
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი მასწავლებლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლისა და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს სთავაზობს დამხმარე კრებულებს. გამოსაცდელები კრებულებში გაეცნობიან დეტალურ ინფორმაციას გამოცდების პროგრამების, საგამოცდო ტესტების ფორმატის, ტესტური დავალებების ნიმუშებისა და შეფასების კრიტერიუმების შესახებ.