24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გორ გა­ი­ცე­მა სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი აკა­დე­მი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე

spot_img

ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის უფ­ლე­ბა აქვს სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქეს და „სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­თა და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მცხოვ­რებ უცხო­ელ­თა რე­გის­ტ­რა­ცი­ის, პი­რა­დო­ბის (ბი­ნად­რო­ბის) მოწ­მო­ბი­სა და სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის პას­პორ­ტის გა­ცე­მის წე­სის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნო­ნის 2013 მუხ­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ პირს (პი­რა­დო­ბის ნე­იტ­რა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტის ან/და ნეიტრალური სამ­გ­ზავ­რო დო­კუ­მენ­ტის მქო­ნე პირს, ასე­ვე აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­ურ რეს­პუბ­ლი­კა­სა და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ლე­გი­ტი­მუ­რად მცხოვ­რებ პირს, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით რე­გის­ტ­რა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ნი­ჭე­ბუ­ლი აქვს პი­რა­დი ნო­მე­რი).

მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 2022 წელ­საც გა­ი­ცე­მა 100%-იანი, 70%-იანი და 50%-იანი სას­წავ­ლო გრან­ტე­ბი.

სწავ­ლე­ბის ერთ სა­ფე­ხურ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი გა­ი­ცე­მა მხო­ლოდ ერ­თხელ!

სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა აქვს იმ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­საც, რო­მელ­მაც წი­ნა წლებ­ში მო­ი­პო­ვა სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის უფ­ლე­ბა და სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი აკა­დე­მი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ან ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე, მაგ­რამ არ ჩა­ი­რიცხა უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში.თუ ჩა­ი­რიცხა, გრან­ტი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლად ეთ­ვ­ლე­ბა.

ორი ან მე­ტი არ­ჩე­ვი­თი საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, ერთ-ერთ მათ­გან­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის ვერ გა­და­ლახ­ვის (ჩაჭ­რის) ან გა­მოც­და­ზე არ­გა­მოცხა­დე­ბის გა­მო, აბი­ტუ­რი­ენ­ტი შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მი­ღე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის გა­ცე­მა შე­საძ­ლე­ბე­ლია სა­ხელ­მ­წი­ფოს მი­ერ სას­წავ­ლო გრან­ტის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის წლი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბის არა უმე­ტეს 2%-ისა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­როს მი­ერ გან­საზღ­ვ­რუ­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო პროგ­რა­მით, სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­თან­ხ­მე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ან ნაც­ვალ­გე­ბის პრინ­ცი­პით.

სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი არ გა­ი­ცე­მა:

 უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე;

 ორ­მა­გი მო­ქა­ლა­ქე­ო­ბის მქო­ნე პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­და­ზე რე­გის­ტ­რა­ცი­ას გა­ივ­ლი­ან, რო­გორც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ან ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ტა­რე­ბის წლის 1 აგ­ვის­ტომ­დე გა­ნაცხა­დე­ბენ, რომ ერ­თი­ან ეროვ­ნულ გა­მოც­დებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა სურთ, რო­გორც უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეებს და ცენ­ტ­რ­ში წა­რად­გე­ნენ შე­სა­ბა­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბელ დო­კუ­მენ­ტებს;

 იმ პი­რებ­ზე, რომ­ლე­ბიც არა­აკ­რე­დი­ტე­ბულ პროგ­რა­მებ­ზე მო­ი­პო­ვე­ბენ სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის უფ­ლე­ბას;

 იმ პი­რებ­ზე, რომ­ლებ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი ერ­თხელ მი­ღე­ბუ­ლი და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აქვთ აკა­დე­მი­ურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე/ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე.

აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის წე­სი:

აბი­ტუ­რი­ენ­ტი აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მებ­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრანტს მო­ი­პო­ვებს სა­მი საგ­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით – ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, უცხო­უ­რი ენის და მა­თე­მა­ტი­კის/ის­ტო­რი­ის/გე­ოგ­რა­ფი­ის/სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბის/ლი­ტე­რა­ტუ­რის/სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბის/ფი­ზი­კის/ქი­მი­ის/ბი­ო­ლო­გი­ის გა­მოც­დებ­ში მიღებული აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლის მი­ხედ­ვით, უმაღ­ლე­სი­დან უმ­დაბ­ლე­სის­კენ, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლით რან­ჟი­რე­ბის სი­ის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი გრან­ტის წლი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ

იმი­სათ­ვის, რომ აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­ერ ამა თუ იმ სა­გან­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბულ იქ­ნეს მი­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლის დათ­ვ­ლი­სას, აუცი­ლე­ბე­ლია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იყოს კონ­კ­რე­ტულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვის უფ­ლე­ბის მო­სა­პო­ვებ­ლად.

თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ჩა­რიცხ­ვი­სათ­ვის 4 საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, ვი­ნა­ი­დან უმაღ­ლეს­მა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბამ და­მა­ტე­ბი­თი სა­გა­ნი და­ა­წე­სა, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ორ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას — აბი­ტუ­რი­ენტს უფ­ლე­ბა აქვს, გრან­ტი მო­ი­პო­ვოს რო­გორც ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ სამ სა­გან­ში (ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა და ის­ტო­რია/მა­თე­მა­ტი­კა) მო­პო­ვე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლის, ისე ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, უცხო­ურ ენა­სა და და­მა­ტე­ბით (მე­ოთხე) სა­გან­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად.

აბი­ტუ­რი­ენ­ტი ორ საგ­რან­ტო კონ­კურ­ს­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იმ შემ­თხვე­ვა­შიც, თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ჩა­სა­რიცხად სა­მი სა­ვალ­დე­ბუ­ლო სა­გა­ნია გან­საზღ­ვ­რუ­ლი, თუმ­ცა მე­სა­მე სა­ვალ­დე­ბუ­ლო საგ­ნად გან­საზღ­ვ­რუ­ლია რამ­დე­ნი­მე სა­გა­ნი და აბი­ტუ­რი­ენ­ტი ამ საგ­ნე­ბი­დან ორს ან მეტს აბა­რებს.

იგი­ვე წე­სი მოქ­მე­დებს ჯან­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის (დიპ­ლო­მი­რე­ბუ­ლი მე­დი­კო­სის/სტო­მა­ტო­ლო­გის, სა­ექ­თ­ნო საქ­მის, ფი­ზი­კუ­რი მე­დი­ცი­ნი­სა და რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის, ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის, ფარ­მა­ცი­ის, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის) შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­დაც ასე­ვე 4 საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო. ამ პროგ­რა­მებ­ზე აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლა გა­მო­ით­ვ­ლე­ბა:

  1. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, უცხო­უ­რი ენი­სა და ბი­ო­ლო­გი­ის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით;
  2. ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის, უცხო­უ­რი ენის და ფი­ზი­კის/ქი­მი­ის/მა­თე­მა­ტი­კის (იმის შე­სა­ბა­მი­სად, თუ რო­მე­ლი გა­მოც­და აქვს ჩა­ბა­რე­ბუ­ლი აბი­ტუ­რი­ენტს) შე­დე­გე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე ოთხი საგ­ნის ჩა­ბა­რე­ბაა სა­ვალ­დე­ბუ­ლო, და­ფი­ნან­სე­ბის სა­კითხის გა­დაწყ­ვე­ტის­თ­ვის, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლე­ბით რან­ჟი­რე­ბა ხდე­ბა იმ საგ­ნის გა­მოც­დის შე­დე­გის მი­ხედ­ვით, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ი­პო­ვებს პროგ­რა­მი­სათ­ვის გრან­ტის მეტ ოდე­ნო­ბას. თუ ამ საგ­ნებ­ში მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით აბი­ტუ­რი­ენ­ტი მო­ი­პო­ვებს პროგ­რა­მის­თ­ვის გრან­ტის ერ­თ­სა და იმა­ვე ოდე­ნო­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლე­ბით რან­ჟი­რე­ბის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­ერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ქუ­ლა იმ სა­გან­ში, რო­მელ­ზეც შე­სა­ბა­მის წელს მე­ტი თან­ხა გა­და­ნა­წილ­დე­ბა. საგ­ნებ­ზე თან­ხის თა­ნაბ­რად გა­და­ნა­წი­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლე­ბით რან­ჟი­რე­ბის დროს გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა საგ­ნე­ბის რი­გი­თო­ბა ცენ­ტ­რის დი­რექ­ტო­რის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ულ-სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი აქ­ტის შე­სა­ბა­მი­სად.

სა­ხე­ლოვ­ნე­ბო-შე­მოქ­მე­დე­ბით ან/და სას­პორ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნით, აბი­ტუ­რი­ენ­ტი ვალ­დე­ბუ­ლია ჩა­ა­ბა­როს: ქარ­თუ­ლი ენა და ლი­ტე­რა­ტუ­რა, უცხო­უ­რი ენა და უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლის მი­ერ და­წე­სე­ბუ­ლი ერ­თი გა­მოც­და. თუ უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა არ და­ა­წე­სებს და­მა­ტე­ბით გა­მოც­დას, აბი­ტუ­რი­ენ­ტი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლია, სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბის მიზ­ნე­ბის­თ­ვის, ჩა­ა­ბა­როს ერთ-ერ­თი მათ­გა­ნი, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით.

აკა­დე­მი­ურ პროგ­რა­მა­ზე სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტის მო­პო­ვე­ბი­სა და აბი­ტუ­რი­ენ­ტის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლის გა­მოთ­ვ­ლის მიზ­ნით, ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის თი­თო­ე­ულ სა­განს ენი­ჭე­ბა წო­ნა. სა­გა­მოც­დო საგ­ნის წო­ნა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის და უცხო­უ­რი ენის საგ­ნებ­ში არის 1, ხო­ლო ყვე­ლა სხვა სა­გა­მოც­დო სა­გან­ში – 1.5.

მა­გა­ლი­თად: თუ აბი­ტუ­რი­ენ­ტ­მა მი­ი­ღო ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში 169.1, უცხო­ურ ენა­ში – 164.8 და მა­თე­მა­ტი­კა­ში – 164.0 ქუ­ლა, მი­სი აბ­სო­ლუ­ტუ­რი (საგ­რან­ტო) ქუ­ლა გა­მო­ით­ვ­ლე­ბა შემ­დე­გი წე­სით: 169.1 + 164.8 + (164.0 x 1.5) = 579.9, მი­ღე­ბუ­ლი ჯა­მი მრავ­ლ­დე­ბა 10-ზე, ანუ აბ­სო­ლუ­ტუ­რი საგ­რან­ტო ქუ­ლა იქ­ნე­ბა 579.9 x 10 = 5799.0.

აბი­ტუ­რი­ენ­ტის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლა გა­მო­ით­ვ­ლე­ბა შემ­დე­გი წე­სის დაც­ვით:

ა) აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­ერ თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის სა­გა­მოც­დო ტეს­ტ­ში მი­ღე­ბუ­ლი ქუ­ლა, ფსი­ქო­მეტ­რუ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბის მი­ხედ­ვით, გან­თავ­ს­დე­ბა ერთ სა­ერ­თო სტან­დარ­ტულ სკა­ლა­ზე და მი­ი­ღე­ბა საგ­ნის სკა­ლი­რე­ბუ­ლი ქუ­ლა;

ბ) აბი­ტუ­რი­ენ­ტის მი­ერ მი­ღე­ბუ­ლი სკა­ლი­რე­ბუ­ლი ქუ­ლა მრავ­ლ­დე­ბა შე­სა­ბა­მის სა­გა­მოც­დო საგ­ნის წო­ნა­ზე და მი­ი­ღე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი ქუ­ლა;

გ) აბი­ტუ­რი­ენ­ტის კონ­კ­რე­ტუ­ლი ქუ­ლე­ბის შეკ­რე­ბით მი­ი­ღე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რი ქუ­ლა.

აბი­ტუ­რი­ენ­ტი, მი­სი ქუ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრანტს იღებს მის მი­ერ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სა­გა­მოც­დო საგ­ნის­თ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ფარ­გ­ლებ­ში. სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი გრან­ტის წლი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბა იყო­ფა 10 ნა­წი­ლად შემ­დე­გი საგ­ნე­ბის­თ­ვის:

ა.ა) მა­თე­მა­ტი­კა;                   ა.ვ) ის­ტო­რია;

ა.ბ) ბი­ო­ლო­გია;                    ა.ზ) გე­ოგ­რა­ფია;

ა.გ) ქი­მია;                           ა.თ) ლი­ტე­რა­ტუ­რა;

ა.დ) ფი­ზი­კა;                        ა.ი) სახ­ვი­თი და გა­მო­ყე­ნე­ბი­თი ხე­ლოვ­ნე­ბა;

ა.ე) ზო­გა­დი უნა­რე­ბი;            ა.კ) სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბა.

მა­თე­მა­ტი­კის, ბი­ო­ლო­გი­ის, ქი­მი­ის, ფი­ზი­კი­სა და ზო­გა­დი უნა­რე­ბის საგ­ნე­ბის­თ­ვის

გან­საზღ­ვ­რუ­ლია პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი წო­ნა – 1.4, ხო­ლო და­ნარ­ჩე­ნი საგ­ნე­ბის­თ­ვის –

პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი წო­ნა – 1.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს მთავ­რო­ბის მი­ერ აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი გრან­ტის წლი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბის 5% თა­ნაბ­რად ნა­წილ­დე­ბა თი­თო­ე­ულ სა­გან­ზე, ხო­ლო 95% პრო­პორ­ცი­უ­ლად ნა­წილ­დე­ბა უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის მი­ერ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი საგ­ნე­ბის­თ­ვის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, საგ­ნე­ბის­თ­ვის მი­ნი­ჭე­ბუ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი წო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. ამ მიზ­ნით გა­მო­ით­ვ­ლე­ბა თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნი­სათ­ვის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი აწო­ნი­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, რის­თ­ვი­საც თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის­თ­ვის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მრავ­ლ­დე­ბა შე­სა­ბა­მის წო­ნა­ზე, შემ­დეგ კი აკა­დე­მი­უ­რი პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის დად­გე­ნილი გრან­ტის წლი­უ­რი მო­ცუ­ლო­ბის 95% საგ­ნებ­ზე გა­და­ნა­წილ­დე­ბა, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის­თ­ვის გა­მოცხა­დე­ბუ­ლი აწო­ნი­ლი ად­გი­ლე­ბის პრო­პორ­ცი­უ­ლად.

 რო­გორ გა­ი­ცე­მა სა­ხელ­მ­წი­ფო სას­წავ­ლო გრან­ტი ქარ­თულ ენა­ში მომ­ზა­დე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ზე?

სა­ხელ­მ­წი­ფო და­ფი­ნან­სე­ბა (100%-ის ოდე­ნო­ბით) გა­ი­ცე­მა სა­პე­ცი­ა­ლუ­რად ამ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის გა­მო­ყო­ფი­ლი თან­ხის ფარ­გ­ლებ­ში, ზო­გა­დი უნა­რე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ან სომ­ხუ­რი ტეს­ტის, ან აფხა­ზუ­რი ენის ან ოსუ­რი ენის გა­მოც­დის შე­დე­გის სა­ფუძ­ველ­ზე. რე­ი­ტინ­გუ­ლი სია, გა­მოც­დის ენის მი­ხედ­ვით, ზო­გა­დი უნა­რე­ბის/აფხა­ზუ­რი ენის/ოსუ­რი ენის შე­დე­გის სა­ფუძ­ველ­ზე შედ­გე­ბა (მაგ.: მათ­თ­ვის, ვინც ჩა­ა­ბა­რა ზო­გა­დი უნა­რე­ბის სომ­ხუ­რე­ნო­ვა­ნი ტეს­ტი, შედ­გე­ბა ცალ­კე რე­ი­ტინ­გუ­ლი სია. ანა­ლო­გი­უ­რად შედ­გე­ბა სია მათ­თ­ვის, ვინც ჩა­ა­ბა­რა ზო­გა­დი უნა­რე­ბის აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლე­ნო­ვა­ნი ტეს­ტი და ცალ-ცალ­კე მათ­თ­ვის, ვინც ჩა­ა­ბა­რა   აფხა­ზუ­რი ან ოსუ­რი ენე­ბი).

 სად და რო­დის გა­ივ­ლი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტე­ბი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო/სას­პორ­ტო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბი­სათ­ვის და სამ­ხედ­რო უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­ერ დად­გე­ნილ კურსს?

უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი ერ­თი­ა­ნი ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის დაწყე­ბამ­დე ჩა­ა­ტა­რე­ბენ კონ­კურსს (შე­მოქ­მე­დე­ბით და სას­პორ­ტო ტუ­რებს) და შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლე­ბით შე­ა­ფა­სე­ბენ აბი­ტუ­რი­ენ­ტებს. ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­აწ­ვ­დი­ან შე­ფა­სე­ბი­სა და გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენტრს. კონ­კურ­სის სა­ხელ­წო­დე­ბებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ას მა­თი ჩა­ტა­რე­ბის ვა­დე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­მო­აქ­ვეყ­ნე­ბენ თა­ვად უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები