23 ნოემბერი, შაბათი, 2024

რო­გორ ინ­ტეგ­რირ­დე­ბა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სივ­რ­ცე­ში

spot_img
გა­სულ თვეს ბა­თუმ­მა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და სას­წავ­ლო გეგ­მებ­ში ჩარ­თ­ვი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ მე-2 სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცი­ას უმას­პინ­ძ­ლა. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის მი­ერ ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი კონ­ფე­რე­ნე­ცია ერთ-ერ­თი ღო­ნის­ძი­ე­ბაა იმ მრა­ვალ­კომ­პო­ნენ­ტი­ა­ნი პრო­ექ­ტი­დან, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში. გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ღა­სან ხა­ლი­ლი ამ­ბობს, რომ „ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გა­ნათ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია პე­და­გოგ­თა და პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ახა­ლი კო­ჰორ­ტის აღ­საზ­რ­დე­ლად, რომ­ლებ­საც ეცო­დი­ნე­ბათ  ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი და შე­ეძ­ლე­ბათ მათ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა თა­ვი­ანთ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში“.
♦ რო­გორ აისა­ხე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორ  მოხ­დე­ბა მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა და როგორი იქნება არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე პა­სუ­ხი – დე­ტა­ლებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი ნა­თია ჯო­ხა­ძე.

– ქალ­ბა­ტო­ნო ნა­თია, რა არის ამ წა­მოწყე­ბის მი­ზა­ნი და რა­ტომ გა­ა­კე­თეთ აქ­ცენ­ტი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო გა­ნათ­ლე­ბა­ზე?

– აქ­ტი­უ­რი პრო­ცე­სე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­საწყო­ბად, 2019 წლი­დან და­ვიწყეთ. ცხა­დია, მი­ზა­ნი თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბის დაც­ვაა სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით. გარ­და იმი­სა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლო შე­უერ­თდა ბავ­შვის უფ­ლე­ბა­თა კონ­ვენ­ცი­ას, 2019 წელს ქვე­ყა­ნამ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა კო­დექ­სი მი­ი­ღო, რო­მე­ლიც ფა­რავს ბავ­შ­ვის ყვე­ლა უფ­ლე­ბას და გვა­კის­რებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ხე­ლი შე­ვუწყოთ ამ უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას და დაც­ვას ყვე­ლა სფე­რო­ში.

ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, საქ­მი­ა­ნო­ბი­სას, ბავ­შ­ვებ­თან შე­ხე­ბა გვი­წევს, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ოჯა­ხებ­ზე. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბით მა­თი ცხოვ­რე­ბის რო­გორც პირ­და­პი­რი, ისე ირი­ბი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვხდე­ბით. პირ­და­პი­რი მონა­წი­ლე­ე­ბი არი­ან, მა­გა­ლი­თად, პე­და­გო­გე­ბი, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, პე­დი­ატ­რე­ბი, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი და ა.შ. ამას­თან ერ­თად, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის სფე­როს ირი­ბი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან პო­ლი­ტი­კის დამ­გეგ­მა­ვი და გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სტრუქ­ტუ­რე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვე­ნი ფიქ­რი იმის­კენ იყო მი­მარ­თუ­ლი, რომ სა­ხელ­მ­წი­ფოს ჰყავ­დეს მომ­ზა­დე­ბუ­ლი კად­რე­ბი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი, რომ­ლებ­საც გა­სიგ­რ­ძე­გა­ნე­ბუ­ლი ექ­ნე­ბათ ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი და, შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ/და­ნერ­გა­ვენ ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტ­იკა­ში. ეს არის ამ წა­მოწყე­ბის იდეა. ამის სა­ჭი­რო­ე­ბა სხვა­დას­ხ­ვა კვლე­ვით, მათ შო­რის გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის კვლე­ვე­ბით, გა­მოკ­ვე­თილ­მა რე­ა­ლო­ბამ დაგ­ვა­ნა­ხა, რო­მე­ლიც აჩ­ვე­ნებს, რომ ერ­თი მხრივ, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის დიდ ნა­წილს არ აქვს ცოდ­ნა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ და მე­ო­რე მხრივ, შე­სა­ბა­მი­სად, ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი არც თუ ისე და სრულ­ყო­ფი­ლად რე­ა­ლიზ­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, გა­ნათ­ლე­ბა­ზე რომ ვი­სა­უბ­როთ, რო­დე­საც კონ­ვენ­ცია გვე­უბ­ნე­ბა, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვის­თ­ვის უნ­და იყოს ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა, ამ დროს ჩვენ გვყავს გა­ნათ­ლე­ბის მიღ­მა/სკო­ლის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შ­ვე­ბი; ამის გარ­და, დი­დი გა­მოწ­ვე­ვე­ბი გვაქვს გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის კუთხით. ხში­რია ბავ­შ­ვებ­ზე ძა­ლა­დო­ბა რო­გორც ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებ­ში, ისე ოჯა­ხებ­ში; ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის სის­ტე­მა ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის დაც­ვას, მათ შო­რის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბის­გან, არას­რულ­წ­ლო­ვან­თა მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა არაა სა­თა­ნა­დოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის დახ­მა­რე­ბით ამ დარ­გ­ში კო­დექ­სი შე­მუ­შავ­და და დამ­ტ­კიც­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ო­ნალს, რო­მე­ლიც ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­­დან ნე­ბის­მი­ერ სფე­რო­ში და­საქ­მ­დე­ბა და ვი­საც პირ­და­პი­რი ან ირი­ბი შე­ხე­ბა ექ­ნე­ბა ბავ­შ­ვებ­თან, კარ­გად ჰქონ­დეს გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი, რა არის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბი, რა­ტომ არის ამ უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი არა მხო­ლოდ ბავ­შ­ვის­თ­ვის, არა­მედ მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის და რო­გორ შე­ვუწყოთ ხე­ლი ამ უფ­ლე­ბე­ბის ყო­ველ­დღი­ურ პრაქ­ტი­კა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

გა­ე­როს ბავ­შ­ვ­თა ფონ­დის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, დოქ­ტორ­მა ღა­სან ხა­ლილ­მა არა­ერ­თი სე­მი­ნა­რი და ლექ­ცია ჩა­ა­ტა­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის­თ­ვის – აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი­სა თუ სტუ­დენ­ტე­ბის­თ­ვის ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხ­ზე და უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი­დან წა­მო­ვი­და ინ­ტე­რე­სი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და უკეთ გვე­თა­ნამ­შ­რომ­ლა ამ სფე­რო­ში. ჩვე­ნი მიდ­გო­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა­ში ჰო­ლის­ტუ­რია და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იდეა მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა იყო, ჩვენ არ­სე­ბუ­ლი კად­რე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა­სა და ცოდ­ნის გავ­რ­ცე­ლე­ბა­ზეც ვფო­კუ­სირ­დით. შე­სა­ბა­მი­სად, უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბით, რამ­დე­ნი­მე კომ­პო­ნენტს ვფა­რავთ.

– უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად რომ გვითხ­რათ ამ კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­სა­ხებ.

– პირ­ვე­ლი კომ­პო­ნენ­ტი – ცოდ­ნის შექ­მ­ნა და გავ­რ­ცე­ლე­ბა. ამი­სათ­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბა­ზა­ზე, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის ცოდ­ნის ცენ­ტ­რე­ბის შექ­მ­ნა. ამ დრო­ის­თ­ვის, სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, შვიდ რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ვთა­ნამ­შ­რომ­ლობთ, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უკ­ვე შვი­დი ცენ­ტ­რი გვაქვს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ცენ­ტ­რი 2020 წელს, ქუ­თა­ის­ში, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვა­ფუძ­ნეთ, ასე­ვე: ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, თე­ლა­ვის იაკობ გო­გე­ბაშ­ვი­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, გო­რის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სო­ხუ­მის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­სა და ზუგ­დი­დის შო­თა მეს­ხი­ას სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში.

მე­ო­რე კომ­პო­ნენ­ტი – მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში ინ­ტეგ­რა­ცია. ჩვენ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს ვეხ­მა­რე­ბით, სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო პროგ­რა­მებ­ში, კუ­რი­კუ­ლუ­მებ­სა და სი­ლა­ბუ­სებ­ში ჩარ­თონ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბი. სხვა­თა შო­რის, შვი­დი­ვე უნი­ვერ­სი­ტე­ტი სთა­ვა­ზობს ახალ­გაზ­რ­დებს მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის 300-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას (ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მა) და მი­სი დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს შე­უძ­ლია მუ­შა­ო­ბა და­იწყოს მას­წავ­ლებ­ლად. ასე­ვე, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი ახორ­ცი­ე­ლე­ბენ 60-კრე­დი­ტი­ან პროგ­რა­მას მას­წავ­ლებ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის­თ­ვის. ამი­ტომ, უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, რომ­ლე­ბიც ამ პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლე­ბენ, ვეხ­მა­რე­ბით კარ­გად გა­ი­აზ­რონ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბი და ასა­ხონ შე­სა­ბა­მის კურ­სებ­ში, ცხა­დია, ისეთ საგ­ნებ­სა და მი­მარ­თუ­ლე­ბებ­ში, რო­მელ­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის ცოდ­ნის გა­რე­შე – პე­და­გო­გი­კა, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა, ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის ფსი­ქო­ლო­გია, კო­მუ­ნი­კა­ცია თემ­თან და ა.შ. შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა კურ­ს­დამ­თავ­რე­ბულს, რო­მე­ლი საგ­ნის/სა­ფე­ხუ­რის მას­წავ­ლებ­ლა­დაც არ უნ­და იწყებ­დეს მუ­შა­ო­ბას, ექ­ნე­ბა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი, შე­ეძ­ლე­ბა ამ უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღ­ვე­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცია და უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა.

დოქ­ტო­რი ღა­სან ხა­ლი­ლი თა­ვად გახ­ლავთ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მარ­თ­ლის სპე­ცი­ა­ლის­ტი, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტი და არა­ერ­თი პუბ­ლი­კა­ცია აქვს მომ­ზა­დე­ბუ­ლი ამ თე­მა­ზე, ბევრ წამ­ყ­ვან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კითხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს. თა­ვი­სი სი­ლა­ბუ­სი, ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე, მან სრუ­ლი­ად უსას­ყიდ­ლოთ გა­უ­ზი­ა­რა უნი­ვერ­სი­ტე­ტებს, რო­გორც მა­გა­ლი­თი – რო­გორ შე­იძ­ლე­ბა იყოს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხი ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მებ­ში. მი­უ­ხედ­ვად იმი­სა, რომ ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მეტ-ნაკ­ლე­ბად ცდი­ლობ­დ­ნენ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მუ­შა­ო­ბას და გარ­კ­ვე­უ­ლი ტი­პის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვთ, მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს ას­წავ­ლი­ან, ცხა­დია, იქ აუცი­ლებ­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ ბავ­შ­თა უფ­ლე­ბებ­საც, მაგ­რამ, ეს საკ­მა­რი­სი არ არის. ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხი აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს კარ­გად გა­აზ­რე­ბუ­ლი, ლო­გი­კუ­რად აწყო­ბი­ლი და სწო­რად მი­წო­დე­ბუ­ლი, რომ სტუ­დენ­ტებ­მა მი­ი­ღონ ცოდ­ნა და გა­მო­უ­მუ­შავ­დეთ უნა­რე­ბი და ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში.

მე­სა­მე კომ­პო­ნენ­ტი – აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მაა, რო­მე­ლიც, პირ­ვე­ლად შექ­მ­ნა და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იუნი­სეფ­მა სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, 2021 წელს. კურ­სი მიზ­ნად ისა­ხავს მო­ამ­ზა­დოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში. 6-თვი­ა­ნი, ინ­ტენ­სი­უ­რი კურ­სი ყვე­ლა იმ სა­კითხ­სა და თე­მას მო­ი­ცავ­და, რო­მე­ლიც ბავ­შ­ვებს ეხე­ბა – სკო­ლამ­დე­ლი და სას­კო­ლო გა­ნათ­ლე­ბა, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბა, ჯან­დაც­ვა, სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, ჯან­სა­ღი გა­რე­მო, ად­გი­ლობ­რი­ვი თვით­მ­მარ­თ­ვე­ლო­ბა თუ სხვ. კურ­სი გა­ი­ა­რა ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო და ზუგ­დი­დის სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ათ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, რომ­ლებ­მაც ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტის სერ­ტი­ფი­კა­ტი მი­ი­ღეს. მათ ეს ცოდ­ნა თა­ვი­ანთ სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­სა და სი­ლა­ბუ­სებ­ში ასა­ხეს და შე­დე­გად გვაქვს ხუ­თი ახა­ლი/გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სი­ლა­ბუ­სი, სა­დაც ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბია ასა­ხუ­ლი პე­და­გო­გი­კის, სა­მარ­თ­ლის და სო­ცი­ა­ლუ­რი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მე­ოთხე კომ­პო­ნენ­ტი არის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია „ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­სა და კუ­რი­კუ­ლუ­მებ­ში“.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ფე­რენ­ცია, წელს, უკ­ვე მე­ო­რედ ჩა­ტარ­და: 2020 წელს – აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ქუ­თა­ის­ში, წელს კი – ბა­თუ­მის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და რო­გორც ად­გი­ლობ­რი­ვი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი, ისე სა­ერ­თა­შო­რი­სო აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლი საფ­რან­გე­თი­დან, ჰო­ლან­დი­ი­დან, იტა­ლი­ი­დან. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის, მთავ­რო­ბის, სა­ხალ­ხო დამ­ც­ვე­ლის, გა­ე­როს სხვა­დას­ხ­ვა სა­ა­გენ­ტოს და სკო­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი. კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გან­ხი­ლუ­ლი თე­მე­ბი მო­ი­ცავ­და გა­ნათ­ლე­ბის, სა­მარ­თ­ლის, მარ­თ­ლ­მ­სა­ჯუ­ლე­ბის, ბავ­შ­ვ­თა დაც­ვის, ბავ­შ­ვ­თა შრო­მის და სხვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებს. სა­კონ­ფე­რენ­ციო მა­სა­ლას ბეჭ­დურ ვერ­სი­ად მო­ვამ­ზა­დებთ და, კრე­ბუ­ლის სა­ხით, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კებს და­ვუ­რი­გებთ, რომ აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალს სა­კონ­ფე­რენ­ციო თე­მე­ბის გაც­ნო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დეს.

– რა ფუნ­ქ­ცია ეკის­რე­ბა ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბა­თა ცოდ­ნის ცენ­ტ­რებს?

– რო­გორც გითხა­რით, ეს ცენ­ტ­რე­ბი შვიდ რე­გი­ო­ნულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­ვა­არ­სეთ. იდეა ის არის, რომ ეს ცენ­ტ­რე­ბი იყოს მუდ­მივ­მოქ­მე­დი, სა­ნამ ეს ბავ­შ­ვებს სჭირ­დე­ბათ და ვფიქ­რობ, ბავ­შ­ვებს ყო­ველ­თ­ვის დას­ჭირ­დე­ბათ, რომ ჩვენ მა­თი უფ­ლე­ბე­ბი და­ვიც­ვათ, ხე­ლი შე­ვუწყოთ მა­თი უფ­ლე­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. ამის გარ­და, ცენ­ტ­რე­ბის არ­სი იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ ყვე­ლა შემ­დ­გომ თა­ო­ბას და, რა თქმა უნ­და, აკა­დე­მი­ურ პერ­სო­ნალ­საც ჰქონ­დეთ ცოდ­ნა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, ანუ გა­მო­ი­ყე­ნონ ცენ­ტ­რი, რო­გორც ცოდ­ნის მი­ღე­ბის რე­სურ­სი. ასე­ვე, რე­გი­ო­ნულ­მა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­მა, რომ­ლე­ბიც კონ­კ­რე­ტულ რე­გი­ონს ფა­რა­ვენ (მა­გა­ლი­თად, აკა­კი წე­რეთ­ლის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ფა­რავს იმერეთს), ითა­ნამ­შ­რომ­ლონ მა­თი რე­გი­ო­ნის მას­შ­ტა­ბით ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ სხვა­დას­ხ­ვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, მა­გა­ლი­თად, სკო­ლებ­თან – ტრე­ნინ­გე­ბის სა­ხით, სა­მარ­თ­ლებ­რივ სტრუქ­ტუ­რებ­თან – ცოდ­ნის შექ­მ­ნი­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბის თვალ­საზ­რი­სით. ამ ცენ­ტ­რე­ბის ფუქ­ნ­ცი­ებ­შიც წი­ნა პლან­ზე სწო­რედ ეს არის – ცენ­ტ­რე­ბი ქმნი­ან და ავ­რ­ცე­ლე­ბენ ცოდ­ნას ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

თი­თო­ე­ულ­მა სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ცენ­ტ­რ­მა თა­ვად გან­საზღ­ვ­რა საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე: სკო­ლი­სა და სკო­ლამ­დე­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა ტრე­ნინ­გი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხ­ზე, უნი­ვერ­სი­ტე­ტის აკა­დე­მი­უ­რი პერ­სო­ნა­ლის თუ სტუ­დენ­ტ­თა ტრე­ნინ­გი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხ­ზე, ასე­ვე, მშო­ბელ­თა თუ ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ტრე­ნინ­გე­ბი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხ­ზე, შეხ­ვედ­რე­ბი სკო­ლებ­თან, მოს­წავ­ლე­ებ­თან, ღია, სა­ჯა­რო სე­მი­ნა­რე­ბი და ვე­ბი­ნა­რე­ბი ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბებ­ზე. აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­მა უკ­ვე ტრე­ნინგ მო­დუ­ლე­ბი მო­ამ­ზა­და. იუნი­სე­ფი ეხ­მა­რე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტის ჩარ­თ­ვით, რო­მე­ლიც უნი­ვერ­სი­ტეტ­თან ითა­ნამ­შ­რომ­ლებს ცენ­ტ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად.

მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ცენ­ტ­რის ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბა შე­უწყობს ხელს, გა­ნათ­ლე­ბის უფ­ლე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბაა. თა­ვის­თა­ვად, აქ სა­უ­ბა­რი მხო­ლოდ ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბა­ზე არ არის, სა­უ­ბა­რია იმა­ზე, რომ ბავშვს ჰქონ­დეს ცოდ­ნას­თან ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბა­ზე, ზო­გი­ერ­თი უნი­ვერ­სი­ტე­ტი მოს­წავ­ლე­ებს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს შეს­თა­ვა­ზებს. მათ­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ისე­თი სატ­რე­ნინ­გო კურ­სე­ბი, რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა, ეთ­ნი­კუ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სა­კითხე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ის სწავ­ლე­ბა (თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში ბავშვს აქვს უფ­ლე­ბა, ჰქონ­დეს ეს ცოდ­ნა) და ა.შ. მოკ­ლედ, ერ­თია ტრე­ნინ­გე­ბი უფ­რო­სე­ბის­თ­ვის და მე­ო­რეა ბავ­შ­ვე­ბის დახ­მა­რე­ბა, რომ მე­ტი ცოდ­ნა მი­ი­ღონ მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში.

შემ­დე­გი მი­მარ­თუ­ლე­ბა, რო­მელ­საც ცენ­ტ­რი უზ­რუნ­ველ­ყოფს, იქ­ნე­ბა ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ლი­ტე­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა ან თარ­გ­მ­ნა, რაც ასე­ვე გა­ამ­დიდ­რებს ცენ­ტ­რებს და დიდ დახ­მა­რე­ბას გა­უ­წევს ყვე­ლა იმ ბე­ნე­ფი­ცი­არს, რო­მე­ლიც ცენ­ტ­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ისარ­გებ­ლებს.

კი­დევ ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბა, ამ ინი­ცი­ა­ტი­ვის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტ­რო პროგ­რა­მე­ბის რე­ვი­ზიაა, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი გა­ა­კე­თე­ბენ და უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხე­ბის ინ­ტეგ­რი­რე­ბას იქ, სა­დაც ეს აუცი­ლე­ბე­ლია. ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ უნი­ვერ­სი­ტე­ტებს სკო­ლებ­თან ექ­ნე­ბათ კო­მუ­ნი­კა­ცია – გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ სას­კო­ლო პრო­ექ­ტებს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის თე­მა­ზე. ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი კი, თა­ვის­თა­ვად, გაზ­რ­დის ამ თე­მის ცნო­ბა­დო­ბას.

იუნი­სე­ფის დახ­მა­რე­ბით, შვი­დი­ვე ცენ­ტ­რი აღ­ჭურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით, კომ­პი­უ­ტე­რე­ბით, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ცენ­ტ­რებს ხე­ლი შე­უწყონ იმ ბავ­შ­ვებს, ვის­თ­ვი­საც ინ­ტერ­ნე­ტი ან გა­ჯე­ტე­ბი არაა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად.

რე­ა­ლუ­რად, უახ­ლო­ე­სი ერ­თი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, შვი­დი­ვე ცენ­ტ­რი ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით იქ­ნე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი.

ცენ­ტ­რის მი­სია მო­ი­აზ­რებს ემ­სა­ხუ­როს ყვე­ლა შე­სა­ბა­მის დარგს ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სფე­რო­ში ცოდ­ნის შექ­მ­ნი­სა და გავ­რ­ცე­ლე­ბის გზით.

ჯამ­ში, ეს ყვე­ლა­ფე­რი ემ­სა­ხუ­რე­ბა სა­ბო­ლოო მი­ზანს – სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში სრუ­ლად რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი იქ­ნას ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბი, რო­გორც მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბის, ასე­ვე არ­სე­ბუ­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის გზით. ბავ­შ­ვ­თა უფ­ლე­ბე­ბის სა­კითხის უკეთ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბა კი, მი­სი პრაქ­ტი­კა­ში და­ნერ­გ­ვის სა­წინ­და­რია.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები