სალექსო მეტყველების არსებითი ნიშანია რიტმულობა. რიტმულია ჩვენი მაჯისცემა, საათის მექანიზმის წიკწიკი, უცვლელი სიჩქარით მოძრავი მოწყობილობის ბორბლის ცემა…
ზოგადი განმარტების თანახმად, რიტმი ერთეულების კანონზომიერი განმეორებაა. ლექსის ტაეპებში თანაბარი მარცვლების რაოდენობის განმეორება ქმნის რიტმს. „ვეფხისტყაოსანი“ სტროფული პოეზიაა. სტროფში ოთხი სტრიქონია. პოემის ყოველი სტროფის ოთხივე ტაეპი 16 მარცვლისგან შედგება (გამონაკლისია ერთი ოცმარცვლიანი საზომით დაწერილი სტროფი, რომელიც იწყება ასე: „შეკრა წითელი ასი ასათასი“). პოემის სტრიქონებში კანონზომიერ განმეორებას ერთმანეთისაგან მცირე პაუზები, ანუ ცეზურა აცალკევებს. ცეზურა ბუნებრივი შეყოვნებაა. გაცალკევება თითოულ ტაეპს ორ რვამაცვლიან მონაკვეთად ანაწევრებს. რვამარცვლიან მონაკვეთთა თავისებურების გამო გამოიყოფა 16-მარცვლიანი შაირის ორგვარი სახე: დაბალი და მაღალი.
წარმოგიდგენთ ორ მაგალითს სქემატურად
დაბალი შაირის ნიმუშია:
16
_____________________________________
8 ( 5/3 ) // ( 5/3 ) 8
__________________ __________________________
5 3 5 3
________ ________ _________ _________
იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი,
8 8
________________ ____________________
5 3 5 3
___________ _______ __________ ________
მაღალი, უხვი, მდაბალი ლაშქარმავალი, ყრმიანი,
8 8
__________________ ____________________
5 3 5 3
____________ _________ _________ __________
მოსამართლე და მოწყალე, მოჭმული, განგებიანი,
8 8
________________ ____________________
5 3 5 3
_________ ________ _________ _________
თვით მეომარი უებრო, კვლა მოუბარი წყლიანი.
მაღალი შაირის ნიმუშია: 16
________________________________
8 ( 4/4 ) // ( 4/4 ) 8
______________________ _______________________
4 4 4 4
__________ __________ _________ ______
ავთანდილცა დამორჩილდა, საუბარი გარდასწყვიტეს,
8 8
_________________ ___________________________
4 4 4 4 (2+2)
__________ _________ ________ ______
იცინოდეს, ყმაწვილობდეს, საყვარლად და კარგად ზმიდეს,
8 8
_____ __________________
4 4 4 (2+2) 4
_______ ___________ _________ _______
ნაძლევიცა გააჩინეს, ამა პირსა დაასკვნიდეს:
8 8
_________ ___________________
4 (2+2) 4 4 4
_______ ________ _____________ _____
ვინცა იყოს უარესი, თავშიშველი სამ დღე ვლიდეს.
კატო ბერიშვილი – თბილისის №155 საჯარო სკოლა, მე-11 კლასი