პროფესიული განათლების მიღების მსურველ პირთა ტესტირება 2020 წლის 5-6 სექტემბერს, დილის 09:00 საათზე დაიწყება.
ტესტირებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია მოცემულია საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვა აპლიკანტს შეუძლია ვებგვერდიდან: https://vet.emis.ge/#/
რეგისტრირებული აპლიკანტის საგამოცდო ბარათში, პერსონალურ მონაცემებთან ერთად, მითითებულია:
? საგამოცდო ცენტრი, რომელშიც პირი აბარებს ტესტირებას
? ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტი და საგანი/საგანთა ჯგუფი
? ტესტირების ჩატარების თარიღი
? ტესტირებაზე რეგისტრაციის დაწყების დრო
ტესტირებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს:
პროფესიულ ტესტირებაზე აპლიკანტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი და პირადობის (ბინადრობის) მოწმობა /პასპორტი ან სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიული სამსახურის ბეჭდითა და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა/ამონაბეჭდი ან სხვა დოკუმენტი, რომელშიც მოცემულია პირის ფერადი ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი.
სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად აუცილებელია აპლიკანტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი (ჯამური ქულის 25%-ზე მეტი) გადალახოს.
? 4 სექტემბერს შესაძლებელი იქნება წინასწარი ტესტირების გავლა ცენტრის ვებგვერდზე – www.naec.ge – განთავსებული ბმულის საშუალებით, 09:00 საათიდან 20:00 საათამდე.
წინასწარი ტესტირების პროცესში მონაწილეობა ნებაყოფლობითია. სურვილის შემთხვევაში, დარეგისტრირებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ სახლიდან გაუსვლელად გაეცნონ პროგრამის მოხმარების თავისებურებებს, ტესტური დავალებების ნიმუშებს და გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები.
? აღნიშნულ პროგრამაში შესვლა გამოსაცდელს შეუძლია პირადი ნომრითა და ცენტრის მიერ მოწოდებული უნივერსალური პაროლით. დეტალური ინსტრუქცია გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: www.naec.ge.
? პროფესიული ტესტირება კომპიუტერით ტარდება. ტესტი პროფესიული უნარებისა და საგნის/საგანთა ჯგუფის ნაწილებისაგან შედგება, რომელიც კონკრეტული სახელობო პროფესიის დაუფლებისათვის მნიშვნელოვანი მინიმალური (საბაზო) ცოდნისა და სპეციფიკური უნარების შეფასებას ითვალისწინებს.
☑️ პროფესიულ ტესტირებაზე აპლიკანტმა აუცილებლად უნდა იქონიოს პირბადე.
☑️ სიცხისა და რესპირაციული სიმპტომების შემთხვევაში, გამოცდაზე გამოცხადებამდე გთხოვთ მიმართოთ ოჯახის ექიმს ამბულატორიული ტესტირებისთვის.