17 მაისი, შაბათი, 2025

პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა და მი­სი გავ­ლე­ნა ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე

spot_imgspot_img

„მშობ­ლო­ბის ოქ­როს წე­სია, მო­ე­ქე­ცი შენს შვილს ისე, რო­გორც გსურ­და შე­ნი მშობ­ლე­ბი მოგ­ქ­ცე­ოდ­ნენ.“

დოქ­ტო­რი ლუ­ი­ზა ჰარ­თი

პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი მიდ­გო­მაა, რო­მე­ლიც ეხე­ბა ბავ­შ­ვ­სა და ოჯახს შო­რის კო­მუ­ნი­კა­ცი­ას, რო­გო­რი უნ­და იყოს პო­ზი­ტი­უ­რი კო­მუ­ნი­კა­ცია, რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა აქვს ოჯახ­ში უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულ­სა და მიმ­ღებ­ლო­ბას ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ზე.

პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბის ხედ­ვა მე-20 სა­უ­კუ­ნე­ში გან­ვი­თარ­და. მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა ავ­ს­ტ­რი­ე­ლი მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რის და ფსი­ქო­თე­რა­პევ­ტის, ალ­ფ­რედ ად­ლე­რის შეხ­დუ­ლე­ბებ­მა. ის ფიქ­რობ­და, რომ ბავ­შ­ვებს მხო­ლოდ სიყ­ვა­რუ­ლით კი არა, პა­ტი­ვის­ცე­მით და მა­თი ღირ­სე­ბის დაც­ვით უნ­და მო­ვექ­ცეთ. ა. ად­ლერ­მა „ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ფსი­ქო­ლო­გი­ის ასო­ცი­ა­ცია“ და­ა­არ­სა, რომ­ლის მო­საზ­რე­ბებ­შიც ხაზ­გას­მუ­ლი იყო მშობ­ლო­ბის რო­ლი ად­რე­უ­ლი „არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­დის“ დაძ­ლე­ვა­ზე.

ად­ლე­რის აზ­რით, ყვე­ლა ბავშვს აქვს არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის გან­ც­და, რა­ი­მე სა­ხის დე­ფი­ცი­ტის ან ნაკ­ლის გა­მო, რომ­ლის დაძ­ლე­ვას ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რით ახერ­ხებს მოზ­რ­დი­ლო­ბა­ში. ამას ად­ლე­რი „კომ­პენ­სა­ცი­ის“ ტერ­მი­ნით მო­იხ­სე­ნი­ებს, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხ­მობს ბავ­შ­ვის ძლი­ერ მხა­რე­ებ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბა­სა და, სო­ცი­ა­ლუ­რად მი­სა­ღე­ბი გზით, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბას. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი – თუ ბავშვს სირ­თუ­ლე­ე­ბი აქვს კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში თა­ნა­ტო­ლებ­თან, არა­ჯან­სა­ღი გამ­კ­ლა­ვე­ბის სტრა­ტე­გიაა აგ­რე­სი­უ­ლო­ბა ან სა­კუ­თა­რი თა­ვის იზო­ლი­რე­ბა გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­გან, ხო­ლო ჯან­სა­ღი გამ­კ­ლა­ვე­ბის გზაა სა­უ­ბა­რი, გა­ზი­ა­რე­ბა მშობ­ლებ­თან, სხვა­დას­ხ­ვა სტრა­ტე­გი­ის მო­სინ­ჯ­ვა, დაკ­ვირ­ვე­ბა, სხვა ბავ­შ­ვე­ბის ქცე­ვის და ემო­ცი­ე­ბის გა­გე­ბის მცდე­ლო­ბა და ა.შ.

ად­ლე­რის აზ­რით, ბავ­შ­ვის ყვე­ლა ასო­ცი­ა­ლუ­რი ქცე­ვის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი „სო­ცი­ა­ლუ­რი ინ­ტე­რე­სის“ ნაკ­ლე­ბო­ბაა, რო­გო­რი­ცაა სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზე ზრუნ­ვა, სხვა­თა აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა, სხვა ადა­მი­ა­ნის პო­ზი­ცი­ის გა­გე­ბა. ოჯახ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა ბავშვს, მო­მა­ვალ­ში, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩარ­თუ­ლო­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას აძ­ლევს. ასე­ვე ად­ლე­რი აზ­რით, ბავ­შ­ვის ად­რე­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა და არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბას­თან გამ­კ­ლა­ვე­ბის ფუნ­ქ­ცია მხო­ლოდ დე­დას არ აქვს, ამა­ში მა­მის რო­ლიც დი­დია. ყვე­ლა ბავ­შ­ვის მა­მოძ­რა­ვე­ბე­ლი ძა­ლაა მი­კუთ­ვ­ნე­ბუ­ლო­ბა ოჯახ­თან და სა­კუ­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის გან­ც­და. ყვე­ლა ქცე­ვის სირ­თუ­ლის მქო­ნე ბავ­შ­ვის უკან იმა­ლე­ბა ბავ­შ­ვი, რო­მე­ლიც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლია და სა­ჭი­რო­ებს ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რას.

პო­ზი­ტი­უ­რი მშობ­ლო­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია რო­გორ აღიქ­ვამს მშო­ბე­ლი ბავ­შ­ვის ქცე­ვას, რამ­დე­ნად აქვს მზა­ო­ბა, ბავ­შ­ვის ქმე­დე­ბე­ბი გა­ა­ი­გი­ვოს ბავ­შ­ვის კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ფორ­მას­თან. ამ თე­მა­ზე ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო მო­საზ­რე­ბე­ბი ჰქონ­და ავ­ს­ტ­რი­ელ ფსი­ქი­ატრს, რუ­დოლფ დრე­ი­კურსს, რო­მე­ლიც ალ­ფ­რედ ად­ლე­რის შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მიმ­დე­ვა­რი იყო და კი­დევ უფ­რო გა­ნა­ვი­თა­რა მი­სი თე­ო­რია. დრე­ი­კურ­სი მი­იჩ­ნევს, რომ ბავ­შ­ვის თი­თო­ე­უ­ლი ქმე­დე­ბის უკან რამ­დე­ნი­მე მი­ზა­ნი იმა­ლე­ბა, ესე­ნია: ყუ­რადღე­ბის მიპყ­რო­ბა, რე­ვან­ში/სა­მა­გი­ე­როს გა­დახ­და, ძა­ლა­უფ­ლე­ბა და უმ­წე­ო­ბა. თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნი მი­მარ­თუ­ლია სა­კუ­თა­რი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის სხვა­დას­ხ­ვა გზით მო­პო­ვე­ბა­ზე. ბავშვს აქვს რთუ­ლი ქცე­ვა, რომ მი­იპყ­როს მშობ­ლის ყუ­რადღე­ბა და თა­ვი მშობ­ლი­სათ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად იგ­რ­ძ­ნოს; ბავ­შ­ვი, რო­მელ­საც ტკი­ვი­ლი მი­ა­ყე­ნეს, ცდი­ლობს, რე­ვან­შის გზით სხვას ატ­კი­ნოს, ძა­ლა­უფ­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვით პირ­და­პირ იწ­ვევს მშო­ბელს, რომ იგ­რ­ძ­ნოს, თუნ­დაც „ბრძო­ლით“, ის მშობ­ლის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ხო­ლო უმ­წე­ო­ბის გან­ც­დის დროს, ბავ­შ­ვი აღარ ილ­ტ­ვის, მშობ­ლი­სათ­ვის იყოს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი, რად­გან ფიქ­რობს ის ამას არ იმ­სა­ხუ­რებს.

მე-20 სა­უ­კუ­ნის ამე­რი­კე­ლი ფსი­ქო­ლო­გი დი­ა­ნა ბა­უმ­რი­დი და­ინ­ტე­რეს­და თუ რა გავ­ლე­ნას ახ­დენს აღ­ზ­რ­დის სხვა­დას­ხ­ვა მე­თო­დი და სტრა­ტე­გია ბავ­შ­ვის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზე­ბულ ადა­მი­ა­ნად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე. მან გა­მო­ყო აღ­ზ­რ­დის 3 სტი­ლი: ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი, ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი და ლი­ბე­რა­ლუ­რი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი, ამ კლა­სი­ფი­კა­ცი­ას და­ე­მა­ტა მე­ოთხე სტი­ლი, რომ­ლის ავ­ტო­რე­ბი სტენ­ფორ­დის მკვლევ­რე­ბი არი­ან – ელე­ო­ნორ მაკ­კო­ბი და ჯონ მარ­ტი­ნი.

  1. ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი – მშო­ბელ­თა მოთხოვ­ნე­ბი მა­ღა­ლია ბავ­შ­ვის მი­მართ, თუმ­ცა მშობ­ლე­ბი ჩარ­თულ­ნი არი­ან თი­თო­ე­ულ პრო­ცეს­ში. ოჯა­ხი და ბავ­შ­ვი წი­ნას­წარ თან­ხ­მ­დე­ბი­ან წე­სებ­ზე, რო­მე­ლიც თი­თო­ე­უ­ლის­თ­ვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, ასე­ვე, ერ­თად თან­ხ­მ­დე­ბი­ან მათ ცვლი­ლე­ბებ­ზე. ბავ­შ­ვი თავს და­მო­უ­კი­დე­ბელ პი­როვ­ნე­ბად გრძნობს, რო­მელ­საც ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რა და უპი­რო­ბო სიყ­ვა­რუ­ლი აქვს, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის დროს. მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, მსგავ­სი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი გუ­ლის­ხ­მობს მა­ღალ მოთხოვ­ნებს მშობ­ლებ­სა და ბავშვს შო­რის, თუმ­ცა ინარ­ჩუ­ნებს ემო­ცი­ურ სი­ახ­ლო­ვეს, პო­ზი­ტი­ურ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას და უპი­რო­ბო სიყ­ვა­რულს.

  1. ავ­ტო­რი­ტა­რუ­ლი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი – წე­სე­ბი გა­წე­რი­ლია მშობ­ლე­ბის მი­ერ, ბავშვს კი მხო­ლოდ შეს­რუ­ლე­ბა ევა­ლე­ბა. მშობ­ლებს არ აქვთ ემო­ცი­უ­რი კავ­ში­რი ბავ­შ­ვ­თან, რაც გა­მო­ი­ხა­ტე­ბა აზ­რის კითხ­ვა­ში, მი­სი ემო­ცი­ე­ბის გა­გე­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ში. ბავშვს არ აქვს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი აზ­რის, არ­ჩე­ვა­ნის გა­მოთ­ქ­მის უფ­ლე­ბა. მშობ­ლე­ბი ხში­რად ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ დას­ჯის პრინ­ცი­პით. ასე­თი აღ­ზ­რ­დის სტი­ლის დროს, ბავ­შ­ვებს ხში­რად უჩ­ნ­დე­ბათ აგ­რე­სია არა მხო­ლოდ მშობ­ლე­ბის, არა­მედ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მარ­თაც.

  1. ლი­ბე­რა­ლუ­რი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი – ასე­თი სტი­ლის დროს, ოჯახ­ში არ არ­სე­ბობს არა­ნა­ი­რი წე­სე­ბი და შე­თან­ხ­მე­ბე­ბი, თუმ­ცა ბავ­შ­ვის მი­მართ ხში­რად გა­მო­ხა­ტა­ვენ და­დე­ბით ემო­ცი­ებს. მშობ­ლებს არა­თან­მიმ­დევ­რუ­ლი აღ­ზ­რ­დის სტრა­ტე­გი­ე­ბი აქვთ – ერთ დღეს ბავშვს აძ­ლე­ვენ კონ­კ­რე­ტუ­ლი აქ­ტი­ვო­ბის უფ­ლე­ბას, მე­ო­რე დღეს რა­ტომ­ღაც არ შე­იძ­ლე­ბა ამის გა­კე­თე­ბა. ამ დროს, ბავ­შ­ვებს გა­ურ­კ­ვევ­ლო­ბის და შფოთ­ვის გან­ც­და მა­ღა­ლი აქვთ, უჭირთ თვით­კონ­ტ­რო­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სო­ცი­ა­ლუ­რი წე­სე­ბის გა­გე­ბა და შეს­რუ­ლე­ბა.

  1. ინ­დი­ფე­რენ­ტუ­ლი აღ­ზ­რ­დის სტი­ლი – ასეთ დროს მშობ­ლებს არ სცა­ლი­ათ ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის. დღის მან­ძილ­ზე შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ 1-2 სა­ა­თით ნა­ხუ­ლობ­დ­ნენ მათ, ან მუდ­მი­ვად ეჩ­ქა­რე­ბო­დეთ. მათ არ სცა­ლი­ათ მო­უს­მი­ნონ ბავშვს, გა­ა­კე­თე­ბი­ნონ არ­ჩე­ვა­ნი, გა­ი­ზი­ა­რონ მი­სი და­დე­ბი­თი თუ უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბი. ბავ­შ­ვე­ბი თავს მარ­ტო გრძნო­ბენ, აქვთ და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა და ემო­ცი­უ­რი მხარ­და­ჭე­რის დე­ფი­ციტს გა­ნიც­დი­ან.

რა პრინ­ცი­პებ­ზე დგას „პო­ზი­ტი­უ­რი“ მშობ­ლო­ბა“:

  1. მშობ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს ბავ­შ­ვის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, ბავ­შ­ვის ღირ­სე­ბის დაც­ვას და პა­ტი­ვის­ცე­მა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დამ­ყა­რე­ბას.
  2. მშობ­ლე­ბი არ იყე­ნე­ბენ მუ­ქა­რას, შე­უ­რაცხ­ყო­ფას, ძა­ლა­დო­ბის სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მას იმი­სათ­ვის, რომ ბავშვს რა­ი­მე ინ­ს­ტ­რუქ­ცია შე­ას­რუ­ლე­ბი­ნონ.
  3. მშობ­ლე­ბი ავ­ლე­ნენ დრო­ულ მხარ­და­ჭე­რას ბავ­შ­ვის მი­მართ, ზრუნ­ვას და სწავ­ლე­ბის პო­ზი­ტი­ურ ტექ­ნი­კებს.
  4. მშობ­ლე­ბი უს­მე­ნენ ბავშვს, აძ­ლე­ვენ აზ­რის გა­მოთ­ქ­მის, სა­კუ­თა­რი ემო­ცი­ე­ბის გად­მო­ცე­მის, აღ­წე­რის სა­შუ­ა­ლე­ბას.
  5. წე­სე­ბი და პო­ზი­ტი­უ­რი დის­ციპ­ლი­ნა წი­ნას­წარ შე­თან­ხ­მე­ბუ­ლია ბავ­შ­ვ­თან, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია მი­სი პი­რო­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი. ბავშვს წი­ნას­წარ აქვს ინ­ფორ­მა­ცია დღის მან­ძილ­ზე მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, გა­რე­მო პროგ­ნო­ზი­რე­ბა­დია და აქ­ტი­უ­რად ერ­თ­ვე­ბა მას­ში.
  6. ბავ­შ­ვი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა­ში, რო­გო­რი­ცაა: საკ­ვე­ბი, ტან­საც­მ­ლის არ­ჩე­ვა, სად­მე წას­ვ­ლა, ბა­ღის შერ­ჩე­ვა, და­მა­ტე­ბი­თი ჰო­ბის არ­ჩე­ვა და ა.შ.

რეკომენდაციები მშობლებს

  1. ბავ­შ­ვებს ესა­უბ­რეთ „მე“ წი­ნა­და­დე­ბე­ბით, ანუ რო­ცა გსურთ რა­ი­მე სა­კითხ­ზე აზ­რის გა­მოთ­ქ­მა, წი­ნა­და­დე­ბა და­იწყეთ – „მე ვფიქ­რობ, მე მგო­ნია, მე ვგრძნობ“…
  2. ბავ­შ­ვ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ის პრო­ცეს­ში ისა­უბ­რეთ სა­კუ­თარ ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე, აღ­წე­რეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი, სა­ხე­ლი და­არ­ქ­ვით და გა­ა­ცა­ნით ბავშვს, ამით ხელს შე­უწყობთ, რომ ბავ­შ­ვ­მაც მოგ­ბა­ძოთ და და­იწყოს სა­კუ­თარ ემო­ცი­ებ­ზე სა­უ­ბა­რი;
  3. რო­ცა თქვე­ნი პა­ტა­რა ამ­ჟ­ღავ­ნებს პრო­ტესტს, რთულ ქცე­ვას ან გაბ­რა­ზე­ბუ­ლია, ჯერ დამ­შ­ვიდ­დით და შემ­დეგ ესა­უბ­რეთ მას. და­უს­ვით კითხ­ვე­ბი, შე­ის­წავ­ლეთ მი­სი ემო­ცი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. და­უს­ვით ისე­თი კითხ­ვე­ბი (რას ფიქ­რობ, რო­გორ მო­ვიქ­ცეთ, რა­ტომ, კი­დევ რას იტყ­ვი ამ სა­კითხ­ზე), რო­მე­ლიც და­ეხ­მა­რე­ბა უკეთ გად­მოს­ცეს სა­კუ­თა­რი ფიქ­რე­ბი და ემო­ცი­ე­ბი;
  4. რო­ცა ბავ­შ­ვი არა­სა­სურ­ველ ქცე­ვას ავ­ლენს, გა­ე­სა­უბ­რეთ მის ქცე­ვა­ზე და არ შე­ე­ხოთ მის პი­როვ­ნე­ბას. მა­გა­ლი­თად, დღეს ასე რომ მო­ი­ქე­ცი მეწყი­ნა და არა – დღეს ცუ­დი გო­გო იყა­ვი, რად­გან ასე მო­ი­ქე­ცი…
  5. ყო­ველ­თ­ვის შე­ას­რუ­ლეთ, რა­საც დაჰ­პირ­დე­ბით, არ მო­ატყუ­ოთ ბავ­შ­ვი. მი­ღე­ბუ­ლი წე­სე­ბი და შე­თან­ხ­მე­ბე­ბი თქვენც შე­ას­რუ­ლეთ და რო­ცა რა­ი­მეს და­არ­ღ­ვევთ, აუხ­სე­ნით ბავშვს, რა­ტომ გა­ა­კე­თეთ ასე;
  6. გა­მო­ი­ყე­ნეთ პო­ზი­ტი­უ­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცი­ე­ბი ბავ­შ­ვ­თან. მა­გა­ლი­თად, ნაც­ვ­ლად „არ და­ტო­ვო სა­თა­მა­შო­ე­ბი არე­უ­ლი“, გა­მო­ი­ყე­ნეთ პირ­და­პი­რი ინ­ს­ტ­რუქ­ცია – „მო­დი, ჩა­ვა­ლა­გოთ ბო­ლოს სა­თა­მა­შო­ე­ბი“.

 

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა

სო­ფიო მე­ლა­ძემ

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება