24 ნოემბერი, კვირა, 2024

რეფლექსია შექმნილი რესურსის შესახებ

spot_img
მარიამ ნაცვლიშვილი
სსიპ ქალაქ თელავის N2 საჯარო სკოლის ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი

 

2023-2024 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ჩავატარე სადიაგნოსტიკო ტიპის სასწავლო-შემოქმედებითი სამუშაო მე-9 კლასში.

საგანი: ბიოლოგია

სასწავლო თემა: ადამიანის მარეგულირებელი სისტემები

კლასი: IX

მოსწავლეთა რაოდენობა: 25

სამიზნე ცნება: სტრუქტურა და ფუნქცია; სასიცოცხლო თვისებები

ძირითადი საკითხი: უპირობო და პირობითი რეფლექსები, რეფლექსური რკალის მოქმედების მექანიზმი.

სასწავლო-შემოქმედებითი (კომპლექსური) დავალების იდეა: რეფლექსური რკალის მოდელის შექმნა/ნახატის შექმნა რეფლექსური რკალის შესახებ.

დავალების პირობა

  • დაამზადეთ რეფლექსური რკალის მოდელი/დახატეთ რეფლექსური რკალი
  • ახსენით თითოეული ნაწილის აგებულება და ფუნქცია
  • ისაუბრეთ, როგორ ფუნქციონირებს რეფლექსური რკალი, რაზეა ის პასუხისმგებელი

ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინე:

  • რა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის რეფლექსების არსებობას
  • რა განსხვავებაა პირობით და უპირობო რეფლექსებს შორის

მოსწავლეებმა გამართეს სასწავლო-შემოქმედებითი ტიპის დავალებების პრეზენტაცია. რის შემდეგაც გავაანალიზე მათი მიღწევები სამიზნე ცნებებთან მიმართებაში და გამოვკვეთე ძირითადი პრობლემები.

♦ მოსწავლემ ისაუბრა რეფლექსური რკალის აგებულებაზე, თუმცა გაუჭირდა მისი კომპონენტების ფუნქციებზე საუბარი;

♦ მოსწავლემ ისაუბრა იმის თაობაზე,თუ როგორ ფუნქციონირებს რეფლექსური რკალი, თუმცა ზერელედ;

♦ გაუჭირდა დამაზუსტებელ კითხვებზე პასუხის გაცემა.

·        მოსწავლემ არ წარმოადგინა რეფლექსური რკალის მოდელი/ნახატი.

·        მოსწავლემ, პრეზენტაციის დროს, არ შეადარა პირობითი და უპირობო რეფლექსები.

·        მოსწავლემ არ/ვერ ისაუბრა ადამიანის პირობითი და უპირობო რეფლექსების მნიშვნელობაზე.

შესაბამისად, მოსწავლემ არ იცის/უჭირს გაიგოს რეფლექსური რკალის შემადგენელი სტრუქტურების ფუნქციები.

მოსწავლე ვერ გავიდა სამიზნე ცნებების – „სტრუქტურა დაფუნქცია“ და „სასიცოცხლო თვისებები“ – შესაბამის შედეგებზე.

მოსწავლეების შედეგების ანალიზის საფუძველზე გავაკეთე დასკვნა:

კარგი იქნება, თუ შევქმნი სახალისო რესურსს, რათა რეფლექსური რკალის კომპონენტების თაობაზე ცოდნის ათვისება მოსაწყენი არ იყოს მოსწავლეებისთვის და მოტივაცია ავუმაღლო. სასურველია, ეს იყოს ელექტრონული რესურსი, რადგან ახალი თაობა, ძირითადად, ინტერესდება მსგავსი ტიპის აქტივობებით. ასევე, მოსწავლეები მეტად უნდა ჩავრთო ჯგუფურ აქტივობებში და ეფექტურად გამოვიყენო თანატოლთა ურთიერთსწავლება.

ამიტომ, მოსწავლის საჭიროებიდან გამომდინარე, შევქმენი ელექტრონული რესურსი:

რესურსის ლინკი: https://learningapps.org/35648196

რესურსი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას მე-9 კლასში სასწავლო თემის „ადამიანის მარეგულირებელი სისტემები“ შესწავლის დროს, კონკრეტულად საკითხის – უპირობო და პირობითი რეფლექსები, რეფლექსური რკალის მოქმედების მექანიზმი – შესწავლის დროს. რესურსი მოსწავლეს დაეხმარება, გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდეს სამიზნე ცნებებით: სტრუქტურა და ფუნქცია და სასიცოცხლო თვისებები.

რესურსის გამოყენების ინსტრუქცია: თქვენს წინაშეა ელექტრონული რესურსი. ღილაკზე OK დაწკაპებით ეკრანზე თანმიმდევრობით გამოჩნდება კითხვები. ზოგიერთ კითხვას ახლავს შესაბამისი სურათი, რომლის გადიდებაც შესაძლებელია სურათზე დაწკაპებით. უნდა ამოირჩიოთ კითხვის შესაბამისი ერთი პასუხი, ხოლო შემდეგ, ეკრანის მარჯვენა ქვედა კუთხეში, ისარი დააწკაპოთ მომდევნო კითხვაზე გადასასვლელად. როდესაც შეარჩევთ თქვენთვის სასურველ პასუხს, სწორი პასუხი გამწვანდება, ხოლო ყველა კითხვაზე პასუხის გაცემის შემდეგ კი შეგიძლიათ თქვენი შედეგები იხილოთ და გააუმჯობესოთ ტესტის ხელახლა გაკეთებით. წარმატებებს გისურვებთ.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები