ათასწლეულის ფონდის ორგანიზებით, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებაზე პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები ოთხ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდნენ.
გაიცანით პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2024 წლის გამარჯვებულები🏆
🏅პროფესიული განათლების სტუდენტის კატეგორიაში გამარჯვებული გახდა მარიამ ჩხაიძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის „საბიბლიოთეკო საქმე“ სტუდენტი. გამარჯვებულს პრიზი საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ გადასცა.
🏅პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრის“ პროფესიული განათლების მასწავლებელმა გურამ დავითლიძემ მოიპოვა. გამარჯვებულს პრიზი გადასცა ისრაელის საელჩომ საქართველოში.
🏅სსიპ კოლეჯი „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“, პროგრამით – ინდუსტრიული დიზაინის შესრულება 2024 წლის პროფესიული განათლების პროგრამად დასახელდა.