21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

რა უშ­ლის ხელს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვას?

spot_img

ირ­მა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი

ფი­ლო­ლო­გი, თბი­ლი­სის №214 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი, თბი­ლი­სის სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის მოწ­ვე­უ­ლი ლექ­ტო­რი

 

2017 წელს გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გა­მო­აქ­ვეყ­ნა გლო­ბა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის დღის წეს­რი­გი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, ქვეყ­ნის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა კონ­კ­რე­ტუ­ლი მიზ­ნე­ბით. მათ შო­რის ერთ-ერ­თია „ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბა – ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და თა­ნა­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და მთე­ლი სი­ცოცხ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ხელ­შეწყო­ბა ყვე­ლას­თ­ვის“ (1.2.4. მდგრ. გან­ვი­თა­რე­ბის მი­ზა­ნი 4).

გა­ნათ­ლე­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის არა მხო­ლოდ გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია, მი­სი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­საც წარ­მო­ად­გენს. შე­სა­ბა­მი­სად, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და მის სა­ყო­ველ­თაო ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა­ზე ზრუნ­ვა სა­ხელ­მ­წი­ფო­სათ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთ სა­ყუ­რადღე­ბო გა­მოწ­ვე­ვას წარ­მო­ად­გენს ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა. ჩვე­ნი წე­რი­ლის მი­ზა­ნია, მოკ­ლედ მი­მო­ვი­ხი­ლოთ ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტორე­ბი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბი­სა და ვი­სა­უბ­როთ მა­თი გა­დაჭ­რის გზებ­ზე.

უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა, რო­მე­ლიც ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის მეს­ვე­ურ­თა წი­ნა­შე დგას, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის და­ბა­ლი დო­ნეა. ხში­რია შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც ოჯახს, მშო­ბელს უჭირს აღი­ა­როს, რომ მი­სი შვი­ლი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნეა. ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში კი­დევ უფ­რო რთუ­ლია სწავ­ლის პრო­ცე­სის სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა. უცხო არა­ვის­თ­ვი­საა, რომ ჩვენს სკო­ლებ­ში სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა იმა­ზე მეტ მოს­წავ­ლეს აქვს, ვიდ­რე მა­თი რა­ო­დე­ნო­ბაა აღ­ნუს­ხუ­ლი. ამის მი­ზე­ზი კი სსმპ-ის სტა­ტუ­სი­სად­მი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა. ამი­ტო­მაც, ვფიქ­რობ, აუცი­ლე­ბე­ლია სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი (თუნ­დაც თა­ვად სკო­ლის თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი) უფ­რო აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობ­დ­ნენ თემ­ში ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე. არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი თუ ნაკ­ლე­ბად ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის მა­გა­ლი­თი გვი­დას­ტუ­რებს იმას, რომ პრობ­ლე­მის აღი­ა­რე­ბა (სსსმპ-ის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა) არაა სირ­ცხ­ვი­ლი, პი­რი­ქით მი­სი შემ­ჩ­ნე­ვა, ამას­თა­ნა­ვე მის მო­საგ­ვა­რებ­ლად სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბის მი­ღე­ბა წარ­მა­ტე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის სა­წინ­და­რია. სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ამ­გ­ვა­რი ფაქ­ტე­ბის გაც­ნო­ბა ან შეხ­სე­ნე­ბა, ვფიქ­რობ, გაზ­რ­დის ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში ჩარ­თ­ვის მო­ტი­ვა­ცი­ას. სა­ზო­გა­დო­ე­ბის თი­თო­ე­უ­ლი წევ­რის, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი­სა თუ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბის, ვა­ლია ხე­ლი შე­უწყონ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის პრო­ცესს. სამ­წუ­ხა­როა, მაგ­რამ გვაქვს შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­დე­საც სკო­ლა ან სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზ­რ­დის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა თა­ვად მო­უ­წო­დებს მშობ­ლებს, გა­ა­სა­ჩივ­რონ შშმ თუ სსსმ პი­რის მი­ღე­ბა სკო­ლა­ში იმ მი­ზე­ზით, რომ ის „სხვებ­საც ხელს უშ­ლის“. ამ­გ­ვარ შემ­თხ­ვე­ვებ­ზე ხში­რად იწე­რე­ბა სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, რაც, ვფიქ­რობ, სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ უნ­და დარ­ჩეს.

დღეს­დღე­ო­ბით ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა იმა­ზე, რომ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სი­სათ­ვის, მას­წავ­ლებ­ლის საგ­ნობ­რივ ცოდ­ნა­სა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­თან ერ­თად, ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია მი­სი პე­და­გო­გი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­აც. ამა თუ იმ საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლის პე­და­გო­გი­უ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ინ­დი­ტა­კა­ტო­რი მი­სი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის მი­მართ. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და აღი­ა­როს, რომ კლას­ში მყო­ფი თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვი ინ­დი­ვი­დია, თა­ვი­სი სპე­ცი­ფი­კუ­რი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბით, მოთხოვ­ნი­ლე­ბე­ბი­თა და ინ­ტე­რე­სე­ბით. სამ­წუ­ხა­როდ ჩვენ­და, დღე­საც არა­ერ­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი ფიქ­რობს, რომ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის ან შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ყო­ვე­ლი მოს­წავ­ლი­სათ­ვის ცალ­კე უნ­და არ­სე­ბობ­დეს „სპე­ცი­ა­ლუ­რი სკო­ლე­ბი“. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა გა­უ­მარ­თ­ლე­ბე­ლია და ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის შე­მა­ფერ­ხე­ბელ ფაქ­ტორს წა­მო­ად­გენს. მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­საც ასე­თი შე­ხე­დუ­ლე­ბა აქვს, არ იქ­ნე­ბა მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, თა­ნაბ­რად ჩარ­თოს სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში თი­თო­ე­ული მოს­წავ­ლე.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა, აღ­ნიშ­ნულ პრობ­ლე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სირ­თუ­ლე­ებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის და­საწყი­სია, შემ­დე­გია კონ­კ­რე­ტუ­ლი ქმე­დი­თი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა: სკო­ლის ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი გა­რე­მოს კე­თილ­მოწყო­ბა-ადაპ­ტი­რე­ბა, სსსმ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სათ­ვის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის შე­ძე­ნა, სა­თა­ნა­დო კად­რე­ბის (ფსი­ქო­ლო­გე­ბის, სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის) მომ­ზა­დე­ბა და თა­ვად მას­წავ­ლებ­ლე­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის გაზ­რ­და ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბა­ში. მას­წავ­ლე­ბე­ლი უნ­და ამო­იც­ნობ­დეს სსსმ პირს. რო­გორც ვი­ცით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ცნე­ბა-ტერ­მი­ნის (სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბა) დამ­კ­ვიდ­რე­ბა მას შემ­დეგ გახ­და აუცი­ლე­ბე­ლი, რაც „სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა აღი­ა­რეს, რომ სირ­თუ­ლე­ე­ბი სწავ­ლის პრო­ცეს­ში მხო­ლოდ შეზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე ბავშვს არ ახა­სი­ა­თებს“ (ინკლ. გა­ნათ. 2009). გა­მომ­დი­ნა­რე აქე­დან, თი­თო­ე­უ­ლი საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელს უნ­და შე­ეძ­ლოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სის თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შ­ვის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და­გეგ­მ­ვა, ისგ-ის შედ­გე­ნა და მას­ში გრძელ და მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის და­სახ­ვა, მათ გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად აუცი­ლე­ბე­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის გან­საზღ­ვრა, მიღ­წე­უ­ლი და მი­საღ­წე­ვი შე­დე­გის შე­და­რე­ბა-ანა­ლი­ზი და გეგ­მის მო­ნი­ტო­რინ­გი.

ბო­ლო დროს ინ­კ­ლუ­ზიუ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის არა­ერ­თი ტრე­ნინ­გ­კურ­სი ჩა­ტარ­და, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, მაგ­რამ პე­და­გოგ­თა მხარ­და­ჭე­რი­სათ­ვის მხო­ლოდ ეს საკ­მა­რი­სი არაა. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­წავ­ლე­ბელ­თა ჯგუ­ფებ­ში ხში­რად და­ის­მის შე­კითხ­ვე­ბი ისგ-სა და სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბის შე­სა­ხებ. შე­კითხ­ვა­თა ში­ნა­არ­სიც კი, ხშირ შემ­თხ­ვე­ვა­ში, გვა­ფიქ­რე­ბი­ნებს, რომ მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ არი­ან მზად, უპა­სუ­ხონ ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის გა­მოწ­ვე­ვებს.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რის ბრძა­ნე­ბით, დამ­ტ­კი­ცე­ბუ­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი, რო­მელ­შიც გან­საზღ­ვ­რუ­ლია, რა ტი­პის პრო­ფე­სი­ულ ცოდ­ნა­სა და უნარ-ჩვე­ვებს უნ­და ფლობ­დეს კან­დი­და­ტი სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან მუ­შა­ო­ბი­სათ­ვის, იმი­სათ­ვის, რომ და­აძ­ლე­ვი­ნოს მოს­წავ­ლე­ებს სწავ­ლას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლია საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის გე­ზის მიმ­ცე­მი ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის სა­კითხებ­ში. „სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი, საგ­ნის/საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მას­წავ­ლე­ბელ­თან, დამ­რი­გე­ბელ­თან, სხვა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან და მშობ­ლებ­თან/მე­ურ­ვეს­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში“ (სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი). ლა­კო­ნი­უ­რად რომ ვთქვათ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვა­ში სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლე­ბელ­თა რო­ლი უდი­დე­სია. ამ­დე­ნად, სა­ინ­ტე­რე­სოა, სპეც­მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის რო­გო­რი დო­ნეა ქარ­თულ სკო­ლა­ში? რო­გორ მოწ­მ­დე­ბა მა­თი კომ­პე­ტენ­ცია ან გა­ნი­საზღ­ვ­რე­ბა წინ­ს­ვ­ლა?

თავ­და­პირ­ვე­ლად, სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი არ იყო სტან­დარ­ტით გან­საზღ­ვ­რუ­ლი ცოდ­ნი­სა და უნარ-ჩვე­ვე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტი. სპე­ცი­ა­ლურ მას­წავ­ლებ­ლად მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბას შეძ­ლებ­და ყვე­ლა, ვი­საც ჰქონ­და, სულ მცი­რე, ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი საგ­ნის/საგ­ნობ­რი­ვი ჯგუ­ფის მი­მარ­თუ­ლე­ბით ბა­კა­ლავ­რის ან მას­თან გა­თა­ნაბ­რე­ბუ­ლი აკა­დე­მი­უ­რი ხა­რის­ხი. 2021 წელს, პირ­ვე­ლად,  ჩა­ტარ­და მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­მოც­და სპეც­პე­და­გოგ­თა პრო­ფე­სი­ულ უნა­რებ­ში. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბით სპეც­პე­და­გო­გებს პრო­ფე­სი­უ­ლი წინ­ს­ვ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ და მი­ე­ნი­ჭათ უფ­რო­სი მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სი. რაც შე­ე­ხე­ბა სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბის კომ­პე­ტენ­ცი­ის და­დას­ტუ­რე­ბას, ამ ტი­პის გა­მოც­და არ არ­სე­ბობს. ეს კი, ვფიქ­რობ, ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვი­სათ­ვის ხე­ლის­ შემ­შე­ლი ფაქ­ტო­რია. სპეც­მას­წავ­ლებ­ლე­ბის დიდ ნა­წილს შე­საძ­ლოა სა­ერ­თოდ არ გა­აჩ­ნ­დეს სა­თა­ნა­დო ცოდ­ნა, კომ­პე­ტენ­ცია და უნა­რე­ბი ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­სას­რუ­ლებ­ლად. თუ­კი სპეც­მას­წავ­ლე­ბე­ლი არ იქ­ნე­ბა კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი, საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლებ­საც გა­უ­ჭირ­დე­ბათ სსსმ მოს­წავ­ლე­ებ­თან წარ­მა­ტე­ბუ­ლი მუ­შა­ო­ბა. სა­ხარ­ბი­ე­ლო არაა, მაგ­რამ ფაქ­ტია, სპეც­მას­წავ­ლებ­ლო­ბა ხში­რად არის ხოლ­მე ამა თუ იმ საგ­ნის მას­წავ­ლე­ბელ­თათ­ვის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში სამ­სა­ხუ­რის დაწყე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. არა­ერ­თი ახალ­ბე­და პე­და­გო­გი ცდი­ლობს, სპეც­მას­წავ­ლებ­ლის სტა­ტუ­სით აღ­მოჩ­ნ­დეს სკო­ლა­ში (რად­გან ეს შე­და­რე­ბით იოლია) და შემ­დეგ, ვა­კან­ტუ­რი ად­გი­ლის გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე, გა­და­ი­ნაც­ვ­ლოს საგ­ნის მას­წავ­ლებ­ლად. ამ­გ­ვა­რი მიდ­გო­მა კი ინ­კ­ლუ­ზი­ურ გა­ნათ­ლე­ბას ვერ გა­ნა­ვი­თა­რებს.

თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის გან­ს­ხ­ვა­ვე­­ბუ­ლო­ბი­სა და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მი­მართ გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბის თვით­შეგ­ნე­ბი­სა და მას­წავ­ლე­ბელ­თა კომ­პე­ტენ­ცი­ის ამაღ­ლე­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია „ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი და თა­ნა­ბა­რი გა­ნათ­ლე­ბის“ უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა

http://ncp.ge/files/inclusion%20education/wignebi/I%20N%20K%20L%20U%20Z%20I%20A.pdf – ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა (გზამ­კ­ვ­ლე­ვი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის), გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, თბი­ლი­სი, 2009;

https://drive.google.com/drive/folders/1GDJIcqJEOalXdl0oIGoMFYJ756pIRoKY – გა­ნათ­ლე­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის: სწავ­ლის მიზ­ნე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი, Education 2030, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის ორ­გა­ნი­ზა­ცია;

http://old.tpdc.ge/uploads/pdf_documents/specialuri%20maswavleblis%20standarti.pdf?fbclid=IwAR2kpUmLdOdeksLxcotZMrCLvMUiwRCq1M_3tXd4BUH24zw4tk1UjdoIO-Y – სპე­ცი­ა­ლუ­რი მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები