ნათია ქავთარაძე
სსიპ თბილისის №221 საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
მშობლიური ენის გარდა, ბავშვებს ყოველდღიურად ესმით სხვა ენები საბავშვო ბაღში ან სკოლაში, მედია სივრცეში და ხშირად საკუთარ ოჯახშიც კი. მათი ცნობისმოყვარეობისა და მოქნილი აზროვნების წყალობით, ისინი ადრევე ეცნობიან სხვა ენასა და კულტურას და საკმაოდ დიდი მიმღებლობა აქვთ მათი, შესაბამისად მათ შესახებ მეტის შესწავლის ინტერესიც სწრაფად იზრდება.
განსაკუთრებით ევროპაში, სადაც მულტილინგვიზმი სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ადრეული მულტილინგვიზმი აყალიბებს პიროვნულ დამოკიდებულებას სხვა ენებისა და კულტურების მიმართ. უცხო ენის სწავლასა და ცოდნას ბევრი უპირატესობა აქვს.
ბავშვობაში უცხო ენას ბევრი ძალიან მარტივად სწავლობს, რადგან ბავშვებს გაცილებით მეტი მოტივაცია აქვთ სწავლისთვის. სკოლებში თანამედროვე სწავლების მეთოდები მოიცავს მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლებას, რათა უცხო ენის შესწავლა უფრო სახალისო იყოს. პედაგოგებს შეუძლიათ, დამატებითი აქტივობებით, დახმარება გაუწიონ ბავშვებს უცხო ენის უკეთ შესწავლაში. 1
გთავაზობთ გერმანელი ენათმეცნიერის, ქალბატონი დიანა ზელიგის ხუთ რჩევას, როგორ ავუმაღლოთ მოტივაცია როგორც პატარა, ისე უფროსი ასაკის ბავშვებს უცხო ენის შესწავლისას, რაც, ვფიქრობ, დაეხმარება როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს. 2
- სწავლის მოტივაცია მუსიკით.
ბავშვები სრულიად გაუცნობიერებლად და თითქმის ავტომატურად სწავლობენ ახალ ლექსიკას მუსიკის საშუალებით. მოტივაცია მოახდინეთ ბავშვებზე, ისწავლოს ახალი სიტყვები სიმღერით. მოუსმინეთ სიმღერებს დისნეის ფილმებიდან ან ბავშვების საყვარელი რადიოპიესებიდან; შესთავაზეთ, თვითონ შეარჩიონ საბავშო სიმღერები, რასაც შემდეგ მათთან ერთად დაამუშავებთ გაკვეთილზე.
- ბავშვების სწავლის მოტივაცია გართობითა და თამაშებით.
თამაშით გაზარდეთ ბავშვებში იმ ქვეყნისა და ენის ცნობიერება, რომელ უცხო ენასაც ასწავლით მათ. თამაშები უცხო ენაზე ეხმარება ბავშვებს, აქტიურად გამოიყენონ ენა და დაიმახსოვრონ ახალი სიტყვები. არსებობს სამაგიდო და საგანმანათლებლო თამაშების ფართო არჩევანი ყველა ასაკისთვის, თქვენ შეგიძლიათ, აგრეთვე, მოიფიქროთ ახალი თამაში ან ბავშვებთან ერთად შექმნათ ისინი, გამოიყენეთ ფერადი ფანქრები და ფურცლები, რათა უფრო სახალისო გახდეს ბავშვებისთვის მუშაოა.
- კითხვის გაკვეთილების ორგანიზება.
ბავშვები, რომლებსაც წიგნები უყვართ, რა თქმა უნდა, სიამოვნებით კითხულობენ უცხო ენებზეც. პატარებს შეიძლება თვითონ შევაქმნევინოთ სურათებიანი ლექსიკონები და კომიმიქსები, რაც ძალიან სახალისოა სკოლის მოსწავლეებისთვის, რადგან კომიქსები, ჩვეულებრივ, იწერება უბრალო, ბავშვისთვის მეტად გასაგები ტერმინებით. პერსონაჟებს აქვთ საკუთარი ისტორიები და წარმოშობა, კომიქსები შეიძლება გამოყენებულ იქნეს გაკვეთილებზე მრავალფეროვნების უზრუნველსაყოფად, სასწავლო მასალის გასაუმჯობესებლად, რთული კავშირების გასარკვევად და, ზოგადად, მოსწავლეების მოტივაციისთვის, რადგან ბევრ მათგანს, თავისუფალ დროს, სიამოვნებს კომიქსების კითხვა.
- გაითვალისწინეთ ბავშვის ჰობი და ინტერესები.
ბევრი ბავშვი და ახალგაზრდა დაინტერესებულია გარკვეული სპორტით ან მოსწონს ფილმების ყურება. მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ ეს ფაქტი ბავშვების სწავლის მოტივაციისთვის, საყვარელი ორიგინალური ვერსიით ან ფეხბურთის მაუწყებლობით, რადგან უცხოენოვანი სიტყვებისა და ფრაზების ინტერნალიზება ამ გზით უფრო სწრაფადაა შესაძლებელი. კვლევამ აჩვენა, რომ ენთუზიაზმი და ინტერესი მნიშვნელოვანი ფაქტორია ახალი სასწავლო შინაარსის უკეთ დასამახსოვრებლად.
- სწავლის მოტივაცია ასევე იზრდება შექებისა და აღიარების გზით.
უცხო ენის შესწავლისას, ყველა ხერხთან ერთად, წახალისება ყველაზე მნიშვნელოვანია. თუ ბავშვი არ არის კმაყოფილი საკუთარი სწავლის პროგრესით, არ განვახორციელოთ დამატებითი ზეწოლა მასზე. იყავით მომთმენი და არ დაივიწყოთ გართობა. არ მოახდინოთ ზეწოლა ბავშვზე და ნუ ამხელთ მას, როდესაც ის შეცდომებს უშვებს. ბავშვების მოტივაცია სწრაფად იკლებს, თუ გრძნობენ, რომ ვერასოდეს გააკეთებენ რაიმეს სწორად ან არ არიან საკმარისად კარგები.
ამ ხუთ არაჩვეულებრივ რჩევას მე აქვე დავამატებდი, რომ აუცილებელია გვახსოვდეს, მშობლიური ენა მნიშვნელოვან როლს ასრულებს საუბრისა და ენის შესწავლის პროცესში. ამიტომ, ბავშვებმა ბევრი უნდა იკითხონ მშობლიურ ენაზე, ეს ზრდის ზოგადად ენის ცნობიერებას და ზრდის ფანტაზიას, თანაგრძნობას და კონცენტრაციის უნარს. დადასტურებულია, თუ მცირეწლოვან ბავშვებს ბევრს უკითხავენ, შემდგომში, მათთვის უფრო ადვილია წვდომა კითხვასა და განათლებაზე.
უფროსების ენთუზიაზმი და ენასთან დაკავშირებული ემოციები გადაეცემა ბავშვებს – როგორც დადებითად, ასევე უარყოფითად. ყველა გზა და ვარიანტი არ არის შესაფერისი ყველა ბავშვისთვის. სცადეთ სხვადასხვა რამ და ნახეთ რა მოსწონს და რა სიამოვნებს.
ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ეს რჩევები, გადავწყვიტე ჩემი კოლეგებისთვის გამეზიარებინა და ჩემს პრაქტიკაშიც გამომეყენებინა. დავრწმუნდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია თამაშები ბავშვების განვითარებისთვის. გერმანული ენის გაკვეთილზე ჩემს მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ სახალისო დავალებები, წიგნი კომიქსებიც კი შექმნეს, სადაც გამოვიყენეთ გრამატიკული სავარჯიშოები, რაც ბავშვებს ძალიან დაეხმარა საკმაოდ რთული გრამატიკული მასალის გაგებასა და გააზრებაში. ბავშვებმა დახატეს მათი საყვარელი მასწავლებელი, სპორტსმენები, მსახიობები და ისინი გერმანულად გაასაუბრეს; დაამზადეს პოსტერები, რომლის საშუალებითაც სასკოლო საზოგადოებას გააცნეს გერმანიაში შობისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებული ტრადიციები. ამით უფრო მეტად გაეცნენ მოსწავლეები გერმანულენოვანი ქვეყნების დღესასწაულებს და მათთან დაკავშირებულ ტრადიციებს, ასევე ვართ გერმანულენოვანი საბავშო იუთუბარხის გამომწერები, რომლის საშუალებითაც, გაკვეთილზე, ხშირად ვუსმენთ საბავშო სიმღერებს.
https://www.youtube.com/watch?v=RF93AEBSSbE
სწავლების პროცესში შევეცადე გამეზარდა ბავშვების ცნობადობა გერმანიაზე და გერმანულ ენაზე, ჩვენ ერთად დავხატეთ გერმანიის გერბი და რუკა, რომელზეც მოვნიშნეთ რეგიონები და ქალაქები. შევქმენი სლაიდ-შოუ – „10 მიზეზი რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული“, რითაც დიდი მოტივაცია მივეცი ბავშვებს გერმანული ენის სწავლაში.
მე ძალიან მიხარია, რომ აქტუალური გახდა გერმანული ენის ბავშვზე ორიენტირებული სწავლება, რაც გულისხმობს სასწავლო მიზნების, მეთოდების, სტრატეგიების და რესურსების მაქსიმალურ მორგებას ბავშვის შესაძლებლობებსა და ინტერესებზე, რადგან უცხო ენის შესწავლა, უპირველეს ყოვლისა, არის ტრენინგი, რომელშიც თამაშს, როგორც პრაქტიკის ფორმას შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს.4
თუკი სწავლა არ უნდა გახდეს ძალიან დატვირთული, მაშინ აუცილებელია პრაქტიკის მრავალფეროვნება მოსწავლისთვის.3 ამის წინაპირობა ვარჯიშის განსხვავებული და მოტივაციური ფორმების გამოყენებაა. საგანმანათლებლო თამაშები აქ მნიშვნელოვანი დამატებაა, აქედან გამომდინარე, გაკვეთილზე, ბავშვებთან ერთად, შევქმენი სათამაშო კარტები ცხოველებზე, ფრინველებზე და სკოლის ნივთებზე, რამაც ბავშვებში დიდი ინტერესი გააჩინა, ყველა აქტიურად იყო ჩართული ამ პროცესში.
გთავაზობთ მათი ნამუშევრების ნაწილს:
გამოყენებული ლიტერატურა:
- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა;
- https://diana-selig.de/blog-so-motivierst-du-dein-kind-zum-vokabeln-lernen/
- https://mein-ba.de/7-tipps-wie-du-dein-kind-beim-sprachen-lernen-unterstuetzen-kannst#:~:text=Spiele%20in%20der%20Zielsprache%20oder,Kind%20Kinderfilme%20in%20der%20Zielsprache.
- https://www.labbe.de/Life-Hacks-fuer-Kinder/Lebenswichtig/