ნათია ქავთარაძე
სსიპ თბილისის №221 საჯარო სკოლის გერმანული ენისა და ლიტერატურის უფროსი მასწავლებელი
პროექტის გეგმა
პროექტის სახელწოდება | ,,ჩვენ ვსწავლობთ გერმანულს“ |
კლასი | V ა, V ბ, Vგ და V ე |
პრობლემის განსაზღვრა, აქტუალობა | თანამედროვე ეპოქაში, გლობალიზაციის პირობებში, ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება გერმანული ენის შესწავლას, რადგან გერმანია უმაღლესი განათლების მისაღებად სტიპენდიებს დიდი რაოდენობით გასცემს. ახალგაზრდა უცხოელებისათვის საგანგებო სამუშაო ვიზები არსებობს, ხოლო გარკვეული პროფესიებისათვის სამუშაო უფლების მიღების განსაკუთრებული წესი მოქმედებს. სამწუხაროდ, ხშირად, მშობლები და მოსწავლეები ფიქრობენ, რომ მეორე უცხო ენის, თანაც გერმანული ენის შესწავლა სრულიად ზედმეტია და საკმარისია ერთი უცხო ენის – ინგლისური ენის ცოდნა. ამას ემატება ის, რომ მშობლების უმრავლესობამ არ იცის გერმანული ენა, შესაბამისად ვერ ეხმარებიან შვილებს საშინაო დავალებების შესრულებაში და ამ ენის არჩევასაც თავს არიდებენ მეხუთე კლასში. ამას ემატებოდა ის, რომ საქართველოში ნაკლებად არის ხელმისაწვდომი გერმანულენოვანი რესურსები, ბარათები, პოსტერები და ა.შ., რაც უფრო მეტად საინტერესოს გახდიდა სწავლა სწავლების პროცესს. მოსწავლეებს ურთულდებათ ენის შესწავლა და არ აქვთ მოტივაცია.
პრობლემის უკეთ გამოკვეთის მიზნით, ჩავატარე ფოკუსჯგუფი მეხუთე კლასის მშობლებთან. სულ გამოიკითხა 36 მშობელი. ამ მეთოდმა საშუალება მომცა, ნათლად დამენახა ცალკეული საკითხი და რეალური მიზეზები თუ რატომ იკავებენ თავს მშობლები, არჩევანი გერმანული ენის სასარგებლოდ გააკეთონ და როგორ მოქმედებს მოსწავლეების მოტივაციაზე მათი ნეგატიური დამოკიდებულება (ფოკუსჯგუფის კითხვები დანართი #1). ამასთანავე საინტერესო იყო მოსწავლეების გამოკითხვაც (გამოიკითხა 60 მოსწავლე) და მათი შეხედულებების გაცნობა პრობლემის/პრობლემების გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით, რამდენად ფლობდნენ ამ საკითხის ირგვლივ ინფორმაციას და რამდენად შეუძლიათ სათანადო დახმარების აღმოჩენა თავიანთი შვილებისათვის (მოსწავლეების გამოკითხვა დანართი #2).
კვლევამ აჩვენა, რომ ბავშვები, მეორე უცხო ენის შერჩევისას, არ ირჩევენ გერმანულ ენას, რადგან არ იციან რა შესაძლებლობებს სთავაზობს მათ გერმანულის ენის ცოდნა. გარდა ამისა, ფიქრობენ, რომ საქართველოში ძალიან მცირეა, გარდა სასწავლო პროცესით გათვალისწინებული ლიტერატურისა, სხვა სასწავლო და შემეცნებითი ლიტერატურა. მშობლების გამოკითხვის დროს გამოიკვეთა, მშობელი იმიტომ არ ირჩევს, რომ უჩნდება განცდა და შიში, რომ ის ვერ შეძლებს მიეხმაროს ბავშვს საშინაო დავალებების შესრულებაში ან სათანადოდ ვერ გააკონტროლებს ბავშვის მიერ შესრულებულ საშინაო დავალებას.
|
პროექტის მიზანი | · ბავშვებში გერმანული ენისა და კულტურის შესახებ ცნობადობის გაზრდა;
· სასწავლო პროცესის გამდიდრება მრავალფეროვანი მეთოდებითა და რესურსებით; · მოსწავლეებში მეტაკოგნიტური უნარების განვითარება, ანუ დამოუკიდებელ შემსწავლელად ჩამოყალიბება.
|
კავშირი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან: | ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტიანად გამოყენება; ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება და ანალიზი;
იყოს შემოქმედი, თავად შექმნას ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე; საკუთარი შესაძლებლობებისა და ინტერესების უწყვეტი განვითარება მთელი ცხოვრების განმავლობაში და მათი მაქსიმალური რეალიზება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის საზღვრებს გარეთაც.
|
მიზნობრივი ჯგუფები | მეხუთე ა და მეხუთე ე კლასის მოსწავლეები;
მეხუთე ა და მეხუთე ე კლასის მოსწავლეთა მშობლები. |
ამოცანები და ამოცანის განხორციელების გზები (აქტივობები) | 1. სასკოლო საზოგადოებისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) პროექტის წარდგენა;
პროექტის ხელმძღვანელი სასკოლო საზოგადოების წევრებს გააცნობს პროექტის მიზნებს, ამოცანებს და შედეგებს, ისაუბრებს თუ რატომ გადაწყვიტა აღნიშნული პროექტის განხორციელება და პრეზენტაციაზე მოწვეულ სასკოლო საზოგადოების წევრებთან ერთად დასახავს გზებს პროექტში ჩართულ პირებთან ეფექტური თანამშრომლობისთვის. 2. საინფორმაციო შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან (მოსწავლე, მშობელი) გერმანული ენისა და კულტურის მიმართ ცნობადობის გაზრდის მიზნით; საინფორმაციო შეხვედრების მიზანი იყო გერმანული ენის ცნობადობის ამაღლება, შეხვედრების ციკლი ჩატარდა ცალ-ცალკე მოსწავლეებთან და მშობლებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: · არის თუ არა საჭირო გერმანული ენის ცოდნა; · რა წარმოადგენს გერმანული ენისადმი პასიური დამოკიდებულებისა და მისი შესწავლის დაბალი მოტივაციის მიზეზს; · რა შესაძლებლობებს გვთავაზობს გერმანული ენის ცოდა ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. შეხვედრაზე დამსწრე მოსწავლეები და მათი მშობლები გაეცნენ შემდეგი სახის რესურსებს: გერმანული ენის ცნობადობის გაზრდის მიზნით გოეთეს ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას: – რატომ ვისწავლოთ გერმანული? 10 მიზეზი გერმანული ენის შესასწავლად https://www.goethe.de/ins/ge/ka/spr/wdl.html – გერმანულ-ბრიტანული სკოლის ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას „არის მნიშვნელოვანი თუ არა, გერმანული რომ ვიცოდეთ?“ https://ukgermanconnection.org/yp/ist-es-wichtig-deutsch-zu-lernen/ – კიმ ბერგის გერმანულ სტატიას „ათი მიზეზი რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული“ . https://www.deutschland.de/de/topic/wissen/zehn-ueberzeugende-gruende-deutsch-zu-lernen ასევე წარვადგინე ვიდეორგოლი „ათი მიზეზი რატომ უნდა ვისწავლოთ გერმანული“ შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია, სადაც მოსწავლეებმა და მშობლებმა, მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დააფიქსირეს საკუთარი მოსაზრებები. 3. გერმანული ენის კვირეული გერმანული ენისა და კულტურის ცნობადობის გაზრდის მიზნით, სკოლაში განვახორციელეთ გერმანული ენის კვირეული, მეხუთე კლასის მოსწავლეების ჩართულობით განხორციელდა სხვადასხვა ტიპის აქტივობები, ამ ღონისძიებებზე ესწრებოდნენ დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მშობელები. · დღესასწაულები გერმანიაში – მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები, რომლის საშუალებითაც სასკოლო საზოგადოებას გააცნეს გერმანიაში შობისა და აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებული ტრადიციები. ამით უფრო მეტად გაეცნენ მოსწავლეები იმ ქვეყნის დღესასწაულებს და მათთან დაკავშირებულ ტრადიციებს, რომლის ენასაც სწავლობენ. · კომიქსების შექმნა – მოსწავლეებს მიეცათ დავალება, რომ იმ გერმანული ზმნებისგან, რომელიც მოითხოვენ მასთან მყოფი არსებითი სახელების ჩასმას Akkusativ ბრუნვაში (haben, brauchen, suchen), შეექმნათ წინადადებები, რითაც გაასაუბრებდნენ თავიანთი კომიქსების გმირებს. მათ უნდა გაემახვილებინათ ყურადღება სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ ლექსიკაზე. · ხელნაკეთი წიგნები – მოსწავლეებმა მოიძიეს მცირე ზომის გერმანულენოვანი მოთხრობები და ზღაპრები, წაიკითხეს და გაანალიზეს, შემდეგ გაეცნენ წიგნის მახასიათებლებს (სათაური, ავტორი, გამომცემლობა, ყდა, გვერდები, თავფურცელი, ილუსტრაციები, აბზაცები, წინადადებები, სასვენი ნიშნები) ბოლოს კი საკუთარი ხედვით და ფანტაზიით შექმნეს ხელნაკეთი წიგნები. · მოსწავლეების მიერ ბუკლეტების დამზადება და გავრცელება სკოლაში – მოსწავლეებმა მოძიებული და მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, შექმნეს საინფორმაციო ბროშურა, სადაც წარმოდგენილი იყო გერმანიის რუკა, (დანართი 4) ასევე დაამზადეს გერმანულ ენაზე მისალოცი ბარათები (დანართი # 4). აღნიშნული მისალოცები მოსწავლეებმა დააურიგეს V კლასის მოსწავლეებს და მათ მშობლებს.
4. თანამშრომლობის გაძლიერება გოეთეს ინსტიტუტთან
გერმანული ენის პოპულარიზაციის მიზნით, ვესტუმრეთ ინსტიტუტის 30 წლის იუბილეს აღსანიშნავად წარმოდგენილ გამოფენას, ასევე დავესწარით, #კაფკა100-ის ფარგლებში, დასკვნითი ღონისძიებას; დავესწარით გოეთეს საქართველოს ინსტიტუტში ჩატარებულ არაჩვეულებრივ ღია კარის მწვანე დღეებს, ყველაზე დასამახსოვრებელი მოსწავლეებისთვის იყო გოეთეს ინსტიტუტის ეზოში წიგნების გაცვლა-გამოცვლის ღონისძიებაზე სტუმრობა, სწოდედ ამ ღონისძიებაზე გოეთეს ინსტიტუტმა გვაჩუქა არაერთი საჭირო და საინტერესო წიგნი, ასევე ძალიან ბევრი სახალისო აქტივობების კრებული, რითიც სკოლაში შევქმენით „გერმანულენოვანი წიგნების თაროები„. აღნიშნული რესურსი დაეხმარება მასწავლებლებს და მოსწავლეებს, უფრო მეტად დახვეწონ ენა და უზრუნველყონ მისი პრაქტიკაში გამოყენება.
5. სწავლის პროცესში დამხმარე რესურსების შექმნა მესამე ძირითად პრობლემად გამოიკვეთა მშობლების ჩართულობის პრობლემა გერმანული ენის საშინაო დავალების შესრულებისას. მშობლების პრობლემაში იგულისხმებოდა, რომ ისინი ვერ ახერხებდნენ საჭირო ჩართულობას სწავლის პროცესში. ზუსტად ამ პრობლემის აღმოფხვრის გზით შევქმენი ფეისბუქის დახურული ჯგუფი მშობლებისთვის და ბავშვებისთვის, სადაც ინტენსიურად ვტვირთავ სხვადასხვა სახალისო აქტივობას, ასევე შევქმენი იუთუბ არხი, სადაც ვათავსებ ჩემი გერმანულის ვიდეოგაკვეთილებს. https://www.youtube.com/watch?v=McTUc76zhas
6. პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება – სასკოლო საზოგადოებისთვის პროექტის და პროექტის განმავლობაში შექმნილი რესურსების წარდგენა პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, მათი მშობლები, მასწავლებლები და დირექციის წარმომადგენლები. პროექის ფარგლებში შექმნილი რესურსების, ბროშურისა და პოსტერების გაცნობის შემდეგ, გაიმართა დისკუსია, სადაც მოწვეულმა სტუმრებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს პროექტში დასმული საკითხის აქტუალობის შესახებ და შეაფასეს ასევე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები. |
პროექტის განხორციელების ვადა | 2024 წლის 22 იანვარი-22 აპრილი – 3 თვე |
რესურსები | კომპიუტერი, პროექტორი, პრინტერი, სასკოლო ავეჯი, საკანცელარიო ნივთები,
გამოყენებული ლიტერატურა ♦ ჟურნალი მასწავლებელი სტატია ,, გერმანული სწავლების თავისებურებები“ https://mastsavlebeli.ge/?p=18677 ♦ https://www.goethe.de/ins/ge/ka/spr/wdl.html ♦ https://ukgermanconnection.org/yp/ist-es-wichtig-deutsch-zu-lernen/ ♦ ჟურნალი მასწავლებელი, სტატია ,,გერმანულის, როგორც მეორე უცხო ენის სწავლების პერსპექტივები“ https://mastsavlebeli.ge/?p=4005 |
შესაძლო რისკები | ტექნიკური შეფერხება (ელექტროენერგიის გამორთვა, ტექნიკის მწყობრიდან გამოსვლა);
გადაჭრის გზა – აუცილებლობა, ყველა მოსწავლემ იცოდეს ჯგუფის მიერ წარმოსადგენი მასალა; გენერატორისა და სათადარიგო ტექნიკის მომზადება. მშობლებისა და თემის ჩართულობის დაბალი ხარისხი. გადაჭრის გზა – ინდივიდუალური შეხვედრები მშობლებთან, გერმანული ენის ცნობადობის გაზრდის მიზნით. |
მოსალოდნელი შედეგები | ♦ გერმანული ენის ცნობადობის გაზრდა.
♦ დამატებითი სახალისო აქტივობების მოძიება და დანერგვა სკოლაში. ♦ მასწავლებელთან, თანაკლასელებთან და მშობლებთან ეფექტური თანამშრომლობა, იუთუბ არხის შექმნა. ♦ გერმანიის რუკის შექნმა სასკოლო საზოგადოებისთვის მიზნობრივი ინფორმაციის მოკლედ მიწოდების მიზნით. |
მდგრადობა | გერმანიისა და გერმანული ენის შესახებ მეხუთე ა და მეხუთე ე კლასის მოსწავლეებს დაუგროვდათ საკმარისი ცოდნა, ერთგვარი გამოცდილებაც.
მათმა მშობლებმაც იციან თუ რატომ ისწავლონ მათმა შვილებმა გერმანული ენა, დარწმუნდნენ იმაში, რომ გერმანული ენის ცოდნა საზოგადოებას უსაზღვრო შესაძლებლობებს სთავაზობს. შექმნილი რესურსები, რომელიც მომავალშიც დაეხმარება მასწავლებელს და მშობელს იზრუნოს გერმანული ენის ცნობიერების ამაღლებაზე. |
მონიტორინგი | პროექტის მიმდინარეობისას მასწავლებელი არის ფასილიტატორი და აწარმოებს დაკვირვებას სამოქმედო გეგმის მიხედვით ხორციელდება თუ არა პროცესი. საჭიროების შემთხვევაში, ახდენს დროულ ჩარევას, გასცემს რეკომენდაციებს და იძლევა განმავითარებელი კომენტარს. |
შეფასება | პროექტის დაწყებამდე, მიმდინარეობისას, ასევე, დასრულებისას გამოვიყენე შეფასების სქემა (დანართი 3). |
აქტივობების განხორციელების კალენდარი
N | აქტივობა | იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი |
1 | სასკოლო საზოგადოებისთვის (მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი) პროექტის წარდგენა | ||||
2 | საინფორმაციო შეხვედრები სასკოლო საზოგადოებასთან (მოსწავლე, მშობელი) გერმანული ენისა და კულტურის მიმართ ცნობადობის გაზრდის მიზნით | ||||
3 | გერმანული ენის კვირეული | ||||
4 | თანამშრომლობის გაძლიერება გოეთეს ინსტიტუტთან | ||||
5 | სწავლის პროცესში დამხმარე რესურსების შექმნა | ||||
6 | პროექტის შემაჯამებელი ღონისძიება – სასკოლო საზოგადოებისთვის პროექტის და პროექტის განმავლობაში შექმნილი რესურსების წარდგენა |
დანართი N1
ფოკუსჯგუფი
კითხვები მშობლებისთვის
რატომ ირჩევთ ან რატომ არ ირჩევთ გერმანულ ენას?
იციან თუ არა რატომ უნდა ისწავლონ თქვენმა შვილმა გერმანული ენა?
რა დადებითი მხარეები აქვს გერმანული ენის სწავლას?
რა უადვილებს თქვენ შვილს სწავლის პროცესს? შეგიძლიათ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითი?
რა ხდის სწავლის პროცესს უფრო რთულს თქვენი შვილისთვის? შეგიძლიათ მოიყვანოთ კონკრეტული მაგალითი?
როგორ ეხმარებით თქვენი შვილის გერმანული ენაში დავალებების შესრულებისას?
დანართი N2
კითხვები მოსწავლეებისათვის
რატომ ირჩევენ ან რატომ არ ირჩევენ ბავშვები გერმანულ ენას?
_________________________________________________________________
იციან თუ არა ბავშვებმა რატომ უნდა ისწავლონ გერმანული ენა?
_________________________________________________________________
რა დადებითი მხარეები აქვს გერმანული ენის სწავლას?
_________________________________________________________________
არის თუ არა მშობლის გავლენა მეორე უცხო ენის არჩევის შემთხვევაში?
_________________________________________________________________
შეგიძლიათ თუ არა დამოუკიდებლად გართვათ თავი გერმანულ ენაში საშინაო დავლების შესრულებას?
_____________________________________________________________________________
დანართი N3
შეფასების სქემა
კითხვები პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, მიმდინარეობისას, დასრულების შემდეგ
კითხვები | პასუხები |
პროექტის წინ
1. რა წინარე ცოდნა დაგეხმარება ამ პროექტზე მუშაობის დროს? 2. როგორც წესი, პროექტზე მუშაობის დროს, რა პრობლემას აწყდები ხოლმე და როგორ აპირებ მის გადაწყვეტას? 3. რამდენად ხარ დაინტერესებული ამ თემის სწავლებით? 4. რამდენად ძნელი იქნება შენთვის ამის შესწავლა? |
|
პროექტის მიმდინარეობისას:
1. რას იზამთ თუ პროექტის მიმდინარეობისას თქვენ ვერ შეძლებთ რომელიმე დავალების შეარულებას? |
|
პროექტის შემდეგ
1. რა შეგიძლიათ მომიყვეთ თქვენს პროექტზე? 2. რა არის ყველაზე მთავარი, რაც თქვენ შეიძინეთ პროექტზე მუშაობის დროს? რატომ? 3. განახორციელეთ თუ არა ყველა დასახული მიზანი? 4. როგორ აპირებთ შეძენილი ცოდნის გამოყენებას ახალ ვითარებაში? |
დანართი N4