25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

რა გა­ა­ად­ვი­ლა ან  რა გა­არ­თუ­ლა ელ­ქ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვამ 

spot_img
„გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი მარ­ტი­ვად ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, რად­გან: სის­ტე­მა­ში შეს­ვ­ლა შე­იძ­ლე­ბა რო­გორც პერ­სო­ნა­ლუ­რი კომ­პი­უ­ტე­რით, ასე­ვე მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნით, წვდო­მა შეზღუ­დუ­ლი არ არის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბით, სა­ჭი­როა მხო­ლოდ შე­სა­ბა­მი­სი მოწყო­ბი­ლო­ბა და ინ­ტერ­ნე­ტი. სის­ტე­მა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია ნე­ბის­მი­ერ დროს; გა­ნახ­ლე­ბუ­ლი ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი TEAMS-ის პროგ­რა­მა­ში ინ­ტეგ­რირ­და“. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გა­ნათ­ლე­ბის მარ­თ­ვის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბას რთუ­ლად არ მი­იჩ­ნევს, სკო­ლე­ბის, მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის ნა­წი­ლი, და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში სირ­თუ­ლე­ებს მა­ინც აწყ­დე­ბა. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მე­ბი კი, მა­ინც დის­ტან­ცი­ურ სწავ­ლე­ბა­ზე გა­დას­ვ­ლი­თაა გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბის მხარ­და­სა­ჭერ ფე­ის­ბუქ­ჯ­გუ­ფებ­ში ასე­თი ტი­პის გან­მარ­ტე­ბებ­საც წა­ი­კითხავთ:
?? „ჟურ­ნალ­ში და­ე­მა­ტა ონ­ლა­ინ ცხრი­ლი, რომ­ლი­თაც ონ­ლა­ინ მიმ­დი­ნა­რე­ობს სწავ­ლა. ჟურ­ნალ­ში ასე­ვე და­ე­მა­ტა ონ­ლა­ი­ნის კლა­სე­ბი, საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში შეგ­ხ­ვ­დე­ბათ ორი, ერ­თი და იმა­ვე და­სა­ხე­ლე­ბის, სა­გა­ნი, მაგ: ქარ­თუ­ლი და ქარ­თუ­ლი (დის­ტან­ცი­უ­რი), რაც იმას ნიშ­ნავს, რომ ერ­თი არის ოფ­ლა­ი­ნი (ანუ სკო­ლა­ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლის), ხო­ლო მე­ო­რე დის­ტან­ცი­უ­რი.
თქვე­ნი აქამ­დე ჩა­ნიშ­ნუ­ლი შე­მა­ჯა­მებ­ლე­ბი იყო საკ­ლა­სო­ში, თუ მის ჩა­ტა­რე­ბას გეგ­მავთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს, მა­შინ უნ­და ჩა­ნიშ­ნოთ ახ­ლი­დან იმ სა­გან­ში, რო­მელ­საც დის­ტან­ცი­უ­რი ახ­ლავს და გა­ა­უქ­მოთ ძვე­ლი, საკ­ლა­სო­ში ჩა­ნიშ­ნუ­ლი. ხო­ლო ნიშ­ნე­ბი შე­ი­ტა­ნეთ იმ რიცხ­ვე­ბით, რო­მელ რიცხ­ვ­შიც გა­და­ი­ტანთ დის­ტან­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის დროს შე­მა­ჯა­მე­ბელს.
თუ გინ­დათ ნიშ­ნე­ბის, ან სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ნახ­ვა, უნ­და აირ­ჩი­ოთ ან ოფ­ლა­ი­ნის, ან დის­ტან­ცი­უ­რის სა­გა­ნი, რომ ნა­ხოთ. ის, რაც დის­ტან­ცი­ურ­შია ჩა­ნიშ­ნუ­ლი, დაგ­ხ­ვ­დე­ბათ დის­ტან­ცი­ურ­ში, ხო­ლო ის, რაც საკ­ლა­სო­შია (ანუ ოფ­ლა­ინ­ში), დაგ­ხ­ვ­დე­ბათ საკ­ლა­სო­ში.
გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რო­დე­საც სწავ­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­ტან­ცი­უ­რად, უნ­და იხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლოთ დის­ტან­ცი­უ­რის აღ­მ­ნიშ­ვ­ნე­ლით.“
? რო­გორ მიმ­დი­ნა­რე­ობს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვა და რე­ა­ლუ­რად რა ტი­პის პრობ­ლე­მებ­თან უწევთ გამ­კ­ლა­ვე­ბა მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებს – ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში წარ­მო­ე­ბი­დან მე­სა­მე თვის შე­ჯა­მე­ბა ვთხო­ვეთ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინო­ვა­ცი­ე­ბი­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ნი­ნო ეფხოშ­ვილს.

 

☑️ რო­გორ მუ­შა­ობს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი, რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბი­ან პე­და­გო­გე­ბი და მშობ­ლე­ბი და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში და რა სი­ახ­ლე­ე­ბი და­ე­მა­ტა, ცო­ტა ხნის წინ,  ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის ფუნ­ქ­ცი­ებს?

– ელექ­ტრო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვა ორი წლის წინ, „ახა­ლი სკო­ლის მო­დე­ლის“  ფარ­გ­ლებ­ში, და­იწყო – სა­ქარ­თ­ვე­ლოს მას­შ­ტა­ბით, დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე, 166 სკო­ლა­ში ინერ­გე­ბო­და. შე­სა­ბა­მი­სად, მათ­გან გარ­კ­ვე­უ­ლი უკუ­კავ­ში­რი მი­ღე­ბუ­ლი გვქონ­და და ამის მი­ხედ­ვით, შე­იძ­ლე­ბა ით­ქ­ვას, ბევ­რად გაგ­ვი­მარ­ტივ­და ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვის პრო­ცე­სი, ონ­ლა­ინ სწავ­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი, კი­დევ უფ­რო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და ჟურ­ნა­ლის ელექ­ტ­რო­ნუ­ლად წარ­მო­ე­ბა. წელს ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბის წეს­შიც შე­ვი­და ცვლი­ლე­ბა, რომ­ლის შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა სკო­ლა გახ­და ვალ­დე­ბუ­ლი, აწარ­მო­ოს ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნერ­გ­ვას, სხვა­დას­ხ­ვა მი­მარ­თუ­ლე­ბით ვმუ­შა­ობთ. ვე­ბი­ნა­რე­ბი და ტრე­ნინ­გე­ბი, ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის შე­სა­ხებ, გან­თავ­სე­ბუ­ლია პორ­ტალ­ზე el.ge და ვე­ბი­ნა­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი ყვე­ლას­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მია. ამის გარ­და, აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს ცხე­ლი ხა­ზი, ასე­ვე სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, კონ­კ­რე­ტუ­ლად ფე­ის­ბუქ­ზე, შე­იქ­მ­ნა ჯგუ­ფე­ბი, სა­დაც მას­წავ­ლებ­ლე­ბი სვა­მენ კითხ­ვებს და ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად პა­სუ­ხო­ბენ. გვაქვს სხვა­დას­ხ­ვა გა­ი­დე­ბი/სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბი რო­გორც ვი­დე­ო­ე­ბის სა­ხით, ისე pdf გა­ი­დე­ბი. ამ სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ე­ბის ნახ­ვაც და­ინ­ტე­რე­ბულ მას­წავ­ლებ­ლებს  el.ge -ზე შუძ­ლი­ათ. მათ მხარ­დაჭ­ერას ამ სა­ხით ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ.

რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლე­ებს, ეს არ არის ახა­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლი. უბ­რა­ლოდ, რად­გან ონ­ლა­ინ გაკ­ვეთ­ლე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა აქამ­დე არ გვქონ­და, მას­წავ­ლებ­ლებს ამ კუთხით დას­ჭირ­დათ გარ­კ­ვე­უ­ლი დახ­მა­რე­ბა.  სწავ­ლის ჰიბ­რი­დუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­თო­დით დაწყე­ბის შემ­დეგ, რო­გორც იცით, ზო­გი­ერ­თი კლა­სი ონ­ლა­ინ სწავ­ლობს, ნა­წი­ლი – ოფ­ლა­ინ, ამი­ტომ, ასე ვთქვათ, ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლი შე­იც­ვა­ლა და ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ასახ­ვას, პირ­ველ რიგ­ში, ის­ქულ­ში ახ­დე­ნენ სკო­ლე­ბი, ავ­ტო­მა­ტუ­რად, სინ­ქ­რო­ნი­ზა­ცი­ის შე­დე­გად კი, შემ­დეგ ეს ყვე­ლა­ფე­რი ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში აისა­ხე­ბა.

☑️ თუ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში მას­წავ­ლებ­ლებს ცხრი­ლი და მოს­წავ­ლე­ე­ბის სია სრუ­ლად არ უჩანთ, პირ­ველ ეტაპ­ზე, მო­ნა­ცე­მე­ბი სკო­ლის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ას­თან უნ­და გა­და­ა­მოწ­მონ,  თან­ხ­ვედ­რა­ში უნ­და იყოს ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ ბა­ზე­ბი… რე­ა­ლუ­რად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი ამ კუთხით აწყ­დე­ბი­ან პრობ­ლე­მებს…

– პირ­ველ რიგ­ში, ეს მო­ნა­ცე­მე­ბი ჟურ­ნალ­ში ის­ქუ­ლი­დან მო­დის, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა ბა­ზა და ინ­ფორ­მა­ცია რო­გორც მას­წავ­ლებ­ლე­ბის, ისე მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და მშობ­ლე­ბის შე­სა­ხებ, ზუს­ტად/სწო­რად უნ­და იყოს ასა­ხუ­ლი ის­ქულ­ში. იყო შემ­თხ­ვე­ვე­ბი, რო­ცა სკო­ლებს ჟურ­ნალ­ში ეს ზუს­ტი მო­ნა­ცე­მე­ბი შე­ტა­ნი­ლი არ ჰქონ­დათ. ძი­რი­თა­დად, ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი მშობ­ლე­ბის არას­წო­რ მო­ნა­ცე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩნდე­ბა, მსგავ­სი პრობ­ლე­მე­ბი მას­წავ­ლე­ბელს ან მოს­წავ­ლეს არ ექ­მ­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, მო­ნა­ცემ­თა ბა­ზა­ში შე­ტა­ნი­ლია მშობ­ლის ძვე­ლი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი, ანუ მშო­ბელ­მა შეც­ვა­ლა სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი, რაც, შე­სა­ბა­მი­სად, არ აისა­ხა ის­ქულ­ში.  ჩვენ, უსაფ­რ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყვე­ლა შემ­თხ­ვე­ვა­ში უნ­და გა­და­ვა­მოწ­მოთ არის თუ არა  მშო­ბე­ლი ნამ­დ­ვი­ლად და­რე­გის­ტ­რი­რე­ბუ­ლი ის­ქულ­ში, რომ სხვა ბავ­შ­ვის მო­ნა­ცე­მებ­ზე არ მივ­ცეთ მას წვდო­მა და ა.შ.  რად­გან პან­დე­მი­ამ ეს პრო­ცე­სი და­აჩ­ქა­რა, არ მოგ­ვე­ცა იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ, თუნ­დაც 100 სკო­ლა­ში, დაგ­ვე­ტეს­ტა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის სრუ­ლი ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლი, პირ­და­პირ მოგ­ვი­წია მა­სობ­რი­ვად და­ნერ­გ­ვა და, შე­სა­ბა­მი­სად,  გარ­კ­ვე­უ­ლი ხარ­ვე­ზე­ბი თუ კითხ­ვე­ბიც აქე­დან მომ­დი­ნა­რე­ობს. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ამ ნა­წილ­ზეც ვმუ­შა­ობთ და ვცდი­ლობთ, დამ­ხ­მა­რე ხელ­საწყო­ე­ბით თუ სა­კო­მუ­ნი­კა­ციო არ­ხე­ბით (რო­მე­ლიც ვახ­სე­ნე), მას­წავ­ლებ­ლებ­სა და მშობ­ლებს პრობ­ლე­მე­ბის დაძ­ლე­ვა­ში და­ვეხ­მა­როთ. თა­ვის­თა­ვად, ორი­ვე მხა­რის­თ­ვის სი­ახ­ლეა, რო­მელ­საც აუცი­ლებ­ლად სჭირ­დე­ბა გარ­კ­ვე­უ­ლი დროც და სწო­რი მიდ­გო­მე­ბიც, რომ პრო­ცე­სი შე­დე­გი­ა­ნად წა­რი­მარ­თოს. მშობ­ლე­ბის ნა­წილ­ში, უფ­რო მე­ტად, ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იჩენს თავს და რო­გორც გითხა­რით, ძი­რი­თა­დად, ის­ქულ­ში მო­ნა­ცე­მე­ბის ასახ­ვას ეხე­ბა. ამ ეტაპ­ზე კი, რა­საც ვხე­დავთ, ბევ­რად უკე­თე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. რაც მთა­ვა­რია, პრინ­ცი­პი სწო­რად და­ი­ნა­ხეს და ის­ქულ­ში მო­ნა­ცე­მებს ას­წო­რე­ბენ.

☑️ თუმ­ცა, მა­ინც ბევ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი და მშო­ბე­ლი ჩი­ვის, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ ელექტ­­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბი­სას, მა­გა­ლი­თად, პლატ­ფორ­მა­ზე მხო­ლოდ გაკ­ვე­თი­ლე­ბის ცხრილ­სა და მოს­წავ­ლის დას­წ­რე­ბის აღრიცხ­ვას ხე­და­ვენ მშობ­ლე­ბი, სხვა დანა­რ­ჩენ ფუნ­ქ­ცი­ო­ნალს ვერ პო­უ­ლო­ბენ და ა.შ….

– „ვერ პო­უ­ლო­ბენ“ – ასე ვერ მოხ­დე­ბა, რად­გან ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლი ერ­თია. მა­გა­ლი­თად, რო­დე­საც რო­მე­ლი­მე სა­იტ­ზე შე­დი­ხართ, მე­ნი­უ­ში, მხო­ლოდ ერ­თი კონ­კ­რე­ტუ­ლი გრა­ფა ვერ გა­მოჩ­ნ­დე­ბა და მე­ო­რე ვერ და­ი­მა­ლე­ბა, ასე არ ხდე­ბა. ჩვენ­თან მსგავ­სი პრობ­ლე­მით არ მო­უ­მარ­თავთ. ძი­რი­თა­დად, ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი აქვთ, თუმ­ცა, ამას პრობ­ლე­მა­საც ვერ და­ვარ­ქ­მევ, რად­გან ახ­ლა ეჩ­ვე­ვი­ან რო­გორ უნ­და ასა­ხონ ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი თუ სხვ. ჯერ ის­ქულ­ში ხდე­ბა ზუს­ტი თა­რი­ღის მი­თი­თე­ბა, მა­გა­ლი­თად, რო­დი­დან რო­დემ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლი, ოფ­ლა­ინ გაკ­ვეთ­ლებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი, თა­ვის­თა­ვად, ონ­ლა­ინ გაკ­ვეთი­ლებ­ზე არ უჩა­ნათ. ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს იმას, რომ პი­რის­პირ სწავ­ლე­ბი­სას კლას­ში და­წე­რი­ლი ნიშ­ნე­ბი არ უჩანთ. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ სხვა კლას­ში შე­დი­ან — ონ­ლა­ინ კლას­ში ეძე­ბენ ოფ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლის ნიშ­ნებს, რაც, ცხა­დია, არ გა­მოჩ­ნ­დე­ბა.  ასეთ შემ­თხ­ვე­ვა­ში, მათ უნ­და შეც­ვა­ლონ კლა­სი. ამის ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბიც დაგ­ზავ­ნი­ლი გვაქვს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის. ასე რომ, სკო­ლე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი არი­ან.

☑️ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში პე­და­გო­გებს, შე­მა­ჯა­მე­ბელ სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც, ცვლი­ლე­ბე­ბი დახ­ვ­დათ. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, რას ურ­ჩევთ მას­წავ­ლებ­ლებს, რო­გორ და­ა­რე­გუ­ლი­რონ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი და­ვა­ლე­ბის პრო­ცე­სი ონ­ლა­ინ და ოფ­ლა­ინ გაკ­ვე­თი­ლებ­ზე? 

– ეს მას­წავ­ლე­ბელ­მა იმ კუთხით უნ­და და­ა­რე­გუ­ლი­როს, რომ თუ შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი წე­რა  ოფ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­ში იყო ჩა­ნიშ­ნუ­ლი და მოს­წავ­ლე­ებს კლას­ში და­ა­წე­რი­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, ონ­ლა­ინ­ში ის არ გა­მო­უჩ­ნ­დე­ბა, ამი­ტომ, იმა­ვე ოფ­ლა­ინ კლას­ში უნ­და მო­ძებ­ნოს. ასე­თი შემ­თხ­ვე­ვე­ბიც იყო, ვინც  შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი გა­აც­დი­ნა ოფ­ლა­ინ­ში, მა­თი აღ­დ­გე­ნა მას­წავ­ლებ­ლებს უკ­ვე ონ­ლა­ინ გაკ­ვე­თილ­ზე უწევ­დათ. ჩვენ ეს პრობ­ლე­მა მო­ვაგ­ვა­რეთ და ახ­ლა ეს შე­ფა­სე­ბა შე­უძ­ლი­ათ ოფ­ლა­ი­ნის ნა­წილ­შიც და­წე­რონ. პან­დე­მი­ის დროს, ალ­ბათ, ამა­ში მას­წავ­ლებ­ლე­ბიც და­მე­თან­ხ­მე­ბი­ან, ძა­ლი­ან რთუ­ლად პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია, რი­სი გა­კე­თე­ბა მოგ­ვი­წევს ხვალ. ახ­ლა კი­დევ უფ­რო მშვი­დი სი­ტუ­ა­ციაა ამ კუთხით. ცო­ტა ხნის წინ, ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვ­ლე­ბო­და სწავ­ლე­ბის რე­ჟი­მი და სკო­ლებს სას­წ­რა­ფოდ უწევ­დათ ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ზე გა­დას­ვ­ლა, ეს მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვი­საც და ჩვენ­თ­ვი­საც დი­დი გა­მოწ­ვე­ვა იყო, რად­გან ამის  სის­ტე­მა­ტი­ზი­რე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი პრო­ცე­სია. რე­ა­ლუ­რად, ფორსმა­ჟორ­ში მოგ­ვი­წია მუ­შა­ო­ბა და სწო­რედ ეს გახ­და იმ გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის მი­ზე­ზი, რაც ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვის პრო­ცეს­ში წარ­მო­იქ­მ­ნა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ,  მას­წავ­ლებ­ლე­ბი ფიქ­რობ­დ­ნენ, რომ მე­ო­რე დღეს ოფ­ლა­ინ­ში მო­უ­წევ­დათ გაკ­ვე­თი­ლის და­გეგ­მ­ვა და  ჩა­ტა­რე­ბა, უცებ რო­მე­ლი­მე მოს­წავ­ლეს ან მას­წავ­ლე­ბელს კო­ვი­დი თუ და­უდ­გინ­დე­ბო­და, სას­წ­რა­ფოდ გა­და­დი­ოდ­ნენ დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­ზე, სრუ­ლად იც­ვ­ლე­ბო­და გეგ­მა, რო­მე­ლიც მათ სა­მო­მავ­ლოდ ჰქონ­დათ მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ ვმუ­შა­ობთ ამ ტი­პის პრო­ცე­სებ­ზეც და, რაც მთა­ვა­რია, ახ­ლა, ამ ნა­წილ­ში, რო­გორც უკ­ვე აღ­ვ­ნიშ­ნე, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წო­რე­ბუ­ლია.

☑️ რე­ა­ლუ­რად რო­გო­რი სუ­რა­თია – ყვე­ლა სკო­ლამ შეძ­ლო ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის და­ნერ­გ­ვა?

– შე­მიძ­ლია გითხ­რათ, რომ ყვე­ლა სკო­ლა იყე­ნებს ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალს, მე­ტიც,  ვალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან, გა­მო­ი­ყე­ნონ. მაგ­რამ, რა თქმა უნ­და, კონ­კ­რე­ტუ­ლი კლა­სის და მას­წავ­ლებ­ლის დო­ნე­ზე თუ ჩა­ვუღ­რ­მავ­დე­ბით, ასე აქ­ტი­უ­რად ყვე­ლა ვერ იყე­ნებს. თუმ­ცა, ეს ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პრო­ცე­სია და არ მიგ­ვაჩ­ნია, რომ პრობ­ლე­მაა, მით უფ­რო, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ პირ­ვე­ლი წე­ლია და და ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი სა­პი­ლო­ტე რე­ჟიმ­ში ინერ­გე­ბა. ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­თან ერ­თად, მათ შე­უძ­ლი­ათ, ქა­ღალ­დის ჟურ­ნა­ლიც აწარ­მო­ონ, მხო­ლოდ აუცი­ლებ­ლად უნ­და იყოს მო­ნა­ცე­მე­ბის თან­ხ­ვედ­რა. ფორსმა­ჟო­რუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, იმის თქმაც შე­იძ­ლე­ბა, რომ პრო­ცე­სი ნორ­მა­ლუ­რად მი­დის და, სა­პი­ლო­ტე წლის მი­უ­ხე­და­ვად, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი  გარ­კ­ვე­ულ დო­ნემ­დე მა­ინც არის მი­სუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა და­ვა­ლე­ბებს არ ტვირ­თა­ვენ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში, მაგ­რამ გაც­დე­ნებს აღ­რიცხა­ვენ და შე­ფა­სე­ბებს წე­რენ.

☑️ რად­გან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა სა­ვალ­დე­ბუ­ლო გახ­და, რა რე­ა­გი­რე­ბა მოყ­ვე­ბა, თუ წლის ბო­ლოს აღ­მოჩ­ნ­დე­ბა, რომ კონ­კ­რე­ტულ­მა სკო­ლამ ან მას­წავ­ლე­ბელ­მა ვერ აწარ­მო­ვა ჟურ­ნა­ლი? რა მოხ­დე­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში? 

– რა მოხ­დე­ბა, ეს რთუ­ლი სათ­ქ­მე­ლია, ვალ­დე­ბუ­ლი არი­ან, აწარ­მო­ონ. რა მოხ­დე­ბა იმ შემ­თხ­ვე­ვა­ში, თუ ქა­ღალ­დის ჟურ­ნალს არ აწარ­მო­ე­ბენ? ზუს­ტად იგი­ვე მოხ­დე­ბა ამ შემ­თხ­ვე­ვა­შიც.  ერ­თა­დერ­თი, რი­სი თქმაც შე­მიძ­ლია, არის ის, რომ სკო­ლებს, ამ ეტაპ­ზე, ჟურ­ნალ­ში მო­ნა­ცე­მე­ბის შე­ტა­ნის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბა გა­ე­ზარ­დათ, ანუ დღეს რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი გაკ­ვე­თილს ჩა­ა­ტა­რებს, 8 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლია, ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში მისი მო­ნა­ცე­მე­ბის ასახ­ვა. შე­სა­ბა­მი­სად, ვფიქ­რობთ, ეს ის ვა­დაა, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც შე­საძ­ლე­ბე­ლია მო­ნა­ცე­მე­ბის უპ­რობ­ლე­მოდ შე­ტა­ნა ელექ­ტ­რო­ნულ  ჟურ­ნალ­ში. გარ­და ამი­სა, ჩვენ მათ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვეხ­მა­რე­ბით ფე­ის­ბუქ­ჯ­გუ­ფებ­ში ყვე­ლა წარ­მოქ­მ­ნი­ლი პრობ­ლე­მის დაძ­ლე­ვა­ში.  ყვე­ლას შე­უძ­ლია ნა­ხოს, რო­გო­რი აქ­ტი­ვო­ბაა ჯუ­ფებ­ში და თუ­კი რა­ი­მე კითხ­ვა გა­უჩ­ნ­დე­ბათ ან  ტექ­ნი­კუ­რად ვერ აკე­თე­ბენ რა­მეს, რო­გორ ეხ­მა­რე­ბი­ან ჩვე­ნი თა­ნამ­შ­რომ­ლე­ბი ონ­ლა­ინ.

☑️ ქალ­ბა­ტო­ნო ნი­ნო, რე­ა­ლუ­რად, რა გა­ა­ად­ვი­ლა ან,  პი­რი­ქით, რა გა­არ­თუ­ლა ელექ­ტ­რო­ნულ­მა ჟურ­ნალ­მა, ან რა და­მა­ტე­ბი­თი  შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ა­ჩი­ნა  ელექ­ტ­რო­ნუ­ლად წარ­მო­ე­ბამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის, მშობ­ლე­ბის­თ­ვის და  მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის?

– პირ­ველ რიგ­ში, მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის გა­ა­მარ­ტი­ვა რო­გორც მშო­ბელ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ნა­წი­ლი, ისე წლის ბო­ლოს ნიშ­ნის გა­მოყ­ვა­ნა. აქამ­დე მათ თვი­თონ უწევ­დათ სა­ბო­ლოო ნიშ­ნე­ბის გა­მოთ­ვ­ლა და წე­რა, ახ­ლა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი ით­ვ­ლის ავ­ტო­მატ­რად.  ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისიც, რომ თუ მოს­წავ­ლე გაკ­ვე­თი­ლებს აც­დენს და ექ­ს­ტერ­ნის ჩა­ბა­რე­ბა უწევს, მშო­ბელ­საც და მას­წავ­ლე­ბელ­საც ეს შეტყო­ბი­ნე­ბის სა­ხით უჩანს – ამ კონ­კ­რე­ტულ მოს­წავ­ლეს ძა­ლი­ან ბევ­რი გაც­დე­ნა აქვს და ექ­ს­ტერ­ნა­ტის დაძ­ლე­ვა მო­უ­წევს. მშო­ბელ­თა ნა­წილ­ში კი, უფ­რო ბევ­რი და მკა­ფიო ბე­ნე­ფი­ტე­ბია, რად­გან მათ­თ­ვის ახ­ლა ბევ­რად მარ­ტი­ვია, მოს­წავ­ლის (შვი­ლის), ასე ვთქვათ, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ზე დას­წ­რე­ბის გა­კონ­ტ­რო­ლე­ბა. ასე­ვე, იმ სკო­ლებ­ში, სა­დაც მან­და­ტუ­რე­ბი არი­ან შე­სუ­ლი, თუ­კი რა­ი­მე ოქ­მი, რე­ფე­რა­ლი იქ­ნე­ბა მოს­წავ­ლე­ებ­ზე შედ­გე­ნი­ლი, მშო­ბელს ამის შე­სა­ხებ შეტყო­ბი­ნე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ ეგ­ზავ­ნე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ის, ონ­ლა­ინ რე­ჟიმ­ში,  სკო­ლა­ში მის­ვ­ლის გა­რე­შე, სა­კუ­თა­რი შვი­ლის მოს­წ­რე­ბის, დას­წ­რე­ბი­სა და ყო­ფაქ­ცე­ვის შე­სა­ხებ საქ­მის კურ­ს­შია.

☑️ წლის ბო­ლოს გეგ­მავთ თუ არა გარ­კ­ვე­უ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის წარ­მო­ე­ბას და იმის შე­ფა­სე­ბას, რო­გორ წა­რი­მარ­თა ელექ­ტ­რო­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის წარ­მო­ე­ბა და გას­წორ­და თუ არა  გა­მოკ­ვე­თი­ლი ხარ­ვე­ზე­ბი ? ზო­გა­დად, უნ­და ვე­ლო­დოთ თუ არა  სი­ახ­ლე­ე­ებს ან ცვლი­ლე­ბებს ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალ­ში?

– დი­ახ, რა თქმა უნ­და, ვგეგ­მავთ. რო­გორც სა­უბ­რის და­საწყის­ში ვახ­სე­ნე, უკუ­კავ­ში­რი უკ­ვე მი­ვი­ღეთ იმ მას­წავ­ლებ­ლე­ბის­გან, ვინც რე­ფორ­მა­ში იყო ჩარ­თუ­ლი და შე­სა­ბა­მი­სად, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ კი­დეც მა­თი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი და შე­ნიშ­ვ­ნე­ბი. ასე­ვე გაგ­რ­ძელ­დე­ბა მო­მა­ვალ­შიც, რად­გან ეს პრო­დუქ­ტი მუდ­მი­ვად გან­ვი­თა­რე­ბა­დია და ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მას მიჰ­ყ­ვე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე,  რა­საკ­ვირ­ვე­ლია, პე­რი­ო­დუ­ლად, გარ­კ­ვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც მოგ­ვი­წევს. თა­ვის­თა­ვად, ასე­თი მას­შ­ტა­ბის ახა­ლი პრო­დუქ­ტის და­ნერ­გ­ვის დროს, შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი ფუქ­ნ­ცი­ე­ბი  და­საწყის­ში ვერ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და მო­მა­ვალ­ში გა­ვა­კე­თებთ ან  უბ­რა­ლოდ, კე­თე­ბის/წარ­მო­ე­ბის პრო­ცეს­ში გა­მოჩ­ნ­დეს სა­კითხე­ბი, რომ­ლე­ბიც ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ, რა თქმა უნ­და, იგეგ­მე­ბა ფუნ­ქ­ცი­ო­ნა­ლის გან­ვი­თა­რე­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ში ის მას­წავ­ლებ­ლე­ბი, მოს­წავ­ლე­ე­ბი და მშობ­ლე­ბი მი­ი­ღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, რომ­ლე­ბიც უკ­ვე აქ­ტი­უ­რად იყე­ნე­ბენ ელექ­ტ­რო­ნულ ჟურ­ნალს და გვაძ­ლე­ვენ უკუ­კავ­შირს.

ესა­უბ­რა ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები