21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უს­მე­ნენ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს

spot_img

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“, დი­ა­ლო­გის ფორ­მატ­ში, მშობ­ლებ­სა და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის, ღია მსჯე­ლო­ბა წა­მო­იწყო სას­კო­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­კითხებ­ზე ყუ­რადღე­ბის კონ­ცენ­ტ­რი­რე­ბას.

პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რა – „პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უს­მე­ნენ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს“, ასო­ცი­ა­ცი­ის „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ წევ­რებ­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის, 15 სექ­ტემ­ბერს, USAID-ის სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბის პროგ­რა­მის მხარ­და­ჭე­რით გა­ი­მარ­თა.

შეხ­ვედ­რა­ზე პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა მშობ­ლე­ბის­გან მი­ი­ღეს ინ­ფორ­მა­ცია გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ. ყუ­რადღე­ბა 4 ძი­რი­თა­დ გა­მოწ­ვე­ვა­ზე გა­მახ­ვილ­და:

⇑⇓ სას­კო­ლო კვე­ბის, ჰი­გი­ე­ნის და უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხე­ბი;

⇑⇓ ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი;

⇑⇓ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის ხე­ლის შემ­შ­ლე­ლი ფაქ­ტო­რე­ბი;

⇑⇓ სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მარ­თ­ვის და მშო­ბელ­თა ჩარ­თუ­ლო­ბის სირ­თუ­ლე­ე­ბი.

ნი­ნო გო­ნაშ­ვი­ლი, ორ­გა­ნი­ზა­ცია „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ გამ­გე­ო­ბის წევ­რი, მი­იჩ­ნევს, რომ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, პო­ლი­ტი­კო­სებ­მა პირ­ვე­ლი წყა­როს­გან შე­იტყონ, რა სირ­თუ­ლე­ებ­თან და პრობ­ლე­მებ­თან გამ­კ­ლა­ვე­ბა უწევთ მშობ­ლებს და მათ შვი­ლებს. „არ­ჩევ­ნე­ბი კარ­ზეა მომ­დ­გა­რი. გვა­ინ­ტე­რე­სებ­და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს თუ ექ­ნე­ბო­დათ ამ თე­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მა ან ისე­თი მო­საზ­რე­ბე­ბი, რო­მე­ლიც და­ფა­რავ­და ამ თე­მა­ტი­კას და გვე­ცო­დი­ნე­ბო­და, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი ამ სა­კითხებ­ზე მსჯე­ლო­ბენ და, სა­მო­მავ­ლოდ, შე­ეც­დე­ბი­ან მათ მოგვარებას. ჩავ­თ­ვა­ლეთ, რომ კარ­გი დროა შე­ვახ­სე­ნოთ ის რე­ა­ლო­ბა, რა­შიც ცხოვ­რო­ბენ ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, რა პრობ­ლე­მებს აწყ­დე­ბი­ან ისი­ნი სკო­ლებ­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ოჯა­ხებ­საც რა პრობ­ლე­მე­ბი ექ­მ­ნე­ბათ. ამი­ტომ მოგ­ვინ­და, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის­თ­ვის მიგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ეს ინ­ფორ­მა­ცია.

ბო­ლო ერ­თი წე­ლია, ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ვმუ­შა­ობთ მშობ­ლებ­თან, 800-მდე მშო­ბე­ლი გვყავს გა­მო­კითხუ­ლი, გა­მო­იკ­ვე­თა სირ­თუ­ლე­ე­ბი, რა­საც ისი­ნი აწყ­დე­ბი­ან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, რე­გი­ო­ნებ­სა თუ თბი­ლის­ში. რო­დე­საც ანა­ლი­ზი გა­ვუ­კე­თეთ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ას, ის ოთხი ძი­რი­თა­დი სა­კითხი გა­მოვ­ყა­ვით, რა­ზეც დღე­ვან­დელ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ვიმ­ს­ჯე­ლეთ“.

რაც შე­ე­ხე­ბა გა­სულ წელს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ მომ­ზა­დე­ბულ პრობ­ლე­მე­ბის ნუს­ხას, (გა­ცი­ლე­ბით ვრცე­ლია) არც ერ­თი არ გა­მოკ­ლე­ბია. ეს კი იმას ნიშ­ნავს, ამ­ბობს ნი­ნო, რომ არც ერ­თი და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მა არ მოგ­ვა­რე­ბუ­ლა ან არ დაწყე­ბუ­ლა მის მოგ­ვა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა.

„ზუს­ტად იგი­ვე პრობ­ლე­მე­ბია, სამ­წუ­ხა­როდ, წინ­ს­ვ­ლა არ არის. მშობ­ლებ­მა წელ­საც ორი კვი­რით ად­რე გა­ი­გეს, რომ მათ სკო­ლებ­ში სწავ­ლა 16 სექ­ტემ­ბერს არ იწყე­ბა, მი­ზე­ზი – შე­ნო­ბის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბია. იწყე­ბა სხვა სკო­ლებ­ში გა­და­ნა­წი­ლე­ბე­ბი და გა­და­ვა­დე­ბე­ბი… ასე­ვე არა­ფე­რი შეც­ვ­ლი­ლა სას­კო­ლო კვე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, არც სწავ­ლის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად გა­მოცხა­დე­ბუ­ლა რე­ფორ­მე­ბი; არც სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­ულ მმარ­თ­ვე­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­სი­კე­თო ძვრე­ბია. თით­ქოს სურთ გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის დე­ცენ­ტ­რა­ლი­ზე­ბა, გვეს­მის იდე­ე­ბი, თე­ო­რი­ე­ბი, მაგ­რამ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, პრაქ­ტი­კუ­ლად არა­ფე­რი ხორ­ცი­ელ­დე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, სკო­ლის დი­რექ­ტო­რე­ბი ისევ უუნა­რო მმარ­თ­ვე­ლე­ბად რჩე­ბი­ან, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბებს და­მო­უ­კი­დებ­ლად, სა­მი­ნის­ტ­როს­თან შე­თან­ხ­მე­ბის გა­რე­შე, ვერ იღე­ბენ.

ერ­თი რამ კი უდა­ვოდ შე­იც­ვა­ლა – მშობ­ლე­ბი კი­დევ უფ­რო ღი­ად სა­უბ­რო­ბენ პრობ­ლე­მებ­ზე, ვიდ­რე ად­რე და ვფიქ­რობ, ჩვენ­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ მის­ცა მათ ბიძ­გი, რომ ხმა ამო­ი­ღონ, ღი­ად ისა­უბ­რონ პრობ­ლე­მებ­ზე, მოგ­ვა­კითხონ, ერ­თად ვი­ფიქ­როთ გა­მო­სა­ვალ­ზე“.

შეხ­ვედ­რის მე­ო­რე ნა­წი­ლი პა­ნე­ლურ დის­კუ­სი­ას და­ეთ­მო, მშობ­ლე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით, სა­დაც სას­კო­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის გზე­ბი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი გა­ნი­ხი­ლეს. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას მოწ­ვე­უ­ლი ჰყავ­და 2024 წლის არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტე­ბი რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო, ისე ოპო­ზი­ცი­უ­რი მხრი­დან, თუმ­ცა, შეხ­ვედ­რას მხო­ლოდ ოპო­ზი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წ­რე­ბოდ­ნენ.

იც­ნო­ბენ თუ არა პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­ერ ინი­ცი­რე­ბულ იმ ოთხ პრობ­ლე­მას, რო­მე­ლიც რე­ა­ლუ­რად სა­ბა­ზი­სოა. შეხ­ვედ­რის მთა­ვარ კითხ­ვად იქ­ცა ერთ-ერ­თი მშობ­ლის, ხუ­თი შვი­ლის დე­დის, მა­კა სა­კან­დე­ლი­ძის მი­ერ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი­და­მი დას­მუ­ლი შე­კითხ­ვა: რის­თ­ვის და­დი­ან სკო­ლა­ში ჩე­მი შვი­ლე­ბი?

შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კო­სებ­მა პრობ­ლე­მუ­რი სა­კითხე­ბის გა­დაჭ­რის სა­კუ­თა­რი ხედ­ვე­ბი წარ­მო­ად­გი­ნეს და უმ­რავ­ლე­სო­ბამ მთა­ვარ სამ პრობ­ლე­მად სას­კო­ლო კვე­ბა, უსაფ­რ­თხო­ე­ბა და სკო­ლის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

„ჩვენს პროგ­რა­მა­ში დევს ბავ­შ­ვ­თა კვე­ბის სა­კითხი – ბავ­შ­ვებს უნ­და ჰქონ­დეთ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და თან და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის!“ – გა­ნაცხა­და გია ჯა­ფა­რი­ძემ. მან ასე­ვე ხა­ზი გა­უს­ვა სი­ღა­რი­ბის თე­მას, რო­მე­ლიც დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე.

ვახ­ტანგ მეგ­რე­ლიშ­ვი­ლის აზ­რით, ვიდ­რე ჩვენ თა­ვად არ ავი­ღებთ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას შვი­ლე­ბის გა­ნათ­ლე­ბა­ზე, მა­ნამ­დე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას არ უნ­და ვე­ლო­დოთ: „ფუ­ლი – მშობ­ლებს და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა – სკო­ლებს“ – გა­ნაცხა­და მან.

რე­ვაზ აფხა­ზა­ვამ, სას­კო­ლო კვე­ბას­თან ერ­თად, აქ­ცენ­ტი ხა­რის­ხი­ა­ნი გა­ნათ­ლე­ბის თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბის სა­კითხ­ზე გა­ა­კე­თა, მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა კვლე­ვა გვიჩ­ვე­ნებს, თუ რო­გორ გა­ნათ­ლე­ბას მი­ი­ღე­ბენ ბავ­შ­ვე­ბი ამას მა­თი სო­ცი­ა­ლუ­რი კე­თილ­დღე­ო­ბა გა­ნა­პი­რო­ბებს. ამი­ტო­მაც არის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი გა­ნათ­ლე­ბა­ზე თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა და ცალ­სა­ხად და­საკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია დღე­ვან­დელ სკო­ლა­ში სა­ბა­ზი­სო მოთხოვ­ნე­ბი: კვე­ბა, სა­ნი­ტა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა და ა.შ. „გა­მო­სა­ვა­ლი რა არის? ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან. პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უნ­და მივ­ხ­ვ­დეთ, რომ გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხ­ზე კომ­პ­რო­მი­სის გა­კე­თე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია!“.

სა­ინ­ტე­რე­სო ხედ­ვა წარ­მო­ად­გი­ნა ვა­ნო წე­რე­თელ­მა. მი­სი გან­ცხა­დე­ბით, აუცი­ლე­ბე­ლია არ­სე­ბობ­დეს ნე­ბა, რომ შევ­ქ­მ­ნათ ძლი­ე­რი დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა, წი­ნა­აღ­მ­დეგ შემ­თხ­ვე­ვა­ში, წა­ვალთ ია კერ­ძა­ი­ას გზით… მი­ვი­ღებთ მას­წავ­ლებ­ლებს მა­გი­დის ქვეშ და­მა­ლუ­ლებს ფურ­ც­ლე­ბით ხელ­ში… მი­სი­ვე აზ­რით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია „ბევ­რი ფუ­ლი – გა­ნათ­ლე­ბის ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ებს. ჩვენ შევ­ქ­მე­ნით ე.წ. „გა­ნათ­ლე­ბის ყუ­ლა­ბა“, რო­მელ­საც სა­ხელ­მ­წი­ფო ყო­ველ­წ­ლი­უ­რად შე­უვ­სებს ბავშვს და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“. სა­ბო­ლოო ჯამ­ში, თი­თო­ე­ული მოს­წავ­ლის ყუ­ლა­ბა 5 ათა­სი ლა­რით შე­ივ­სე­ბა, რაც გა­ამ­დიდ­რებს სკო­ლებს.

დის­კუ­სი­ა­ში მო­ნა­წი­ლე რუ­სუ­დან თევ­ზა­ძემ გა­ნაცხა­და, რომ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი მის­თ­ვის ნაც­ნო­ბია, რად­გან თა­ვად აქვს გა­მოც­დი­ლე­ბა რო­გორც მშო­ბელს, რო­გორც პე­და­გოგს და გა­ნათ­ლე­ბის დო­კუ­მენ­ტებ­ზე მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ანს. თუმ­ცა, მის­თ­ვის უმ­თავ­რე­სი მა­ინც სკო­ლე­ბის შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბის უსაფ­რ­თხო­ე­ბა, მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­ცე­სე­ბი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლია. „მოს­წავ­ლე­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ მა­შინ იქ­ნე­ბა პრო­ცე­სე­ბი, რო­ცა პე­და­გო­გი ჩარ­თუ­ლი არ იქ­ნე­ბა ხელ­ფა­სის მა­ტე­ბის „შე­ჯიბ­რ­ში“.

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის „მშობ­ლე­ბი გა­ნათ­ლე­ბის­თ­ვის“ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი მე­გი კავ­თუ­აშ­ვი­ლი ამბობს: „მშობ­ლე­ბი დიდ­ხანს ვე­ლო­დით, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თა­ვი­ანთ პროგ­რა­მებ­ში წარ­მო­ად­გენ­დ­ნენ იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­დაჭ­რის გზებს, რა­საც ჩვენ და ჩვე­ნი შვი­ლე­ბი სკო­ლებ­ში ყო­ველ­დღი­უ­რად ვაწყ­დე­ბით, თუმ­ცა თით­ქ­მის მო­ვი­და არ­ჩევ­ნე­ბი და ჯერ კი­დევ ვერ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მა ბავ­შ­ვე­ბის წი­ნა­შე არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. სწო­რედ ამ სა­კითხებ­ზე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ყუ­რადღე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად და­ი­გეგ­მა შეხ­ვედ­რა „პო­ლი­ტი­კო­სე­ბი უს­მე­ნენ მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლებს“.

ჩვე­ნი მი­ზა­ნი იყო, არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე პარ­ტი­ე­ბის­თ­ვის პი­რის­პირ გვეთ­ქ­ვა ის, რაც ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და რა მო­ლო­დი­ნიც გვაქვს მშობ­ლებს მათ­გან. სწო­რედ ამი­ტომ ვი­სა­უბ­რეთ მათ­თან სას­კო­ლო კვე­ბის და­ნერ­გ­ვა­ზე, სას­კო­ლო ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი კო­ლაფ­სის აღ­მოფხ­ვ­რა­ზე, სკო­ლებ­ში ფი­ზი­კუ­რი და ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი უსაფ­რ­თხო­ე­ბის სა­კითხე­ბის და­რე­გუ­ლი­რე­ბა­სა და სკო­ლის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლად მარ­თ­ვის აუცი­ლებ­ლო­ბა­ზე. ეს არ არის ის თე­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ მშო­ბელ­თა და­ხუ­რულ ჩა­თებ­ში უნ­და გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს, რო­გორც ეს აქამ­დე ხდე­ბო­და. ამა­ზე უნ­და ვი­სა­უბ­როთ ყვე­ლას­თან, ვი­საც ამის მოგ­ვა­რე­ბა შე­უძ­ლია.

პო­ლი­ტი­კო­სე­ბი შე­ე­ცად­ნენ და­ერ­წ­მუ­ნე­ბი­ნათ მშობ­ლე­ბი, რომ იციან ამ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ; შე­ე­ცად­ნენ წარ­მო­ედ­გი­ნათ თა­ვი­ან­თი ხედ­ვე­ბი. თუმ­ცა ვი­სურ­ვებ­დით უფ­რო მეტ კონ­კ­რე­ტი­კას და გეგ­მას. ვფიქ­რობთ, რომ ამ შეხ­ვედ­რის შემ­დეგ პარ­ტი­ე­ბი გა­და­ხე­და­ვენ თა­ვი­ანთ დღის წეს­რიგს და უფ­რო მე­ტი ყუ­რადღე­ბით და ინ­ტე­რე­სით მო­ე­კი­დე­ბი­ან ბავ­შ­ვე­ბის და სკო­ლის თე­მას.

რა თქმა უნ­და, არ გვგო­ნია, რომ ამ ერ­თი შეხ­ვედ­რით ყვე­ლა­ფე­რი გა­მოს­წორ­დე­ბა. თუმ­ცა ასე­თი შეხ­ვედ­რე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია, რომ მუ­დამ შე­ვახ­სე­ნოთ პარ­ტი­ებს რას ვე­ლით მათ­გან და რა­ზე უნ­და და­ხარ­ჯონ ძა­ლის­ხ­მე­ვა.

სამ­წუ­ხა­როა, რომ „ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ არ ისურ­ვა მშობ­ლე­ბის მოს­მე­ნა. ერ­თა­დერ­თი პარ­ტია, რო­მელ­მაც არ მო­უს­მი­ნა მშობ­ლებს იყო მმარ­თ­ვე­ლი პარ­ტია, თუმ­ცა ეს მა­თი არ­ჩე­ვა­ნია. მოს­წავ­ლე­თა მშობ­ლე­ბი კი არ­ჩე­ვანს 26 ოქ­ტომ­ბერს გა­ვა­კე­თებთ“.

♦ ♦ ♦

მო­ახ­დენს თუ არა მშობ­ლე­ბის მი­ერ პო­ლი­ტი­კო­სებ­თან წა­მოწყე­ბუ­ლი დი­ა­ლო­გი მათ­ზე გარ­კ­ვე­ულ გავ­ლე­ნას, რომ პროგ­რა­მებ­ში გა­ა­აქ­ტი­უ­რონ სას­კო­ლო გა­მოწ­ვე­ვე­ბი? და­ა­ფიქ­რებს თუ არა მათ ინი­ცი­რე­ბუ­ლი თე­მე­ბი? – ამის შე­სა­ხებ ნი­ნო გო­ნაშ­ვი­ლი გვპა­სუ­ხობს: „რა თქმა უნ­და, ამის მო­ლო­დი­ნიც გვაქვს და დი­დი სურ­ვი­ლიც, რომ პო­ლი­ტი­კო­სებს რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბით და­ვა­ინ­ტე­რე­სებთ. მო­ვე­ლით, რომ ჩვენ მი­ერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას ისი­ნი მარ­თ­ლაც გა­ი­აზ­რე­ბენ, იმი­ტომ რომ, სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ყვე­ლა მშობ­ლე­ბი ვართ და ეს ყვე­ლას შვილს ეხე­ბა. ვე­ლით იმა­საც, რომ თა­ვი­ანთ პროგ­რა­მებ­ში კი­დევ უფ­რო მეტ აქ­ცენტს გა­ა­კე­თე­ბენ სკო­ლებ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე, პრობ­ლე­მე­ბის გა­დაჭ­რის გზებ­ზე. იმე­დია, იმა­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ, რომ მშობ­ლე­ბი ამომ­რ­ჩევ­ლე­ბის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბა ვართ, რომ­ლებ­საც ძა­ლი­ან გვა­წუ­ხებს სკო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბა.“

     

ლალი ჯელაძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები