21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

პა­ტა­რა სა­სახ­ლის დიდი რეტ­როს­პექ­ტი­ვა

spot_img

ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლის­თ­ვის ცნო­ბი­ლია, რომ   2023 წლის ოქ­ტომ­ბ­რი­დან 2024 წლის თე­ბერ­ვ­ლამ­დე, კულ­ტუ­რის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ „ევ­რო­პა­ლი­ის“ ფარ­გ­ლებ­ში, ბელ­გი­ა­სა და ევ­რო­პის სხვა ქვეყ­ნებ­ში, ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის მას­შ­ტა­ბუ­რი რეტ­როს­პექ­ტი­ვა გა­ი­მარ­თა.  ევ­რო­პელ აუდი­ტო­რი­ას პირ­ვე­ლად მი­ე­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გაც­ნო­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თ­ვე­ლოს 26-სა­უ­კუ­ნო­ვან ის­ტო­რი­ას, ტრა­დი­ცი­ებ­სა და კულ­ტუ­რულ მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბას, ისე ქარ­თულ ავან­გარ­დულ ხე­ლოვ­ნე­ბას, მე-20 სა­უ­კუ­ნის ქარ­თ­ვე­ლი და სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ემიგ­რი­რე­ბუ­ლი ევ­რო­პე­ლი არ­ტის­ტე­ბის ნა­მუ­შევ­რებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვა­ნებს. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ მას­შ­ტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი აკორ­დი ევ­რო­კავ­ში­რის კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სის მი­ღე­ბა აღ­მოჩ­ნ­და, რა­მაც წი­ნა­ა­სა­ხალ­წ­ლოდ ქარ­თ­ველ მო­სახ­ლე­ო­ბა­ში პან­დე­მი­ის პე­რი­ო­დის ბუ­რუ­სი  გა­ფან­ტა და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი ორი­ენ­ტი­რე­ბი და­ა­დას­ტუ­რა.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში, პა­რიზ­ში, პე­ტიტ პა­ლე­ში, მას­შ­ტა­ბუ­რი გა­მო­ფე­ნა „მო­დერ­ნის პა­რი­ზი (1905-1925)“ გა­ი­მარ­თა, რო­მე­ლიც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის  მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ მოვ­ლე­ნებს წარ­მოგ­ვიდ­გენ­და. ეს გა­მო­ფე­ნა აღ­სა­ნიშ­ნა­ვია იმი­თაც, რომ თვალ­სა­ჩი­ნოს ხდი­და სა­უ­კუ­ნე­თა მიჯ­ნა­ზე,  რეპ­რე­სი­ე­ბის წი­ნა პე­რი­ოდ­ში მცხოვ­რე­ბი, ქარ­თ­ვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ას,  ჩარ­თუ­ლიყ­ვ­ნენ ევ­რო­პუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცე­სებ­ში და ქარ­თ­ვე­ლი აუდი­ტო­რი­ის­თ­ვის ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი გა­ეც­ნოთ.

გა­მო­ფე­ნის და­საწყის­ში, დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი ეც­ნო­ბო­და ყვე­ლა იმ ეტაპს,  რო­მელ­მაც კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი, ბურ­ჟუ­ა­ზი­უ­ლი დე­და­ქა­ლა­ქის თა­ნა­მედ­რო­ვე, სი­ნათ­ლი­თა და სი­ახ­ლე­ე­ბით სავ­სე მსოფ­ლიო ცენ­ტ­რად გარ­დაქ­მ­ნა გა­ნა­პი­რო­ბა. 1900 წელს, პა­რი­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოცხად­და „სი­ნათ­ლის ქა­ლა­ქად“, მას შემ­დეგ, რაც მუ­ლენ-რუჟ­ში ელექ­ტ­რო­გა­ნა­თე­ბა ჩა­ირ­თო, პირ­ვე­ლი უნი­ვერ­სა­ლუ­რი გა­მო­ფე­ნის დროს, ქა­ლა­ქი მსოფ­ლი­ოს თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბის დე­და­ქა­ლა­ქად იქცა.

სა­ხელ­მ­წი­ფოს ეკ­ლე­სი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბა 1905 წელს; თვით­მ­ფ­რი­ნა­ვით  ალ­ბერ­ტო სან­ტოს დიუ­მო­ნის პირ­ვე­ლი ფრე­ნა 1906 წელს; პოლ პუ­ა­რეს მი­ერ შექ­მ­ნი­ლი პირ­ვე­ლი კა­ბა კორ­სე­ტის გა­რე­შე 1907 წელს და ამა­ვე წელს, ქალ­თა შრო­მი­თი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თ­ვის ახა­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა;  პირ­ვე­ლი რა­დიო სიგ­ნა­ლი, რო­მე­ლიც ეიფე­ლის კოშ­კი­დან ვრცელ­დე­ბო­და 1908 წელს, იმა­ვე წელს მოწყო­ბი­ლი, ავ­ტო­მო­ბილ­თა გა­მო­ფე­ნა, რო­მელ­ზეც პირ­ვე­ლად იყო წარ­მოდ­გე­ნი­ლი თვით­მ­ფ­რი­ნა­ვე­ბიც;  კუ­ბიზ­მის და­ბა­დე­ბა 1908 წელს და მომ­დევ­ნო წელს ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი მა­ნი­ფეს­ტის პრე­ზენ­ტა­ცია; პირ­ვე­ლი მეტ­როს გახ­ს­ნა 1910 წელს, რო­მე­ლიც მონპარ­ნას­სა და მონ­მარტრს ჩრდი­ლო­ეთ-სამ­ხ­რე­თის ხა­ზით აკავ­ში­რებ­და; სე­ნის წყალ­დი­დო­ბა, რო­მელ­მაც ქა­ლა­ქის არ­ქი­ტექ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა გა­ნა­პი­რო­ბა; 1911 წელს პა­რი­ზის გრინ­ვი­ჩის სა­ა­თობ­რივ დრო­ზე გა­დას­ვ­ლა; 1912 წელს მო­დერ­ნის­ტ­თა პირ­ვე­ლი ფარ­თო რეტ­როს­პექ­ტი­ვა;  1913 წელს, ევ­რო­პა­ში ემიგ­რი­რე­ბუ­ლი კომ­პო­ზი­ტო­რის, სტრა­ვინ­ს­კის „კურ­თხე­უ­ლი გა­ზაფხუ­ლის“ დად­გ­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი სკან­და­ლი და ოქ­როს სექ­ცი­ის მხატ­ვარ­თა, მათ შო­რის, მარ­სელ დუ­შამ­პის პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა ნიუ-იორ­კ­ში.  ამა­ვე წელს, მარ­სელ პრუს­ტი­სა და გი­ი­ომ აპო­ლი­ნე­რის პირ­ვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბი და ხმელ­თა­შუა ზღვა­ზე რო­ლანდ გა­როს პირ­ვე­ლი გა­დაფ­რე­ნა – და­მთ­ვა­ლი­ერე­ბე­ლი ყველა ამ მოვლენას გამოფენამდე ეცნობა.

და­ახ­ლო­ე­ბით, 400 შე­დევ­რი, ფერ­წე­რუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი­დან ქან­და­კე­ბამ­დე, კი­ნოს, მუ­სი­კის, არ­ქი­ტექ­ტუ­რის, მო­დის, ლი­ტე­რა­ტუ­რი­სა და ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი დი­ზა­ი­ნის ნი­მუ­შე­ბის ჩათ­ვ­ლით, სრულ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას გვიქ­მ­ნი­და ეპო­ქის ცხოვ­რე­ბა­ზე.  გა­მო­ფე­ნა მე­სა­მე ნა­წი­ლი იყო დი­დი ტრი­ლო­გი­ი­სა და მას წინ უძღო­და ექ­ს­პო­ზი­ცი­ე­ბი –  „პა­რი­ზი 1900: ქა­ლა­ქი სპექ­ტაკ­ლი“  და „რო­მან­ტი­კუ­ლი პა­რი­ზი 1815-1848“.  სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ  მას­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი იყო ყვე­ლა სხვა მუ­ზე­უმ­ში და­ცუ­ლი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და ის­ტო­რი­უ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი. რო­ბერტ დე­ლო­ნი, სო­ნია დე­ლო­ნი, მარკ შა­გა­ლი,  მარ­სელ დუ­შამ­პი, ფერ­ნარდ ლე­ჟე, თა­მა­რა დე ლემ­პიც­კა, ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნი, ჰა­ნა ორ­ლო­ვი და სხვე­ბი. გა­მო­ფე­ნა­ზე ცალ­კე სექ­ცია და­ეთ­მო ორი­გი­ნალ, პირ­ველ თვით­მ­ფ­რი­ნა­ვებ­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ებ­საც.

დამ­თ­ვა­ლი­ე­რებ­ლე­ბის მოგ­ზა­უ­რო­ბა, და ეს გა­მო­ფე­ნა მარ­თ­ლაც ეპო­ქა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბა იყო, იწყე­ბო­და მონ­მარ­ტ­რის აღ­წე­რი­თა და მი­სი მო­ბი­ნად­რე დამ­წყე­ბი მხატ­ვ­რე­ბის ის­ტო­რი­ით. არ­ტის­ტე­ბი პა­რი­ზი­დან, ეს­პა­ნე­თი­დან, იტა­ლი­ი­დან, რო­ცა პი­კა­სო ჯერ კი­დევ მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე, მონ­პარ­ნას­ზე ცხოვ­რობ­და და შე­მოქ­მე­დე­ბით გზას იკ­ვ­ლევ­და. ალ­ბათ, ზო­გი  მკითხ­ვე­ლის­თ­ვის გა­საკ­ვი­რია,  რომ იმ პე­რი­ო­დის მხატ­ვ­რე­ბი სწო­რედ ისეთ გა­რე­მო­ში ცხოვ­რობ­დ­ნენ, რო­გო­რც დღე­ვან­დელ სტუ­დენ­ტურ ქა­ლაქ­ში – ჩვე­ნი თა­ნა­მედ­რო­ვე­ე­ბი.

შანზ-ელი­ზეს რე­გი­ო­ნი ევ­რო­პუ­ლი მო­დერ­ნიზ­მის აკ­ვ­ნად თა­ნდა­თან იქ­ცა. ეს იყო პე­რი­ო­დი, რო­ცა პე­ტიტ პა­ლეს პირ­და­პირ მდე­ბა­რე, გრან პა­ლე თა­ნა­მედ­რო­ვე მიმ­დი­ნა­რე­ო­ბებს, „შე­მოდ­გო­მის სა­ლონს“ და „და­მო­უ­კი­დე­ბელ­თა სა­ლონს“, ყო­ველ წელს მას­პინ­ძ­ლობ­და. აქ გა­მოვ­ლინ­და რუ­სოს, მა­ტი­სი­სა და კის ვან დონ­გე­ნის უნი­კა­ლუ­რო­ბა.

1901 წელს, გრან პა­ლემ პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის, ვე­ლო­სი­პე­დე­ბი­სა და სპორ­ტის გა­მო­ფე­ნა მო­აწყო, რო­მელ­მაც თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლო­ვან­თა ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო და მა­თი ხე­ლოვ­ნე­ბის ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტე­ბით გამ­დიდ­რე­ბის­თ­ვის შთა­გო­ნე­ბად იქ­ცა. მას შემ­დეგ, ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებ­ში სულ უფ­რო ხში­რად ჩნდე­ბო­და მოძ­რა­ო­ბის იმ­პულ­სი, ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სი­ახ­ლე­ე­ბის მიმ­ღებ­ლო­ბა, მე­ქა­ნი­კუ­რი დე­ტა­ლე­ბი და ინ­ტერ­დის­ციპ­ლი­ნა­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბი. ერ­თი შე­ხედ­ვით, კლა­სი­კურ პე­ი­ზა­ჟებ­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩნდე­ბა კა­ცობ­რი­ო­ბის ახა­ლი მიღ­წე­ვე­ბი, იქ­ნე­ბა ეს თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი,  დი­ლი­ჟაბ­რი, ვე­ლო­სი­პე­დი თუ ელექ­ტ­რო­გა­ნა­თე­ბა.

გა­მო­ფე­ნა­ზე ერთ-ერთი ცენ­ტ­რა­ლური ად­გი­ლი უჭი­რავს  იტა­ლი­ე­ლი თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვ­რის, გრა­ფი­კო­სი­სა და მო­ქან­და­კის, ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ფუ­ტუ­რიზ­მი­სა და კუ­ბიზ­მის წარ­მო­მად­გენ­ლის, ჯი­ნო სე­ვე­რი­ნის ფერ­წე­რულ ტი­ლოს „პან პა­ნის ცეკ­ვა მო­ნი­კო­ზე“ (1909-11).  მხატ­ვა­რი რომ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სტი­ლიც ცნო­ბი­ლი იყო სიჩ­ქა­რის, დრო­ის, ტექ­ნო­ლო­გი­ის, სი­ნათ­ლის წარ­მო­ჩე­ნით, ამ ნა­ხატ­ში კა­ლე­ი­დოს­კო­პუ­რად ასა­ხავს მო­ცეკ­ვა­ვე­ებ­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე ქა­ლა­ქის აუდი­ტო­რი­ის ცხოვ­რე­ბას. სე­ვე­რინ­მა სხვა­დას­ხ­ვა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სტი­ლი გა­ა­ერ­თი­ა­ნა, მათ შო­რის, პუ­ან­ტი­ლიზ­მიც და კაშ­კა­შა ფე­რე­ბით გად­მოს­ცა პერ­სო­ნაჟ­თა  სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა. სე­ვე­რი­ნის მო­ტი­ვა­ცია  კონ­სერ­ვა­ტორ­თა ახა­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ვა და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქის ვიბ­რა­ცი­ის გად­მო­ცე­მა იყო.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჟან კოქ­ტოს სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რებ­მა, რო­მე­ლიც დღე­საც სრუ­ლი­ად თა­ნა­მედ­რო­ვედ აღიქ­მე­ბა.   რო­გორც ვი­ცით, მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა ყვე­ლა ავან­გარ­დის­ტულ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აერ­თი­ა­ნებ­და, ხო­ლო ან­ტი­კუ­რი თე­მე­ბი სტი­ლი­ზე­ბუ­ლად იყო და­მუ­შა­ვე­ბუ­ლი.

დამ­თ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი რე­ნე კლე­რის, ფერ­ნარ ლე­ჟე­სა და ჩარ­ლი ჩაპ­ლი­ნის მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ან შე­დევ­რებ­საც გა­ეც­ნო­ბა.

„მო­დერ­ნის პა­რი­ზი“ აშუ­ქებს ყვე­ლა იმ შემ­თხ­ვე­ვი­თო­ბა­სა და სკან­და­ლურ მოვ­ლე­ნას, რომ­ლი­თაც ცნო­ბი­ლია მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბე­ბი და რო­მე­ლიც ეტა­პობ­რი­ვად ქმნი­და თა­ნა­მედ­რო­ვე ეპო­ქას.

გა­მო­ფე­ნის ერ­თი ნა­წი­ლი პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის გა­მოც­დი­ლე­ბა­სა და პე­ტიტ პა­ლეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს ეძღ­ვ­ნე­ბა.  აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ომის პე­რი­ოდ­ში, პე­ტიტ პა­ლემ შე­აგ­რო­ვა და შე­უ­ლა­მა­ზებ­ლად მო­აწყო საბ­რ­ძო­ლო მოქ­მე­დე­ბე­ბით და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შე­ბის გა­მო­ფე­ნა. აქ­ვეა წარ­მოდ­გე­ნი­ლი ან­დ­რე ბრე­ტო­ნი­სა და გი­ი­ომ აპო­ლი­ნე­რის შე­მოქ­მე­დე­ბა. ან­დ­რე ბრე­ტო­ნი სა­ნიტ­რად იყო ომ­ში, სა­დაც გიი­ომ აპო­ლი­ნე­რი გა­იც­ნო.  ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლია გიი­ომ აპო­ლი­ნე­რის ომის შემ­დ­გო­მი გა­მო­ცე­მა, რო­მე­ლიც პი­კა­სომ გა­ა­ფორ­მა. ომ­ში, ლექ­სე­ბის კითხ­ვი­სას დაჭ­რი­ლი და გა­დარ­ჩე­ნი­ლი აპო­ლი­ნე­რი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გრი­პის ეპი­დე­მი­ამ იმ­ს­ხ­ვერ­პ­ლა. მე­გობ­რის ხსოვნისთვის მა­ტის­მა და პი­კა­სომ ორი ნა­მუ­შე­ვა­რი აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყი­დეს და მე­მო­რი­ა­ლი შექ­მ­ნეს, რომ­ლის ავ­ტო­რიც პი­კა­სო გახ­ლავთ.

აქ­ვე გა­ვი­გეთ, რომ მხატ­ვარ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი მებ­რ­ძო­ლებს კა­მუფ­ლა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბას ას­წავ­ლიდ­ნენ. პირ­ველ მსოფ­ლიო ომ­ში, ცალ­კე შე­იქ­მ­ნა ფრანგ  ხე­ლო­ვან­თა რაზ­მი, ორა­სამ­დე მხატ­ვა­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი, სკულ­პ­ტო­რი, დე­კო­რა­ტო­რი სა­გან­გე­ბოდ ეს­წ­რე­ბო­და სე­მი­ნა­რებს პა­რი­ზელ დე­კო­რა­ტორ, ემილ ბერ­ტან­თან, რომ კა­მუფ­ლა­ჟის ხე­ლოვ­ნე­ბა შემ­დეგ სხვა მებ­რ­ძო­ლე­ბის­თ­ვის ეს­წავ­ლე­ბი­ნა. მარ­თ­ლაც, სა­მა­გა­ლი­თო ამ­ბა­ვი აღ­მოჩ­ნ­და. ყუ­რადღე­ბას იპყ­რობს კარ­ტი­ეს პატ­რი­ო­ტულ თე­მა­ზე ომის შემ­დ­გო­მ შექ­მ­ნი­ლი სამ­კა­უ­ლე­ბი, რო­გო­რიც არის ტრი­უმ­ფა­ლუ­რი თა­ღი და საფ­რან­გე­თის დრო­შა.

მომ­დევ­ნო დარ­ბაზ­ში, პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის შემ­დ­გო­მი პე­რი­ო­დია წარ­მოდ­გე­ნი­ლი, რო­მე­ლიც ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის აღ­წე­რით გრძელ­დე­ბა. 1920 წელს, ამე­რი­კა­ში ალ­კო­ჰო­ლით ვაჭ­რო­ბის აკ­რ­ძალ­ვა მსოფ­ლი­ო­ზე აისა­ხა. 1920-იან წლებ­ში, ომამ­დე, არტ ნუ­ვოს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას არტ დე­კო ენაც­ვ­ლე­ბა, რაც არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი ნი­მუ­შე­ბით არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი.  ამა­ვე წელს, პა­რიზ­ში, და­და­იზ­მის მიმ­დე­ვარ­თა პირ­ვე­ლი გა­მო­ფე­ნა გა­ი­მარ­თა, ხო­ლო თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლებ­მა შვე­დუ­რი ბა­ლე­ტი შანზ-ელი­ზეს ახალ თე­ატ­რ­ში პირ­ვე­ლად იხი­ლეს. 1921 წელს, პა­რი­ზის კონ­ფე­რენ­ცი­ის შემ­დეგ, ეიფე­ლის კოშ­კი­დან პირ­ვე­ლი რა­დი­ოპ­როგ­რა­მა გა­ვი­და ეთერ­ში. კომ­პო­ზი­ტორ­თა ჯგუ­ფი „ექ­ვ­სი“ სულ უფ­რო პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა, ხო­ლო სპორ­ტ­ს­მენ ქალ­თა პირ­ველ მსოფ­ლიო ოლიმ­პი­ა­და­სა და ფრან­გი მწერ­ლის, ის­ტო­რი­კო­სი­სა და პუბ­ლი­ცის­ტის, ვიქ­ტორ მარ­გე­რი­ტის  ახალ რო­მანს „ქა­ლა­ბი­ჭა“ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დი­დი რე­ზო­ნან­სი და აზ­რ­თა სხვა­დას­ხ­ვა­ო­ბა მოჰ­ყ­ვა. ნა­წარ­მო­ე­ბის ინ­გ­ლი­სუ­რი თარ­გ­მა­ნი, 1923 წელს, ალ­ფ­რედ კნოფ­მა გა­მოს­ცა. რო­მა­ნი გვი­ამ­ბობს ახალ­გაზ­რ­და ქალ­ზე, რო­მელ­მაც მას შემ­დეგ, რაც საქ­მ­როს ღა­ლა­ტი გა­ი­გო,  ქორ­წი­ნე­ბა ჩა­შა­ლა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­იწყო.  ამ ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო, ავ­ტო­რი სა­პა­ტიო ლე­გიო­ნი­დან გა­რიცხეს, თუმ­ცა, მის მი­ერ მოთხ­რო­ბი­ლი ამ­ბა­ვი რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში ხში­რად გვხვდე­ბო­და.

1924 წელს, ან­დ­რე ბრე­ტო­ნი სი­უ­რე­ა­ლიზ­მის მა­ნი­ფესტს ქმნის. რო­გორც აღ­ვ­ნიშ­ნეთ, ან­დ­რე ბრე­ტო­ნი მე­დი­ცი­ნა­სა და ფსი­ქი­ატ­რი­ას სწავ­ლობ­და და პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ომის დროს,  ნევ­რო­ლო­გი­ურ კლი­ნი­კა­ში მსა­ხუ­რობ­და, სა­დაც კონ­ტუ­ზი­ა­მი­ღე­ბულ ჯა­რის­კა­ცებს ფრო­ი­დის მე­თო­დით კურ­ნავ­და. ბრე­ტო­ნი ფიქ­რობ­და, რომ 1920-იანი წლე­ბის, ომის შე­დე­გე­ბით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის გზა ხე­ლოვ­ნე­ბა­ში ლო­გი­კის­გან თა­ვი­სუ­ფა­ლი მიდ­გო­მე­ბი იყო.  ასე­ვე, 1924 წელს, სიტ­რო­ე­ნის ხელ­შეწყო­ბით, აფ­რი­კა­ში პირ­ვე­ლი რა­ლი იმარ­თე­ბა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ისიც, რომ ფრან­გი  მფრი­ნა­ვი ქა­ლი, ად­რი­ენ ბო­ლა­ნი ახალ რე­კორდს ამ­ყა­რებს. წარ­მო­შო­ბით ბელ­გი­ე­ლი მფრი­ნა­ვის ან­დებ­ზე, არ­გენ­ტი­ნა­ში საჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­დაფ­რე­ნა საფ­რან­გე­თის კონ­სულს სა­პირ­ვე­ლაპ­რი­ლო ხუმ­რო­ბა ეგო­ნა. დღეს ად­რი­ენ ბო­ლა­ნი არ­გენ­ტი­ნის სა­ფოს­ტო მარ­კა­ზეა გა­მო­სა­ხუ­ლი.   იგი  საფ­რან­გე­თის გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბის აქ­ტი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო და საფ­რან­გე­თის ლე­გი­ო­ნის ორ­დე­ნით და­ჯილ­დოვ­და.

1905 წლი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის ფონ­ზე, სულ უფ­რო მე­ტი ქა­ლი ხე­ლო­ვა­ნი გა­მო­დის ას­პა­რეზ­ზე, მათ შო­რის, მა­რი ლო­რან­სე­ნი, ჟაკ­ლინ მარ­ვა­ლი,   სო­ნია დე­ლო­ნი, მა­რი ვა­სი­ლი­ე­ვა, თა­მა­რა დე ლემ­პიც­კა, რომ­ლე­ბიც ავან­გარ­დულ ხე­ლოვ­ნე­ბას ქმნი­ან.  მჩქე­ფა­რე ოცი­ა­ნი წლე­ბის სიმ­ბო­ლოდ ქა­ლი ფლე­პე­რის პერ­სო­ნა­ჟი იქ­ცა, რო­მე­ლიც ჯა­ზის პე­რი­ო­დე­ბი­დან მარ­გა­ლი­ტის მძი­ვი­თა და სა­ცეკ­ვაო მო­ედ­ნე­ბით გვახ­სენ­დე­ბა.

1924 წელს, საფ­რან­გეთ­მა მი­ი­ღო კა­ნო­ნი ფე­რად­კა­ნი­ან­თა დაც­ვის შე­სა­ხებ. ამ პე­რი­ოდ­ში ჩა­მო­დის საფ­რან­გეთ­ში ჟო­ზე­ფინ ბე­ი­კე­რი, ფე­რად­კა­ნი­ა­ნი მო­ცეკ­ვა­ვე, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი კულ­ტუ­რის კაშ­კა­შა წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლავთ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბე­ი­კე­რი აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობ­და საფ­რან­გე­თის გა­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბელ მოძ­რა­ო­ბა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს და  გე­ნე­რალ­მა შარლ დე გოლ­მა სა­პა­ტიო ლე­გი­ო­ნის კა­ვალ­რად აღი­ა­რა. პლან­ტა­ცი­ებ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბე­ი­კე­რი პირ­ვე­ლი ფე­რად­კა­ნი­ა­ნი ქა­ლია, რო­მე­ლიც სრულ­მეტ­რა­ჟი­ან ფილ­მ­ში გა­და­ი­ღეს, ხო­ლო ჟო­ზე­ფი­ნა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვისთვის რამ­დენ­ჯერ­მე და­ჯილ­დოვ­და. მი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა მრა­ვა­ლი ხე­ლო­ვა­ნის შთა­გო­ნე­ბა იყო, გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი და ჩა­ნა­წე­რე­ბი მო­ცეკ­ვა­ვის პი­როვ­ნე­ბა­ზე სრულ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მ­ნის.

ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბი­დან დიდ სცე­ნამ­დე, ხე­ლო­ვა­ნებს არა­ერ­თი ფი­ლან­ტ­რო­პი ეხ­მა­რე­ბო­და, მათ შო­რის, მწერ­ლე­ბი – მაქს ჯა­კო­ბი და გერ­ტ­რუდ შტა­ი­ნი. მათ მი­ერ აღ­მო­ჩე­ნილ ხე­ლო­ვა­ნებს გა­მო­ფე­ნა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ად­გი­ლი ეთ­მო­ბათ.

გა­მო­ფე­ნის კუ­რა­ტო­რე­ბი არიან ამა­ვე მუ­ზე­უ­მის დი­რექ­ტო­რი, ანიკ ლე­მუ და ჟუ­ლი­ეტ სინ­გე­რი,  სცე­ნოგ­რა­ფია ეკუთ­ვ­ნის პა­რი­ზის არ­ქი­ტექ­ტორს, ფი­ლიპ პუ­მეს, რომ­ლებ­მაც,  ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად და თე­მა­ტუ­რად, სრუ­ლად წარ­მოგ­ვიდ­გი­ნეს დი­დი ეპო­ქის თვა­ლის­მომ­ჭ­რე­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და  მრა­ვალ­ხ­მი­ა­ნო­ბა.

გა­მო­ფე­ნა „მო­დერ­ნის პა­რი­ზის“ ქრო­ნო­ლო­გია 1925 წელს სრულ­დე­ბა, რო­დე­საც დე­კო­რა­ტი­უ­ლი და ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი ხე­ლოვ­ნე­ბის პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მო­ფე­ნა მო­ეწყო და სი­ნათ­ლის ჯა­დოქ­რად წო­დე­ბუ­ლი, ფერ­ნარ­დო ჯა­კო­პო­ზის პრო­ექ­ტით,  ეიფე­ლის კოშ­კი დე­კო­რა­ტი­უ­ლი გა­ნა­თე­ბით აციმ­ციმ­და. სწო­რედ ამ მო­მენტს ასა­ხავს  რო­ბერტ დე­ლო­ნის მზის­ფე­რი ნა­მუ­შე­ვა­რი „ქა­ლა­ქი პა­რი­ზი, ქა­ლი და ეიფე­ლის კოშ­კი“, რო­მე­ლიც გა­მო­ფე­ნის აფი­შას ამ­შ­ვე­ნებ­და. აქ­ვე უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ 1922 წელს, რო­ბერტ დე­ლონ­მა ილი­აზ­დის, ილია ზდა­ნე­ვი­ჩის პორ­ტ­რე­ტიც შექ­მ­ნა, რო­მე­ლიც, ფიროსმანთან ერთად, ევ­რო­პა­ლი­ის ქარ­თუ­ლი გა­მო­ფე­ნის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი პერ­სო­ნა­ჟია.  პა­რი­ზის გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი არა­ერ­თი მხატ­ვა­რი მას­თან მჭიდ­როდ თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და.

გა­მო­ფე­ნა „მო­დერ­ნის პა­რი­ზი“ კი­დევ ერ­თხელ გვახ­სე­ნებს იმ კავ­ში­რებს, რაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­საწყი­სის ქარ­თ­ველ იმხატ­ვ­რე­ბის­თ­ვის ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის მარ­თ­ლაც ორ­გა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა იყო ევ­რო­პულ სივ­რ­ცე­ში.

მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის მთა­ვა­რი სპე­ცი­ა­ლის­ტი, 
სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პის კო­მი­ტე­ტი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები