24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გორ და­ვეხ­მა­როთ მო­ზარ­დებს გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის და­უფ­ლე­ბა­ში

spot_img

გვანცა ჟურულიშვილი

სსიპ თე­ლა­ვის მუ­ნი­ციპ­ალი­ტეტის სოფ. ბუ­შე­ტის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

არ მე­გუ­ლე­ბა ამ­ქ­ვეყ­ნად ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც კითხ­ვის სწავ­ლე­ბი­სას ერ­თხელ მა­ინც არ და­უფ­ლე­ბია ბგე­რე­ბი­სა და მარ­ც­ვ­ლე­ბის უში­ნა­არ­სო, და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი, გა­უმ­თ­ლი­ა­ნე­ბე­ლი სიტყ­ვე­ბის წა­კითხ­ვით გა­მოწ­ვე­უ­ლი ცრემ­ლე­ბამ­დე მი­სუ­ლი ემო­ცია. ამ დროს მო­ზარ­დი ერ­თ­გ­ვა­რი გან­საც­დე­ლის წი­ნა­შე დგე­ბა: ცალ­მხ­რივ, ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, რომ მის­გან კარ­გად კითხ­ვას მო­ე­ლი­ან და, მე­ო­რე მხრივ, ძალ­და­ტა­ნე­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვი­სა, რომ ასო­ე­ბი ამო­ი­კითხოს, მარ­ც­ვ­ლე­ბი გა­ამ­თ­ლი­ა­ნოს, სიტყ­ვე­ბი წი­ნა­და­დე­ბე­ბად აქ­ცი­ოს და შემ­დეგ ამ წა­კითხუ­ლი­დან აზ­რი გა­მო­ი­ტა­ნოს.ზო­გი მო­ზარ­დი ამ რთულ პრო­ცესს მა­ლე­ვე უღებს ალ­ღოს, ზო­გის­თ­ვის კი და­უძ­ლე­ველ პრობ­ლე­მად იქ­ცე­ვა – სწავ­ლობს კითხ­ვას, მაგ­რამ ვერ ყა­ლიბ­დე­ბა გა­წა­ფულ მკითხ­ვე­ლად.

გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა არის უნა­რი, რომ­ლის დრო­საც მო­ზარ­დი არა მხო­ლოდ სწო­რად კითხუ­ლობს სიტყ­ვებ­სა და წი­ნა­და­დე­ბებს, არა­მედ, პრო­ცე­სის შემ­დეგ, იგებს წა­კითხუ­ლის ში­ნა­არსს, სვამს და პა­სუ­ხობს კითხ­ვებს, იაზ­რებს ავ­ტო­რის სათ­ქ­მელს, გა­მოთ­ქ­ვამს ვა­რა­უ­დებს, გა­მო­აქვს დას­კ­ვ­ნე­ბი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თად უდ­გე­ბა სა­კითხის გან­ხილ­ვას…

გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის პრობ­ლე­მა, ძი­რი­თა­დად, დაწყე­ბი­თი კლა­სე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­ში გვხვდე­ბა. ჩე­მი დაკ­ვირ­ვე­ბი­თა და კო­ლე­გებ­თან სა­უბ­რის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნ­და, რომ ეს პრობ­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მია მე­ხუ­თე-მე­ექ­ვ­სე კლა­სებ­ში. მოს­წავ­ლე­ე­ბი და­უფ­ლე­ბულ­ნი არი­ან კითხ­ვას, მაგ­რამ უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ კითხუ­ლობს გა­აზ­რე­ბუ­ლად: ანა­წევ­რებს ან აბამს სიტყ­ვებს ერ­თ­მა­ნეთს, არ იცავს მათ შო­რის მან­ძილ­სა და სას­ვენ ნიშ­ნებს. შე­დე­გად უჭირთ რო­გორც ქარ­თუ­ლის, ისე სხვა საგ­ნე­ბის ძი­რი­თა­დი სა­კითხე­ბის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა, რაც, სა­ბო­ლო­ოდ, მოს­წავ­ლე­თა დე­მო­ტი­ვა­ცი­ი­სა და და­ბა­ლი აკა­დე­მი­უ­რი მოს­წ­რე­ბის სა­ფუძ­ვე­ლი ხდე­ბა.

მე­ხუ­თე კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­ში კითხ­ვის უნა­რის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­მოვ­ცა­დე რამ­დე­ნი­მე აქ­ტი­ვო­ბა: კითხ­ვა აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რის დახ­მა­რე­ბით, სა­მო­დე­ლო კითხ­ვა, კითხ­ვა წყვი­ლებ­ში, გუნ­დუ­რი კითხ­ვა, ექოდ კითხ­ვა, კითხ­ვა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შეც­დო­მე­ბით.

მიზ­ნის­კენ გა­დად­გ­მუ­ლი პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი იყო ის, რომ კითხ­ვის მო­დე­ლი­რე­ბი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად კლას­ში ერ­თობ­ლი­ვად შე­ვად­გი­ნეთ კითხ­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი:

Δ კითხ­ვი­სას მოს­წავ­ლემ უნ­და და­იც­ვას ტემ­პი (სა­შუ­ა­ლო, არც ჩქა­რი და არც ზედ­მე­ტად ნე­ლი);

Δ ტო­ნი (გა­მოკ­ვე­თი­ლი, ხმა­მა­ღა­ლი, მაგ­რამ არა ზო­მა­ზე მე­ტი);

Δ პა­უ­ზა სას­ვენ ნიშ­ნებ­თან (მოკ­ლე პა­უ­ზა მძი­მეს­თან, პა­უ­ზა დას­რუ­ლე­ბუ­ლი აზ­რით წერ­ტილ­თან, სა­თა­ნა­დო ტო­ნი და პა­უ­ზა კითხ­ვის, ძა­ხი­ლის ნიშ­ნებ­თან, ხან­გ­რ­ძ­ლი­ვი პა­უ­ზა მრა­ვალ­წერ­ტილ­თან);

Δ სი­ზუს­ტე (უშეც­დო­მოდ წა­კითხუ­ლი სიტყ­ვე­ბი და წი­ნა­და­დე­ბე­ბი).

მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­კუ­თარ ან თა­ნაკ­ლა­სე­ლის წა­კითხულს აფა­სებ­დ­ნენ სწო­რედ მათ მი­ერ შედ­გე­ნი­ლი კითხ­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის დახ­მა­რე­ბით.

აქ­ტი­ვო­ბა, რო­მელ­მაც ბავ­შ­ვე­ბი და­ა­ინ­ტე­რე­სა და სა­ერ­თო მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა, აღ­მოჩ­ნ­და კითხ­ვა წყვი­ლებ­ში. ეს მიდ­გო­მა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბი­სა და ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის პრინ­ციპ­ზე იყო და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, ერ­თ­გ­ვა­რად, თა­მა­შის ელე­მენ­ტებ­საც შე­ი­ცავ­და: მოს­წავ­ლე­ებს ვაწყ­ვი­ლებ­დი ხან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად, მზა­ო­ბი­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ხა­ნაც – შემ­თხ­ვე­ვი­თი შერ­ჩე­ვის პრინ­ცი­პით, მას­წავ­ლებ­ლის მა­გი­და­ზე მდგა­რი კა­ლა­თი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ბა­რა­თე­ბის დახ­მა­რე­ბით, რო­მელ­შიც მო­თავ­სე­ბუ­ლი იყო მოს­წავ­ლე­თა სა­ხე­ლე­ბი.

წყვი­ლი­დან კითხ­ვას ის მოს­წავ­ლე იწყებ­და, რომ­ლის სა­ხე­ლიც ამო­ვი­დო­და კა­ლა­თი­დან. მე­ო­რე ბავ­შ­ვი ვალ­დე­ბუ­ლი იყო, ეზ­რუ­ნა მე­გობ­რის მი­ერ წა­კითხუ­ლი მო­ნაკ­ვე­თის სის­წო­რე­ზე. თუ მკითხ­ვე­ლი კითხ­ვის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი­დან რო­მე­ლი­მეს და­არ­ღ­ვევ­და, მეწყ­ვი­ლე ერ­თი წა­მის შემ­დეგ აჩე­რებ­და და უს­წო­რებ­და შეც­დო­მას (მას­წავ­ლებ­ლის ფა­სი­ლი­ტა­ცია და გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რი თან ახ­ლ­და ამ პრო­ცესს). თუ ის ვერ გა­ი­აზ­რებ­და უზუს­ტო­ბას ან გა­მორ­ჩე­ბო­და მი­სი შეს­წო­რე­ბა, და­ნარ­ჩე­ნე­ბი ხე­ლის აწე­ვით მა­ნიშ­ნებ­დ­ნენ, რომ დახ­მა­რე­ბა სურ­დათ. ერთ-ერთს ვაძ­ლევ­დი სა­შუ­ა­ლე­ბას, მე­გობ­რი­სათ­ვის სწო­რი ფორ­მა შე­ეხ­სე­ნე­ბი­ნა. მოს­წავ­ლე მი­თი­თე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებ­და და შეს­წო­რე­ბულ მო­ნაკ­ვეთს ხე­ლახ­ლა კითხუ­ლობ­და. ასე გრძელ­დე­ბო­და, სა­ნამ ჩემ მი­ერ ბავ­შ­ვ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით და­ყო­ფი­ლი ტექ­ს­ტი არ დას­რულ­დე­ბო­და.

აქ­ტი­ვო­ბა, რო­მე­ლიც მე და ჩემ­მა მე­ხუ­თეკ­ლა­სელ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა ერ­თობ­ლი­ვად შე­ვი­მუ­შა­ვეთ და მო­ვირ­გეთ, მარ­თ­ლაც წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. მთე­ლი ამ პრო­ცე­სის გან­მავ­ლო­ბა­ში კლა­სი იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი, ჩარ­თუ­ლი გაკ­ვე­თილ­ში და მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, რა­თა მა­თი წა­კითხუ­ლი ყო­ფი­ლი­ყო გა­მარ­თუ­ლი და შეც­დო­მე­ბი – დრო­უ­ლად გა­მოს­წო­რე­ბუ­ლი. გარ­და ამი­სა, გა­დავ­დ­გით პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი  კითხ­ვის სრულ­ყო­ფის­კენ: ბავ­შ­ვებ­მა გა­აც­ნო­ბი­ე­რეს, რას ნიშ­ნავს გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვა და თან­და­თან გა­აზ­რე­ბუ­ლად და­იწყეს ამ უნა­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა, შეძ­ლეს წა­კითხუ­ლის ში­ნა­არ­სის უკეთ გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა. ამას­თა­ნა­ვე, მო­ე­მა­ტათ თავ­და­ჯე­რე­ბა, ის­წავ­ლეს სხვი­სი და სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის სწო­რი კუთხით წარ­მო­ჩე­ნა, შე­ფა­სე­ბა, შეს­წო­რე­ბა და თვით­შეს­წო­რე­ბა.

ვთვლი, რომ გა­წა­ფუ­ლი კითხ­ვის უნა­რის გან­ვი­თა­რე­ბას დრო, ენერ­გია და ნე­ბის­ყო­ფა სჭირ­დე­ბა. ვგეგ­მავ, ამ­გ­ვა­რი მუ­შა­ო­ბა კვლავ გა­ვაგ­რ­ძე­ლო, რა­თა ჩე­მი მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ე­უფ­ლონ იმ სტრა­ტე­გი­ებს, რომ­ლე­ბიც არა მხო­ლოდ გა­წა­ფულ, არა­მედ მო­აზ­როვ­ნე მკითხ­ვე­ლად ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბებს მათ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები