15 სექტემბერი, ორშაბათი, 2025

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, „გარდენ ჰოლში“ პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა, ღონისძიება გახსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა.

პროგრამის მონაწილე მასწავლებლებსა და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ეკატერინე ხუციშვილმა. მან პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ მიღწევები შეაჯამა.

დღეისათვის საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მაღალმთიანი რეგიონის საჯარო სკოლებში მენტორის, წამყვანის და უფროსის სტატუსის მქონე, 13 საგნობრივი მიმართულების 141 კონსულტანტ-მასწავლებელი ასწავლის. პროგრამა ჯამში მოიცავს 10 რეგიონის, 24 მუნიციპალიტეტის 83 საჯარო სკოლას.

პროგრამის „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში, მაღალმთიან რეგიონებში მივლენილმა კონსულტანტ-მასწავლებლებმა, ღონისძიების სტუმრებს წარუდგინეს მოკლე პრეზენტაციები თავიანთი საქმიანობის, აქტივობებისა და მიღწეული შედეგების შესახებ. ასევე მოეწყო მათი მოსწავლეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა.

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება