26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

რა­ზე ფიქ­რობ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს 19 წლის მო­ქა­ლა­ქე გო­გო­ნა

spot_img

მე იმ თა­ო­ბის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ვარ, სკო­ლა­ში რომ ას­წავ­ლიდ­ნენ:

„ჯერ არც გვრი­ტი მოფ­რე­ნი­ლა, არც შო­შია ჩანს,

არც მერ­ცხ­ლე­ბით მო­ფე­ნი­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ცა,

ჯერ ვერ ვხე­დავთ თეთ­რი ნუ­შის, თეთ­რი ტყემ­ლის ჯარს,

მაგ­რამ უკ­ვე გა­ზაფხულ­და, ხე­ში წყა­ლი დგას,

25 თე­ბერ­ვა­ლი გა­თენ­დე­ბა ხვალ,

თე­ბერ­ვა­ლო, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ზაფხუ­ლი ხარ!“

იმ თა­ო­ბი­სა ვარ, ბავ­შ­ვო­ბა­ში რომ კლას­ში გო­გო­ნე­ბი ბი­ჭებს 23 თე­ბერ­ვალს ულო­ცავ­დ­ნენ და ბი­ჭე­ბი გო­გო­ნებს — რვა მარტს.

იმ თა­ო­ბი­სა ვარ, რო­მე­ლიც მო­ეს­წ­რო (უკ­ვე სტუ­დენ­ტო­ბი­სას!) კრე­ბუ­ლის, „პო­ე­ტის ათა­სი სტრი­ქო­ნის“, მთე­ლი ტი­რა­ჟის ამო­ღე­ბას გა­ყიდ­ვი­დან მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ წიგ­ნ­ში კო­ლაუ ნა­დი­რა­ძის ახ­ლა უკ­ვე ცნო­ბი­ლი ლექ­სის („25 თე­ბერ­ვალი, 1921 წე­ლი“) ხელ­ნა­წე­რი გა­ი­პა­რა. მე კი მო­ვას­წა­რი იმ ე­გ­­ზემ­პ­ლა­რის ყიდ­ვა, რომ­ლი­და­ნაც არ იყო ამო­ხე­უ­ლი ეს ფურ­ცე­ლი, მაგ­რამ ამ ლექ­სის და­ბეჭ­დ­ვას უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი „გა­დაჰ­ყ­ვა“ — გა­მომ­ცემ­ლო­ბის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რით დაწყე­ბუ­ლი და მხატ­ვ­რით დამ­თავ­რე­ბუ­ლი…

იმ თა­ო­ბი­სა ვარ, რო­მე­ლიც ამ ლექსს მოს­წავ­ლე­ო­ბი­სას არ იც­ნობ­და, თუმ­ცა კი და­წე­რი­ლი იყო იმ დრო­ი­სათ­ვის…

მხო­ლოდ შემ­დეგ, საბ­ჭო­თა კავ­ში­რი რომ და­ი­შა­ლა, ით­ქ­ვა ხმა­მაღ­ლა, რომ 23 თე­ბერ­ვა­ლი დამ­პყ­რო­ბე­ლი ქვეყ­ნის დღე­სას­წა­უ­ლია, ჩვენ­თ­ვის კი — საბ­ჭო­თა ოკუ­პა­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ მებ­რ­ძო­ლი და ამ ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი იუნ­კე­რე­ბის ხსოვ­ნის დღე.

ბევ­რი რამ შე­იც­ვა­ლა, ახ­ლა თე­ბერ­ვ­ლის თვე­ში აუცი­ლებ­ლად ვაწყობთ ოკუ­პა­ცი­ის კვი­რე­ულს, 25 თე­ბერ­ვალს სხვა­დას­ხ­ვა სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის ქარ­თ­ველ მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა აბ­სო­ლუ­ტუ­რი უმ­რავ­ლე­სო­ბა გა­ა­ზი­ა­რებს კო­ლაუ ნა­დი­რა­ძის ლექსს, დავ­წერთ სტა­ტუ­სად: „თე­ბერ­ვალ­მა და­მი­ზამ­თ­რა სა­მუ­და­მოდ მა­ი­სი“ ან „შე­მო­დი­ო­და სიკ­ვ­დი­ლი ცე­ლით!“. გვაქვს ოკუ­პა­ცი­ის მუ­ზე­უ­მი, უამ­რა­ვი ფო­ტო/დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლა, სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­საბ­ჭო­ე­ბი­სა და ოკუ­პა­ცი­ის თე­მა­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი, ლო­ზუნ­გე­ბად ქცე­უ­ლი ფრა­ზე­ბი: „არა ოკუ­პა­ცი­ას“, „რუ­სე­თი ოკუ­პან­ტია!“

და მა­ინც, რო­გორ პა­რა­დოქ­სუ­ლა­დაც უნ­და ჟღერ­დეს, დღე­საც, 21-ე სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში, იმა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის „კედ­ლებ­ზე“ „ავ­ლა-ჩავ­ლი­სას“ აუცი­ლებ­ლად წა­აწყ­დე­ბით თე­ბერ­ვალ­ში უსა­ჩუქ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი და გა­ნაწყე­ნე­ბუ­ლი მამ­რე­ბის პა­სუხს რვა მარტს უსა­ჩუქ­როდ დარ­ჩე­ნი­ლი ქა­ლე­ბი­სად­მი: „23 თე­ბერ­ვალს ვინ­მემ რა­მე მოგ­ვი­ლო­ცა კა­ცებს? რა­ტომ გვთხოვთ რვა მარ­ტის მი­ლოც­ვას? “

ისიც პა­რა­დოქ­სია, რომ ჩვე­ნი მოს­წავ­ლე­ე­ბის ბე­ბია-ბა­ბუ­ებ­სა და ვაი რომ, მშობ­ლებ­საც, 23 თე­ბერ­ვა­ლი დღემ­დე კა­ცე­ბის დღე ჰგო­ნი­ათ.

ხში­რად მი­ფიქ­რია, რა აცოცხ­ლებს დღემ­დე ამ აზრს? ასე­თი რა ჩა­ი­კი­რა ჩვენს აზ­როვ­ნე­ბა­ში, რომ ვე­რა­ფერ­მა ამო­ძირ­კ­ვა — ვერც იმ უამ­რავ­მა დო­კუ­მენ­ტურ­მა მა­სა­ლამ, ახ­ლა რომ ასე­რი­გად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ყვე­ლა­სათ­ვის, ვერც სას­კო­ლო პროგ­რა­მა­ში შე­ტა­ნილ­მა უამ­რავ­მა მა­სა­ლამ… იქ­ნებ გმი­რე­ბის მე­ტის­მე­ტი ჰე­რო­ი­ზა­ცი­აც უწყობს ხელს, რომ პატ­რი­ო­ტიზ­მი ურა­პატ­რი­ო­ტიზ­მად იქ­ცე­ვა ხოლ­მე. სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყ­ვი­ტე, ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­მეც­ნო მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი — 19 წლის სტუ­დენ­ტი, მოწყა­ლე­ბის და, რომ­ლის კო­ჯორ­თან და­ღუპ­ვის ტრა­გი­კუ­ლი ამ­ბა­ვი ყვე­ლამ იცის ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­დან. გა­მეც­ნო არა მხო­ლოდ რო­გორც პირ­ვე­ლი ქა­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თ­ვე­ლოს ეროვ­ნულ გმი­რად აღი­ა­რეს, არა­მედ, რო­გორც ლა­მის მა­თი თა­ნა­ტო­ლი გო­გო­ნა, რომ­ლის ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო დღი­უ­რებს უკ­ვე ყვე­ლა ბავ­შ­ვი შე­იძ­ლე­ბა გა­ეც­ნოს.

იქ­ნებ, ისიც იფიქ­როს ვინ­მემ, დღე­ვან­დელ თა­ო­ბას რო­გორ და­ა­ინ­ტე­რე­სებს ზუს­ტად სა­უ­კუ­ნის წინ და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას ფიქ­რე­ბი, გან­ც­დე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ მი­სი აზ­რე­ბი, მაგ­რამ, რო­გორც სწო­რად შე­ნიშ­ნავს ლა­შა ბაქ­რა­ძე: „რომც არ იყოს მა­რო მა­ყაშ­ვი­ლი კო­ჯორ­თან მოკ­ლუ­ლი თბი­ლის­ში წი­თე­ლი არ­მი­ის შე­მოს­ვ­ლამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, ეს დღი­უ­რი მა­ინც სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბო­და, რად­გან ეს არის ახალ­გაზ­რ­და ქა­ლის დღი­უ­რე­ბი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან კარ­გად აღ­გ­ვი­წერს, თუ რა­ზე ფიქ­რობ­და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ერთ-ერ­თი მო­ქა­ლა­ქე თა­ვის გრძნო­ბებ­ზე, მა­გა­ლი­თად, იმა­ზე, თუ რო­გორ სურ­და უცხო­ეთ­ში წა­სუ­ლი­ყო, იქ ეს­წავ­ლა იმი­სათ­ვის, რომ უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ სამ­შობ­ლოს­თ­ვის რა­ღაც გა­ე­კე­თე­ბი­ნა და რო­გორ მი­დის ასე­თი ადა­მი­ა­ნი ფრონ­ტ­ზე და რო­გორ აღარ ბრუნ­დე­ბა იქი­დან“.

სწო­რედ ამ დღი­უ­რე­ბი­დან შე­იძ­ლე­ბა გა­ვაც­ნოთ ბავ­შ­ვებს გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ ფიქ­რობ­და და აზ­როვ­ნებ­და, თუმ­ცა კი თა­ვად არ მი­იჩ­ნევ­და ასე: „დღეს სწო­რედ ერ­თი თვეა, რაც მე დღი­ურ­ში არ ჩა­მი­ხედ­ნია, ან რა მაქვს ისე­თი, რომ გა­უ­ზი­ა­რო მას… ცხოვ­რე­ბა თა­ვის რიგ­ზე მი­დის, კვალს არა ტო­ვებს, რომ მე აღ­ვ­ნიშ­ნო.“

რო­გორ უყ­ვარ­და თა­ვი­სი (და ჩვე­ნიც!) ბედ­კ­რუ­ლი ქვე­ყა­ნა, რო­გო­რი იმე­დი ჰქონ­და: „იქ­ნე­ბა სხვე­ბი ამას არ ხე­და­ვენ, მაგ­რამ მე ისე­თი გრძნო­ბა მაქვს, რომ სრუ­ლად ეღირ­სე­ბა ბედ­შავ ერს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, მა­შინ მზეც მხი­ა­რუ­ლად გა­ა­ნა­თებს და გა­ათ­ბობს არეს და მთვა­რეც გა­ა­ნა­თებს ძველ კვალს, რო­მე­ლიც სი­მარ­თ­ლის­კენ მი­დის“ (12 ივ­ნი­სი, 1918წ).

რო­გორ სტკი­ო­და მი­სი ტკი­ვი­ლი: „მო­ვი­შო­რეთ ერ­თი ბა­ტო­ნი. მო­ნო­ბი­სა­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლ­დით, ახ­ლა კი ახა­ლი უღე­ლი და­ვიდ­გით. ღმერ­თო, ზე­ცი­ე­რო, რა და­გი­შა­ვა ამ პა­ტა­რა ერ­მა, რომ მთელ თა­ვის ჯავრს ჩვენ­ზე იყ­რი?“ (12 ივ­ნი­სი, 1918წ).

„ეჰ, რა დროს პი­რად გრძნო­ბა­ზეა ლა­პა­რა­კი. ამ დღე­ებ­ში წყდე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბედ-იღ­ბა­ლი. ძა­ლა რომ მქონ­დეს მე რა არის უმაღ­ლე­სი და ულა­მა­ზე­სი სამ­შობ­ლო­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლის გრძნო­ბი­სა!“ (10 ოქ­ტომ­ბე­რი, 1918წ).

რა­ზე ოც­ნე­ბობ­და 17 წლის გო­გო, რო­გორ ესა­ხე­ბო­და მო­მა­ვა­ლი, რას გეგ­მავ­და (ეს იმ ფონ­ზე, დღევან­დე­ლი ჩვიდ­მე­ტი წლი­სა­ნი ჯერ კი­დევ მშობ­ლე­ბის შერ­ჩე­ულ ფა­კულ­ტე­ტებ­ზე რომ აბა­რე­ბენ და სწავ­ლის დას­რუ­ლე­ბის შემ­დე­გაც ლა­მის ათ­წ­ლე­უ­ლე­ბი რჩე­ბი­ან მშობ­ლე­ბის სარ­ჩენ მა­რა­დი­ულ ბავ­შ­ვე­ბად!): „მინ­და საზღ­ვარ­გა­რეთ ძა­ლი­ან და ძა­ლი­ან, წა­ვალ უსა­თუ­ოდ, სწავ­ლის შემ­დეგ ერთ წელს ვიმ­სა­ხუ­რებ, მო­ვაგ­რო­ვებ ფულს და გა­ვუ­ად­ვი­ლებ ჩემს მშობ­ლებს ამი­თი. ძა­ლი­ან მინ­და პა­რიზ­ში და იტა­ლი­ა­ში. ნუ­თუ რა­მე შე­მიშ­ლის ხელს“.

რო­გორ გეგ­მავ­და გათხო­ვე­ბის შემ­დეგ ცხოვ­რე­ბა­საც: „თუ გავ­თხოვ­დე­ბი, ქმრის კი­სერ­ზედ არას­გ­ზით არ ვიქ­ნე­ბი, ჩემ­თ­ვის ვი­მუ­შა­ვებ და ჩემ­თ­ვის ფულს შე­ვი­ძენ. რა სა­მარ­თა­ლია, სხვი­სი ამა­გით ცხოვ­რე­ბა. მე მა­გის წი­ნა­აღ­მ­დე­გი ვარ“ (17 ენ­კე­ნის­თ­ვე, 1918წ).

რო­გორ შე­მო­აწ­ვე­ბო­და ხან­და­ხან „უმი­ზე­ზო ნაღ­ვე­ლი“: „გუ­შინ, არ ვი­ცი, რად, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლებ­თან ამი­ვარ­და სა­ში­ნე­ლი ქვი­თი­ნი, ისე­თი, რომ თით­ქ­მის ერ­თი სა­ა­თი ვტი­რო­დი, ამო­მიჯ­და გუ­ლი, ვე­კითხე­ბი ჩემ თავს, რა არის, მაგ­რამ იგი სდუმს და პა­სუხს არ მაძ­ლევს, რა მი­ზე­ზია, არ ვი­ცი.“ (1919)

და რო­გორ რჩე­ბა ტკბი­ლე­ულს და­ნატ­რე­ბულ ბავ­შ­ვად ბრძო­ლის ველ­ზეც: „საყ­ვა­რე­ლო მა­მა, მე ჯერ­ჯე­რო­ბით კარ­გად ვარ.სულ ერ­თი პო­ზი­ცი­ის­გან 112 ვერ­ს­ზე ვართ, მე­ო­რის­გან 5-ზე თუ 7-ზე, მტე­რი ჯერ შორს არის, ძა­ლი­ან სცხე­ბენ ჩვე­ნე­ბი. ძა­ლი­ან აღ­ფ­რ­თო­ვა­ნე­ბუ­ლე­ბი არი­ან. ცო­ტა თხი­ლი და თუ შე­საძ­ლე­ბე­ლია, რა­მე ტკბი­ლე­უ­ლი გა­მოგ­ზავ­ნეთ… თავს გა­უფ­რ­თხილ­დით. გკოც­ნით ბევრს. ისე არა ცი­ვა. მო­კითხ­ვა ყვე­ლა ჩვე­ნებს. ნუ გე­ში­ნი­ანთ. გა­ვი­მარ­ჯ­ვებთ სა­ხე­ლოვ­ნად“ (1919 წე­ლი).

რო­გორ უყ­ვარ­და ხე­ლოვ­ნე­ბა: „გუ­შინ მე­სა­მედ ვი­ყა­ვი „,ევ­გე­ნი ონე­გინ­ზე“, კი­დევ ოც­ჯერ შე­მიძ­ლი­ან წა­ვი­დე!“ (30 ენ­კე­ნის­თ­ვე, 1918წ), „სცე­ნა მიყ­ვარს გა­გი­ჟე­ბით!“ (10იანვარი, 1919წ).

თა­ნა­მედ­რო­ვე ბავ­შ­ვებს, კო­რო­ნა­ვი­რუ­სის პან­დე­მი­ის მომ­ს­წ­რე­ებს, იქ­ნებ ის გან­ც­დე­ბიც ეც­ნა­უ­როთ, რო­გორ და­ტან­ჯა მა­რო მა­ყაშ­ვი­ლიც „ის­პან­კად“ წო­დე­ბულ­მა ავად­მ­ყო­ფო­ბამ, რო­მელ­მაც 50 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე შე­ი­წი­რა: „დღეს მე­სა­მე დღეა, რაც ავ­დე­ქი. 3 კვი­რა ლო­გინ­ში ვი­წე­ქი. ამ ახალ­მა ავად­მ­ყო­ფო­ბამ ჩემ­ზე­დაც სინ­ჯა თა­ვი­სი ძა­ლა. ერ­თხელ 10 დღე ვი­წე­ქი, მოვ­რ­ჩი, ავ­დე­ქი. მე­ო­რედ კი­დევ გავ­ცივ­დი და უფ­რო სა­ში­ნე­ლი რამ და­მე­მარ­თა. მთელ ჩემს სხე­ულს და­უ­ა­რა ამ „ის­პან­კად“ წო­დე­ბულ­მა სატ­კი­ვარ­მა. სიცხე დი­დი მქონ­და, 40 გრა­დუს­ზე მე­ტი. ძა­ლი­ან და ძა­ლი­ან და­ვი­ტან­ჯე. ორი დღე სულ გა­უნ­ძ­რევ­ლად ვი­წე­ქი, რად­გა­ნაც ყვე­ლა ძვლე­ბი მტკი­ო­და. ეპი­დე­მიაა თბი­ლის­ში. ერ­თი სახ­ლი არ არის, რომ ავად­მ­ყო­ფი არ იყოს იქ. თუ გა­ცივ­და ადა­მი­ა­ნი და ფილ­ტ­ვე­ბის ან­თე­ბა­ზე გა­და­ვი­დეს, ძა­ლი­ან ძნე­ლია. ამ მოკ­ლე ხან­ში ძა­ლი­ან ბევ­რი მოკ­ვ­და. გაფ­რ­თხი­ლე­ბა უნ­და. ჩვენ­თან: მე, დე­და და კა­ტუ­ნა ვი­წე­ქით. დე­და­კა­ცი არა გვყავ­და. მა­მა სამ­სა­ხურ­ში არ და­დი­ო­და და გვივ­ლი­და. სა­დილ­საც ის აკე­თებ­და, მაგ­რამ ვაი იმ სა­დილს, სუ­ფის მა­გივ­რათ რა­ღაც ფა­ფას აკე­თებ­და“.

კი­დევ ბევრ რა­მეს გა­ი­გე­ბენ მა­როს დღი­უ­რი­დან: რას კითხუ­ლობ­და, რო­გორ ერ­თო­ბო­და, იცი­ნო­და, ხუმ­რობ­და, ცეკ­ვავ­და, „გი­ჟობ­და“, მხი­ა­რუ­ლობ­და, დე­დას ნატ­რობ­და, ნაღ­ვ­ლობ­და, ოც­ნე­ბობ­და, წუხ­და, ზრუ­ნავ­და, უყ­ვარ­და, სძულ­და, ტან­საც­მ­ლის ეს­კი­ზებს ხა­ტავ­და — ერ­თი სიტყ­ვით, ყვე­ლა­ფერს ნა­ხა­ვენ მა­როს დღი­ურ­ში, „რაც შე­იძ­ლე­ბა 16 წლის გო­გომ თა­ვის სა­ი­დუმ­ლო დღი­ურ­ში ჩა­წე­როს და შე­ი­ნა­ხოს“ (ლ. ბაქ­რა­ძე) და, რო­გორც მა­რო მა­ყაშ­ვი­ლის დღი­უ­რის 2004 წლის გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი იზა ორ­ჯო­ნი­კი­ძე იტყო­და, ყო­ველ­გ­ვა­რი პა­თე­ტი­კის გა­რე­შე შე­იძ­ლე­ბა ვთქვათ, რომ „ეს პა­ტა­რა წიგ­ნი კომ­პა­სი­ვით შე­უც­ვ­ლე­ლი იქ­ნე­ბა იმათ­თ­ვის, ვინც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში მო­ვარ­დ­ნილ ღვარ­ცოფ­ში გზის გაგ­ნე­ბას შე­უ­პოვ­რად ცდი­ლობს.“ — ეს სიტყ­ვე­ბი 2004 წელს ით­ქ­ვა, ახ­ლა 2022 წე­ლია, თუმ­ცა არც „ღვარ­ცო­ფი“ გვაკ­ლია და „კომ­პა­სიც“ კვლა­ვაც სჭირ­დე­ბა ზნე­ობ­რივ ორი­ენ­ტირ­და­კარ­გულ თა­ო­ბა­საც.

ლე­ი­ლა ხო­ნე­ლი­ძე – სსიპ ქ. ფო­თის ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის სა­ხე­ლო­ბის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები