22 დეკემბერი, კვირა, 2024

„პი რიცხვის“ მსოფლიო მათემატიკური დღე

spot_img

სსიპ ქალაქ თბილისის №72 საჯარო სკოლის VIდ, VIვ, VIIგ, XIგ  კლასების მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო „პი რიცხვის“ დღისადმი მიძღვნილ პროექტში „ჩემი თვალით დანახული გეომეტრიული სამყარო“. მსოფლიოში აღიარებული მათემატიკის დღესასწაული = 3,14 აღინიშნება მესამე თვის 14-ში. ჩვენმა სკოლამაც სწორედ ამ დღეს მიუძღვნა მათემატიკური კვირეული.

მოსწავლეებმა (პედაგოგი – ლელა ხუნაშვილი) ყველა დაგეგმილი აქტივობა წარმატებით განახორციელეს. დილა პოზიტიური განწყობით დაიწყო, „პი რიცხვის“ მუსიკის ფონზე, სკოლაში შემომსვლელ მოსწავლეებსა და პედაგოგებს, მონაწილეებმა გადასცეს ფლაერები, რითაც შეახსენეს „პი რიცხვის“ მნიშვნელობა და შინაარსი. ფოიეში ყურადღებას იქცევდა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა. ბავშვები ხალისით ასრულებდნენ აქტივობას – შეავსე სიტყვა „პის“ დახმარებით. თითოეულ კლასში ჩატარდა გეომეტრიული მოდელების პრეზენტაციები. გაიმართა კონკურსები:

1) კუბის ჩქარი აწყობა;

2) „პი რიცხვის“ მიმდევრობაში დამახსოვრებული ციფრების სწორად და სწრაფად წარმოდგენა;

3) მათემატიკური ფოკუსები.

მოსწავლეებმა დერეფანში „პი რიცხვის“ მიმდევრობის ცოცხალი ჯაჭვი მოაწყვეს. ღონისძიების ბოლოს კი, „პის“ დაბადების დღე აღნიშნეს, მათ მიერ გაკეთებული -ს ფორმის ტორტებით. მართლაც დაუვიწყარი იქნება ეს დღე მათთვის, დიდხანს გაჰყვებათ საკუთარი ხელით შექმნილი მათემატიკური მოდელების შთაბეჭდილებები და არასდროს დაავიწყდებათ. იქნებ ეს პროექტი ბიძგი იყოს მათი მომავალი პროფესიის სწორად შერჩევა-ჩამოყალიბებაში.

გამოფენა დაათვალიერეს სკოლაში სტუმრად მოსულმა კრწანისის რაიონის გამგებელმა, ბექა მიქაუტაძემ და საკრებულოს დეპუტატმა, ლევან ჯაფარიძემ.

სკოლის დირექცია მადლობას უხდის პედაგოგ ლელა ხუნაშვილს და ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის.

მანანა კიკაჩეიშვილი
სკოლის დირექტორი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები