რეფორმის შესახებ

0
282

⇑⇓ ლა­ლი ხვე­დე­ლი­ძე – ბა­თუ­მის ნა­ვი­გა­ცი­ის სას­წავ­ლო უნი­ვერ­სი­ტე­ტის კან­ც­ლე­რი

რო­გორც უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის დო­კუ­მენ­ტ­შია ნახ­სე­ნე­ბი მსურს აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ რე­ფო­რის ჩა­ტა­რე­ბა ძა­ლი­ან დრო­უ­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სათ­ვის. გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­თან გა­ი­მარ­თა შეხ­ვედ­რე­ბი რე­ფორ­მის კონ­ცეფ­ცი­ის გან­ხილ­ვის მიზ­ნით. შეხ­ვედ­რე­ბი იძ­ლე­ო­და კითხ­ვა-პა­სუ­ხის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, სა­დაც ყვე­ლა უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელს ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, და­ე­ფიქ­სი­რე­ბი­ნა თა­ვისი პო­ზი­ცია და ხედ­ვა.

გა­ნათ­ლე­ბის რე­ფორ­მის ახა­ლი კონ­ცეფ­ცი­ით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი­დან, ჩვენ­თ­ვის, ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა მი­სა­ღე­ბია, კერ­ძოდ:

⇑⇓ ერ­თი ქა­ლა­ქი – ერ­თი ფა­კულ­ტე­ტი: ჩვენ, რო­გორც დარ­გობ­რი­ვი (საზღ­ვაო) უნი­ვერ­სი­ტე­ტი, რო­მე­ლიც რე­გი­ონ­ში მდე­ბა­რე­ობს, ვთვლით, რომ კონ­ცეფ­ცი­ა­ში ინი­ცი­რე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბა პირ­და­პირ ეხ­მი­ა­ნე­ბა ამ ხედ­ვას, ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი ნი­შა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში არის საზღ­ვაო ტრან­ს­პორ­ტი და მი­სი მო­მიჯ­ნა­ვე სფე­რო­ე­ბი (ლო­გის­ტი­კა; გა­და­ზიდ­ვე­ბი), რო­მელ­საც უკ­ვე 18 წელ­ზე მე­ტია ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

⇑⇓ 3+1 სის­ტე­მა: ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას­თან მი­მარ­თე­ბა­ში მო­გახ­სე­ნებთ, რომ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მე­ნეჯ­მენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მა უკ­ვე 3-წლი­ა­ნია, ხო­ლო რაც შე­ე­ხე­ბა საზღ­ვაო მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებს, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სი­ე­ბია, თვი­თონ პროგ­რა­მე­ბი ეყ­რ­დ­ნო­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო მოთხოვ­ნებს და დარ­გობ­რივ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებს, რო­მელ­თა შე­მუ­შა­ვე­ბა ხდე­ბა სსიპ საზღ­ვაო ტრან­ს­პორ­ტის სა­ა­გენ­ტო­სა და სსიპ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რის ურ­თი­ერ­თ­თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ის მოთხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. თუმ­ცა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა გვიჩ­ვე­ნებს, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია პროგ­რა­მე­ბის 3 + 1 წლის ვა­დით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის­თ­ვის მი­სა­ღე­ბია, თუმ­ცა გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა აღ­ნიშ­ნულ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა უნ­და მი­ი­ი­ღონ.

⇑⇓ სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა შეხ­ვედ­რა­ზე მკა­ფი­ოდ აღ­ნიშ­ნა, რომ ყვე­ლა სტუ­დენ­ტი და­ამ­თავ­რებს სწავ­ლას იმ პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, რო­მელ­ზეც ჩა­ი­რიცხა, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და შე­სა­ბა­მი­სად, და­ფი­ნან­სე­ბაც ბო­ლომ­დე შე­უ­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

⇑⇓ გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ კონ­ცეფ­ცია ჯერ კი­დევ სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია და რო­გორც ჩანს, ეს იქ­ნე­ბა გრძელ­ვა­დი­ა­ნი პრო­ცე­სი, მომ­დევ­ნო სას­წავ­ლო წლის ბი­უ­ჯეტს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში არ­სე­ბუ­ლი წე­სის შე­სა­ბა­მი­სად დავ­გეგ­მავთ, თუ მა­ნამ­დე რა­ი­მე რა­დი­კა­ლუ­რი მი­თი­თე­ბა ან სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო ცვლი­ლე­ბა არ იქ­ნე­ბა მი­ღე­ბუ­ლი.

რაც მთა­ვა­რია პრო­ცე­სი დაწყე­ბუ­ლია. დი­დი გან­ს­ჯა, და­უ­ღა­ლა­ვი ენ­თუ­ზი­აზ­მი და შრო­მა სჭირ­დე­ბა რე­ფორ­მა­ტორ­თა ჯგუფს. გუ­ლი­თა­დად ვუ­სურ­ვებ მათ წარ­მა­ტე­ბას ქვეყ­ნის სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე.

⇑⇓ შალ­ვა კირ­თა­ძე – ქუ­თა­ი­სის აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რი

რე­ფორ­მა, ზო­გა­დად, აუცი­ლე­ბე­ლია რო­გორც უმაღ­ლეს, ასე­ვე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და ეს ნამ­დ­ვი­ლად სწო­რია. რა არის მი­სა­ღე­ბი და რა — მი­უ­ღე­ბე­ლი, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ამ ეტაპ­ზე, ნაკ­ლე­ბად შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი იმი­ტომ, რომ ჯერ სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ ვართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძნე­ლია ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მაგ­რამ ის, რომ დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზა­ცია უნ­და მოხ­დეს და მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით გა­და­ნა­წილ­დ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი, შე­სა­ბა­მი­სად, ფა­კულ­ტე­ტე­ბი და პროგ­რა­მე­ბი, ალ­ბათ სწო­რი მიდ­გო­მაა.

რაც შე­ე­ხე­ბა 3+1 სის­ტე­მას, ესეც სა­ბო­ლო­ოდ არ არის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი იმი­ტომ რომ, რო­გორც ვი­ცი, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა რო­გორც ერ­თ­წ­ლი­ა­ნი, ასე­ვე ორ­წ­ლი­ა­ნი, ანუ ვინც შემ­დ­გომ მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ხე­დავს თა­ვის მო­მა­ვალს, მათ­თ­ვის მა­გის­ტ­რა­ტუ­რა ორ­წ­ლი­ა­ნი იქ­ნე­ბა. ესეც ძა­ლი­ან სწო­რი მიდ­გო­მაა.

ბა­კა­ლავ­რი­ა­ტის სა­მი წე­ლი ბევრ პროგ­რა­მა­ში ნამ­დ­ვი­ლად აუცი­ლებ­ლო­ბაც არის. რამ­დე­ნა­დაც ვი­ცი, იქ­ნე­ბა პროგ­რა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც 4-წლი­ა­ნე­ბია და ესეც და­მუ­შა­ვე­ბის სტა­დი­ა­შია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ხდე­ბა ამის შეს­წავ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, გან­ხილ­ვე­ბი გრძელ­დე­ბა და უფ­რო მე­ტი ინ­ფორ­მა­ცია იქ­ნე­ბა შემ­დ­გომ ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი ყვე­ლას­თ­ვის.

⇑⇓ სტუ­დენ­ტებს, რომ­ლე­ბიც დღეს მი­ღე­ბუ­ლი არი­ან შე­სა­ბა­მის პროგ­რა­მებ­ზე, არა­ფე­რი შე­ე­ხე­ბათ — და­ამ­თავ­რე­ბენ იმ პი­რო­ბე­ბით, რა პი­რო­ბე­ბი­თაც გახ­დ­ნენ სტუ­დენ­ტე­ბი.

⇑⇓ ბი­უ­ჯე­ტის და­გეგ­მ­ვას ისე­ვე ვა­პი­რებთ, რო­გორც ვა­პი­რებ­დით, უნი­ვერ­სი­ტეტ­ში წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭო ამ­ტ­კი­ცებს, ზო­გა­დად, ბი­უ­ჯე­ტის ამ ფორ­მას. ყვე­ლა ფა­კულ­ტე­ტი, ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, რო­გორც შარ­შან, შარ­შან­წინ და წი­ნა წლებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი, ახ­ლაც ჩარ­თუ­ლე­ბი არი­ან და მაქ­სი­მა­ლუ­რად ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ყვე­ლა­ფერს. თუ რა­მე ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ბი­უ­ჯეტ­ში და შე­სა­ბა­მი­სი რე­ა­გი­რე­ბაც მოხ­დე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აქ პრობ­ლე­მას ნამ­დ­ვი­ლად ვერ ვხე­დავ. პი­რი­ქით, და­ფი­ნან­სე­ბა უნ­და გა­ი­ზარ­დოს, ეს არის გეგ­მა­ში და ჩვენ ამას უფ­რო მე­ტი გუ­ლის­ყუ­რით მი­ვა­დევ­ნებთ თვალს. მო­ლო­დი­ნი გვაქვს, გან­სა­კუთ­რე­ბით ტექ­ნი­კუ­რი და დე­ფი­ცი­ტუ­რი ფა­კულ­ტე­ტე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით,  რომ ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით მდგო­მა­რე­ო­ბა გა­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ზო­გა­დად, პო­ზი­ტი­უ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი, რო­გორც ვთქვი, ეს ცვლი­ლე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლიც იყო. სა­ბო­ლოო ფორ­მას რო­დე­საც მი­ი­ღებს ეს ყვე­ლა­ფე­რი, მე­რე უფ­რო დე­ტა­ლუ­რად შე­მეძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­რო, რა არის პლი­უ­სი, რა – მი­ნუ­სი.

დი­დი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა ჰქონ­და სკო­ლე­ბის 11-წლი­ან სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლას, მაგ­რამ რო­გორც ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლია, ეს სა­კითხიც და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია. რო­გორც ბა­ტონ­მა მი­ნის­ტ­რ­მა ბრძა­ნა, ნო­ემ­ბ­რის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში იქ­ნე­ბა პრე­ზენ­ტა­ცია. ამის შემ­დეგ უფ­რო კონ­კ­რე­ტუ­ლად შევ­ძ­ლებ ამ თე­მა­ზე სა­უ­ბარს.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ