21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

რო­გორ მეტყ­ვე­ლებს სა­ზო­გა­დო­ე­ბა – ქარ­თუ­ლი ენა გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რის­პირ

spot_img

გია ალი­ბე­გაშ­ვი­ლი

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რე

ბა­ტო­ნო გია, რა პრობ­ლე­მე­ბის ან გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­და, გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, ქარ­თუ­ლი ენა? რო­გორ მეტყ­ვე­ლებს დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა?

14 აპ­რი­ლით და­ვიწყებ სა­უ­ბარს, 14 აპ­რი­ლი ეს იყო ერ­თ­გ­ვა­რი გარ­დამ­ტე­ხი პე­რი­ო­დი. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ერთ-ერ­თი რე­პუბ­ლი­კა იყო სა­ქარ­თ­ვე­ლო და, ფაქ­ტობ­რი­ვად, მო­სახ­ლე­ო­ბამ, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დებ­მა, თა­ვი გა­და­დეს იმი­სათ­ვის, რომ და­ეც­ვათ თა­ვი­ან­თი მშობ­ლი­უ­რი ენა. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ არც 1956 წე­ლი იყო შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი, 9 მარტს ვგუ­ლის­ხ­მობ, რო­დე­საც ასე­უ­ლო­ბით ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, ფაქ­ტობ­რი­ვად, შე­ე­წი­რა ამ ამ­ბებს. თუმ­ცა, იქ მო­ტი­ვა­ცია სრუ­ლი­ად გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყო, აქ — სხვა, მაგ­რამ ში­ში, საფ­რ­თხე იმი­სა, რომ შე­იძ­ლე­ბა 56 წე­ლი გან­მე­ო­რე­ბუ­ლი­ყო, რა თქმა უნ­და, საკ­მა­ოდ დი­დი იყო. მით უმე­ტეს, 1979 წელს, საბ­ჭო­თა პო­ლიტ­ბი­უ­რომ ავ­ღა­ნეთ­ში ჯა­რე­ბი შე­იყ­ვა­ნა, ანუ იმ­პე­რია კი იდ­გა „ქვი­შის ფე­ხებ­ზე“ და რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში უნ­და დან­გ­რე­უ­ლი­ყო, მაგ­რამ კუ­დის მოქ­ნე­ვა ჯერ კი­დევ შე­ეძ­ლო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ამ თავ­და­დე­ბამ თა­ვი­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. ამას ხაზ­გას­მით ვამ­ბობ ხოლ­მე და ახ­ლაც გა­ვი­მე­ო­რებ, რომ არის დღე­ე­ბი, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო აწე­სებს, სადღე­სას­წა­უ­ლო დღე­ე­ბი, რო­მელ­საც ეკ­ლე­სია აწე­სებს, ეს დღე კი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თულ­მა მო­სახ­ლე­ო­ბამ და­უ­წე­სა მშობ­ლი­ურ ენას — 14 აპ­რი­ლი ასეთ დღე­სას­წა­უ­ლად დარ­ჩე­ბა და­უს­რუ­ლებ­ლად, სა­ნამ ეს ქვე­ყა­ნა იქ­ნე­ბა, ყო­ველ­თ­ვის იზე­ი­მებს ქარ­თ­ვე­ლი ერი.

ქარ­თ­ვე­ლი ერი უნი­კა­ლუ­რია იმ გა­გე­ბით, რომ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნაა, სა­დაც ქარ­თულ ენა­ზე ლა­პა­რა­კო­ბენ, ეს არ არის გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ენა, რო­გორც, ვთქვათ, ინ­გ­ლი­სუ­რი, ფრან­გუ­ლი ან გერ­მა­ნუ­ლი, გნე­ბავთ, პორ­ტუ­გა­ლი­უ­რი ან ეს­პა­ნუ­რი ენე­ბი, აღარ ვლა­პა­რა­კობ ჩი­ნურ ენა­ზე და ა.შ. ამი­ტომ გვმარ­თებს, რომ გან­სა­კუთ­რე­ბით გა­ვუფ­რ­თხილ­დეთ ჩვენს მშობ­ლი­ურ ენას.

რე­ა­ლუ­რად, დღეს, ქარ­თუ­ლი ენა ძა­ლი­ან ბევ­რი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შეა. გან­სა­კუთ­რე­ბით ეს ეხე­ბა იმ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც შექ­მ­ნა ინ­ტერ­ნე­ტის ენამ. ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ისე­თი დი­დი ენე­ბიც დგა­ნან, რო­გო­რიც არის გერ­მა­ნუ­ლი ან ფრან­გუ­ლი და იქაც ანა­ლო­გი­უ­რი, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის და­პარ­ტა­მენ­ტის მსგავ­სი, უწყე­ბე­ბია შექ­მ­ნი­ლი, რა­თა და­იც­ვან თა­ვი მოზღ­ვა­ვე­ბუ­ლი ტერ­მი­ნე­ბის­გან, რომ­ლე­ბიც ინ­ტერ­ნეტს შე­მო­აქვს. ეს, რა თქმა უნ­და, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა, მაგ­რამ, გარ­და ინ­ტერ­ნე­ტის ენი­სა, სხვა კუთხი­თაც არის გა­სა­მახ­ვი­ლე­ბე­ლი ყუ­რადღე­ბა. მინ­და, ორი­ო­დე სიტყ­ვით, ჩვენს მკითხ­ველს შე­ვახ­სე­ნო ის­ტო­რია, რომ ქარ­თ­ვე­ლი ერი ანა­ლო­გი­უ­რი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე ძა­ლი­ან ხში­რად იდ­გა. ვგუ­ლის­ხ­მობ, ვთქვათ, ან­ტი­კურ ეპო­ქას, რო­დე­საც რო­მის მხრი­დან დამ­პყ­რობ­ლუ­რი ომე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, შემ­დ­გომ – ბი­ზან­ტი­ს; მა­ნამ­დე სპარ­სუ­ლი ექ­ს­პან­სია იყო, მე­რე – არა­ბუ­ლი, მონ­ღო­ლუ­რი, თურ­ქუ­ლი, რუ­სუ­ლი, ახ­ლა უკ­ვე ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გავ­ლე­ნაა… მაგ­რამ ქარ­თუ­ლი ენა ყო­ველ­თ­ვის პო­უ­ლობ­და გა­მო­სა­ვალს, იგი მარ­თ­ლა ცოცხა­ლი ორ­გა­ნიზ­მი­ვით არის და იღებ­და იმ სიტყ­ვებს თუ ტერ­მი­ნებს, რომ­ლე­ბიც მის­თ­ვის იყო მი­სა­ღე­ბი და ამ­კ­ვიდ­რებ­და, მაგ­რამ იყო რა­ღაც ნა­წი­ლი, რო­მე­ლიც ქარ­თულ შე­სატყ­ვისს ნა­ხუ­ლობ­და. ამი­ტომ, დღე­ვან­დელ დღეს, 21-ე სა­უ­კუ­ნე­ში, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიფ­რ­თხი­ლე გვმარ­თებს. სა­ერ­თოდ, ნე­ბის­მი­ე­რი დი­დი ქვეყ­ნის, რო­მე­ლიც შენ­თან კონ­ტაქ­ტ­ში შე­მო­დის (იქ­ნე­ბა ეს მტრუ­ლი თუ მე­გობ­რუ­ლი გან­წყო­ბით), ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნი ყო­ველ­თ­ვის ერ­თია: მემ­ს­გავ­სე მე. იმი­ტომ, რომ შენ­ზე მი­სი გავ­ლე­ნის მოხ­დე­ნა ზუს­ტად ამ ფორ­მა­ტით შე­იძ­ლე­ბა. კი­დევ ერ­თხელ ვამ­ბობ, ამას არა აქვს მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა, მტრუ­ლად არის ის შე­მო­სუ­ლი თუ მე­გობ­რუ­ლად. ამი­ტომ, ამ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, ჩვე­ნი ამო­ცა­ნე­ბი კი­დევ უფ­რო გო­ნივ­რუ­ლად არის გა­და­საჭ­რე­ლი.

სა­ხელ­მ­წი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი 2017 წელს შე­იქ­მ­ნა და ჩა­ერ­თო იმ ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პრო­ცეს­ში, რო­მე­ლიც სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­მ­ტ­კი­ცე­ბას ემა­სა­ხუ­რე­ბა. ჩვენ ვი­ცით, რომ ორი სა­ხელ­მ­წი­ფო ენა გვაქვს – აფხა­ზეთ­ში, აფხა­ზურ­თან ერ­თად – ქარ­თუ­ლი. აფხა­ზუ­რი ენის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი ამო­ცა­ნაა, რად­გან საფ­რ­თხის ქვეშ მყოფ ენად ით­ვ­ლე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, სხვა ენებ­თან ერ­თად (ენობ­რივ უმ­ცი­რე­სო­ბებს ვგუ­ლის­ხ­მობ და არა ეროვ­ნულს). ეს ამო­ცა­ნა კი, ჩვენს ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს კი­დევ უფ­რო ზრდის და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, კი­დევ უფ­რო კომ­პ­ლექ­სუ­რი ხდე­ბა.

ამ­ჟა­მად სა­ხელ­მ­წი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი პორ­ტა­ლის შექ­მ­ნა­ზე მუ­შა­ობს. პორ­ტა­ლი იქ­ნე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის მოხ­მა­რე­ბის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მელ­შიც ყვე­ლა ჩერ­თ­ვე­ბა და მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბო­ლო ხა­ნებ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ისე­თი ტერ­მი­ნი შე­მო­ვი­და, რომ­ლის ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სო­ბა ჩვენ უამ­რა­ვი გვაქვს. სამ­წუ­ხა­რო ამ­ბის შემ­დეგ, რო­მე­ლიც ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მოხ­და, „შე­მო­ვარ­და“ ტერ­­მი­ნი „ბუ­ლინ­გი“ და ეს სიტყ­ვა აიტა­ცეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა, რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რო­ცა შეგ­ვეძ­ლო მი­სი ჩამ­ნაც­ვ­ლე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვა მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის. თუმ­ცა, იმ­დე­ნად ტრა­გი­კუ­ლად მოხ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი, რომ ამის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი გახ­და. ახ­ლა უკ­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ხმა­რო­ბენ ბუ­ლინგს და, რა თქმა უნ­და, ეს არ არის მი­სა­ღე­ბი. უამ­რა­ვი ქარ­თუ­ლი სიტყ­ვაა უკ­ვე დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი (მა­გა­ლი­თად, რექ­ტო­რი, დი­რექ­ტო­რი, სკო­ლა და ა.შ.), რო­მე­ლიც ქარ­თულ­მა ენამ ბუ­ნებ­რი­ვად მი­ი­ღო და და­ამ­კ­ვიდ­რა, მაგ­რამ არის სიტყ­ვე­ბი, რო­მელ­თაც ჩვენ ეჭ­ვის თვა­ლით კი არ უნ­და შევ­ხე­დოთ, არა­მედ კარ­გად შე­ვის­წავ­ლოთ და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, ნე­ო­ლო­გიზ­მი მოვ­ნა­ხოთ, ისე რო­გორც,

თა­ვის დრო­ზე, ნიკო ნი­კო­ლა­ძემ გა­ა­კე­თა ტერ­მი­ნი „ფეხ­ბურ­თი“. მე­რე ეს ტერ­მი­ნი სხვა სპორ­ტის სა­ხე­ო­ბებ­ზეც გა­და­ვი­და და შე­იქ­მ­ნა ტერ­მი­ნე­ბი: ფრენ­ბურ­თი, წყალ­ბურ­თი და ა.შ. აქ ნი­ჭი­ე­რე­ბაც არის სა­ჭი­რო, შე­მოქ­მე­დე­ბაც. პორ­ტა­ლი სწო­რედ ამის გ­ა­კე­თე­ბას შე­ეც­დე­ბა – რო­დე­საც რა­ღაც ტერ­მი­ნი და­იწყებს დამ­კ­ვიდ­რე­ბას, შე­იძ­ლე­ბა, რი­გით­მა მო­ქა­ლა­ქემ ისე­თი გო­ნივ­რუ­ლი ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სო­ბა მო­ნა­ხოს, რომ შემ­დეგ ჩვენ, ვი­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რად გვე­ვა­ლე­ბა მი­სი დამ­კ­ვიდ­რე­ბა, სწო­რედ ის შევ­თა­ვა­ზოთ სა­ზო­გა­დე­ო­ბას.

რუ­სუ­ლი ენის შემ­დეგ, ქარ­თუ­ლი ენა კი­დევ უფ­რო მე­ტად მო­ექ­ცა ინ­გ­ლი­სუ­რი ენის გავ­ლე­ნის ქვეშ, რაც იგრ­ძ­ნო­ბა კი­დეც ლექ­სი­კა­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით ახალ­გაზ­რ­დე­ბის. თუ გეგ­მავს ენის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი სა­ინ­ფორ­მა­ციო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო აქ­ტი­ვო­ბებს მოს­წავ­ლე­ებ­თან, სტუ­დენ­ტებ­თან… თუ გაქვთ რა­ი­მე და­გეგ­მი­ლი კონ­კ­რე­ტუ­ლად სკო­ლებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის კუთხით?

–  რაც შე­ე­ხე­ბა ახალ­გაზ­რ­დებს, ჩვენ მათ­თან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი გვაქვს, მო­ხა­ლი­სე­თა ჯგუ­ფე­ბი გვყავს. აქ ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი გა­კე­თე­ბუ­ლია ე.წ. „მან­ქა­ნურ თარ­გ­მან­ზე“. რო­გორც ვი­ცით, გუგ­ლის თარ­გ­მა­ნი არ­სე­ბობს, რო­მე­ლიც ბო­ლო ხა­ნებ­ში გა­მოს­წორ­და, მა­ნამ­დე კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებ­და. თუმ­ცა, ეს უნ­და გა­კეთ­დეს რო­გორც ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის დო­ნე­ზე, ასე­ვე პორ­ტა­ლის დო­ნე­ზე, ისე, რომ თარ­გ­მა­ნის პრობ­ლე­მა გვქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბა­დი, თა­ნა­მედ­რო­ვე შე­სატყ­ვი­სო­ბე­ბის მი­ხედ­ვით. ეს აუცი­ლე­ბე­ლია, რად­გან, რო­გორც გითხა­რით, უამ­რა­ვი ახა­ლი ტერ­მი­ნი შე­მო­დის და სკო­ლებ­შიც მკვიდ­რ­დე­ბა. პა­რა­დოქსს მო­გახ­სე­ნებთ, მა­გა­ლი­თად, სპე­ცი­ა­ლუ­რად დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლე ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო. აღ­მოჩ­ნ­და, რომ ერ­თი და იმა­ვე კლა­სის ბი­ო­ლო­გი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ებ­ში (ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი, რო­მე­ლიც სკო­ლას შე­უძ­ლია აირ­ჩი­ოს, სურ­ვი­ლის მი­ხედ­ვით), სხვა­დას­ხ­ვა ტერ­მი­ნე­ბია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ბავ­შ­ვი, ერ­თი სკო­ლი­დან მე­ო­რე­ში რომ გა­და­ვი­დეს და იქ არ სწავ­ლო­ბენ იმა­ვე სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­თი, რომ­ლი­თაც ყო­ფილ სკო­ლა­ში სწავ­ლობ­და, სირ­თუ­ლე­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რად­გან სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი ტერ­მი­ნო­ლო­გი­უ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ერ­თ­მა­ნე­თის­გან. პა­რა­დოქ­სია, ხომ, რო­ცა შე­იძ­ლე­ბა, ბი­ო­ლო­გი­ის მეც­ნი­ე­რე­ბი, პე­და­გო­გე­ბი შე­ჯერ­დ­ნენ რო­გორ თარ­გ­მ­ნონ და გად­მო­ი­ტა­ნონ ესა თუ ის ტერ­მი­ნი?! რა თქმა უნ­და, აქ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს ამო­ცა­ნას უფ­რო ვხე­დავ. ასე რომ, ეს „მან­ქა­ნუ­რი თარ­გ­მა­ნი“ ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს მოგ­ვ­ცემს ტერ­მი­ნო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც.

ერთ მა­გა­ლით­საც მო­ვიყ­ვან, ბა­თუ­მის საზღ­ვაო აკა­დე­მი­ას­თან გვაქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მი. იქ, ად­რე, რუ­სუ­ლი ტერ­მი­ნო­ლო­გია გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და სწავ­ლე­ბი­სას, ახ­ლა ინ­გ­ლი­სუ­რი ტერ­მი­ნო­ლო­გი­ით სწავ­ლე­ბა და­იწყეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ახალ­გაზ­რ­დამ, რო­მე­ლიც საზღ­ვაო აკა­დე­მი­ა­ში სწავ­ლობს, ინ­გ­ლი­სუ­რი ტერ­მი­ნიც უნ­და იცო­დეს და მი­სი ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სიც, სხვა­ნა­ი­რად არ გა­მო­დის.

ყვე­ლა­ზე თვალ­ში­სა­ცე­მი მა­გა­ლი­თი – გა­რე­წარ­წე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა. ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­რის­ტულ მარ­შ­რუ­ტებს ეხე­ბა. აქ ასე­თი ვი­თა­რე­ბაა: არ­სე­ბობს ორი კა­ნო­ნი, ერ­თი – რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ და მე­ო­რე – სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შე­სა­ხებ. ძი­რი­თად ში­ნა­არსს მო­გახ­სე­ნებთ – რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი გე­უბ­ნე­ბა, შენს შვილს რას და­არ­ქ­მევ არა­ვის საქ­მე არ არის, მე­ო­რე მხრივ, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი გე­უბ­ნე­ბა, რომ ნორ­მებს ნუ არ­ღ­ვევ! ანუ ეს კა­ნო­ნე­ბი აც­დე­ნი­ლია ერ­თ­მა­ნეთს. მე შე­მიძ­ლია, მა­გა­ლი­თად, ქარ­თუ­ლი, ინ­გ­ლი­სუ­რი და რუ­სუ­ლი ასო­ე­ბით და­ვა­წე­რო ჩემს ობი­ექტს – „ბა­ბუშ­კინ კვას“, იმი­ტომ რომ, რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი არ მიკ­რ­ძა­ლავს ამას. არა­და, ამ დროს, ირ­ღ­ვე­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ნორ­მა, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის კა­ნო­ნი გა­ვალ­დე­ბუ­ლებს, და­ა­წე­რო – „ბე­ბოს ბუ­რა­ხი“. აი, ეს არის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო დო­ნე­ზე მო­სა­წეს­რი­გე­ბე­ლი და იმე­დი მაქვს, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ, მოგ­ვარ­დე­ბა პრობ­ლე­მა.

ვფიქ­რობ, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა იმ კუთხი­თაც გა­იზ­რ­დე­ბა, რომ ვთხოვთ ნე­ბის­მი­ე­რი ქა­ლა­ქის მე­რი­ის არ­ქ­ტი­ქე­ტუ­რის სამ­სა­ხურს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსას­ყიდ­ლოდ, გა­ი­ა­რონ ჩვენ­თან კონ­სულ­ტა­ცია – რა წარ­წე­რა, რა ფორ­მით, რო­გორ გა­ა­კე­თონ, თარ­გ­მა­ნით თუ თარ­გ­მა­ნის გა­რე­შე და ის დი­დი გუ­ლის­წყ­რო­მა, რო­მე­ლიც, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მო­სახ­ლე­ო­ბის მხრი­დან მო­დის, ერ­თხელ და სა­მუ­და­მოდ მოგ­ვარ­დეს. ამ კუთხით მარ­თ­ლა ცუ­დი მდგო­მა­რე­ო­ბაა, იქ­ნე­ბა ეს ბა­თუ­მი თუ რო­მე­ლი­მე სხვა დი­დი ქა­ლა­ქი, თბი­ლის­ზე აღარ ვლა­პა­რა­კობ. გუ­და­ურ­ში რომ გა­ივ­ლი, გუ­ლი გა­გი­ჩერ­დე­ბა, ისეთ წარ­წე­რებს ნა­ხავ. ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა გა­მარ­ტი­ვე­ბუ­ლად, ნათ­ლად და ძარ­ღ­ვი­ა­ნი ქარ­თუ­ლით იყოს გად­მო­ღე­ბუ­ლი.

რო­გორ იქ­ცე­ვით სტუ­დენ­ტებ­თან, რო­ცა ცუ­დი ქარ­თუ­ლით ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს ან მეტყ­ვე­ლე­ბენ? რა არის ამის მი­ზე­ზი (ან მი­ზე­ზე­ბი), მივ­ყა­ვართ თუ არა მას გა­ნათ­ლე­ბას­თან და სო­ცი­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­თან?

–  ძა­ლი­ან სწო­რი აქ­ცენ­ტით დას­მუ­ლი კითხ­ვაა და მინ­და დი­დი გუ­ლის­ტ­კი­ვი­ლი გა­მოვ­ხა­ტო. ყვე­ლა მშო­ბელ­მა იცის, რომ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი წიგნს და­შორ­დ­ნენ. მარ­თა­ლია, 20-25 წლის ასა­კა­ში, მათ უჩ­ნ­დე­ბათ ეს მის­წ­რა­ფე­ბა, მაგ­რამ დღე­ვან­დელ რე­ა­ლო­ბა­ში, სა­დაც არის ტიკ-ტო­კი, ხუთ­წუ­თი­ა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, არ­ჩე­ვანს ამა­ზე აკე­თებენ. ვინ­მე რომ არ გა­ვა­ღი­ზი­ა­ნო, პი­რად მა­გა­ლითს ვიტყ­ვი, ჩემს უმ­ც­როს ვაჟს (13-14 წლის ასაკ­ში) ვურ­ჩიე, ალექ­სან­დ­რე დი­უ­მას „სა­მი მუშ­კე­ტე­რი“ წა­ე­კითხა, ზუს­ტად შენს სი­ჭა­ბუ­კეს უხ­დე­ბა ეს ნა­წარ­მო­ე­ბი-თქო. არაო, მი­პა­სუ­ხა. მი­ზე­ზად, იცით, რა და­ა­სა­ხე­ლა? რვა­ნა­ი­რად არის ეს ფილ­მი გა­და­ღე­ბუ­ლი და რა­ტომ უნ­და წა­ვი­კითხოოო. ვუთხა­რი, რომ ფილ­მი იმას გაწ­ვ­დის, რო­გორც ეს­მის რე­ჟი­სორს, პრო­დი­უ­სერს ან სცე­ნა­რიტს ეს ნა­წარ­მო­ე­ბი და იქ პირ­და­პი­რი შე­ხე­ბა არ გაქვს იმას­თან, თუ რო­გორ მეტყ­ვე­ლებს ალექ­სან­დ­რე დი­უ­მა, რო­გორ აზ­როვ­ნებს, რა სიტყ­ვებს ხმა­რობს და ა.შ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ კითხ­ვა შენს სინ­ტაქ­ს­საც აყა­ლი­ბებს, არა მხო­ლოდ ინ­ფორ­მა­ცი­ას გაწ­ვ­დის, არა­მედ გას­წავ­ლის რო­დის უნ­და იყოს ქვემ­დე­ბა­რე, რო­დის – შე­მას­მე­ნე­ლი, გან­საზღ­ვ­რე­ბა, გა­რე­მო­ე­ბა და ა.შ. ამი­ტომ უჭირთ ჩვენს ახალ­გაზ­რ­დებს მეტყ­ვე­ლე­ბა, აზ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. კი, ბა­ტო­ნო, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვე­ბი და ახალ­გაზ­რ­დე­ბი არი­ან, მაგ­რამ შეზღუ­დუ­ლი აქვთ ლექ­სი­კა. არ მინ­და საყ­ვე­დუ­რის ტო­ნი და­ი­ნა­ხოთ, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც ძა­ლი­ან ცუ­დად მეტყ­ვე­ლე­ბენ. სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­ვე­ცა­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რო­გორ იღე­ბენ ჟურნა­ლის­ტებს BBC-სა და CNN-ზე, რომ­ლე­ბიც შემ­დეგ რე­პორ­ტა­ჟებ­სა და გა­და­ცე­მებს აკე­თე­ბენ ცოცხალ ეთერ­ში. აღ­მოჩ­ნ­და, რომ თუ ერ­თი სიტყ­ვის ორი ან სა­მი სი­ნო­ნი­მი არ იცი­ან, ვერ გა­დი­ან კონ­კურ­ს­ს, სამ­სა­ხურ­ში არ აიყ­ვა­ნენ. აი, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ.

დი­ახ, ეს ძა­ლი­ან მტკივ­ნე­უ­ლი სა­კითხია. მით უმე­ტეს, რო­ცა მე­დი­ას უდი­დე­სი გავ­ლე­ნა აქვს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ზე. მო­ზარ­დი, რო­მე­ლიც ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან ის­მენს, თუნ­დაც იმ და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლით სა­უ­ბარს, ფიქ­რობს, რომ ეს სწო­რია, გარ­და იმი­სა, რომ ყურ­ში უჯდე­ბა, ნორ­მა­დაც მი­იჩ­ნევს. თქვე­ნი (ენის დე­პარ­ტე­მენ­ტის) რო­ლი და ჩარ­თუ­ლო­ბა ამ პრო­ცე­სებ­ში რო­გო­რია? და ისევ, გა­ნათ­ლე­ბის პრობ­ლე­მებს ხე­დავთ თუ არა ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც?

–  და­გე­თან­ხ­მე­ბით, სკო­ლის პრობ­ლე­მაა. რო­გორც იცით, გა­ნათ­ლე­ბის ახა­ლი მი­ნის­ტ­რი გვყავს და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ერთ-ერთ უმ­თავ­რეს ამო­ცა­ნად სწო­რედ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბის, ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის, გაძ­ლი­ე­რე­ბას მი­იჩ­ნევს, რი­სი სა­ფუძ­ველ­თა სა­ფუძ­ვე­ლიც, რა თქმა უნ­და, იდენ­ტო­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ენაა. ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია იმი­ტომ, რომ ჩვენ საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი არა­ქარ­თ­ვე­ლი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი გვყავს და ახალ თა­ო­ბა­ში ქარ­თუ­ლი ენის შეს­წავ­ლის მო­ტი­ვა­ცია საკ­მა­ოდ გაზ­რ­დი­ლია. იცი­ან, რომ თუ სა­ჯა­რო საქ­მე­ში სურთ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ონ, კა­რი­ე­რა შე­იქ­მ­ნან, ბუ­ნებ­რი­ვია, სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნას, რო­გორც ნე­ბის­მი­ერ სხვა ქვე­ყა­ნა­ში, გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს.

თქვენ ტე­ლე­ვი­ზია ახ­სე­ნეთ, სა­მა­უწყებ­ლო არ­ხ­თან და­ვიწყეთ მუ­შა­ო­ბა სპორ­ტულ ტერ­მი­ნო­ლო­გი­ა­ზე (ბუ­ნებ­რი­ვია, სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ვი­მუ­შა­ვებთ). რა­ტომ? ფეხ­ბურ­თი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და, იმი­ტომ რომ, კარ­გი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის თა­ო­ბა წა­მო­ვი­და, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო ზის და უს­მენს რე­პორ­ტა­ჟებს, სპორ­ტუ­ლი კომ­ენტა­ტო­რე­ბის­გან კი ვის­მენთ სიტყ­ვებს: „სე­ი­ვი გა­ა­კე­თა“, „რე­ფე­რი“… ჩვენს ყურს ჭრის, მაგ­რამ ახალ­გაზ­რ­დის ყურ­ში ეს ჯდე­ბა და სუ­ლაც არ ფიქ­რობს, რომ უნ­და თქვას: „იხ­ს­ნა კა­რი“, ან „რე­ფერს“ რომ „მსა­ჯი“ ჰქვია, ან „კორ­ნე­რის“ ნაც­ვ­ლად „კუთხუ­რი“ რომ უნ­და თქვა და ა.შ. არის სიტყ­ვე­ბი, რო­მე­ლიც ვერ ითარ­გ­მ­ნა, მა­გა­ლი­თად, „აუტი“ (პი­რის ხა­ზი­დან მო­წო­დე­ბა) და დამ­კ­ვიდ­რ­და, ამა­ვე დროს, არის სიტყ­ვე­ბი (ტერ­მი­ნე­ბი), რომ­ლე­ბიც ნიკო ნი­კო­ლა­ძემ შექ­მ­ნა და კარ­გად დამ­კ­ვიდ­რ­და. პირ­ველ შეხ­ვედ­რა­ზე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან, რომ­ლე­ბიც წამ­ყ­ვა­ნე­ბი არი­ან, შე­ვახ­სე­ნე, რომ კო­ტე მა­ხა­რა­ძი­სა და ერო­სი მან­ჯ­გა­ლა­ძის ქვე­ყა­ნა ვართ, რომ­ლე­ბიც თა­მაშს „ხა­ტავ­დ­ნენ“, მა­თი რე­პორ­ტა­ჟე­ბის მოს­მე­ნა იყო ზე­ი­მი, ყუ­რით მახ­სოვს ეს ყვე­ლა­ფე­რი და კარ­გად არის აღ­ბეჭ­დი­ლი ჩემს გო­ნე­ბა­ში. ცდი­ლობ­დ­ნენ, კარ­გი ქარ­თუ­ლით, რო­გორც რუს­თა­ვე­ლი იტყ­ვის: „ტკბილ­ქარ­თუ­ლად“ ესა­უბ­რათ. მარ­თა­ლია, მათ მსა­ხი­ო­ბუ­რი ნი­ჭიც უწყობ­და ხელს. ამის გარ­და, რამ­დე­ნი ტერ­მი­ნია გად­მო­ღე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლად სპორ­ტის სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ო­ბებ­ში, რაგ­ბი რომ მიგ­ყ­ავს, ის უნ­და გა­მო­ი­ყე­ნო, ფეხ­ბურ­თი როცა მიგ­ყავს – ფეხ­ბურ­თის ტერ­მი­ნე­ბი, ჭი­და­ო­ბის დროს – მი­სი ტერ­მი­ნე­ბი და ა.შ.

მა­გა­ლი­თად, მან­ქა­ნის ხე­ლოს­ნე­ბის სა­სა­უბ­რო ენა­ში რუ­სუ­ლი ტერ­მი­ნე­ბია დამ­კ­ვიდ­რე­ბუ­ლი, მათ ენას „ხა­და­ვი­კე­ბის“ ტერ­მი­ნო­ლო­გია და­ვარ­ქ­ვი (მინ­და, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო მათ). რუ­სუ­ლი ტერ­მი­ნე­ბი ისეა ამ სფე­რო­ში ფეხ­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ თუ პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბის დო­ნე­ზე არ შე­მო­ვი­ტა­ნეთ ქარ­თუ­ლი შე­სატყ­ვი­სე­ბი და უფ­რო კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბი არ გავ­ზარ­დეთ, ასე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ესეც გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მას­თა­ნაა ძა­ლი­ან ახ­ლო კონ­ტაქ­ტ­ში. იმე­დი უნ­და ვი­ქო­ნი­ოთ, რომ გა­მოს­წორ­დე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ქარ­თ­ვე­ლე­ბი ძა­ლი­ან ზან­ტე­ბი ვართ, მაგ­რამ რომ და­ვიწყებთ და გა­ვა­კე­თებთ, მე­რე ყვე­ლას ვჯო­ბი­ვართ ხოლ­მე.

ახა­ლი ტერ­მი­ნე­ბის დამ­კ­ვიდ­რე­ბი­სას, რო­გორ გან­ვ­საზღ­ვ­როთ რო­მე­ლი შე­მო­ვუშ­ვათ უცხო სიტყ­ვე­ბი­დან და რო­მე­ლი არა? თქვენს ინ­ტერ­ვი­უ­ებ­შიც მო­მის­მე­ნია, რა­ღაც უნ­და შე­მოვ­უშ­ვათ და რა­ღაც არაო. სად არის ზღვა­რი? ამას ხომ მო­სახ­ლე­ო­ბა ვერ გან­საზღ­ვ­რავს, ნორ­მებს ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი ად­გენს…

–  გე­თან­ხ­მე­ბით, ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი და სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბიც, ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ტი იქ­ნე­ბა თუ სხვა რო­მე­ლი­მე სას­წავ­ლო ან სა­მეც­ნი­ე­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ, შეხ­ვედ­რა მქონ­და ირა­ნის ელ­ჩ­თან (მა­შინ არ ვი­ყა­ვი ენის სა­ხელ­მ­წი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტ­ში). სა­უ­ბა­რი ჩა­მო­ვარ­და თარ­გ­მან­ზე და მან გვითხ­რა: ჩვენ, ირა­ნე­ლე­ბი, ვცდი­ლობთ, ყვე­ლა­ფე­რი ვთარ­გ­მ­ნო­თო. თქვენ რას ეძა­ხით, მა­გა­ლი­თად, კომ­პი­უ­ტერს, ჩვენ „ჭკვი­ან მან­ქა­ნას“ ვე­ძა­ხი­თო, ანუ ირა­ნუ­ლად გად­მო­თარ­გ­მ­ნეს და „ჭკვი­ა­ნი მან­ქა­ნა“ და­არ­ქ­ვეს, მაგ­რამ ამას მე­ო­რე მხა­რეც აქვს, სა­სა­ცი­ლო არ უნ­და გა­ხა­დო ენა, ოქ­როს შუ­ა­ლე­დი უნ­და და­ი­ჭი­რო. მა­გა­ლი­თად, „ფუტ­ბო­ლი“ რა­ტომ არ დამ­კ­ვიდ­რ­და (უკ­ვე მე­სა­მედ ვა­სა­ხე­ლებ), იმი­ტომ, რომ ზუს­ტად მიხ­ვ­და ნი­კო­ლა­ძე, რომ ქარ­თუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბა, ქარ­თუ­ლი ყუ­რი „ფეხ­ბურთს“ მი­ი­ღებ­და და მარ­თ­ლაც მი­ი­ღო.

ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნელო­ვა­ნი რო­ლი, სკო­ლას­თან ერ­თად, თა­ვის­თა­ვად, ოჯახ­საც ეკის­რე­ბა, სწო­რად და გა­მარ­თუ­ლი ქარ­თუ­ლით რომ ისა­უბ­რონ ბავ­შ­ვებ­მა.

– ნა­ხეთ, რო­გო­რი სო­ცი­ა­ლუ­რი წრის ოჯა­ხე­ბი ჩა­მო­ყა­ლიბ­და, ეს არის 80-იანი წლე­ბის ოჯა­ხე­ბი. 1987-88 წლებ­ში და­იწყო არე­უ­ლო­ბა, წა­მო­ვი­და მძი­მე 90-იანე­ბი, შემ­დეგ — აფხა­ზე­თის ომი… ამ ყვე­ლა­ფერ­მა მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფო­ნი შექ­მ­ნა — დე­და წა­სუ­ლია საზღ­ვარ­გა­რეთ, მა­მაც სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას, ვინ ზრდის ბავ­შ­ვებს? ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი. თით­ქოს მათ უფ­რო მე­ტი ქარ­თუ­ლი სუ­ლი უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნონ, მაგ­რამ… რა­ღაც ძა­ფი გაწყ­და. ერ­თხელ უფ­როს მე­გობ­რებ­თან ვსა­უბ­რობ­დი და მათ მითხ­რეს, იცით, მთა რა­ტომ და­ი­ცა­ლაო? მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ შეჩ­ვე­უ­ლი იყ­ვ­ნენ გა­ჭირ­ვე­ბას, რო­გორც კი სკო­ლა მო­ი­შა­ლა და გა­ნათ­ლე­ბას ვე­ღარ აძ­ლევ­დ­ნენ შვი­ლებს, გა­დაწყ­ვი­ტეს, საცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლი და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ, ანუ რე­ა­ლუ­რად, ეს გახ­და მთა­ვა­რი სა­ბა­ბი. ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა მო­იკ­ლოს მშო­ბელ­მა, მაგ­რამ გა­ნათ­ლე­ბა რომ უნ­და მის­ცეს შვილს, ეს მი­სი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა, პრეს­ტი­ჟი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დამ­კ­ვიდ­რე­ბის რა­ღაც ფორ­მა, მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­და მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის წი­ნა­შე და…

უცა­ბე­დად, ეს პრო­ცე­სე­ბი და­იწყო ჯერ მთა­ში, მე­რე ბარ­ში… მე­რე რე­ვო­ლუ­ცი­ებ­მა, ომებ­მა კი­დევ უფ­რო მო­შა­ლა სკო­ლა და გაწყ­და კავ­ში­რი გა­ნათ­ლე­ბა­სა და ოჯა­ხებს შო­რის. აღარ ჩათ­ვა­ლა სა­ჭი­როდ მშო­ბელ­მა, რომ მის­მა შვილ­მა წიგ­ნე­ბი იკითხოს, თუ არ ექ­ნე­ბა წა­კითხუ­ლი „სა­მი მუშ­კე­ტე­რი“, ნუ ექ­ნე­ბა, რა ვქნათ, ან ვა­ჟა ფშა­ვე­ლა, ან რუს­თა­ვე­ლი…

წიგ­ნის კითხ­ვის გავ­ლე­ნა­ზე ზე­მოთ ვი­სა­უბ­რეთ, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე სიტყ­ვით მა­ინც გა­ვა­მახ­ვი­ლოთ ყუ­რადღე­ბა იმა­ზეც, რომ ლექ­სი­კუ­რი მა­რა­გი პირ­და­პირ კავ­შირ­შია წიგ­ნ­თან, ლი­ტე­რა­ტუ­რას­თან.

–  მეტყ­ვე­ლე­ბაც, აზ­როვ­ნე­ბაც, სინ­ტაქ­სიც და ლექ­სი­კაც. რო­მე­ლი­მე ფილ­მის რვა ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ის ნახ­ვით ვერ გა­იმ­დიდ­რებ ვერც ერთს ისე, რო­გორც წიგ­ნით. ხში­რად ვიხ­სე­ნებ ხოლ­მე ვა­ხუშ­ტი კო­ტე­ტიშ­ვი­ლის ერთ მო­ნა­ყოლს: ჰა­ფეზ­სა ვთარ­გ­მ­ნი (თა­ვის ხრინ­წი­ან ხმა­ზე ყვე­ბა), იქ არის სიტყ­ვა „აფ­სუ­სი“ და ეს „აფ­სუს“, რა­საც ავ­ტო­რი ხმა­რობს, ზუს­ტად იგი­ვეა ქარ­თულ­ში (მაგ., „აფ­სუს, რა კარ­გი კა­ცი იყო“; „აფ­სუს, რა დრო იყო“ — და­ნა­ნე­ბის შო­რის­დე­ბუ­ლი), მა­ინც არ წა­ვი­და, არა­და დედ­ნის სიტყ­ვა არი­სო. რა ვქნა, არ ვი­ციო. დი­ლის 4 სა­ა­თია, გა­მო­სუ­ლი ვარ აივან­ზე, სი­გა­რეტს ვა­ბო­ლებ და უცებ მახ­სენ­დე­ბა (და­ი­ლო­ცოს მად­ლი­ა­ნი რუს­თა­ვე­ლი) – „ვაგ­ლახ“ და სულ „რი­კინ-რი­კი­ნით“ წა­ვი­დაო. აი, ხე­დავთ, რო­გორ გვიშ­ვე­ლა, დედ­ნის სიტყ­ვა­შიც კი, მად­ლი­ან­მა რუს­თა­ველ­მა.

არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის პრობ­ლე­მებ­ზეც მინ­და გკითხოთ, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ­თ­ვის სა­ხელ­მ­წი­ფო ენის არა­სა­თა­ნა­დოდ ცოდ­ნა გარ­კ­ვე­უ­ლი ბა­რი­ე­რია, მა­გა­ლი­თად, და­საქ­მე­ბისას. რა კეთ­დე­ბა მა­თი სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ტეგ­რი­რე­ბის­თ­ვის? რო­დის გახ­დე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის და­დას­ტუ­რე­ბა?

–  რამ­დენ­ჯერ­მე წა­ვაწყ­დი ასე­თი ხა­სი­ა­თის პრობ­ლე­მას. ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის კურ­ს­დამ­თავ­რე­ბუ­ლი დაგ­ვი­კავ­შირ­და, რო­მელ­მაც სა­სა­მარ­თ­ლო­ში და­იწყო თარ­ჯიმ­ნად მუ­შა­ო­ბა და მოს­თხო­ვეს ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი სერ­ტი­ფი­კა­ტი. ამ დროს, დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთ-ერ­თი ფა­კულ­ტე­ტი, დიპ­ლომ­ში უწე­რია, რომ ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აქვს, მაგ­რამ სა­სა­მარ­თ­ლო მა­ინც ითხოვს ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს. სა­ი­დან უნ­და მო­ი­პო­ვოს ეს სერ­ტი­ფი­კა­ტი? არ არ­სე­ბობს არც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო­ში, არც ჩვენ გვაქვს კომ­პე­ტენ­ცია, რომ ეს დო­კუ­მენ­ტი გა­ი­ცეს. გა­მო­დის, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტის გარ­და, რო­მე­ლიც უწერს შე­ფა­სე­ბას ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, სხვა და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს ვერ მო­ი­პო­ვებს. სხვა­თა შო­რის, სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, შე­ვი­მუ­შა­ვეთ ქარ­თუ­ლი ენის ფლო­ბის დო­ნე­ე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც მი­ი­ღო მი­ნის­ტ­რ­თა კა­ბი­ნეტ­მა. ახ­ლა ვმუ­შა­ობთ სწო­რედ ამ სა­კითხ­ზე, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­თა­ნაც გვექ­ნე­ბა შეხვედ­რა და სა­უ­ბა­რი, რომ შე­იქ­მ­ნას ჯგუ­ფი (შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო, ისე კო­მერ­ცი­უ­ლი), რო­მე­ლიც გას­ცემს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენტს. ეს გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რომ უნ­და გა­ა­კე­თოს.

კი­დევ ერთ, ძა­ლი­ან სა­ყუ­რადღე­ბო და სა­ინ­ტე­რე­სო, გა­რე­მო­ე­ბას მინ­და გა­ვუს­ვა ხა­ზი — დი­ას­პო­რე­ბის ახალ თა­ო­ბებს, რომ­ლე­ბიც უცხო ქვეყ­ნებ­ში ცხოვ­რო­ბენ და გა­უჩ­ნ­დათ ქარ­თუ­ლი ენი­სა და კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლის სურ­ვი­ლი. ეს ძა­ლი­ან მი­ხა­რია. პრო­ცე­სი დაწყე­ბუ­ლია და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც, რა თქმა უნ­და, ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლებთ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს­თან, იქ­ნე­ბა ეს სა­ხელ­მ­ძღვა­ნე­ლო­ე­ბის შექ­მ­ნა თუ სხვა აქ­ტი­ვო­ბა.

ბა­ტო­ნო გია, სთა­ვა­ზობს თუ არა სა­ხელ­მ­წი­ფო ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბებს მოთხოვ­ნე­ბის შე­სატყ­ვის სერ­ვისს?

–  ასე დავ­ს­ვათ სა­კითხი – ახ­ლა ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი მი­დის, რო­მე­ლიც და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო ენის დამ­კ­ვიდ­რე­ბა­სა და გაძ­ლი­ე­რე­ბას­თან. წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, რუ­სუ­ლი ენა იყო, ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის გარ­კ­ვე­ულ ნა­წილ­თან, ჩვე­ნი სა­ურ­თი­ერ­თო ენა. მათ არ იცოდ­ნენ ქარ­თუ­ლი, სა­უბ­რობ­დ­ნენ რუ­სუ­ლად და მშობ­ლი­ურ ენა­ზე. ახ­ლა, ნა­ხეთ, რა ხდე­ბა – რო­მე­ლი­ღა­ც თა­ო­ბა არის, რო­მელ­მაც იცის რუ­სუ­ლი ენა (და­ახ­ლო­ე­ბით, 50-60 წლის ადა­მი­ა­ნე­ბი); შუ­ა­ში მოხ­და წყვე­ტა და არის თა­ო­ბა, რო­მელ­მაც არც რუ­სუ­ლი ენა იცის და არც ქარ­თუ­ლი, მხო­ლოდ მშობ­ლი­ურ ენას ფლობს;

ახ­ლა წა­მო­ვი­და უკ­ვე თა­ო­ბა (30 წლის ქვე­მოთ ასა­კის), რო­მე­ლიც ხვდე­ბა, რომ წინ­ს­ვ­ლის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ცოდ­ნა. აი, ამ პრო­ცეს­ში ვართ, რუ­სუ­ლი ენის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა ხდე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო ენით. ეს საკ­მა­ოდ მძი­მე პრო­ცე­სია, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, 20-25 წე­ლია გრძელ­დე­ბა.

ლექ­სი­კო­ნე­ბის პრობ­ლე­მაც უდა­ვოდ დგას, თუნ­დაც ქარ­თუ­ლი ენის ეტი­მო­ლო­გი­უ­რი ლექ­სი­კო­ნის, ამ მი­მარ­თ­ულე­ბით რას აკე­თებს სა­ხელ­მ­წი­ფო ენის დე­პარ­ტა­მენ­ტი და რა­ტომ არის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტი­მო­ლო­გი­უ­რი ლექ­სი­კო­ნის არ­სე­ბო­ბა?

–  ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, დაწყე­ბუ­ლია, გა­სა­კე­თე­ბე­ლია პრო­ექ­ტი, ასე ვთქვათ, ანა­ლი­ტი­კა, საკ­მა­ოდ მძი­მე პრო­ცე­სია. გუ­ლის­ტ­კი­ვილს სულ გა­მოვ­თ­ქ­ვამ, რომ დიდ ერებს და არა მხო­ლოდ მათ (აღა­რა­ფერს ვამ­ბობ სომ­ხებ­ზე, ოსებ­ზე), ყვე­ლას აქვს ეტიმ­ოლო­გი­უ­რი ის­ტო­რი­უ­ლი ლექ­სი­კო­ნი. და ჩვენ, რო­მე­ლიც ვართ კავ­კა­სი­ურ ენა­ზე მი­ჯაჭ­ვუ­ლი (ცხა­დია, ამას კარ­გი გა­გე­ბით ვამ­ბობ), არ გვაქვს. არა­და, არის ამის მეც­ნი­ე­რუ­ლი რე­სურ­სი, ვგუ­ლის­ხ­მობ აკა­დე­მი­ურ რე­სურსს, ფი­ნან­სუ­რი ხარ­ჯე­ბის მო­ზიდ­ვაა სა­ჭი­რო, რომ და­ვიწყოთ. ეს არ იქ­ნე­ბა ერ­თ­წ­ლი­ა­ნი ან ორ­წ­ლი­ა­ნი პრო­ცე­სი, საკ­მა­ოდ ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი და შრო­მა­ტე­ვა­დი პრო­ცე­სია. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უწყე­ბელ­თან ზუს­ტად ამა­ზე გვინ­და ვი­თა­ნამ­შ­რომ­ლოთ. წარ­ვად­გი­ნეთ ერთ-ერ­თი პრო­ექ­ტი და ახ­ლა ვე­ლო­დე­ბით, რო­გორ სა­ხეს მის­ცე­მენ სცე­ნა­რის­ტე­ბი – მა­გა­ლი­თად, რო­გო­რი სა­ინ­ტერ­ესოა სიტყ­ვის თავ­გა­და­სა­ვა­ლი. ერ­თი ჩვე­ნი ლექ­ტო­რი, მზია ან­დ­რო­ნი­კაშ­ვი­ლი, მოგ­ვიყ­ვა სიტყ­ვა „კოშ­კის“ თავ­გა­და­სა­ვალს. კოშ­კი თუქ­რუ­ლი­დან შე­მო­ვი­და ქარ­თულ­ში, „ცი­ხე-სი­მაგ­რის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, მაგ­რამ შე­ვი­და ფრან­გულ­შიც და იქ – „ჯი­ხუ­რის“ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით, ანუ ერ­თი და იგი­ვე სიტყ­ვა ორი სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბით იხ­მა­რე­ბა -ერ­თი ცი­ხე-სი­მაგ­რეა, მე­ო­რე – ჯი­ხუ­რი. სა­ინ­ტე­რე­სოა, ასე­ვე, მა­გა­ლი­თად, „ღვი­ნის“ ეტი­მო­ლო­გი­აც. ბრი­ტა­ნელ­მა ენათ­მეც­ნი­ე­რებ­მა შე­ის­წავ­ლეს ეს სიტყ­ვა და ეტი­მო­ლო­გი­უ­რი ვე­ლი შე­უქ­მ­ნეს – გა­მოღ­ვი­ძე­ბა, ღვი­ძი­ლი, ვე­ნა­ხი და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი სი­ცოცხ­ლის ფეთ­ქ­ვას და წა­მოწყე­ბას, და­საწყისს უკავ­შირ­დე­ბა და თქვეს, დი­ახ, ქარ­თუ­ლი სიტყ­ვააო.

ბო­ლოს, ჩვე­ნი სა­უ­ბა­რი რომ შე­ვა­ჯა­მოთ, რო­გორ მეტყ­ვე­ლებს დღეს ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ქარ­თუ­ლი ენის ქო­მა­გო­ბა მხო­ლოდ იმას ნიშ­ნავს, რომ დავ­კე­ტოთ კა­რი უცხო სიტყ­ვე­ბის­თ­ვის თუ რა­ღაც შუ­ა­ლე­დი და­ვიც­ვათ?

–  14 აპ­რი­ლით და­ვიწყე და ისევ 14 აპ­რი­ლით და­ვას­რუ­ლებ. რო­დე­საც ჩე­მი თა­ო­ბის ახალ­გაზ­რ­დო­ბა და­უდ­გა რუ­სულ იმ­პე­რი­ა­ლის­ტურ ნა­ბიჯს (კონ­ს­ტი­ტუ­ცი­ა­ში 75-ე მუხ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უნ­და გა­უქ­მე­ბუ­ლი­ყო), მას გულ­წ­რ­ფე­ლად სწამ­და იმი­სა, რომ ქარ­თულ ენას ისე­თი­ვე დაც­ვა სჭირ­დე­ბო­და, რო­გორც სა­კუ­თარ მშობ­ლებს, სამ­შობ­ლოს, ქვე­ყა­ნას. დი­ახ, ჩვენ თუ არ გა­ვუფ­რ­თხილ­დით ამ ენას, 50 წე­ლი­წად­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ქარ­თუ­ლად გვექ­ნე­ბა მარ­ტო „წა­უს­ნი­კერ­სე“ და მი­სი მსგავ­სი სიტყ­ვე­ბი.

კი­დევ ერთს ვიტყ­ვი, არის გარ­კ­ვე­უ­ლი ნა­წი­ლი ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბი­სა, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, ამ­ბობს, რომ, ად­რე თუ გვი­ან, მხო­ლოდ დი­დი ენე­ბი დარ­ჩე­ბა და ქარ­თ­ვე­ლე­ბიც იმ ენებ­ზე ვი­მეტყ­ვე­ლებ­თო. მა­გა­ლი­თად, მე-18 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს, რო­დე­საც ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბა იქ­მ­ნე­ბო­და მსოფ­ლი­ო­ში, ასე­თი მიდ­გო­მა ჰქონ­დათ – ქარ­თუ­ლად რომ წა­ვი­კითხოთ, რა სა­ჭი­როა ქარ­თუ­ლი ან­ბა­ნი, ჩა­ვა­ნაც­ვ­ლოთ ლა­თი­ნუ­რი ან­ბა­ნით, რომ ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი იყოს ქარ­თუ­ლი ტექ­ს­ტე­ბის გა­ა­გე­ბა. აი, ამ გლო­ბა­ლი­ზა­ცი­ის პრობ­ლე­მის წინ აღ­დ­გო­მა, მხო­ლოდ და მხო­ლოდ, ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბა­ზე იქ­ნე­ბა მინ­დო­ბი­ლი. და მე მინ­და, რომ მათ ასე იფიქ­რონ – მა­მუ­ლი, ენა, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბა – ქვე­ყა­ნას უფ­რ­თხილ­დე­ბი, სარ­წ­მუ­ნო­ე­ბას უფ­რ­თხილ­დე­ბი, ე.ი. ენას უნ­და გა­უფ­რ­თხილ­დე.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები