვალ­ში გა­იზ­რ­დე­ბა სან­დო­ო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი და ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბის და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის მი­მართ და ჩვენს სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც ევ­რო­პა­ში წავ­ლენ, სას­წავ­ლებ­ლად თუ სა­მუ­შა­ოდ, ნაკ­ლე­ბი პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მ­ნე­ბათ ან სა­ერ­თოდ აღარ შე­ექ­მ­ნე­ბათ პრობ­ლე­მე­ბი დიპ­ლო­მე­ბი­სა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის აღი­ა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

„დღეს ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის ევ­რო­პუ­ლი ქსე­ლის პრე­ზი­დი­უმ­მა (ENQA) და­აკ­მა­ყო­ფი­ლა ჩვე­ნი ცენ­ტ­რის გა­ნაცხა­დი სრულ წევ­რო­ბა­ზე. გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რად ENQA-ს ოქ­ტომ­ბ­რის ასამ­ბ­ლე­ა­ზე გა­ფორ­მ­დე­ბა. ეს არის უდი­დე­სი მიღ­წე­ვა უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის — ერ­თ­გ­ვა­რი აღი­ა­რე­ბა იმი­სა, რომ დღეს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სია. ეს აღი­ა­რე­ბა კონ­კ­რე­ტულ შე­დე­გებ­შიც აისა­ხე­ბა. ცენ­ტ­რის წევ­რო­ბა ENQA-ში ნიშ­ნავს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მოქ­მე­დი უმაღ­ლე­სი საგ­ან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სად­მი ნდო­ბის გაზ­რ­დას, მათ მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბას უცხო­ე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მე­ბის აღი­ა­რე­ბის გა­მარ­ტი­ვე­ბას ევ­რო­პა­ში“ — ამ­ბობს ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რი.

სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი ასო­ცი­რე­ბის შე­თან­ხ­მე­ბით, ქვე­ყა­ნამ იკის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, ეტა­პობ­რი­ვად, და­უ­ახ­ლოვ­დეს „ევ­რო­პის უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცეს“. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პუ­ლი მე­ქა­ნიზ­მე­ბი­სა და სტან­დარ­ტე­ბის და­ნერ­გ­ვა. ეს ამო­ცა­ნა უკ­ვე შეს­რულ­და და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დღეს, მოქ­მე­დებს „ევ­რო­პუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის სივ­რ­ცის ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სტან­დარ­ტებ­სა და სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო პრინ­ცი­პებ­თან“ (ESG-2015) ჰარ­მო­ნი­ზე­ბუ­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის და აკ­რე­დი­ტა­ცი­ის სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი.

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და პრო­ცე­დუ­რე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­სა და პროგ­რა­მე­ბის კომ­პ­ლექ­სურ და სიღ­რ­მი­სე­ულ შე­ფა­სე­ბას, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მხა­რე­ე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას, უწყ­ვეტ გან­ვი­თა­რე­ბას, ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას და გამ­ჭ­ვირ­ვა­ლო­ბას.

გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში ამ­ბო­ბენ, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ევ­რო­პულ ასო­ცი­ა­ცი­ა­ში (ENQA) გა­წევ­რი­ა­ნე­ბით, სა­ქარ­თ­ვე­ლო ევ­რო­პულ ოჯახს კი­დევ ერ­თი, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი — გა­ნათ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით შე­უ­ერ­თ­დე­ბა. ამ ნა­ბი­ჯით ქარ­თუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის სან­დო­ო­ბაც გა­იზ­რ­დე­ბა და გაძ­ლი­ერ­დე­ბა უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბა, რაც ხელს შე­უწყობს სტუ­დენ­ტე­ბი­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ბი­ლო­ბას.

მოამზადა ლალი თვალაბეიშვილმა

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები