30 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის „ფი­როს­მა­ნის“ ანა­ლი­ზი „აზ­როვ­ნე­ბის ექ­ვ­სი ქუ­დის“ მი­ხედ­ვით

spot_imgspot_img

ლა­ლი კა­შია

ავ­თან­დილ დე­კა­ნო­ი­ძის სა­ხე­ლო­ბის ქუ­თა­ი­სის №32 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

სა­აზ­როვ­ნო უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი მი­ზა­ნია. კრი­ტი­კუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის მე­თო­დებს შო­რის ცნო­ბი­ლია ედუ­არდ ბო­ნოს „აზ­როვ­ნე­ბის ექ­ვ­სი ქუ­დი“. ეს მე­თო­დი გა­ნა­სა­ხი­ე­რებს ექვს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ მიდ­გო­მას: ობი­ექ­ტურ ანა­ლიზს (თეთ­რი), ემო­ცი­ურ რე­აქ­ცი­ას (წი­თე­ლი), პო­ზი­ტი­ურ ხედ­ვას (ყვი­თე­ლი), კრი­ტი­კულ შე­ფა­სე­ბას (შა­ვი), შე­მოქ­მე­დე­ბით აზ­როვ­ნე­ბას (მწვა­ნე) და პრო­ცე­სის ორ­გა­ნი­ზე­ბას (ლურ­ჯი).

„აზ­როვ­ნე­ბის ექ­ვ­სი ქუ­დის“ გა­მო­ყე­ნე­ბით, ჩემი ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბით, მე-10ა კლა­სის მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ა­ა­ნა­ლი­ზეს რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის მოთხ­რო­ბა „ფი­როს­მა­ნი“.

 

სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ასე წა­რი­მარ­თა: მოს­წავ­ლე­ე­ბი, შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბის პრინ­ცი­პით, და­იყ­ვ­ნენ ჯგუ­ფე­ბად და თი­თო­ე­ულს გა­ნე­საზღ­ვ­რა კონ­კ­რე­ტუ­ლი „ქუ­დი“. ისი­ნი გა­ეც­ნენ მე­თო­დის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ებს, დამ­ხ­მა­რე კითხ­ვებს და შე­უდ­გ­ნენ მუ­შა­ო­ბას.

თეთ­რი ქუ­დის მფლო­ბე­ლებ­მა სა­ინ­ტე­რე­სოდ მოგ­ვითხ­რეს, თუ რო­გორ შე­უ­ძი­ნეს მხატ­ვარს მე­გობ­რებ­მა ღვი­ნის სარ­და­ფი, თა­ვი­სი უძ­რავ-მოძ­რა­ვი ქო­ნე­ბით, რო­გორ ატა­რებ­და დღე­ებს იგი ფუნ­ჯი­თა და ჭი­ქა არ­ყით ხელ­ში, რო­გორ შე­იც­ვა­ლა ნი­კა­ლას ცხოვ­რე­ბა „თვა­ლებ­ფო­ფი­ნა“ მარ­გა­რი­ტას გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ, რო­გორ და­უ­ფიქ­რებ­ლად გა­ყი­და ყვე­ლა­ფე­რი, რო­გორ და­აზ­ვი­ნი­ნა ათი ეტ­ლი ყვა­ვი­ლე­ბით, რო­გორ ვერ იმ­ყო­ფი­ნა ღვი­ნო და იეთიმ გურ­ჯის ლექ­სე­ბი, რო­გორ ვერ მი­უს­წ­რო მარ­გა­რი­ტას, რო­გორ წა­იქ­ცა ხე­ლა­დით ხელ­ში ბა­ლახ­ზე და რო­გორ ატირ­და ბავ­შ­ვი­ვით… მოს­წავ­ლე­თა ერ­თ­მა ნა­წილ­მა კი მი­მო­ი­ხი­ლა, რა იყო ამ ის­ტო­რი­ა­ში რე­ა­ლუ­რი, რა – გა­მო­გო­ნი­ლი და და­ას­კ­ვ­ნა, რომ ზოგ­ჯერ რე­ა­ლო­ბა­სა და ლე­გენ­დას შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ძნე­ლი და­სა­ჯე­რე­ბე­ლია.

წი­თე­ლი ქუ­დის მფლო­ბე­ლებ­მა გა­მო­ხა­ტეს ემო­ცი­ე­ბი, შეგ­რ­ძ­ნე­ბე­ბი. ისა­უბ­რეს, რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი შე­ექ­მ­ნათ ტექ­ს­ტის კითხ­ვის დროს, რამ­დე­ნად მგრძნო­ბი­ა­რედ შეძ­ლო ავ­ტორ­მა ამა თუ იმ ეპი­ზო­დის გად­მო­ცე­მა. „ეს მოთხ­რო­ბა ფი­როს­მა­ნის შე­სა­ხებ არ არის. ეს ჩე­მი ამ­ბა­ვიც არის, შე­ნიც და ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვი­საც ერ­თხელ მა­ინც შეშ­ლი­ლი­ვით უყ­ვარ­და,“ – ასე და­ას­კ­ვ­ნა ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ.

ყვი­თე­ლი ქუ­დის მფლო­ბე­ლებ­მა ყუ­რადღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს მოთხ­რო­ბის და­დე­ბით ას­პექ­ტებ­ზე. მათ იმ­ს­ჯე­ლეს, რამ­დე­ნად პო­ზი­ტი­უ­რი იყო ნი­კა­ლა­სა და მარ­გა­რი­ტას სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია და ღირ­და თუ არა გრძნო­ბის­თ­ვის მსხვერ­პ­ლის გა­ღე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა აღ­ნიშ­ნეს, რომ ფი­როს­მა­ნის სიყ­ვა­რუ­ლი უან­გა­რო და გულ­წ­რ­ფე­ლი იყო. იგი არ ით­ვ­ლი­და და­ნა­ხარჯს, არად და­ე­ძებ­და და­ნა­კარგს. მარ­გა­რი­ტას­თ­ვის შე­ძე­ნი­ლი შე­მოდ­გო­მუ­რა ყვა­ვი­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი ათი ეტ­ლი თა­ი­გუ­ლის შე­ძე­ნა არა მხო­ლოდ სი­უხ­ვის, არა­მედ უსაზღ­ვ­რო სიყ­ვა­რუ­ლის გა­მო­ხატ­ვა იყო. ერთ-ერ­თ­მა მოს­წავ­ლემ გა­იხ­სე­ნა შო­თას სიტყ­ვე­ბი: „სიბ­რ­ძ­ნე, სი­უხ­ვე, სიმ­დაბ­ლე, სიყ­მე და მო­ცა­ლე­ო­ბა“. სწო­რედ რუს­თ­ვე­ლი­სე­ულ სი­უხ­ვეს გა­და­ა­მე­ტა ფი­როს­მან­მა. სიყ­ვა­რუ­ლი, რო­მე­ლიც არ ით­ვ­ლის და­ნა­კარ­გებს და არ ელის ანაზღა­უ­რე­ბას, ჭეშ­მა­რი­ტი და დი­დე­ბუ­ლია.

 

შა­ვი ქუ­დის მფლო­ბე­ლე­ბი სა­კითხს პრაგ­მა­ტუ­ლად და კრი­ტი­კუ­ლად მი­უდ­გ­ნენ. მათ ნი­კო ფი­როს­მა­ნის ქმე­დე­ბე­ბი, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი და შე­საძ­ლო შეც­დო­მე­ბი ობი­ექ­ტუ­რად შე­ა­ფა­სეს. მოს­წავ­ლე­თა დაკ­ვირ­ვე­ბით, ფი­როს­მა­ნი ხში­რად მოქ­მე­დებ­და იმ­პულ­სუ­რად და არ აქ­ცევ­და მე­გობ­რე­ბის რჩე­ვებს ყუ­რადღე­ბას. „ფი­როს­მა­ნი მე­გობ­რებ­საც არ უგ­დებ­და ყურს. ბევ­რ­ჯერ შე­ახ­სე­ნეს, ნა­შუ­ადღევს სხვა­გან ხარ წა­სას­ვ­ლე­ლიო, მაგ­რამ ღვი­ნო ვერ იმ­ყო­ფი­ნა. მო­ძა­ლე­ბულ­მა სას­მელ­მა კი და­ა­კარ­გ­ვი­ნა მოქ­მე­დე­ბის სი­ზუს­ტე“.

მწვა­ნე ქუ­დის მფლო­ბე­ლებ­მა მოთხ­რო­ბის ფი­ნა­ლი შეც­ვა­ლეს. მათ მსმე­ნე­ლებს შეს­თა­ვა­ზეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი და­სას­რუ­ლი, რო­მელ­შიც ნი­კო ფი­როს­მა­ნი­სა და მარ­გა­რი­ტას ის­ტო­რია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად სრულ­დე­ბა.

ლურ­ჯი ქუ­დი მე მერ­გო, რო­გორც მთელი პრო­ცესის წარ­მმარ­თველს. ვცდილობდი,  მოს­წავ­ლე­ებს თან­მიმ­დევ­რუ­ლად და ეფექ­ტუ­რად გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ „აზ­როვ­ნე­ბის ექ­ვ­სი ქუ­დის“ მე­თო­დი. გაკ­ვე­თი­ლის ბო­ლოს, მოს­წავ­ლე­ებ­თან ერ­თად, შე­ვა­ჯა­მეთ გან­ხი­ლუ­ლი სა­კითხე­ბი და და­ვას­კ­ვ­ენით, რომ რე­ვაზ ინა­ნიშ­ვი­ლის „ფი­როს­მა­ნი“ ერთ-ერ­თი სა­უ­კე­თე­სო მოთხ­რო­ბაა.

გაკ­ვე­თი­ლი იყო ეფექ­ტუ­რი, სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო. მოს­წავ­ლე­ებ­მა გა­ნი­ვი­თა­რეს კრი­ტი­კუ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი, არ­გუ­მენ­ტი­რე­ბუ­ლი მსჯე­ლო­ბა. „აზ­როვ­ნე­ბის ექ­ვ­სი ქუ­დის“ ეფექ­ტუ­რო­ბა კი­დევ ერ­თხელ და­დას­ტურ­და.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება