27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

რო­გორ დავ­გეგ­მოთ და ჩა­ვა­ტა­როთ ინო­ვა­ცი­უ­რი გაკ­ვე­თი­ლი

spot_img

გა­ჩე­რე­ბით სწავ­ლე­ბა მი­ე­კუთ­ვ­ნე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თოდს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ ინო­ვა­ცი­უ­რია. იგი ით­ვა­ლის­წი­ნებს მოს­წავ­ლე­თა შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, წი­ნა­რე ცოდ­ნას და უნა­რებს. დი­ფე­რენ­ცი­რე­ბა ხდე­ბა ცალ­კე­ულ გა­ჩე­რე­ბა­ზე, სა­დაც მოს­წავ­ლეს სხვა­დას­ხ­ვა სირ­თუ­ლის და­ვა­ლე­ბა ხვდე­ბა. გა­ჩე­რე­ბით სწავ­ლე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია ჯგუ­ფუ­რად და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად, თუმ­ცა მე ავირ­ჩიე ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის ფორ­მა, რად­გან ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბა ხელს უწყობს პი­როვ­ნულ გან­ვი­თა­რე­ბას, თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­თი (მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი) თვი­სე­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, შე­მეც­ნე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­სა და კო­მუ­ნი­კა­ცი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბას.

მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დით გაკ­ვე­თი­ლის ჩა­ტა­რე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა:

სა­გა­ნი: ბი­ო­ლო­გია

თე­მა: ჩა­ნა­სა­ხის გან­ვი­თა­რე­ბა, მი­ტო­ზი

კლა­სი: VIII

მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბა: 24 , მათ შო­რის ერ­თი სსსმ მოს­წავ­ლეა.

გაკ­ვე­თი­ლის მი­ზა­ნი:

გა­ეც­ნო­ბი­ან და გა­ნას­ხ­ვა­ვე­ბენ ემ­ბ­რი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს;

იმ­ს­ჯე­ლე­ბენ თუ რო­მე­ლი ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მა და რო­მე­ლი ქსო­ვი­ლი რო­მე­ლი ჩა­ნა­სა­ხო­ვა­ნი ფურ­ც­ლი­დან წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა;

და­ა­ხა­სი­ა­თე­ბენ მი­ტო­ზის ფა­ზებს და იმ­ს­ჯე­ლე­ბენ მი­ტო­ზის ბი­ო­ლო­გი­უ­რი რო­ლის შე­სა­ხებ;

შეძ­ლე­ბენ მა­სა­ლის და­ხა­რის­ხე­ბას, გამ­თ­ლი­ა­ნე­ბას, გა­ა­ნა­ლი­ზე­ბა­სა და პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით წარ­დ­გე­ნას.

მი­ზა­ნი სსსმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის: პე­და­გო­გის დახ­მა­რე­ბით და­ა­ლა­გებს ემ­ბ­რი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს და მი­ტო­ზის ფა­ზებს.

სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა:

ბიო. VIII.8 მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია აღ­წე­როს ადა­მი­ა­ნის გამ­რავ­ლე­ბის სის­ტე­მის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბე­ბი და ჩა­ნა­სა­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ე­ბი.

სქე­მა­ტურ გა­მო­სა­ხუ­ლე­ბებ­ზე გა­ნას­ხ­ვა­ვებს ემ­ბ­რი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს (მაგ., ზი­გო­ტა ბლას­ტო­მე­რე­ბი, ბლას­ტუ­ლა და სხვა).

სა­ჭი­რო წი­ნა­რე ცოდ­ნა და უნარ-ჩვე­ვე­ბი:

მოს­წავ­ლე­ებ­მა იცი­ან მე­თო­დის მმმ (მტკი­ცე­ბა, მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, მსჯე­ლო­ბა) სტრა­ტე­გი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში. შეს­წავ­ლი­ლი აქვთ სქე­სობ­რი­ვი და უს­ქე­სო გამ­რავ­ლე­ბის ფორ­მე­ბი, ფლო­ბენ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი და გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის რუბ­რი­კის გა­მო­ყე­ნე­ბის ტექ­ნი­კას.

სას­წავ­ლო მა­სა­ლა და რე­სურ­სე­ბი:

სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, და­მა­ტე­ბი­თი სა­კითხა­ვი მა­სა­ლა, ფან­ქ­რე­ბი, ფურ­ც­ლე­ბი, კომ­პი­უ­ტე­რი, პრო­ექ­ტო­რი, სქე­მე­ბი, პლა­კა­ტე­ბი, ფორ­მა­ტის ფურ­ც­ლე­ბი, მარ­კე­რე­ბი, მიკ­როს­კო­პი, მზა პრე­პა­რა­ტე­ბი (ჩა­ნა­სა­ხის გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ე­ბი), ჩემ მი­ერ შედ­გე­ნი­ლი კითხ­ვე­ბი, მათ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სქე­მე­ბი ან პლა­კა­ტე­ბი.

ვკითხუ­ლობ სი­ას, ვაც­ნობ გაკ­ვე­თი­ლის თე­მა­სა და მი­ზანს, ვაგ­ვა­რებ სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კითხებს. მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად აღ­ვ­წერ შე­ფა­სე­ბის ფორ­მებს და რუბ­რი­კებს, რო­მელ­თაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ გაკ­ვე­თი­ლის პრო­ცეს­ში, ასე­ვე, ვახ­სე­ნებ კლას­ში მუ­შა­ო­ბის წე­სებს.

აქ­ტი­ვო­ბა 1 (4წთ).

აქ­ტი­ვო­ბის მი­ზა­ნი: წი­ნა­რე ცოდ­ნას გა­ვა­აქ­ტი­უ­რებ სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბის გან­ხილ­ვით, ასე­ვე, კითხ­ვა-პა­სუ­ხის რე­ჟიმ­ში, მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­იხ­სე­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნის უჯ­რე­დე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბას.

კითხ­ვე­ბი:

რო­მე­ლი უჯ­რე­დე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას გამ­რავ­ლე­ბა­ში?

გარ­და სას­ქე­სო უჯ­რე­დე­ბი­სა, კი­დევ რო­მე­ლი უჯ­რე­დე­ბი იცით?

რო­გორ, რი­სი სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა ორ­გა­ნო­ე­ბის ზრდა?

(კითხ­ვე­ბი შე­იძ­ლე­ბა სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვი­სას ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს)

სსსმ მოს­წავ­ლეს შე­ვუ­მოწ­მებ და­ვა­ლე­ბის სის­წო­რეს, არას­წო­რად შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მივ­ცემ მი­თი­თე­ბებს, კითხ­­ვა-პა­სუ­ხის დროს და­ვუს­ვამ კითხ­ვას — რა ჰქვია გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბულ კვერ­ცხუჯ­რედს?

აქ­ტი­ვო­ბის შე­დეგს შე­ვა­ფა­სებ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით (ვა­ფა­სებ რა გა­ა­კე­თა მოს­წავ­ლემ, ხარ­ვე­ზე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ებს).

აქ­ტი­ვო­ბა 2 (25წთ). ახა­ლი ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა

რად­გან მოს­წავ­ლე­ე­ბი თვი­თონ გა­მო­ი­ტა­ნენ დას­კ­ვ­ნას, რომ გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის შემ­დეგ ზი­გო­ტა მრა­ვალ­ჯე­რა­დად იყო­ფა, შევ­თა­ვა­ზებ სა­ხა­ლი­სო შე­მეც­ნე­ბით აქ­ტი­ვო­ბას, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გა­ეც­ნო­ბი­ან თუ რო­გორ ხდე­ბა უჯ­რე­დე­ბის და­ყო­ფა და მათ­გან ჩა­ნა­სა­ხო­ვა­ნი ფურ­ც­ლე­ბის წარ­მოქ­მ­ნა.

მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­ი­ყო­ფი­ან ჯგუ­ფე­ბად და გან­ლაგ­დე­ბი­ან საწყის გა­ჩე­რე­ბა­ზე. თი­თო­ე­ულ გა­ჩე­რე­ბა­ზე მათ დახ­ვ­დე­ბათ ინ­ს­ტ­რუქ­ცია და და­ვა­ლე­ბა, შე­მო­ივ­ლი­ან და შე­ას­რუ­ლე­ბენ და­ვა­ლე­ბებს, სა­ნამ საწყის გა­ჩე­რე­ბას არ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან, ე.ი. თი­თო­ე­ულ გა­ჩე­რე­ბა­ზე დაგ­როვ­დე­ბა მა­სა­ლა, რო­მელ­საც ჯგუ­ფის რო­მე­ლი­მე წევ­რი წარ­მო­ა­ჩენს.

I გა­ჩე­რე­ბა — ვი­დე­ოს ყუ­რე­ბა (2წთ-იანი უხ­მო ვი­დეო) და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის მო­ნიშ­ვ­ნა;

II გა­ჩე­რე­ბა — მიკ­როს­კოპ­თან მუ­შა­ო­ბა: მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩა­ი­ნიშ­ნა­ვენ თი­თო­ე­უ­ლი პრე­პა­რა­ტის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბებს. აქ დახ­ვ­დე­ბათ ემ­ბ­რი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სტა­დი­ე­ბი, ბა­ყა­ყის ჩა­ნა­სა­ხის მა­გა­ლით­ზე (მზა პრე­პა­რა­ტე­ბი);

III გა­ჩე­რე­ბა — სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოს­თან მუ­შა­ო­ბა: გა­ეც­ნო­ბი­ან ტექსტს, ასე­ვე დახ­ვ­დე­ბათ და­მა­ტე­ბი­თი ტექ­ს­ტი და კითხ­ვე­ბი, რო­მელ­ზეც გას­ცე­მენ პა­სუ­ხებს;

კითხ­ვე­ბი:

რა პრო­ცე­სი უს­წ­რებს მი­ტოზს?

რა ხდე­ბა ინ­ტერ­ფა­ზა­ში?

რამ­დე­ნი ფა­ზი­სა­გან შედ­გე­ბა მი­ტო­ზი და რა ხდე­ბა თი­თო­ე­ულ­ში?

რა რა­ო­დე­ნო­ბის ქრო­მო­სო­მაა მი­ტო­ზის შე­დე­გად წარ­მოქ­მ­ნილ უჯ­რედ­ში?

რა ბი­ო­ლო­გი­უ­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მი­ტოზს?

IV გა­ჩე­რე­ბა — სა­ი­ლუს­ტ­რა­ციო პლა­კა­ტებ­ზე ჩა­ნა­სა­ხო­ვა­ნი შრე­ე­ბის ამოც­ნო­ბა და წე­ბო­ვა­ნი ფე­რა­დი ფურ­ც­ლე­ბით შე­სა­ბა­მი­სი ქსო­ვი­ლე­ბის, ორ­გა­ნო­ე­ბი­სა და ორ­გა­ნო­თა სის­ტე­მე­ბის მი­წე­ბე­ბა;

V გა­ჩე­რე­ბა — მი­ტო­ზის სქე­მის აგე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი წარ­წე­რე­ბის გა­კე­თე­ბა.

ოთხი გა­ჩე­რე­ბის ჯგუ­ფუ­რი დას­კ­ვ­ნე­ბი სხვა­დას­ხ­ვა ჯგუ­ფის წევ­რე­ბის­თ­ვის უც­ნო­ბი იქ­ნე­ბა, სა­ნამ საწყის გა­ჩე­რე­ბას არ და­უბ­რუნ­დე­ბი­ან და ყვე­ლა ჯგუ­ფის ჩა­ნა­წე­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით გა­მო­ი­ტა­ნენ სა­ერ­თო დას­კ­ვ­ნებს, რო­მელ­თაც გაგ­ვაც­ნო­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით. რაც შე­ე­ხე­ბა მე­ხუ­თე გა­ჩე­რე­ბის და­ვა­ლე­ბას, ყვე­ლა­სათ­ვის ნა­თე­ლი იყო — გუნ­დებს უნ­და და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ მი­ტო­ზის სქე­მა და მი­ე­წე­რათ ფა­ზე­ბი. ჯგუ­ფე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბი­სას, სსსმ მოს­წავ­ლე მე­ხუ­თე ჯგუფ­ში იქ­ნე­ბა და ის შეძ­ლებს, ჯგუ­ფის წევ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით, მი­ა­წე­როს მი­ტო­ზის სქე­მას ფა­ზე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბი.

მე ვივ­ლი ჯგუ­ფებს შო­რის, ჩა­ვი­ნიშ­ნავ მოს­წავ­ლე­თა აქ­ტი­უ­რო­ბას, ასე­ვე, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, მოს­წავ­ლე­ებს სა­თა­ნა­დო და­მა­ტე­ბით ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ას მივ­ცემ.

და­ვა­ლე­ბე­ბი სსსმ მოს­წავ­ლი­სათ­ვის:

I გა­ჩე­რე­ბა — რა და­ა­მახ­სოვ­რ­და ფილ­მი­დან — გვი­ზი­ა­რებს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას;

II გა­ჩე­რე­ბა — გა­ა­კე­თებს ჩა­ნა­ხატს მიკ­როს­კოპ­ში და­ნა­ხუ­ლის შე­სა­ხებ;

III გა­ჩე­რე­ბა — ტექ­ს­ტი­დან ამო­ი­წერს ტერ­მი­ნებს გან­მარ­ტე­ბე­ბით;

IV გა­ჩე­რე­ბა — მი­ა­წერს ზო­გი­ერთ ორ­გა­ნოს პლა­კატ­ზე;

V გა­ჩე­რე­ბა — მი­ტო­ზის ფა­ზე­ბის მი­წე­რა მოს­წავ­ლე­ე­ბის მი­ერ შექ­მ­ნილ დას­რუ­ლე­ბულ სქე­მა­ზე.

სსსმ მოს­წავ­ლეს ეძ­ლე­ვა მკა­ფიო და თან­მიმ­დევ­რო­ბი­თი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი.

აქ­ტი­ვო­ბა 3 (12 წთ). გან­მ­ტ­კი­ცე­ბის ფა­ზა

საწყის გა­ჩე­რე­ბა­ზე დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯგუ­ფე­ბი, ყვე­ლა ჯგუ­ფის ჩა­ნა­წე­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, გა­მო­ი­ტა­ნენ სა­ერ­თო დას­კ­ვ­ნებს და გაგ­ვაც­ნო­ბენ პრე­ზენ­ტა­ცი­ის სა­ხით.

აქ­ტი­ვო­ბის შე­დეგს შე­ვა­ფა­სებ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით (ვა­ფა­სებ რა გა­ა­კე­თა მოს­წავ­ლემ, ხარ­ვე­ზე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში — ვაძ­ლევ რე­კო­მენ­და­ცი­ებს).

აქ­ტი­ვო­ბა 4 (სა­რე­ზერ­ვო 3წთ)

ჩემ მი­ერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი კითხ­ვე­ბის დას­მის შემ­დეგ, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, ამო­ვი­ღებ ჩხირს მოს­წავ­ლის სა­ხე­ლით, რო­მე­ლიც უპა­სუ­ხებს კითხ­ვას. პა­სუ­ხის სრუ­ლად ვერ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, დავ­ს­ვამ და­მა­ზუს­ტე­ბელ კითხ­ვებს, სა­ნამ მოს­წავ­ლე ვერ შეძ­ლებს ამომ­წუ­რა­ვი პა­სუ­ხის გა­ცე­მას (სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა სხვა კითხ­ვე­ბი გა­მო­ვი­ყე­ნო).

კითხ­ვე­ბი:

რა წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა სო­მა­ტუ­რი უჯ­რე­დის მრა­ვალ­ჯე­რა­დი გა­ყო­ფის შე­დე­გად?

რა წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა ბლას­ტუ­ლის შემ­დეგ?

რამ­დე­ნი შრე გა­მო­ი­ყო­ფა სა­ბო­ლო­ოდ და რა ეწო­დე­ბა მათ?

რო­მე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბი ყა­ლიბ­დე­ბა ექ­ტო­დერ­მი­დან, ენდო­დერ­მი­დან და მე­ზო­დერ­მი­დან?

სსსმ მოს­წავ­ლე და­ა­ლა­გებს ემ­ბ­რი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პებს, რო­მე­ლიც სა­ვარ­ჯი­შოს სა­ხით, წი­ნას­წარ მექ­ნე­ბა გამ­ზა­დე­ბუ­ლი.

აქ­ტი­ვო­ბა 5 (2წთ).

სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბა: მი­ტო­ზის ფა­ზე­ბის, ემ­ბ­რი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბის ეტა­პე­ბის, ჩა­ნა­სა­ხო­ვა­ნი ფურ­ც­ლე­ბი­დან ორ­გა­ნო­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სქე­მა­ტუ­რად გა­მო­სახ­ვა და პრე­ზენ­ტა­ცია, ჯუ­ფებ­ში შემ­თხ­ვე­ვი­თი გა­და­ნა­წი­ლე­ბით.

და­ვა­ლე­ბა სსსმ მოს­წავ­ლეს: ჩემ მი­ერ წი­ნას­წარ გამ­ზა­დე­ბულ მი­ტო­ზის სქე­მა­ზე ფა­ზე­ბის სა­ხელ­წო­დე­ბის მი­წე­რა.

შე­ფა­სე­ბა: გაკ­ვე­თი­ლის მსვლე­ლო­ბი­სას, თი­თო­ე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბის ბო­ლოს, მოს­წავ­ლე­ე­ბი ფას­დე­ბი­ან გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბით, ხო­ლო გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს — გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბით, შე­ფა­სე­ბის სქე­მის კრი­ტე­რი­უ­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით.

თი­ნა­თინ ბე­რი­ძე

ბორ­ჯო­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ტაძ­რი­სის სა­ჯა­რო სკო­ლის ბი­ო­ლო­გი­ის პე­და­გო­გი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები