23 ნოემბერი, შაბათი, 2024

პა­რი­ზუ­ლი სპორ­ტუ­ლი ზაფხუ­ლი

spot_img

წლე­ვან­დე­ლი ზაფხუ­ლი ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი და სპორ­ტუ­ლად დატ­ვირ­თუ­ლი იყო სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვის – იქით სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის გა­მოს­ვ­ლა და მი­სი და­ქუ­ხე­ბა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, აქეთ – ოლიმ­პი­ა­დე­ბი: ჯერ – დი­დი თა­მა­შე­ბი, შემ­დეგ კი –  პა­რა­ლიმ­პუ­რი. ორი­ვე ამ მას­შ­ტა­ბურ ღო­ნის­ძი­ე­ბას ღვთა­ებ­რივ­მა პა­რიზ­მა უმას­პინ­ძ­ლა.

ისე მოხ­და, რომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ „დიდ“ ოლიმ­პი­ა­და­ზე ყვე­ლა­ზე მცი­რე­რიცხო­ვა­ნი გუნ­დით სწო­რედ პა­რიზ­ში წარ­ვ­ს­დე­ქით — მხო­ლოდ 28 სპორ­ტ­ს­მე­ნი სპორ­ტის 9 სა­ხე­ო­ბა­ში. ცო­ტა გა­საკ­ვი­რია, რომ გაზ­რ­დი­ლი და­ფი­ნან­სე­ბის, პი­რო­ბე­ბის, ყუ­რადღე­ბის სა­პირ­წო­ნედ ან­ტი­რე­კორ­დი მი­ვი­ღეთ. რე­კორ­დი კი 2016 წლის რიო დე ჟა­ნე­ი­როს თა­მა­შე­ბი და 40 ათ­ლე­ტი იყო. იმე­დია, ოდეს­მე ვი­ხი­ლავთ ამ თე­მა­ზე საქ­მი­ან დის­კუ­სი­ას, თო­რემ უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ქვე­ყა­ნას ამის­თ­ვის რომ არ სცხე­ლა, ფაქ­ტია – არ­ჩევ­ნე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი.

 

რა­ო­დე­ნო­ბა­ზე ყვე­ლა­ზე დი­დი დარ­ტყ­მა მო­ჭი­და­ვე­ებ­მა მოგ­ვა­ყე­ნეს – 12 შე­საძ­ლებ­ლი­დან (12, რად­გან ქალ­თა ჭი­და­ო­ბა­ში პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამთ, თო­რემ მა­თი ჩათ­ვ­ლით ოლიმ­პი­ა­დის პროგ­რა­მა­ში 18 წო­ნაა) მხო­ლოდ 7 ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვეს: 4 – თა­ვი­სუ­ფა­ლი სტი­ლით მო­ჭი­და­ვე­ებ­მა და 3 – ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლებ­მა. თან, ბერ­ძ­ნულ-რო­მა­ულ­ში 1 საგ­ზუ­რი სულ ბო­ლოს მოგ­ვ­ცეს, რუს-ბე­ლა­რუს­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი გუნ­დის დის­კ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ის გა­მო, თო­რემ ამ­დე­ნიც არ გვექ­ნე­ბო­და. არა­და, ად­რე ოლიმ­პი­ურ გუნ­დებ­ში ყვე­ლა­ზე დი­დი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა სწო­რედ მო­ჭი­და­ვე­ებს ჰყავ­დათ, 2 გუნ­დის – „თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა“ და ბერ­ძენ-რო­მა­ე­ლე­ბის ხარ­ჯ­ზე – 10-12 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, რად­გან სხვა სა­ხე­ო­ბებ­ში (სა­თა­მა­შო ბურ­თი­ა­ნებს თუ არ ჩავ­თ­ვ­ლით) გუნ­დ­ში ამ­დე­ნი წევ­რი, უბ­რა­ლოდ, არ არის… ამი­ე­რი­დან მათ ძი­უ­დო­ის­ტე­ბიც გა­უ­თა­ნაბ­რ­დე­ბი­ან – ვა­ჟე­ბი ხომ 7-ივე წო­ნას ყვე­ლა თა­მა­შებ­ზე უკ­ლებ­ლივ ავ­სე­ბენ და ახ­ლაც სრუ­ლად იყ­ვ­ნენ წარ­მოდ­გე­ნი­ლი; მე­ტიც – 1 წლით ად­რე გა­ი­ნაღ­დეს ლი­ცენ­ზი­ე­ბი მსოფ­ლი­ოს რე­ი­ტინ­გებ­ში მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე ყოფ­ნით, ამ­ჯე­რად მათ ქა­ლე­ბიც და­ე­მატ­ნენ და მა­თი რიცხ­ვი, სა­მო­მავ­ლოდ, კი­დევ უფ­რო გა­იზ­რ­დე­ბა – მათ 3 ლი­ცენ­ზია მო­ი­პო­ვეს და თან შე­რე­ულ გუნ­დურ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბაც დაგ­ვი­ბე­ვეს, ამა­ში კი დი­დი წვლი­ლი მძი­მე­წო­ნო­სან, სო­ფიო სომ­ხიშ­ვილს (+78) მი­უძღ­ვის. ვა­ჟე­ბის და­რად, ევ­რო­პის ორ­გ­ზის მე­სა­მე პრი­ზი­ორ­მა, ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ან­მაც (57) ად­რი­ა­ნად და­ი­ბე­ვა საგ­ზუ­რი, სომ­ხიშ­ვი­ლიც კარ­გა ხანს მყა­რად იდ­გა ცხრი­ლის შუ­ა­ში, თუმ­ცა შემ­დეგ გა­მარ­ჯ­ვე­ბა და­უძ­ვირ­და და თან­და­თან სა­ლი­ცენ­ზიო ზო­ნის ბო­ლოს და­ეშ­ვა. თუმ­ცა, ზოგ­ჯერ თა­ვა­დაც იყო­ჩა­ღა, ზოგ­ჯერ იღ­ბა­ლიც წა­ეხ­მა­რა კონ­კუ­რენ­ტე­ბის წა­ფორ­ხი­ლე­ბით და რე­გი­ო­ნულ კვო­ტა­ში მა­ინც შე­ი­ნარ­ჩუ­ნა ად­გი­ლი, რი­თაც „ორი კურ­დღე­ლი და­ი­ჭი­რა“ –  ამის ხარ­ჯ­ზე მოგ­ვ­ცეს საგ­ზუ­რი 63 კი­ლოგ­რამ­ში, რაც ავ­ტო­მა­ტუ­რად გვიხ­ს­ნი­და გზას შე­რე­ულ გუნ­დურ­ში სა­ჭი­და­ოდ. ძი­უ­დოს სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის წეს­დე­ბით, თუ ქვე­ყა­ნა 5 საგ­ზურს მა­ინც მო­ი­პო­ვებ­და გუნ­დურ­ში შე­მა­ვალ წო­ნებ­ში, 1 საგ­ზურს უმა­ტებ­დ­ნენ მიქ­ს­ში გა­მო­სას­ვ­ლე­ლად. ასე მი­ვი­ღეთ კი­დევ ერ­თი ლი­ცენ­ზია, რა­მაც მე­ო­რე ლი­ცენ­ზი­აც მოგ­ვი­ტა­ნა — გუნ­დუ­რის. ის ნა­ჩუ­ქა­რი საგ­ზუ­რი ეთერ ას­კი­ლაშ­ვილს (63) გა­და­ე­ცა, რო­მელ­მაც სე­ზო­ნის და­საწყის­ში გაგ­ვა­ო­ცა: პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში, „დიდ პრიზ­ზე“ ამ დო­ნის­თ­ვის ფრი­ად გა­მო­უც­დე­ლი გო­გო ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­ვი­და, თუმ­ცა შემ­დეგ, სწო­რედ გა­მო­უც­დე­ლო­ბამ და­ა­ღა­ლა­ტა და ზე­დი­ზედ ორი შეხ­ვედ­რა წა­ა­გო. სა­ბო­ლო­ოდ, მე­ხუ­თე ად­გილ­ზე გა­ვი­და, მაგ­რამ სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ი­ტინ­გ­ში ერ­თ­ბა­შად 64 სა­ფე­ხუ­რით „ის­კუ­პა“ წინ. თუმ­ცა, უიღ­ბ­ლო­ბაც იქ­ვე წა­მო­ე­წია — ბრინ­ჯა­ოს­თ­ვის პა­ექ­რო­ბა­ში ებ­რა­ელ ინ­ბალ შე­მეშ­თან ბე­ჭი ამო­უ­ვარ­და და ამ უმ­ძი­მეს­მა ტრავ­მამ მთე­ლი სე­ზო­ნი გა­აც­დე­ნი­ნა. ეს რომ არა, დი­დი იყო ალ­ბა­თო­ბა, თა­ვი­სი­თაც მო­ე­პო­ვე­ბი­ნა ლი­ცენ­ზია – ერთ ტურ­ნირ­ზე თუნ­დაც იმა­ვე შე­დე­გის გა­მე­ო­რე­ბა სა­ლი­ცენ­ზიო ზო­ნა­ში შე­იყ­ვან­და. ის ტა­ტამს ოლიმ­პი­ა­დის დაწყე­ბამ­დე ორი­ო­დე თვით ად­რე და­უბ­რუნ­და, რა­მაც თა­ვი­სი კვა­ლი, ცხა­დია, და­ატყო. ეჭ­ვიც არ გვე­პა­რე­ბა, სა­მო­მავ­ლოდ, ისიც თა­ვი­სით მო­ი­პო­ვებს საგ­ზურს და ქალ­თა ნაკ­რებ­ში გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ლი­ცენ­ზია გვექ­ნე­ბა. პა­რიზ­ში კი, ძი­უ­დო­ის­ტებს 11 საგ­ზუ­რი ჰქონ­დათ – 7 – ვა­ჟებ­ში, 3 –  ქა­ლებ­ში და 1 – მიქ­ს­ში. ძი­უ­დო­ის­ტ­თა ნაკ­რე­ბი ჩვენს ოლიმ­პი­ურ დე­ლე­გა­ცი­ა­ში ყვე­ლა­ზე მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი გა­მოდ­გა.

პა­რიზ­ში 3 წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გვყავ­და ძა­ლოს­ნო­ბა­ში, 2-2 — კრივ­სა და ცურ­ვა­ში, ხო­ლო თი­თო – ტყვი­ის სრო­ლა­ში, ფა­რი­კა­ო­ბა­ში, მძლე­ოს­ნო­ბა­სა და ბა­ტუტ­ზე ხტო­მა­ში.

გუნ­დის ასეთ მცი­რე­რიცხოვ­ნო­ბა­ში მხო­ლოდ მო­ჭი­და­ვე­თა ბრა­ლე­უ­ლო­ბა არაა, ამ­ჯე­რად მძლე­ოს­ნებ­მაც კარ­გად დაგ­ვა­ღა­ლა­ტეს. თუმ­ცა, ცოდ­ვა გამ­ხე­ლი­ლი ჯობს და მა­თი ლი­ცენ­ზი­ე­ბი ად­რეც ყო­ველ­თ­ვის სე­რი­ო­ზულ ეჭ­ვებს იწ­ვევ­და – ისეთ ტურ­ნი­რებ­ში იღებ­დ­ნენ მათ, არა­ნა­ი­რი რე­პორ­ტა­ჟი და ჩა­ნა­წე­რი, არა­ნა­ი­რი ვი­დე­ო­ტექ­ნი­კა რომ არ არ­სე­ბობ­და, მხო­ლოდ სიტყ­ვი­ერ მო­ნათხ­რობს ვჯერ­დე­ბო­დით ჩვენც და სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­აც, თუმ­ცა სკეპ­ტი­ციზ­მის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი მა­ინც ოლიმ­პი­ა­დებ­ზე ნაჩ­ვე­ნე­ბი შე­დე­გი იყო, რო­მე­ლიც სტა­ბი­ლუ­რად და მუდ­მი­ვად გვა­რი­ა­ნად ჩა­მორ­ჩე­ბო­და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ცი­ოს მაჩ­ვე­ნე­ბელს, არა­და, შე­სარ­ჩე­ვის შე­დე­გე­ბი ლა­მის მო­წი­ნა­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სოს უტოლ­დე­ბა.

ამას­თან, დაგ­ვაკ­ლ­და რამ­დე­ნი­მე ტრა­დი­ცი­უ­ლი სა­ხე­ო­ბა. მა­გა­ლი­თად, მშვილ­დოს­ნო­ბა, რო­მელ­საც ლა­მის უწყ­ვე­ტად ჰყავ­და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა თა­მა­შებ­ზე და გუნ­დუ­რი საგ­ზუ­რიც კი მი­უ­ღია. არა­და, ჩვენ­გან წა­სულ­მა ქრის­ტი­ნე ესე­ბუ­ამ კა­ნა­დას მო­უ­ტა­ნა ლი­ცენ­ზია, ჩვენ კი ახ­ლო­საც ვერ გა­ვე­კა­რეთ მას – ამა­საც ხომ მო­ხერ­ხე­ბა უნ­და! მო­ნა­წი­ლე არ გვყავ­და ტან­ვარ­ჯიშ­ში, კა­ნოე-ნიჩ­ბოს­ნო­ბა­სა და ზო­გი­ერთ ისეთ სა­ხე­ო­ბა­ში, სა­დაც ად­რე აქა-იქ კი ვა­ხერ­ხებ­დით მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ხო­ლო ბურ­თი­ან სა­თა­მა­შო სა­ხე­ო­ბებს ამ­ჯე­რა­დაც „ჩა­ვუქ­რო­ლეთ ქო­რი­ვით“. თუმ­ცა კი, იყო რამ­დე­ნი­მე რე­ა­ლუ­რი შან­სი. ყვე­ლა­ზე კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ფეხ­ბურ­თე­ლებს ჰქონ­დათ, მაგ­რამ წი­ნა პლან­ზე ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ინ­ტე­რე­სი დად­გა, რის გა­მოც სა­ქარ­თ­ვე­ლო-რუ­მი­ნეთ­ში ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ტა­რე­ბულ ევ­რო­პის ახალ­გაზ­რ­დულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე რამ­დე­ნი­მე მე­გა-ლი­დე­რი დაგ­ვაკ­ლ­და და შან­სიც დავ­კარ­გეთ. ასე­ვე ჰქონ­დათ წყალ­ბურ­თე­ლებს და კა­ლათ­ბურ­თე­ლებს, თუმ­ცა ვერც იქ მო­ვახ­დი­ნეთ „ძლე­ვაი საკ­ვირ­ვე­ლი“.

რა­ო­დე­ნო­ბა ერ­თია, მაგ­რამ მთა­ვა­რი ხომ ხა­რის­ხია და ამ მხრივ მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი გუნ­დი გვყავ­და – მას­ში 4 ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი შე­დი­ო­და: ლა­შა ტა­ლა­ხა­ძე, ლა­შა ბე­ქა­უ­რი, ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე და ლა­შა შავ­და­თუ­აშ­ვი­ლი. ამას­თან, მსოფ­ლი­ოს 8 ჩემ­პი­ო­ნი იყო, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნებ­ზე ან ოლიმ­პი­ა­დი­სა და ევ­რო­პა-მსოფ­ლი­ოს მე­და­ლოს­ნებ­ზე კი არა­ფერს ვამ­ბობთ. ერთს დავ­ძენთ მხო­ლოდ, ამ 28 ოლიმ­პი­ე­ლი­დან 24 მთა­ვა­რი ტურ­ნი­რე­ბის (ოლიმ­პი­ა­და, ევ­რო­პი­სა და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი) მე­და­ლო­სა­ნი იყო, მხო­ლოდ 4-ს არ ჰქონ­და ამ შე­ჯიბ­რე­ბებ­ზე მე­და­ლი მო­პო­ვე­ბუ­ლი.

ეს ხა­რის­ხი პა­რიზ­ში მედ­ლებ­შიც გარ­და­ი­სა­ხა და გა­ვი­მე­ო­რეთ ოლიმ­პი­უ­რი რე­კორ­დი ოქ­როს მედ­ლე­ბის კუთხით – 3 ოქ­რო მო­ვი­პო­ვეთ, რო­გორც პე­კინ­ში. ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნე­ბი ძი­უ­დო­ის­ტი ლა­შა ბე­ქა­უ­რი (90), ძა­ლო­სა­ნი ლა­შა ტა­ლა­ხა­ძე (+105) და თა­ვი­სუ­ფალ სტილ­ში მო­ჭი­და­ვე გე­ნო პეტ­რი­აშ­ვი­ლი (125) გახ­დ­ნენ. ტა­ლა­ხა­ძემ ზე­დი­ზედ მე­სა­მედ იზე­ი­მა ოლიმ­პი­უ­რი ტრი­უმ­ფი და ვიქ­ტორ სა­ნე­ე­ვის შემ­დეგ, მე­ო­რე სამ­გ­ზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და სა­ქარ­თ­ვე­ლო­დან. ბე­ქა­ურ­მა ზე­დი­ზედ მე­ო­რედ გა­ი­მარ­ჯ­ვა და პირ­ვე­ლი ორ­გ­ზის ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნი გახ­და ქარ­თულ ძი­უ­დო­ში, პეტ­რი­აშ­ვილ­მა კი ხალ­ხურ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას მის­დია – ღმერ­თი სა­მო­ბი­თააო და მე­სა­მე ცდა­ზე მო­ი­პო­ვა ოლიმ­პი­უ­რი ოქ­რო. ის შე­უ­ერ­თ­და სა­ლუქ­ვა­ძი­სა და შავ­და­თუ­აშ­ვი­ლის დუ­ეტს, რომ­ლებ­საც სა­მი­ვე სინ­ჯის ოლიმ­პი­უ­რი მედ­ლე­ბი აქვთ.

სულ სა­ქარ­თ­ვე­ლომ პა­რიზ­ში 7 მე­და­ლი მო­ი­პო­ვა – 3-3 ოქ­რო-ვერ­ცხ­ლი და 1 ბრინ­ჯაო. ოლიმ­პი­ა­დის ვი­ცე-ჩემ­პი­ო­ნე­ბი გახ­დ­ნენ ძი­უ­დო­ის­ტე­ბი – ტა­ტო გრი­გა­ლაშ­ვი­ლი (81), ილია სუ­ლა­მა­ნი­ძე (100) და „თა­ვი­სუფ­ლად“ მო­ჭი­და­ვე გი­ვი მა­ჭა­რაშ­ვი­ლი (97), ბრინ­ჯაო კი მოკ­რი­ვე ლა­შა გუ­რულ­მა მო­ი­პო­ვა. ოთხი­ვე მათ­გა­ნის­თ­ვის ეს პირ­ვე­ლი ოლიმ­პი­უ­რი მე­და­ლია, გუ­რუ­ლის ჯილ­დო კი იმი­თაა გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ 2000 წლის შემ­დეგ, რო­ცა სიდ­ნე­ი­ში ვლა­დი­მერ ჭან­ტუ­რია ასე­ვე მე­სა­მე­ზე გა­ვი­და, პირ­ვე­ლად მო­ვი­პო­ვეთ ოლიმ­პი­ა­და­ზე მე­და­ლი, სულ კი ეს მე­ო­რეა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის მო­პო­ვე­ბის შემ­დეგ.

მხო­ლოდ ერ­თი, ნე­ბის­მი­ე­რი ხა­რის­ხის, ჯილ­დო დაგ­ვაკ­ლ­და რე­კორ­დის გა­მე­ო­რე­ბამ­დე –  წი­ნა თა­მა­შებ­ზე, ტო­კი­ო­ში, 8 მე­და­ლი გვქონ­და, თუმ­ცა ოქ­რო 2 იყო. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ 7 მე­და­ლი, აქამ­დე, 3 თა­მა­შებ­ზე გვქონ­და – პე­კინ­ში, ლონ­დონ­სა და რიო დე ჟა­ნე­ი­რო­ში.

პა­რიზ­ში ოქ­რო­ე­ბის რე­კორ­დის მოხ­ს­ნაც შეგ­ვეძ­ლო, ამის რე­ა­ლუ­რი შან­სი კი სუ­ლა­მა­ნი­ძეს ჰქონ­და: ერთ-ერ­თი უპ­რინ­ცი­პუ­ლე­სი მე­ტო­ქე, მსოფ­ლი­ო­სა და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი ზე­ლიმ­ხან კო­ცო­ე­ვი ისე გა­ა­ნე­იტ­რა­ლა, „გა­აქ­რო“ ტა­ტა­მი­დან, მაგ­რამ ბო­ლოს ანერ­ვი­ულ­და და დას­კ­ვ­ნით 20 წამ­ში წა­ა­გო პა­ექ­რო­ბა – მე­სა­მე გაფ­რ­თხი­ლე­ბით მოხ­ს­ნეს. ბუ­ნებ­რი­ვია, ფი­ნალ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბის შან­სი გრი­გა­ლაშ­ვილ­სა და მა­ჭა­რაშ­ვილ­საც ჰქონ­დათ, მაგ­რამ უფ­რო თე­ო­რი­უ­ლი, ვიდ­რე პრაქ­ტი­კუ­ლი, იმ­დე­ნად ძლი­ე­რებს ხვდე­ბოდ­ნენ. თუმ­ცა გრი­გა­ლაშ­ვი­ლი უფ­რო არა მე­ტო­ქის სიძ­ლი­ე­რის ხარ­ჯ­ზე და­მარ­ცხ­და, არა­მედ თვი­თო­ნაც ვერ იჭი­და­ვა სა­თა­ნა­დოდ.

პა­რი­ზის ოლიმ­პი­ა­და­ზე, მედ­ლე­ბის გარ­და, თუ შე­იძ­ლე­ბა ასე ით­ქ­ვას, „არა­მა­ტე­რი­ა­ლუ­რი“ წარ­მა­ტე­ბაც მო­ვი­პო­ვეთ – აქამ­დეც ლე­გენ­და­რუ­ლი ნი­ნო სა­ლუქ­ვა­ძე თა­ვის მე­ა­თე ოლიმ­პი­ა­და­ზე გა­მო­ვი­და და ამ მაჩ­ვე­ნებ­ლით და­ე­წია კა­ნა­დელ ცხე­ნო­სან იან მი­ლარს – ამი­ე­რი­დან პლა­ნე­ტა დე­და­მი­წა­ზე მხო­ლოდ ეს ორი ადა­მი­ა­ნია, ვი­საც X თა­მა­შებ­ში უას­პა­რე­ზია. სა­ლუქ­ვა­ძის ეს მიღ­წე­ვა სა­თა­ნა­დოდ აღ­ნიშ­ნეს სრო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ა­ში, სა­დაც რამ­დენ­ჯერ­მე გა­უ­მარ­თეს სა­ზე­ი­მო მი­ღე­ბა და და­ა­ჯილ­დო­ვეს. ამით ლე­გენ­დამ მა­მი­სა და პი­რა­დი მწვრთნე­ლის – ვახ­ტანგ სა­ლუქ­ვა­ძის ან­დერ­ძიც აას­რუ­ლა, რო­მელ­მაც, ჯერ კი­დევ კა­რი­ე­რის და­საწყის­ში, წი­ნას­წარ­მეტყ­ვე­ლუ­რად უთხ­რა, 10 ოლიმ­პი­ა­და­ზე უნ­და გა­მოხ­ვი­დეო. სამ­წუ­ხა­როდ, მა­მა ვერ მო­ეს­წ­რო შვი­ლის მე-10 თა­მა­შებ­ზე გა­მოს­ვ­ლას, თუმ­ცა ლი­ცენ­ზი­ის მო­პო­ვე­ბას კი მო­ეს­წ­რო – მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბი­დან ჯერ 1 წე­ლი­წა­დიც არაა გა­სუ­ლი, ნი­ნომ კი პა­რიზ­ში კა­რი­ე­რა და­ას­რუ­ლა. მე-11 თა­მა­შე­ბამ­დე ბევ­რი დროც არ რჩე­ბა და ასე­ვე რჩე­ბო­და იმე­დი, რომ მე-11 ოლიმ­პი­ა­და და­უძ­ლე­ვე­ლი სატყუ­ა­რა აღ­მოჩ­ნ­დე­ბო­და, მაგ­რამ მი­სი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა სა­ბო­ლოოა, თან ისე­თი მი­ზე­ზი და­ა­სა­ხე­ლა, ვერც შე­ე­და­ვე­ბი – მხედ­ვე­ლო­ბა მღა­ლა­ტობ­სო. სრო­ლა­ში კი მხედ­ვე­ლო­ბა რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ყვე­ლამ კა­რად ვი­ცით.

რო­გორც წე­სი, დიდ ოლიმ­პი­ა­დებს, ზუს­ტად 2 კვი­რა­ში, პა­რა­ლიმ­პი­ა­და მოს­დევს, რო­მე­ლიც იმა­ვე ქა­ლაქ­ში, იმა­ვე ბა­ზებ­ზე ტარ­დე­ბა და ასე იყო ამ­ჯე­რა­დაც. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ სა­ქარ­თ­ვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ­მა მა­უწყე­ბელ­მა მთე­ლი პა­რა­ლიმ­პი­ა­და პირ­და­პირ აჩ­ვე­ნა – ეს უკ­ვე მე­ო­რედ, ამ ტრა­დი­ცი­ას კი სა­თა­ვე წი­ნა, ტო­კი­ოს პა­რა­ლიმ­პი­ა­დი­დან და­ე­დო. პა­რიზ­ში ჩვე­ნი პა­რა­ლიმ­პუ­რი გუნ­დი სა­რე­კორ­დო რა­ო­დე­ნო­ბით წარ­დ­გა და შე­დე­გიც სა­რე­კორ­დო მო­ი­პო­ვა: 14 სპორ­ტ­ს­მე­ნით გა­მო­ვე­დით სპორ­ტის 6 სა­ხე­ო­ბა­ში და 6-ივე­ში მო­ვი­პო­ვეთ ჯილ­დო, სულ 9 მე­და­ლი: 1 ოქ­რო, 5 ვერ­ცხ­ლი და 4 ბრინ­ჯაო.

პარა­ლიმ­პი­ა­და წარ­მა­ტე­ბით და ცო­ტა სკან­და­ლუ­რა­დაც გავ­ხ­სე­ნით: პირ­ვე­ლი­ვე დღეს ჯერ პა­რა­ტა­ეკ­ვან­დო­ში ანა ჯა­ფა­რი­ძემ მო­ი­პო­ვა ბრინ­ჯაო და ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა დაგ­ვი­ბე­ვა, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე ამაღ­ლე­ბულ გან­წყო­ბა­ზე თვი­თონ იყო – 19 წლის დე­ბი­უ­ტან­ტი, რო­მე­ლიც, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, თვით ჯე­კი ჩან­მა და­ა­ჯილ­დო­ვა. მი­სი გან­წყო­ბა მე­ო­რე დღეს ბირ­თ­ვის კვრა­ში გი­გა ოჩხი­კი­ძეს გა­და­ე­დო, მსოფ­ლი­ოს რე­კორ­დით გა­ვი­და ფი­ნალ­ში და იქაც უკონ­კუ­რენ­ტოდ გა­ი­მარ­ჯ­ვა, თუმ­ცა ვინ შეგ­ვარ­გო ან ვინ გვა­ცა­ლა სი­ხა­რუ­ლი: მა­რო­კოს, ირა­ნი­სა და პო­ლო­ნე­თის გუნ­დებ­მა შე­დე­გი გა­აპ­რო­ტეს­ტეს, ქარ­თ­ველ­მა არას­წო­რად ის­რო­ლა ბირ­თ­ვიო. გან­ხილ­ვამ 2 სა­ათ­ზე მე­ტი წა­ი­ღო, რაც აუწო­ნავ ნერ­ვი­უ­ლო­ბად და­უჯ­და თა­ვად ათ­ლეტს, ჩვენს დე­ლე­გა­ცი­ა­საც და ტე­ლე­ეკ­რან­თან მი­ჯაჭ­ვულ სა­ქარ­თ­ვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილ­საც. სა­ბედ­ნი­ე­როდ, მსა­ჯებ­მა მა­თი პრე­ტენ­ზია არ მი­ი­ღეს და ოქ­როს მე­და­ლი ჩვენ დაგ­ვ­რ­ჩა, რაც ნამ­დ­ვი­ლად ღირ­და ამ­დენ ნერ­ვი­უ­ლო­ბად. მომ­დევ­ნო დღე­ებ­ში ვერ­ცხ­ლის მედ­ლე­ბი მო­ი­პო­ვეს პა­რა­ძი­უ­დო­ის­ტებ­მა – ზუ­რაბ ზუ­რა­ბი­ან­მა, გი­ორ­გი ქალ­დან­მა და რე­ვაზ ჩი­კო­ი­ძემ, ასე­ვე პა­რამ­ს­რო­ლელ­მა და ცნო­ბილ­მა პო­ეტ­მა, რამ­დე­ნი­მე კრე­ბუ­ლის ავ­ტორ­მა, ლა­დო ჭინ­ჭა­რა­ულ­მა; ბრინ­ჯა­ო­სი – ეტ­ლით მო­ფა­რი­კა­ვე ნი­ნა თი­ბი­ლაშ­ვილ­მა, ძი­უ­დო­ის­ტ­მა ინა ქალ­დან­მა და პა­რა­წოლ­ჭი­მელ­მა აკა­კი ჯინ­ჭა­რა­ძემ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ქალ­და­ნე­ბი ცოლ-ქმა­რი არი­ან – გი­ორ­გიმ პირ­ვე­ლი მე­და­ლი მო­ი­პო­ვა, ინა კი ტო­კი­ო­ში ვერცხლს და­ე­უფ­ლა. ინას მსგავ­სად, ზე­დი­ზედ მე­ო­რე თა­მა­შებ­ზე მო­ი­პო­ვა მე­და­ლი თი­ბი­ლაშ­ვილ­მა – ტო­კი­ო­ში ისიც ფი­ნალ­ში გა­ვი­და, პა­რიზ­ში კი მა­ნაც ბრინ­ჯაო ირ­გუ­ნა, ხო­ლო ჩი­კო­ი­ძე პირ­ვე­ლი ქარ­თ­ვე­ლი პა­რა­ლიმ­პი­ე­ლი გახ­და, რო­მელ­მაც ორი­ვე თა­მა­შებ­ზე ვერ­ცხ­ლი მო­ი­პო­ვა. ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ორი­ვე ოლიმ­პი­ა­დის მე­და­ლოს­ნე­ბი ზუს­ტად ერ­თ­ნა­ი­რი ნიხ­რით იღე­ბენ სა­ხელ­მ­წი­ფო პრე­მი­ებს. სა­ხელ­მ­წი­ფო ჯილ­დო­ე­ბიც ორი­ვე გუნ­დის წევ­რებს ერ­თ­ნა­ი­რად გა­და­ე­ცათ.

ირაკ­ლი თა­ვა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები