18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

რე­მე­დი­ა­ცია და სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი

spot_img

ნანა ჯალაღონია

ფი­ლო­ლო­გი­ის დოქ­ტო­რი, წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­როს სწრა­ფი ტემ­პით გან­ვი­თა­რე­ბამ და პროგ­რეს­მა ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის თით­ქ­მის ყვე­ლა მი­მარ­თუ­ლე­ბა მო­იც­ვა. ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა, მეც­ნი­ე­რულ­მა, სო­ცი­ა­ლურ­მა თუ კულ­ტუ­რულ­მა წინ­ს­ვ­ლებ­მა და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­მა პრაქ­ტი­კულ­მა გა­მოც­დი­ლე­ბებ­მა მომ­ს­წ­რე­ნი გაგ­ვ­ხა­და უამ­რა­ვი ნი­შან­დობ­ლი­ვი ცვლი­ლე­ბი­სა და სი­ახ­ლი­სა ცხოვ­რე­ბის სხვა­დას­ხ­ვა ას­პექ­ტ­ში, მათ შო­რის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. თა­ნა­მედ­რო­ვე გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა და აღ­მო­ჩე­ნაა ტრა­დი­ცი­უ­ლი, მას­წავ­ლე­ბელ­ზე ცენ­ტ­რი­რე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბა მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მიდ­გო­მე­ბით. ეს კი­დევ ერ­თხელ უს­ვამს ხაზს თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის უნი­კა­ლუ­რო­ბას, მათ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სწავ­ლის სტილ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, რომ­ლი­თაც ისი­ნი მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბი­ან ერ­თ­მა­ნე­თის­გან.

ბო­ლო წლებ­ში სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სის ფორ­მა­ლი­ზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით მრა­ვალ­მა სკო­ლამ მი­ი­ღო გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით, სკო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბენ აშშ-ის სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ვი­თა­რე­ბის სა­ა­გენ­ტო – USAID-თან, რომ­ლის სა­ბა­ზი­სო გა­ნათ­ლე­ბის პროგ­რა­მა ემ­სა­ხუ­რე­ბა პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას და მიზ­ნად ისა­ხავს მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის და­ნერ­გ­ვას. აღ­ნიშ­ნუ­ლი პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, რე­მე­დი­ა­ცია სას­წავ­ლო პრო­ცე­სის ერთ-ერ­თი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია. სა­ჯა­რო სკო­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ეტა­პობ­რი­ვად, სპე­ცი­ა­ლურ სა­მუ­შაო შეხ­ვედ­რებ­ზე, სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სის სწო­რად წარ­მარ­თ­ვი­სათ­ვის აუცი­ლე­ბელ ცოდ­ნას იძე­ნენ, პრაქ­ტი­კულ და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლე­ბენ და შემ­დეგ ერ­თ­მა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ გა­მოც­დი­ლე­ბას, რის შე­დე­გა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა, რომ მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი რე­მე­დი­ა­ცი­ის შემ­დეგ მოს­წავ­ლე­ე­ბი სწრა­ფად ეწე­ვი­ან სას­წავ­ლო პრო­ცესს, აღ­წე­ვენ წარ­მა­ტე­ბას სა­გან­ში, რაც, თა­ვის მხრივ, მთე­ლი კლა­სის წინ­ს­ვ­ლა­საც უწყობს ხელს.

ცხა­დია, მოს­წავ­ლე­ებ­ში ფუნ­და­მენ­ტუ­რი აკა­დე­მი­უ­რი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა ცალ­სა­ხად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. სწო­რედ ამი­ტომ, რე­მე­დი­ა­ცი­უ­ლი პროგ­რა­მის ამოქ­მე­დე­ბა ზო­გად­სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სკო­ლებ­ში ერთ-ერ­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი მი­მარ­თუ­ლე­ბაა.

ტერ­მი­ნი „რე­მე­დი­ა­ცია“ არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის შემ­ცი­რე­ბას ან აღ­მოფხ­ვ­რას გუ­ლის­ხ­მობს კონ­კ­რე­ტუ­ლი, მიზ­ნობ­რი­ვი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით. თუ­კი მას გა­ნათ­ლე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში გან­ვი­ხი­ლავთ, იგი შე­იძ­ლე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ყვე­ლა სა­ფე­ხურ­ზე გახ­დეს სა­ჭი­რო. თუმ­ცა, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე რე­მე­დი­ა­ცი­ის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ერ­თი­ო­რად დი­დია, რად­გან, რო­გორც ცნო­ბი­ლია, პრობ­ლე­მის დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კა­სა და მიზ­ნობ­რივ ინ­ტერ­ვენ­ცი­ას არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს მი­სი აღ­მოფხ­ვ­რის თვალ­საზ­რი­სით.

აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მას­ში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და ესგ-ს სტან­დარ­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად იყე­ნებს სწავ­ლე­ბის მრა­ვალ­ფე­რო­ვან სტრა­ტე­გი­ებს.

აქ­ვე უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის სა­მიზ­ნე ჯგუ­ფე­ბად არ მო­ი­აზ­რე­ბი­ან ის მოს­წავ­ლე­ე­ბი, რომ­ლებ­თა­ნაც მუ­შა­ო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მით. მა­გა­ლი­თად, რე­მე­დი­ა­ცია შე­იძ­ლე­ბა დას­ჭირ­დეთ მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლე­ბიც შე­დი­ან სკო­ლა­ში, მაგ­რამ არ არი­ან მზად სას­წავ­ლო პრო­ცე­სის­თ­ვის; მოს­წავ­ლე­ებს, რომ­ლებ­საც კარ­გად შე­უძ­ლი­ათ წა­კითხუ­ლის/მოს­მე­ნი­ლის გა­აზ­რე­ბა, მაგ­რამ ნაკ­ლე­ბად გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი აქვთ დე­კო­დი­რე­ბის უნა­რი; მოს­წავ­ლე­ებს, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ ან­გა­რი­ში, მაგ­რამ უჭირთ პი­რო­ბის გა­გე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ყუ­რადღე­ბის გა­მახ­ვი­ლე­ბა კი­დევ ერთ ფაქ­ტ­ზე, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა შე­ა­ფერ­ხოს კითხ­ვა, ეს არის დის­ლექ­სია, რომ­ლის დრო­საც ადა­მი­ა­ნი წერს და კითხუ­ლობს უკუღ­მა ან შებ­რუ­ნე­ბუ­ლად. თა­ვის მხრივ, აღ­ნიშ­ნულ­მა პრობ­ლე­მამ შე­იძ­ლე­ბა წა­კითხუ­ლის გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბის პრო­ცე­სი შე­ა­ფერ­ხოს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კუ­რი ბუ­ნე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დის­ლექ­სია არ წარ­მო­ად­გენს მო­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვენ­ცი­ის სა­განს.

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბამ, ნათ­ლად აჩ­ვე­ნა, რომ ძი­რი­თად შემ­თხ­ვე­ვებ­ში კითხ­ვის პრობ­ლე­მებს კავ­ში­რი არ აქვს ინ­ტე­ლექ­ტ­სა და გო­ნებ­რივ შე­საძ­ლებ­ლო­ბებ­თან. კითხ­ვის სწავ­ლე­ბი­სას ბევ­რი თა­ვი­სე­ბუ­რე­ბა იჩენს თავს. ზო­გი­ერთ მოს­წავ­ლეს შე­იძ­ლე­ბა მეტყ­ვე­ლე­ბა ძალ­ზე კარ­გად ჰქონ­დეს გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი და მი­სი ინ­ტე­ლექ­ტი­სა და წიგ­ნი­ე­რე­ბის დო­ნე სა­შუ­ა­ლო­ზე მა­ღა­ლი იყოს, თუმ­ცა გა­მო­იკ­ვე­თოს დე­კო­დი­რე­ბის პრობ­ლე­მა. ზოგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, პი­რი­ქით – ბავშვს, რო­მელ­საც ძალ­ზე კარ­გად აქვს გან­ვითა­რე­ბუ­ლი დე­კო­დი­რე­ბი­სა და სიტყ­ვის ამოც­ნო­ბის უნა­რე­ბი, უჭირს წა­კითხუ­ლი ტეს­ქ­ტის გა­აზ­რე­ბა. სწო­რედ ამ ტი­პის პრობ­ლე­მე­ბის აღ­მო­საფხ­ვ­რე­ლად იქ­მ­ნე­ბა სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მე­ბი.

კითხ­ვის სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მა უნ­და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლოთ მა­შინ, რო­დე­საც ის რე­ა­ლუ­რად სა­ჭი­როა, ანუ რო­დე­საც მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მიდ­გო­მე­ბი­სა და მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ვერ ახერ­ხე­ბენ კითხ­ვის უნა­რის და­უფ­ლე­ბას. კითხ­ვის რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის დაწყე­ბის­კენ შე­იძ­ლე­ბა გვი­ბიძ­გოს კითხ­ვის უნა­რის დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბის შე­დე­გებ­მა. მას შემ­დეგ, რაც სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის სა­ჭი­რო­ე­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, სა­სურ­ვე­ლია მოქ­მე­დე­ბა­ზე მყი­სი­ე­რი გა­დას­ვ­ლა.

სა­რე­მე­დი­ა­ციო პრო­ცე­სის ეფექ­ტუ­რად წარ­მარ­თ­ვის­თ­ვის სა­ჭი­როა:

♦ რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მა­ში ჩა­სარ­თავ მოს­წავ­ლე­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა (მა­თი­ვე დე­ფი­ცი­ტუ­რი უნა­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნით);

♦ სა­მუ­შაო ფორ­მა­ტის შე­მუ­შა­ვე­ბა (გაკ­ვე­თილ­ში ჩა­შე­ნე­ბით, გაკ­ვე­თი­ლი­სა­გან მოწყ­ვე­ტით ან და­მა­ტე­ბი­თი გაკ­ვე­თი­ლის სა­ხით);

♦ სა­რე­მე­დი­ა­ციო სივ­რ­ცის მოწყო­ბა, სას­წავ­ლო რე­სურ­სე­ბი­სა და აქ­ტი­ვო­ბე­ბის მომ­ზა­დე­ბა;

♦ მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა;

♦ გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი შე­ფა­სე­ბის ანა­ლი­ზი, პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი;

♦ პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ მხა­რე­ებ­თან (ად­მი­ნის­ტ­რა­ცია, ოჯა­ხი, სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი) კო­მუ­ნი­კა­ცია და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა.

იმ მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რო­მელ­თაც სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვთ სა­მიზ­ნე უნა­რებ­ში და სა­ჭი­რო­ე­ბენ და­მა­ტე­ბით ინ­ტერ­ვენ­ცი­ას, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით, უნ­და შე­მუ­შავ­დეს სა­რე­მე­დი­ა­ციო კუ­რი­კუ­ლუ­მი – რე­მე­დი­ა­ცი­ის გრა­ფი­კი, პროგ­რა­მა და ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სას­წავ­ლო აქ­ტი­ვო­ბე­ბის გეგ­მე­ბი. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რე­მე­დი­ა­ცი­ის მიზ­ნე­ბი მკა­ფი­ოდ და კონ­კ­რე­ტუ­ლად გა­ნი­საზღ­ვ­როს, ამა­ვე დროს, უნ­და იყოს მიღ­წე­ვა­დი და იზო­მე­ბო­დეს შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­კა­ტო­რით. რე­მე­დი­ა­ცი­ის აქ­ტი­ვო­ბე­ბი მოს­წავ­ლის სა­ჭი­რო­ე­ბის და მიზ­ნის ადეკ­ვა­ტუ­რად უნ­და შე­ირ­ჩეს, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფა­ზე­ბი კი გა­ი­წე­როს დრო­ში.

გაკ­ვე­თი­ლე­ბი ტარ­დე­ბა კვი­რა­ში ორ­ჯერ ან სამ­ჯერ, არა­სა­გაკ­ვე­თი­ლო დროს, 40-50 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. გა­რე­მო, სა­დაც მე­ცა­დი­ნე­ო­ბე­ბი ჩა­ტარ­დე­ბა, მაქ­სი­მა­ლუ­რად კომ­ფორ­ტუ­ლი უნ­და იყოს, რო­გორც ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, ასე­ვე ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის­თ­ვის, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი რე­სურ­სე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი, რო­გო­რი­ცაა: სიტყ­ვე­ბის ბა­რა­თე­ბი, მულ­ტი­მე­დია ტექ­ს­ტე­ბი, სხვა­დას­ხ­ვა დო­ნის სა­კითხა­ვი ტექ­ს­ტე­ბი, აქ­ტი­ვო­ბე­ბის ბა­რა­თე­ბი, სა­მუ­შაო ფურ­ც­ლე­ბი, აუდი­ო­წიგ­ნე­ბი და სხვა.

სა­რე­მე­დი­ა­ციო გაკ­ვე­თი­ლის სტრუქ­ტუ­რა მკვეთ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა ტრა­დი­ცი­უ­ლი გაკ­ვე­თი­ლის­გან. მას­წავ­ლე­ბელ­მა, მოს­წავ­ლე­თა რა­ო­დე­ნო­ბი­სა და სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, წი­ნას­წარ, მკა­ფი­ოდ უნ­და გან­საზღ­ვ­როს კონ­კ­რე­ტულ გაკ­ვე­თილ­ზე მი­საღ­წე­ვი ერ­თი მი­ზა­ნი და შე­არ­ჩი­ოს მიზ­ნის შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც აუცი­ლებ­ლად ლო­გი­კუ­რად უნ­და ებ­მო­დეს ერ­თ­მა­ნეთს. ამავ­დ­რო­უ­ლად, ყო­ვე­ლი ახა­ლი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას წინ უნ­და უძღო­დეს მო­დე­ლი­რე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ.

პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინ­გი, კითხ­ვის სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს იმას, რომ ერ­თი მხრივ, მას­წავ­ლე­ბე­ლი აკ­ვირ­დე­ბა მოს­წავ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას, მე­ო­რე მხრივ კი, თა­ვად მოს­წავ­ლე აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბა სა­კუ­თარ პროგ­რეს­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის პრო­ცეს­ში. პროგ­რე­სის მო­ნი­ტო­რინ­გის სწო­რად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თ­ვის ძალ­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი, რო­მელ­მაც სწო­რად უნ­და გა­ნუ­მარ­ტოს მოს­წავ­ლეს, კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი უკუ­კავ­ში­რის მეშ­ვე­ო­ბით, თუ რა შე­დეგს მი­აღ­წია მან და რა აქვს გა­სა­უმ­ჯო­ბე­სე­ბე­ლი. მას­წავ­ლებ­ლის კო­მენ­ტა­რი უნ­და იყოს კონ­კ­რე­ტუ­ლი/მკა­ფიო და არა­ვი­თარ შემ­თხ­ვე­ვა­ში – ზო­გა­დი.

რე­მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცეს­ში აუცი­ლებ­ლად სა­ყუ­რადღე­ბოა ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი, თუ რა ეთი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იშ­ვას რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის წარ­მარ­თ­ვი­სას. უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ დი­დია ე.წ. „იარ­ლი­ყის მი­კე­რე­ბის“ საფ­რ­თხე. მოს­წავ­ლე­ე­ბი აუცი­ლებ­ლად დას­ვა­მენ შე­კითხ­ვებს: „რა­ტომ ტო­ვე­ბენ და­მა­ტე­ბით სა­მე­ცა­დი­ნოდ კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს?“, „რა­ტომ მე­ცა­დი­ნე­ობს მხო­ლოდ ის, რო­ცა სხვე­ბი სახ­ლ­ში მი­დი­ან?“ და სხვა. ასეთ დროს, ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მას­წავ­ლებ­ლის პა­სუ­ხი. უნ­და გა­ნუ­მარ­ტოს, რომ, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ობს, თუმ­ცა, მო­მა­ვალ­ში, სხვა მოს­წავ­ლე­ებ­თან და­გეგ­მავს მსგავს ან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის სა­მუ­შა­ოს.

რე­მე­დი­ა­ცი­ის პროგ­რა­მის უმ­თავ­რე­სი მი­ზა­ნია მოს­წავ­ლე­თა დახ­მა­რე­ბა და მა­თი თა­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის, თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა. არას­წო­რად წარ­მარ­თულ­მა პრო­ცეს­მა კი შე­იძ­ლე­ბა უკუ­შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს და ბავ­შ­ვის თვით­შე­ფა­სე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად მო­ტი­ვა­ცი­აც, და­აქ­ვე­ი­თოს. სწო­რედ ამი­ტომ, მე­დი­ა­ცი­ის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი და სწო­რი მიდ­გო­მა უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­მიზ­ნე ჯგუფ­ში სა­უ­კე­თე­სო შე­დე­გის მი­საღ­წე­ვად.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

კითხ­ვის ეფექ­ტუ­რი მე­თო­დე­ბი – მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი – 2013 წე­ლი

კითხ­ვის სა­რე­მე­დი­ა­ციო პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა სკო­ლებ­ში

სა­ქარ­თ­ვე­ლოს დაწყე­ბი­თი გა­ნათ­ლე­ბის პრო­ექ­ტი (Gpried).

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები