24 ნოემბერი, კვირა, 2024

რო­გორ გავ­ზარ­დოთ სკო­ლებ­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა

spot_img

„ახა­ლი გა­ნათ­ლე­ბა“, ასო­ცი­ა­ცია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ ერ­თად, იწყებს ახალ რუბ­რი­კას „მშობ­ლის რო­ლი ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ში“, რომ­ლის მი­ზა­ნია მშო­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა შვი­ლე­ბის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვით მო­ტა­ნი­ლი სარ­გებ­ლის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი პუბ­ლი­კა­ცი­ე­ბით შე­ვეც­დე­ბით, ხე­ლი შე­ვუწყოთ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხის გაზ­რ­დას და ამ ჩარ­თუ­ლო­ბის კულ­ტუ­რის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, რაც „წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის გა­სა­ღე­ბი“ უნ­და გახ­დეს მშო­ბელ­სა და სკო­ლას შო­რის. რუბ­რი­კის მთვა­რი მი­ზა­ნია, ვაჩ­ვე­ნოთ მკითხ­ველს რა გრძლე­ვა­დი­ა­ნი სარ­გებ­ლის მო­ტა­ნა შე­უძ­ლია მშობ­ლის ჩარ­თუ­ლო­ბას შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში.

♦♦♦

კვლე­ვე­ბი აჩ­ვე­ნებს, რომ მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ში პირ­და­პირ კავ­შირ­შია მათ სო­ცი­ა­ლურ-ემო­ცი­ურ გან­ვი­თა­რე­ბას­თან, აკა­დე­მი­ურ წარ­მა­ტე­ბას­თან, სწავ­ლის გაგ­რ­ძე­ლე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბელ­თან.

მოს­წავ­ლე­თა გა­ნათ­ლე­ბა­ში მშობ­ლებს სხვა­დას­ხ­ვა გზით შე­უძ­ლი­ათ ჩარ­თ­ვა, მა­გა­ლი­თად, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ყო­ველ­დღი­ურ სა­ში­ნაო აქ­ტი­ვო­ბებ­ში, რო­გო­რე­ბი­ცაა: კითხ­ვა, ხატ­ვა, მათ პროგ­რეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა, კულ­ტუ­რის ცენ­ტ­რებ­ში ტა­რე­ბა და ა.შ.; ასე­ვე, აქ­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია მას­წავ­ლე­ბელ­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა ბავ­შ­ვის პროგ­რე­სი­სა და ქცე­ვის შე­სა­ხებ, მო­ხა­ლი­სე­ობ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და სხვ.

„მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა მხო­ლოდ იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში იქ­ნე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი, თუ ისი­ნი ბავ­შ­ვის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გახ­დე­ბი­ან მო­კავ­ში­რე­ე­ბი.“ — ამ­ბობს მა­ნა­ნა ჯინ­ჭა­რა­ძე, გა­ნათ­ლე­ბის დარ­გის ტრე­ნე­რი და ასო­ცი­ა­ცი­ის „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი.

მშობ­ლე­ბი ძი­რი­თად როლს თა­მა­შო­ბენ სკო­ლის ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის ზრდა­ში. მათ შე­უძ­ლი­ათ გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნონ სკო­ლის პო­ლი­ტი­კა­ზე, მიღ­წე­ვე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ზე; მო­ირ­გონ ლი­დე­რის რო­ლი და იქ­ც­ნენ გავ­ლე­ნის აგენ­ტე­ბად რო­გორც არა­ფორ­მა­ლუ­რი (დი­რექ­ტორ­თან, სკო­ლის ლი­დე­რებ­თან, სხვა მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცია), ისე ფორ­მა­ლუ­რი გზე­ბით (მშო­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ე­ბის შექ­მ­ნა, მმარ­თ­ველ რგო­ლებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა).

სხვა­დას­ხ­ვა ქვე­ყა­ნა­ში მშობ­ლებს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ შე­საძ­ლებ­ლო­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. მა­გა­ლი­თად, ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ვალ­დე­ბუ­ლოა სკო­ლის მმარ­თ­ველ საბ­ჭო­ში მშობ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა. მათ აქვთ გა­სა­ჩივ­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მე­ბი, რო­დე­საც უკ­მა­ყო­ფი­ლო­ნი არი­ან სწავ­ლე­ბის ხა­რის­ხით. ტი­პუ­რი ბა­რი­ე­რე­ბი, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გა­საზ­რ­დე­ლად, და­კავ­ში­რე­ბუ­ლია დრო­ის უქონ­ლო­ბას­თან, ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბას­თან სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვის გზე­ბის შე­სა­ხებ, ასე­ვე სკო­ლა­სა და მშო­ბელს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სიმ­ცი­რეს­თან. მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­რის­ხი, ასე­ვე, და­მო­კი­დე­ბუ­ლია მათ სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, რაც კი­დევ უფ­რო ზრდის უთა­ნას­წო­რო­ბას გა­ნათ­ლე­ბა­ში.

ჯონს ჰოპ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის (აშშ) პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის სკო­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი ქსე­ლის დი­რექ­ტორ­მა, დოქ­ტორ­მა ჯო­ის ეპ­შ­ტე­ინ­მა შე­ი­მუ­შა­ვა ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტი — „წარ­მა­ტე­ბუ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის გა­სა­ღე­ბი“.

ეპ­შ­ტე­ი­ნის ჩარ­ჩო­ში ასა­ხუ­ლია რო­გორ უნ­და გა­აძ­ლი­ე­რონ სკო­ლებ­მა მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის კულ­ტუ­რა, ექ­ვ­სი სა­ხე­ო­ბის მი­ხედ­ვით:

  1. მშო­ბელ­თა ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა ბავ­შ­ვ­თა კე­თილ­დღე­ო­ბის­თ­ვის;
  2. სკო­ლა­სა და მშობ­ლებს შო­რის ეფექ­ტუ­რი ორ­მ­ხ­რი­ვი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის აწყო­ბა;
  3. მშო­ბელ­თა მო­ხა­ლი­სე­ო­ბის ხელ­შეწყო­ბა;
  4. სახ­ლ­ში მე­ცა­დი­ნე­ო­ბი­სას დახ­მა­რე­ბა;
  5. მშობ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში;
  6. სკო­ლი­სა და თე­მის თა­ნამ­შ­რო­ლო­ბა.

ხში­რად სკო­ლე­ბი მშობ­ლებ­თან თა­ნაშ­მ­რომ­ლო­ბის ჩარ­ჩო-დო­კუ­მენ­ტებს ზე­მოთ ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი კომ­პო­ნენ­ტე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით ად­გე­ნენ. რო­გორც წე­სი, სკო­ლებს აქვთ სტრა­ტე­გია და სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რომ­ლი­თაც ყვე­ლა თა­ნამ­შ­რო­მე­ლი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობს.

რო­გორ და­ვიწყოთ სკო­ლა­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა­ზე მუ­შა­ო­ბა

♦ იმის­თ­ვის, რომ სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა შე­ის­წავ­ლონ მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პრაქ­ტი­კა სკო­ლა­ში, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩარ­თუ­ლო­ბის ხა­სი­ა­თი­სა და მას­შ­ტა­ბის გა­აზ­რე­ბა. სა­სარ­გებ­ლო იქ­ნე­ბა, სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ის თა­ნამ­შ­რომ­ლებ­მა და პე­და­გო­გებ­მა მო­ი­ძი­ონ პა­სუ­ხე­ბი შემ­დეგ შე­კითხ­ვებ­ზე:

♦  სა­უბ­რობთ თუ არა მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის სა­კითხ­ზე მას­წავ­ლებ­ლებ­თან შეხ­ვედ­რე­ბი­სას, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ახა­ლი პე­და­გო­გე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში?

♦ აქვს თუ არა სკო­ლას მკა­ფიო წარ­მოდ­გე­ნა სა­კუ­თა­რი თე­მის შე­სა­ხებ, რა არის მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და რო­გორ მი­ე­მარ­თე­ბა ეს სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი სკო­ლას?

♦ რო­გორ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ მშობ­ლე­ბი და თე­მის წევ­რე­ბი სკო­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში? რო­გორ შე­უძ­ლია სკო­ლას მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ხელ­შეწყო­ბა მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის პრო­ცეს­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ აქ­ტი­ვო­ბებ­ში?

♦ აღ­ნიშ­ნავს თუ არა სკო­ლა თე­მის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან დღე­ებს?

♦ ჰყავს თუ არა სკო­ლას მო­ხა­ლი­სე­ე­ბი და თუ უჭერს მათ მხარს? რო­გორ შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მუ­შა­ო­ბის ორი­ენ­ტი­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე?

♦ რო­გორ გა­ა­მარ­ტი­ვონ სკო­ლებ­მა მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პრო­ცე­სი? მა­გა­ლი­თად, რო­გორ და­გეგ­მონ და შე­ატყო­ბი­ნონ მშობ­ლებს ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა თუ სხვა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ?

♦ რო­გორ და­ი­გეგ­მოს კო­მუ­ნი­კა­ცია მშობ­ლე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით?

♦ რო­გორ შე­უძ­ლია სკო­ლას თე­მის გავ­ლე­ნი­ა­ნი წევ­რე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა პრო­ცე­სებ­ში ჩა­სარ­თა­ვად?

რა უწყობს ხელს, კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის ხარ­ჯ­ზე, მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდას – და­გეგ­მი­ლი და წი­ნას­წარ გა­წე­რი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სკო­ლამ უნ­და შე­ი­მუ­შა­ოს:

ნა­ბი­ჯი 1. მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი

მშობ­ლე­ბის ჩარ­თ­ვა მო­ითხოვს ხედ­ვას, პო­ლი­ტი­კას და ჩარ­ჩოს. უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ წე­სებს მხო­ლოდ იქ იცა­ვენ, სა­დაც ეს წე­სე­ბი არ­სე­ბობს. თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის წე­სე­ბი მშობ­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბით უნ­და შე­იქ­მ­ნას, გავ­რ­ცელ­დეს და გან­ხორ­ცი­ელ­დეს შეს­რუ­ლე­ბის მო­ნი­ტო­რინ­გი. ეს პრო­ცე­სი კი მარ­თ­ვას სა­ჭი­რო­ებს. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლას ჰყავ­დეს კონ­კ­რე­ტუ­ლი პი­რი, რო­მე­ლიც მშობ­ლებ­თან და თემ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე იქ­ნე­ბა პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი. ეს გა­ა­მარ­ტი­ვებს საქ­მეს და შე­ამ­ცი­რებს შეც­დო­მის დაშ­ვე­ბის რის­კებს. თუ სკო­ლას არ ჰყავს მშობ­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე პა­სუ­ხის­მ­გე­ბე­ლი პი­რი ან ხა­რის­ხის მარ­თ­ვის მე­ნე­ჯე­რი, ცალ­კე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­საც შე­უძ­ლია, კლა­სის ფარ­გ­ლებ­ში, მო­ამ­ზა­დოს მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გეგ­მა და თა­ვად უზ­რუნ­ველ­ყოს მი­სი აღ­ს­რუ­ლე­ბა.

ნა­ბი­ჯი 2. მო­მა­ვა­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის მშობ­ლე­ბის მი­ღე­ბა

მშობ­ლებს სკო­ლის შე­სა­ხებ წარ­მოდ­გე­ნა ჯერ კი­დევ მა­ნამ­დე ექ­მ­ნე­ბათ, ვიდ­რე შვილს სკო­ლა­ში მი­იყ­ვა­ნენ. ამი­ტომ სა­სურ­ვე­ლი იქ­ნე­ბა, სკო­ლამ მო­მა­ვალ პირ­ველ­კ­ლა­სე­ლებ­თან და მათ მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რა სას­წავ­ლო წლის დად­გო­მამ­დე და­გეგ­მოს — და­ათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნოს მათ სკო­ლის შე­ნო­ბა, შე­უქ­მ­ნას და­დე­ბი­თი გან­წყო­ბა, რაც მო­მა­ვალ­ში ჯან­სა­ღი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის წი­ნა­პი­რო­ბა იქ­ნე­ბა. შე­საძ­ლოა, ამ ღო­ნის­ძი­ე­ბას ეწო­დოს ღია კა­რის დღე სკო­ლა­ში.

ნა­ბი­ჯი 3. რე­გუ­ლა­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბი მშობ­ლებ­თან იმი­სათ­ვის, რომ მათ შეძ­ლონ შვი­ლის სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თ­ვა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, სკო­ლამ, წლის და­საწყის­ში, მი­ა­წო­დოს მათ მთე­ლი წლის სა­ვალ­დე­ბუ­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გეგ­მა-გრა­ფი­კი. სა­უ­კე­თე­სო შემ­თხ­ვე­ვაა, თუ მშობ­ლებს მი­ე­ცე­მათ სა­შუ­ა­ლე­ბა, შე­თა­ვა­ზე­ბულ ჩარ­ჩო­ში მათ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი თა­რი­ღი და დრო აირ­ჩი­ონ, რო­ცა ისი­ნი ნამ­დ­ვი­ლად შეძ­ლე­ბენ სკო­ლა­ში მის­ვ­ლას ან შე­თან­ხ­მე­ბუ­ლი ფორ­მა­ტით მას­წავ­ლე­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას.

რა აუცი­ლე­ბე­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი უნ­და და­გეგ­მოს სკო­ლამ მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის­თ­ვის

აქ­ტი­ვო­ბა 1. დამ­რი­გებ­ლე­ბის შეხ­ვედ­რა მშობ­ლებ­თან

კლა­სის მშო­ბელ­თა შეხ­ვედ­რა წე­ლი­წად­ში 4-5-ჯერ უნ­და ტარ­დე­ბო­დეს, სა­დაც გა­ნი­ხი­ლე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცე­სი, და­ი­გეგ­მე­ბა ახა­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, შე­ჯამ­დე­ბა წლის შე­დე­გე­ბი, გა­ნი­ხი­ლე­ბა სკო­ლი­სა და მშობ­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, მათ შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მე­ბი. მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სის გან­ხილ­ვა ან აკა­დე­მი­უ­რი წარ­მა­ტე­ბა-წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა არ უნ­და იყოს კლა­სის მშობ­ლებ­თან შეხ­ვედ­რის მი­ზა­ნი. ეს შეხ­ვედ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყოს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ულ სა­კითხებ­ზე, მიმ­დი­ნა­რე ან თე­მა­ტურ სი­ახ­ლე­ებ­ზე, წლის დას­რუ­ლე­ბა­სა და მო­მავ­ლის გეგ­მებ­ზე, ზო­გა­დად, სკო­ლა­ზე ან კლას­ზე.

და­გეგ­მ­ვა მშო­ბელ­თა კრე­ბის მომ­ზა­დე­ბი­სას, კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა ეტა­პობ­რი­ვად უნ­და და­გეგ­მოს: კრე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა, გან­საზღ­ვ­როს დღის წეს­რი­გი, გა­ე­სა­უბ­როს საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებს, სას­კო­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მოს­წავ­ლე­თა მო­ნა­წი­ლე­ო­ბის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის მიზ­ნით, არა კერ­ძოდ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლის, არა­მედ ზო­გა­დი სა­კითხე­ბის აქ­ცენ­ტი­რე­ბის­თ­ვის. სა­სურ­ვე­ლია, დამ­რი­გე­ბელ­მა მშობ­ლებ­თან პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­საწ­ვე­ვე­ბი და­აგ­ზავ­ნოს, მო­ამ­ზა­დოს ალ­ბო­მე­ბი და ვი­დე­ო­ე­ბი ბავ­შ­ვე­ბის კლას­გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა­ზე, წა­ხა­ლი­სე­ბის წე­რი­ლე­ბი მის­წე­როს იმ მშობ­ლებს, რო­მელ­თა შვი­ლებ­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღეს კონ­კურ­სებ­სა და ოლიმ­პი­ა­დებ­ში. წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ბავ­შ­ვ­თან და­კავ­ში­რე­ბულ რე­კო­მენ­და­ცი­ებს შე­ი­ცავს, მშობ­ლებს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად ეგ­ზავ­ნე­ბა და სა­ერ­თო კრე­ბა­ზე არ გა­ნი­ხი­ლე­ბა.

კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა უნ­და გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს კლა­სის დი­ზა­ი­ნიც, სა­დაც შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა – მშო­ბელ­თა მო­ტი­ვა­ცია გა­ცი­ლე­ბით ამაღ­ლ­დე­ბა, რო­ცა სუფ­თად და­ლა­გე­ბულ საკ­ლა­სო სივ­რ­ცე­ში მე­გობ­რუ­ლად გან­წყო­ბი­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი შეხ­ვ­დე­ბა.

ზო­გა­დი ანა­ლი­ზი – მოს­წავ­ლე­თა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მიღ­წე­ვე­ბის ანა­ლიზ­ზე სა­უ­ბა­რი ზო­გა­დი უნ­და იყოს. კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა წი­ნას­წარ უნ­და გა­აფ­რ­თხი­ლოს მშობ­ლე­ბი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ პი­რად კითხ­ვებ­ზე პა­სუხს მხო­ლოდ პი­რა­დი შეხ­ვედ­რის დროს მი­ი­ღე­ბენ.

მშო­ბელ­თა შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­მა უარი უნ­და თქვან სუ­ბი­ექ­ტურ ინ­ტერ­პ­რე­ტა­ცი­ებ­ზე და ზო­გა­დად მი­მო­ი­ხი­ლონ საგ­ნის სწავ­ლე­ბის ხედ­ვე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი, გა­მო­ი­ტა­ნონ ტი­პუ­რი პრობ­ლე­მა და მშობ­ლებ­თან ერ­თად იმ­ს­ჯე­ლონ. ასე­ვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ მშო­ბე­ლი დი­ა­ლო­გის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი მო­ნა­წი­ლეა და მოს­მე­ნა სჭირ­დე­ბა.

კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა შე­საძ­ლოა მშობ­ლებს, ასე­ვე, გა­აც­ნოს კლა­სის სო­ცი­ა­ლუ­რი და ემო­ცი­უ­რი კლი­მა­ტი, გა­ნა­ზო­გა­დოს ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა კლას­ში, დე­რე­ფან­ში, ექ­ს­კურ­სი­ებ­ზე, ეზო­ში, სა­სა­დი­ლო­ში და ა.შ. სა­უბ­რის თე­მა და­საშ­ვე­ბია, იყოს კო­მუ­ნი­კა­ცია, მეტყ­ვე­ლე­ბა, მოს­წავ­ლის გა­რეგ­ნო­ბა ზო­გა­დად და სხვა სა­კითხე­ბი. შეხ­ვედ­რის დროს ონა­ვარ მოს­წავ­ლე­თა ქცე­ვე­ბი ან მა­თი წარ­მო­ჩე­ნა არ გა­ნი­ხი­ლე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა, მშო­ბელ­თა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი და პე­და­გო­გი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის დო­ნის ასა­მაღ­ლებ­ლად, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ხილ­ვა მო­აწყოს ან ესა­უბ­როს სა­ინ­ტე­რე­სო გა­მო­ფე­ნა­ზე, ფილ­მი ან წიგ­ნი გა­ნი­ხი­ლოს მათ­თან ერ­თად და ა.შ. ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო თე­მა, მშო­ბელ­თა შეხ­ვედ­რე­ბის დროს, ექ­ს­კურ­სი­ე­ბის, საკ­ლა­სო და სას­კო­ლო სა­ღა­მო­ე­ბის და­გეგ­მ­ვაა.

შეხ­ვედ­რის ოქ­მის შედ­გე­ნა – მშო­ბელ­თა შეხ­ვედ­რე­ბის ასახ­ვა კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა შეხ­ვედ­რის­თა­ნა­ვე უნ­და და­იწყოს, რად­გან მშობ­ლე­ბი აკე­თე­ბენ დას­კ­ვ­ნებს, ფორ­მუ­ლი­რე­ბას უკე­თე­ბენ სა­ჭი­რო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს, სთა­ვა­ზო­ბენ წი­ნა­და­დე­ბებს, რე­კო­მენ­და­ცი­ებს და ა.შ. სა­სურ­ვე­ლია, ოქ­მ­ში მშო­ბელ­თა ყვე­ლა სურ­ვი­ლი აისა­ხოს, რაც შემ­დეგ ეც­ნო­ბე­ბა პე­და­გო­გი­ურ საბ­ჭო­სა და ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას.

უკუ­კავ­ში­რი – უკუ­კავ­ში­რი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბაა ასე­თი, და არა მხო­ლოდ, შეხ­ვედ­რე­ბი­სას. კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი მშო­ბელს უკუ­კავ­შირ­საც გა­ა­კე­თე­ბი­ნებს და გა­არ­კ­ვევს მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას შეხ­ვედ­რი­სად­მი, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი­სად­მი, სა­ერ­თო პრობ­ლე­მე­ბი­სად­მი.

თე­მა, რო­მელ­საც კლა­სის დამ­რი­გე­ბე­ლი გა­ნი­ხი­ლავს შეხ­ვედ­რებ­ზე, აქ­ტუ­ა­ლუ­რი უნ­და იყოს თა­ვი­სი არ­სით და მშო­ბელ­თა უმე­ტე­სო­ბას უნ­და აინ­ტე­რე­სებ­დეს; შეხ­ვედ­რა შე­სა­ფე­რის დროს უნ­და ჩა­ტარ­დეს, წი­ნას­წარ გან­საზღ­ვ­რუ­ლი გეგ­მით, სა­სარ­გებ­ლო და კარ­გად მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და იყოს. შეხ­ვედ­რის და­გეგ­მ­ვი­სას, მშო­ბელ­თა მოწ­ვე­ვი­სას, უშუ­ა­ლოდ კრე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას, კლა­სის/საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­სა და მშო­ბელს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცია ტაქ­ტი­ა­ნი და თა­ვა­ზი­ა­ნი უნ­და იყოს.

აქ­ტი­ვო­ბა 2 – მშობ­ლე­ბი­სა და საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბის გაც­ნო­ბა

ამ შეხ­ვედ­რა­ზე საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი მშობ­ლებს აც­ნო­ბენ: ესგ-ის მი­ხედ­ვით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­საღ­წევ შე­დე­გებს, სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არსს, ძი­რი­თად მე­თო­დო­ლო­გი­ას, ექ­ნე­ბათ თუ არა და რა ტი­პის სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბებს მოს­თხოვს მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორ და­ეხ­მა­რონ მშობ­ლე­ბი შვი­ლებს სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში, რამ­დე­ნი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი თუ სა­ტეს­ტო სა­მუ­შაო უნ­და გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და რო­გო­რი იქ­ნე­ბა შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კე­ბი/კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა 3. მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა

სკო­ლამ და კლა­სის დამ­რი­გე­ბელ­მა უნ­და და­გეგ­მოს პი­რა­დი სა­უბ­რე­ბი მშობ­ლებ­თან, სა­დაც ყუ­რადღე­ბა უნ­და გა­მახ­ვილ­დეს სწავ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სირ­თუ­ლე­ებ­ზე, ქცე­ვით პრობ­ლე­მებ­ზე და ა.შ. მშობ­ლე­ბი, კრი­ტი­კის ში­შით, თავს არი­დე­ბენ ასეთ შეხ­ვედ­რებს. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და შე­ე­ცა­დოს, უზ­რუნ­ველ­ყოს უსაფ­რ­თხო­ე­ბის გან­ც­და, მშო­ბელს გა­ნუ­მარ­ტოს, რომ დახ­მა­რე­ბა სურს და არა კრი­ტი­კა, ასე­ვე, ყუ­რადღე­ბა მი­აქ­ცი­ოს საგ­ნე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან მშო­ბელ­თა პი­რად შეხ­ვედ­რებს და ვი­ზი­ტებს. მშობ­ლე­ბი­სა და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პი­რის­პირ შეხ­ვედ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა წე­ლი­წად­ში 3-ჯერ ან 4-ჯერ ჩა­ტარ­დეს. ამის­თ­ვის სკო­ლა სა­თა­ნა­დოდ უნ­და მო­ემ­ზა­დოს, ყვე­ლა მშო­ბელს მი­ა­წო­დოს ინ­ფორ­მა­ცია, მო­ახ­დი­ნოს სას­კო­ლო სივ­რ­ცის ორ­გა­ნი­ზე­ბა და მშობ­ლებს მკა­ფი­ოდ აუხ­ს­ნას, რამ­დე­ნი დრო შე­იძ­ლე­ბა დაჰ­ყოს თი­თო­ე­ულ მას­წავ­ლე­ბელ­თან. შეხ­ვედ­რა­ზე მას­წავ­ლე­ბე­ლი მომ­ზა­დე­ბუ­ლი უნ­და მი­ვი­დეს. შე­საძ­ლე­ბე­ლია, თან იქო­ნი­ოს იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი სა­მუ­შაო­ე­ბი, რო­მელ­თა მშობ­ლებ­საც ხვდე­ბა. ყვე­ლა­ზე დი­დი შეც­დო­მა, რაც ამ შეხ­ვედ­რა­ზე შე­იძ­ლე­ბა და­უშ­ვას მას­წავ­ლე­ბელ­მა: 1. ვერ გა­იხ­სე­ნოს, რო­მე­ლი ბავ­შ­ვის მშო­ბელს ესა­უბ­რე­ბა. 2. მშო­ბელს, შვი­ლის შე­სა­ხებ, მხო­ლოდ უარ­ყო­ფი­თი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი გა­უ­ზი­ა­როს.

ჩა­მოთ­ვ­ლი­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გარ­და, მშობ­ლებ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად, სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლებს შე­უძ­ლი­ათ და­გეგ­მონ:

სას­კო­ლო შეხ­ვედ­რე­ბი მშობ­ლებ­თან – ერთ-ერ­თი აუცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბი­სა, სა­დაც, სკო­ლის დი­რექ­ცი­ის მოწ­ვე­ვით, მშობ­ლე­ბი გა­ეც­ნო­ბი­ან ახალ გეგ­მას, სწავ­ლე­ბის მე­თო­დებს, მას­წავ­ლებ­ლის მოთხოვ­ნებს. პე­და­გოგ­თა უმე­ტე­სო­ბა მი­იჩ­ნევს, რომ ჩარ­თუ­ლო­ბის ეს ტი­პი არა­ე­ფექ­ტუ­რია, რად­გან მშო­ბელ­მა არა­ფე­რი იცის სას­წავ­ლო პრო­ცე­სის შე­სა­ხებ და შე­იძ­ლე­ბა სა­უ­კე­თე­სოს წარ­მო­ჩე­ნის მცდე­ლო­ბა სა­პი­რის­პი­როდ აღიქ­ვას. სა­სურ­ვე­ლია, ამ პრო­ცესს წინ უძღო­დეს მშო­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბის ზრდა პე­და­გო­გი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის მიზ­ნით, ე.წ. მშო­ბელ­თა პე­და­გო­გი­ზა­ცია. ასე­ვე, აუცი­ლე­ბე­ლია, გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის შემ­დეგ, მას­წავ­ლე­ბელ­მა 5-წუ­თი­ა­ნი რე­ზი­უ­მი­რე­ბა გა­ა­კე­თოს, სწო­რი აქ­ცენ­ტე­ბის­თ­ვის, სპე­ცი­ა­ლუ­რად მშო­ბელ­თათ­ვის. სწო­რად წარ­მარ­თუ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ით, ღია გაკ­ვე­თი­ლე­ბი ბევრ კონ­ფ­ლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ას შე­ამ­სუ­ბუ­ქებს ან ჩა­ახ­შობს, რად­გან მოხ­ს­ნი­ლი იქ­ნე­ბა გა­უ­გებ­რო­ბი­სა და მშო­ბელ­თა უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის პრობ­ლე­მა. სა­სურ­ვე­ლია, სკო­ლამ/მას­წავ­ლე­ბელ­მა, ახა­ლი მე­თო­დო­ლო­გი­ის და­ნერ­გ­ვი­სას ან რა­ი­მე მო­დე­ლის შე­მუ­შა­ვე­ბი­სას, მიღ­წე­ვე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად, ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად, ღია გაკ­ვე­თი­ლი და­გეგ­მოს, რაც ხელს შე­უწყობს სკო­ლის ავ­ტო­რი­ტე­ტის ზრდას და მშო­ბელ­საც გა­არ­კ­ვევს სი­ახ­ლე­ებ­ში.

დროა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს სკო­ლებ­მა და­ამ­ს­ხ­ვ­რი­ონ ძვე­ლი სტე­რე­ო­ტი­პი და ოჯა­ხი სკო­ლის სა­ი­მე­დო პარ­ტ­ნი­ო­რად მო­ი­აზ­რონ. დღეს მშობ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ბავ­შ­ვის გა­ნათ­ლე­ბა­ში უფ­ლე­ბა­ცაა და მო­ვა­ლე­ო­ბაც და წა­ხა­ლი­სე­ბუ­ლია სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბით.

სტატია მომზადებულია სახელმძღვანელოს „მშობელთა ჩართულობა“ მიხედვით, რომელიც გამოსცა არასამთავრობო ორგანიზაციამ „მშობლები განათლებისთვის“. სახელმძღვანელოს ელექტრონული ვერსია იხილეთ ბმულზე:

https://mshobeltaskola.ge/wp-content/uploads/2021/03/%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%97%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.pdf

„მშობლები განათლებისთვის“ შესახებ

ააიპ „მშობლები განათლებისთვის“ (P4E) წევრობაზე დაფუძნებული ასოციაციაა, რომელიც 2018 წელს დაფუძნდა და მისი მისიაა, საგანმანათლებლო სივრცეში მშობელთა აქტიური მონაწილეობისთვის შექმნას საუკეთესო დემოკრატიული გარემო, სადაც თავისუფალი, პასუხისმგებლიანი, კრიტიკულად მოაზროვნე, თანასწორუფლებიანი საზოგადოება გავლენას მოახდენს მომავალი თაობის განათლებაზე საქართველოში. მშობელთა ასოციაცია „მშობლები განათლებისთვის“ მზაობას გამოთქვამს, დაეხმაროს სასკოლო საზოგადოებას საგანმანათლებლო პროგრამებით, რათა მათ შეძლონ სკოლებში მშობელთა დემოკრატიული მონაწილეობისთვის სასურველი გარემოს შექმნა. ასოციაციისა და სკოლების თანამშრომლობის ფარგლებში, შესაძლოა, ჩატარდეს სასკოლო პრაქტიკის სრულყოფილი კვლევა და, გამოკვეთილი საჭიროებების პასუხად, შემუშავდეს სტრატეგიული გეგმა, რომლის დასანერგად, სკოლის თანამშრომლებისა და მოსწავლეთა მშობლებისთვის, ჩატარდება ტრენინგები, მასტერკლასები, სემინარები, ლექციები და ვებინარები.

საკონტაქტო ინფორმაცია: ვებგვერდი – http://www.mshobeltaskola.ge/

ფეისბუქგვერდი – მშობლები განათლებისთვის/ Parents for Education; ელფოსტა – georgianp4e@gmail.com; ტელ. – 032 219 60 80, 599740750

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები