25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

პა­რა­ლე­ლე­ბი ბლუ­მის სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ებ­სა და სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ას შო­რის

spot_img

ჩო­ხა­ტა­უ­რის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, მას­წა­ვე­ბელ­თა IV რა­ი­ო­ნულ სას­წავ­ლო-მე­თო­დურ კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე — „წარ­მა­ტე­ბუ­ლი პე­და­გო­გი­უ­რი პრაქ­ტი­კა“, პე­და­გო­გებს გა­ვა­ცა­ნი ჩემ მი­ერ შექ­მ­ნი­ლი სას­წავ­ლო რე­სურ­სი „კუ­ბი, სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის მე­თო­დით“. სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დაწყე­ბის დღი­დან ვფიქ­რობ­დი, რო­გორ შე­მე­ფა­სე­ბი­ნა მოს­წავ­ლის პროგ­რე­სი ობი­ექ­ტუ­რად. შემ­დ­გომ, ტაქ­სო­ნო­მი­ის სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის გაც­ნო­ბის შე­დე­გად, ეს მე­თო­დი ჩემს სას­კო­ლო პრაქ­ტი­კას მო­ვარ­გე — შე­ფა­სე­ბის სქე­მა გა­ვა­ცა­ნი მოს­წავ­ლე­ებს, დავ­გეგ­მე გაკ­ვე­თი­ლე­ბი სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კითხ­ვა­რე­ბით.

მას­წავ­ლებ­ლო­ბა ხე­ლოვ­ნე­ბაა, რო­მელ­საც დი­დი ოს­ტა­ტო­ბა სჭირ­დე­ბა — ყო­ვე­ლი მე­თო­დის და­ნერ­გ­ვა პე­და­გო­გის­გან მო­ითხოვს რო­გორც ცოდ­ნას, ასე­ვე ენ­თუ­ზი­აზ­მ­სა და დიდ შრო­მას.

ბლუ­მის ტაქ­სო­ნო­მი­ის მო­დე­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­ზომ­ვის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

ტაქ­სო­ნო­მი­ის სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით შედ­გე­ნი­ლი კითხ­ვე­ბი­სა და შე­სა­ბა­მი­სი ტი­პუ­რი ზმნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, პე­და­გო­გი აფა­სებს სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­სა და ესგ-ს მიღ­წე­ვის დო­ნეს. ასე­ვე მი­მაჩ­ნია, რომ ამ რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბა შე­იძ­ლე­ბა დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბი­სას, იგი პა­სუ­ხობს მე­სა­მე თა­ო­ბის ესგ-ს მოთხოვ­ნებს. ამ რე­სურ­სით შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბა და და­ვად­გი­ნოთ, რამ­დე­ნად და­ე­უფ­ლა მოს­წავ­ლე თე­მის ფარ­გ­ლებ­ში ასათ­ვი­სე­ბელ ცოდ­ნა-უნარ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბას და რამ­დე­ნად ახერ­ხებს მათ ფუნ­ქ­ცი­უ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას. სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ი­სა და სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მოს­წავ­ლე შე­იძ­ლე­ბა შე­ვა­ფა­სოთ რო­გორც გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბით, ასე­ვე, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, შე­ფას­დეს იდე­ე­ბი შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი კომ­პ­ლექ­სუ­რი და­ვა­ლე­ბის­თ­ვის, გან­მა­ვი­თა­რე­ბე­ლი კო­მენ­ტა­რით.

ვფიქ­რობ, სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე­თა პროგ­რე­სი თვალ­სა­ჩი­ნოა, ასე­ვე, შე­ფა­სე­ბაც არ არის რთუ­ლი.

შე­სა­ბა­მი­სო­ბა სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ა­სა და სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ებს შო­რის და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით უნარ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რამ­დე­ნად შეს­წევს უნა­რი, სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­დოს სას­წავ­ლო პრო­ცე­სი და მოს­წავ­ლე ცოდ­ნის სამ­ყა­როს აზი­ა­როს. თი­თო­ე­უ­ლი ნა­ბი­ჯი, სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მი­მარ­თუ­ლია მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი აზ­როვ­ნე­ბის­კენ.

სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი ხომ თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბაა მოს­წავ­ლე­სა და მას­წავ­ლე­ბელს შო­რის, მას­წავ­ლე­ბე­ლი ეხ­მა­რე­ბა მოს­წავ­ლეს ცოდ­ნის კონ­ს­ტ­რუ­ი­რე­ბა­ში.

სო­ლო ტაქ­სო­ნო­მი­ის ხუ­თი დო­ნე:

⇒ პრეს­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი დო­ნე — მოს­წავ­ლეს არ ეს­მის ინ­ფორ­მა­ცია, ამი­ტომ ვერ ახერ­ხებს გა­გე­ბას. ამ დო­ნე­ზე არა­ფე­რია ცნო­ბი­ლი და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ;

შე­ე­სა­ბა­მე­ბა: ტაქ­სო­ნო­მი­ის I დო­ნეს — ცოდ­ნის დო­ნეს.

⇒ უნის­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი დო­ნე — მოს­წავ­ლეს, ამ დო­ნე­ზე, აქვს მხო­ლოდ ძი­რი­თა­დი კონ­ცეფ­ცია საგ­ნის ან და­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ; მას შე­უძ­ლია მარ­ტი­ვი და აშ­კა­რა კავ­ში­რის დამ­ყა­რე­ბა, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცი­ის ფარ­თო მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ არის გა­გე­ბუ­ლი;

შე­ე­სა­ბა­მე­ბა: ტაქ­სო­ნო­მი­ის II დო­ნეს — გა­გე­ბის დო­ნეს.

⇒ მულ­ტის­ტ­რუქ­ტუ­რუ­ლი დო­ნე — მოს­წავ­ლეს, ამ დო­ნე­ზე, შე­უძ­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­როს საგ­ნის ან და­ვა­ლე­ბის რამ­დე­ნი­მე ას­პექ­ტი, მაგ­რამ თე­მის გარ­შე­მო იდე­ებ­სა და ცნე­ბებს არ აქვთ ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რი. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია მთე­ლი რი­გი კავ­ში­რე­ბის დამ­ყა­რე­ბა, კლა­სი­ფი­ცი­რე­ბა, მაგ­რამ მთლი­ა­ნო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არ არის გა­სა­გე­ბი. ცნო­ბი­ლია რამ­დე­ნი­მე შე­სა­ბა­მი­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ას­პექ­ტი. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია ჩა­მოთ­ვა­ლოს, გან­საზღ­ვ­როს, აღ­წე­როს, და­ა­კავ­ში­როს, შე­უ­სა­ბა­მოს ან გა­ა­კე­თოს ალ­გო­რით­მე­ბი. ამ დო­ნის შე­ფა­სე­ბა, პირ­ველ რიგ­ში, რა­ო­დე­ნობ­რი­ვია.

შე­ე­სა­ბა­მე­ბა: III დო­ნეს — გა­მო­ყე­ნე­ბის დო­ნეს.

⇒ მი­მარ­თე­ბა­დი დო­ნე — მოს­წავ­ლეს ამ დო­ნე­ზე შე­უძ­ლია გა­აც­ნო­ბი­ე­როს ნა­წი­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მთლი­ან­თან მი­მარ­თე­ბა­ში. იდე­ე­ბი და კონ­ცეფ­ცი­ე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ერ­თ­მა­ნეთს და ისი­ნი ქმნი­ან მთლი­ა­ნო­ბის თან­მიმ­დევ­რულ გა­გე­ბას. მოს­წავ­ლე­თა სწავ­ლის შე­დე­გე­ბი აჩ­ვე­ნებს შე­და­რე­ბის, მი­ზეზ-შე­დე­გობ­რი­ვი აზ­როვ­ნე­ბის, თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბის, ანა­ლი­ზის, მთლი­ა­ნი აზ­როვ­ნე­ბის, ანა­ლო­გი­ის, გა­მო­ყე­ნე­ბი­სა და კითხ­ვე­ბის ფორ­მუ­ლი­რე­ბის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს. ეს ის დო­ნეა, რო­მე­ლიც საგ­ნის ადეკ­ვა­ტურ გა­გე­ბას გუ­ლის­ხ­მობს.

შე­ე­სა­ბა­მე­ბა: IV და V დო­ნე­ებს — ანა­ლი­ზი­სა და სინ­თე­ზის დო­ნე­ებს.

⇒ გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი — ამ დო­ნე­ზე მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია შე­ას­რუ­ლოს კავ­ში­რე­ბი არა მარ­ტო მო­ცე­მულ საგ­ნობ­რივ ჭრილ­ში, არა­მედ ასე­ვე შე­უძ­ლია კავ­ში­რი და­ამ­ყა­როს მის მიღ­მა. მას შე­უძ­ლია გა­ნა­ზო­გა­დოს და გა­და­ი­ტა­ნოს პრინ­ცი­პე­ბი და კონ­ცეფ­ცი­ე­ბი ახალ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ კონ­ტექ­ს­ტ­ში; შექ­მ­ნას ახა­ლი იდე­ე­ბი და კონ­ცეფ­ცი­ე­ბი, იდე­ე­ბის გა­და­ტა­ნა ახალ სფე­რო­ში, შე­უძ­ლია პროგ­ნო­ზი­რე­ბა, გან­ზო­გა­დე­ბა, შე­ფა­სე­ბა, თე­ო­რი­ზა­ცია, ჰი­პო­თე­ზი­რე­ბა, მო­დე­ლის ან ელექ­ტ­რო­ნუ­ლი რე­სურ­სის შექ­მ­ნა.

შე­ე­სა­ბა­მე­ბა: VI დო­ნეს — სინ­თე­ზის დო­ნეს.

მე­თოდ­მა — „კუ­ბი, სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით“ — პე­და­გო­გე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბა გა­მო­იწ­ვია და მათ აღ­ნიშ­ნული მე­თო­დის სას­კო­ლო პრაქ­ტი­კა­ში გა­მო­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქ­ვეს.

რე­სურ­სის შექ­მ­ნა, დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის და­ნერ­გ­ვის დროს, მოს­წავ­ლე­თა თვით­შ­ფა­სე­ბის უნა­რის სა­ჭი­რო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, ასე­ვე სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბის გაზ­რ­დის აუცი­ლებ­ლო­ბამ.

სწავ­ლე­ბის კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი მო­დე­ლი, იგი­ვე ხა­რა­ჩოს მო­დე­ლი კარ­გად უკავ­შირ­დე­ბა სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით მოს­წავ­ლე­თა წინ­ს­ვ­ლას. თი­თო­ე­ულ დო­ნე­ზე პროგ­რესს, გან­მ­საზღ­ვ­რე­ლი შე­ფა­სე­ბის 10-ქუ­ლი­ა­ნი სის­ტე­მა შე­ვუ­სა­ბა­მე.

რე­სურ­სის გა­მო­ყე­ნე­ბის ინ­ს­ტ­რუქ­ცია

გე­ო­მეტ­რი­უ­ლი ფი­გუ­რა კუ­ბი, რო­მე­ლიც ხის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი, გა­და­ნომ­რი­ლია 1-დან 6-მდე.

თა­ბა­ხის ფურ­ცელ­ზე ვამ­ზა­დებ თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას, რო­მელ­ზე­დაც გა­მოვ­სა­ხავ ბლუ­მის ტაქ­სო­ნო­მი­ის დო­ნე­ებს. დო­ნე­ე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია იერარ­ქი­უ­ლად — მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ.

 

თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბას ასე­ვე ახ­ლავს ექ­ვ­სი ჯი­ბა­კი, გა­და­ნომ­რი­ლი 1-დან 6-მდე, წარ­წე­რით: ცოდ­ნა, გა­გე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბა, ანა­ლი­ზი, სინ­თე­ზი, შე­ფა­სე­ბა. დო­ნე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სი კითხ­ვე­ბი და ამო­ცა­ნე­ბი მო­თავ­სე­ბუ­ლია ჯი­ბა­კებ­ში, ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა ავ­ტ­ვირ­თოდ საპ­რე­ზენ­ტა­ციო პროგ­რა­მა­ში, კლა­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად.

მას­წავ­ლე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა თვალ­სა­ჩი­ნო­ე­ბა თე­მის ახ­ს­ნის დროს გა­მო­ი­ყე­ნოს, ასე­ვე შე­ჯა­მე­ბი­სას. ჯი­ბა­კებ­ში დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით კითხ­ვა­რე­ბის გან­თავ­სე­ბით, მოს­წავ­ლე­ე­ბი, ჯგუ­ფუ­რი მუ­შა­ო­ბის ან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გა­მო­კითხ­ვის დროს, რი­გი­თო­ბის მი­ხედ­ვით, აგ­დე­ბენ კუბს და შე­სა­ბა­მის კითხ­ვარს იღე­ბენ ჯი­ბა­კი­დან შე­სა­ბა­მი­სი ნომ­რით ან კითხუ­ლო­ბენ სლა­ი­დის შე­სა­ბა­მი­სი ნომ­რის კითხ­ვარს; ასე­ვე, მა­სა­ლას ეც­ნო­ბი­ან სლა­იდ­ზე, სწო­რი პა­სუ­ხე­ბი კი შე­ფა­სე­ბუ­ლია ბლუ­მის სა­აზ­როვ­ნო დო­ნე­ე­ბის მი­ხედ­ვით, შემ­დე­გი ქუ­ლე­ბით: ცოდ­ნა ფას­დე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი 5 ქუ­ლით, გა­გე­ბა (ში­ნა­არ­სი) — 6, გა­მო­ყე­ნე­ბა — 7, ანა­ლი­ზი — 8, შე­ფა­სე­ბა — 9 და სინ­თე­ზი — 10 ქუ­ლით.

ასე­ვე, კუ­ბი შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ვი­ყე­ნოთ მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­ფა­სე­ბი­სა და თვით­შე­ფა­სე­ბის დროს, მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლე აგ­დებს კუბს და აფა­სებს სა­კუ­თარ თავს, ქუ­ლას კი ჩა­წერს რო­გორც სპე­ცი­ა­ლუ­რად შედ­გე­ნილ ცხრილ­ში, ასე­ვე რვე­ულ­ში. ეს პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა 5-10 ან 10-15 წუ­თი, ვინც მეტ კითხ­ვას უპა­სუ­ხებს, შე­სა­ბა­მი­სად, მეტ ქუ­ლას და­აგ­რო­ვებს და მი­ე­ნი­ჭე­ბა ტი­ტუ­ლი დღის „წარ­მა­ტე­ბუ­ლი“. თუ ამო­ცა­ნე­ბი ვერ ამოხ­ს­ნეს, მას­წავ­ლე­ბე­ლი აძ­ლევს მი­თი­თე­ბებს და სა­ში­ნაო და­ვა­ლე­ბას და­ე­მა­ტე­ბა მო­ცე­მუ­ლი ამო­ცა­ნა.

ბლუ­მის ტაქ­სო­ნო­მი­ის მო­დე­ლი სას­წავ­ლო მიზ­ნე­ბის სწავ­ლე­ბი­სა და სწავ­ლის შე­დე­გე­ბის გა­ზომ­ვის ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბაა. გან­ვი­თა­რე­ბის დო­ნე­ე­ბი გან­ლა­გე­ბუ­ლია მარ­ტი­ვი­დან რთუ­ლი­სა­კენ, ყო­ველ კა­ტე­გო­რი­ა­ზე გა­დას­ვ­ლა შე­საძ­ლე­ბე­ლია წი­ნა კა­ტე­გო­რი­ის ჩვე­ვე­ბის და­უფ­ლე­ბის შე­დე­გად. მო­დი­ფი­ცირების შემთხვევაში, მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქ­ნეს დაწყებით საფეხურზე.

თი­თო­ე­ულ დო­ნე­ზე გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ზმნე­ბია:

ცოდ­ნა: ჩა­მოთ­ვ­ლა, ჩა­წე­რა, აღ­წე­რე ცდა, მო­ყო­ლა, და­სა­ხე­ლე­ბა.

გა­გე­ბა: და­ა­კავ­ში­რე, ახ­სე­ნი, გა­ი­მე­ო­რე ცდა, გან­მარ­ტე, დამ­ტ­კი­ცე­ბა, და­ხა­რის­ხე­ბა, დაჯ­გუ­ფე­ბა, გა­ში­ნა­არ­სე­ბა.

გა­მო­ყე­ნე­ბა: გა­მოთ­ვა­ლე, და­ა­კავ­ში­რე, ჩვე­ნე­ბა, მიგ­ნე­ბა, პოვ­ნა, აღ­მო­ჩე­ნა, გა­და­მუ­შა­ვე­ბა.

ანა­ლი­ზი: გა­ნას­ხ­ვა­ვე, და­ყა­ვი, და­ა­ხა­რის­ხე, დე­დუქ­ციის მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბა, ანა­ლი­ზი­რე­ბა, რე­ზი­უ­მი­რე­ბა, შე­პი­რის­პი­რე­ბა, ზო­გა­დი­დან კერ­ძო დას­კ­ვ­ნე­ბის გა­კე­თე­ბა, ვე­ნის დი­აგ­რა­მა, T სქე­მა.

სინ­თე­ზი: შე­მოწ­მე­ბა, და­გეგ­მ­ვა, მო­ხაზ­ვა, გან­ვი­თა­რე­ბა, მიგ­ნე­ბა, გან­ზო­გა­დე­ბა, ინ­დუქ­ცი­ის მე­თო­დი/კერ­ძო დას­კ­ვ­ნი­დან ზო­გა­დი დას­კ­ვ­ნის გა­კე­თე­ბა/, გა­მო­გო­ნე­ბა, და­წე­რე პრო­ექ­ტი, ამოხ­სე­ნი ამო­ცა­ნა.

შე­ფა­სე­ბა: იმ­ს­ჯე­ლე, გა­ა­კე­თე დას­კ­ვ­ნა, გა­აკ­რი­ტი­კე, და­წე­რე რე­ცენ­ზია, ამოხ­სე­ნი ამო­ცა­ნა, და­წე­რე პრო­ექ­ტი, შე­ა­ფა­სე, და­ად­გი­ნე, შე­მოწ­მე­ბა, გა­და­მოწ­მე­ბა, გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი ინ­ტე­რაქ­ტი­უ­რია და ვი­ყე­ნებთ თა­მა­შის ფორ­მით. მოს­წავ­ლე­ე­ბი ჩარ­თუ­ლი არი­ან, თი­თო­ე­უ­ლი სა­აზ­როვ­ნო დო­ნის მი­ხედ­ვით, კითხ­ვე­ბის შედ­გე­ნის პრო­ცეს­ში. ის, ვინც დაძ­ლევს უმაღ­ლეს დო­ნეს, დღის „წარ­მა­ტე­ბუ­ლის“ ტი­ტულს იღებს, იმარ­ჯ­ვებს და 10 ქუ­ლით ფას­დე­ბა. შე­იძ­ლე­ბა, ასე­ვე, გა­მო­ვავ­ლი­ნოთ 6-ვე დო­ნე­ში უმე­ტე­სი ქუ­ლე­ბით გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე. აღ­ნიშ­ნუ­ლი მე­თო­დის გა­მო­ყე­ნე­ბით, იზ­რ­დე­ბა სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში მოს­წავ­ლე­თა ჩარ­თუ­ლო­ბა და მო­ტი­ვა­ცია; მოს­წავ­ლე­ე­ბი აფა­სე­ბენ რო­გორც სა­კუ­თარ თავს, ასე­ვე ერ­თ­მა­ნეთს, ყა­ლიბ­დე­ბი­ან რო­გორც ექ­ს­პერ­ტე­ბი, გა­ნიმ­ტ­კი­ცე­ბენ მი­ღე­ბულ ცოდ­ნას და გაკ­ვე­თი­ლის ახ­ს­ნის პრო­ცეს­ში, თე­მის წი­ნას­წა­რი გან­ხილ­ვის შე­დე­გად, ძველ ცოდ­ნა­ზე აგე­ბენ ახალ ცოდ­ნას, აჯა­მე­ბენ ნას­წავლ მა­სა­ლას, ად­გე­ნენ კითხ­ვებს დო­ნე­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად. რე­სურ­სი დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­სურ­სი მეხ­მა­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მით და­სა­ხუ­ლი მიზ­ნე­ბი­სა და შე­დე­გე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში. სა­ბუ­ნე­ბის­მეტყ­ვე­ლო საგ­ნე­ბის სწავ­ლე­ბის მთა­ვა­რი მი­ზა­ნია, აზი­ა­რო მოს­წავ­ლე მეც­ნი­ე­რე­ბის სა­ფუძ­ვ­ლებს და გა­ნუ­ვი­თა­რო მას კვლე­ვი­თი უნარ-ჩვე­ვე­ბი, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს მოს­წავ­ლეს, შე­იც­ნოს სამ­ყა­რო, ჩა­ერ­თოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­რო­ში, იგ­რ­ძ­ნოს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა სა­კუ­თა­რი თა­ვის, სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და გა­რე­მოს მი­მართ.

მაია ჩხიკ­ვა­ძე
ჩო­ხა­ტა­უ­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დაბ­ლა­ცი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები