შემოდგომა წელიწადის დროებიდან ერთ-ერთი ულამაზესი სეზონია. საოცარია ამ დროს ბუნება, ფერთა შეხამება.
შემოდგომის სილამაზე და სურნელი სხვანაირად დატრიალდა 28 ოქტომბერს №215 საჯარო სკოლაში.
სასკოლო თემის ჩართულობით, ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით – „შემოდგომის ფერები 2022“.
სკოლის საზოგადოებამ თანამშრომლობითი და შემოქმედებითი გარემო შექმნა. საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს საქართველოს კუთხეები, თითოეული კუთხის დამახასიათებელი ტრადიცია და წეს-ჩვეულებები, შეასრულეს ქართული სიმღერები და ხალხური ცეკვები.
ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, გამგებლის მოადგილე ია მაკასარაშვილი და სხვა საპატიო სტუმრები.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის მოწვეულ სტუმრებს, მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს სასკოლო ღონისძიებაში აქტიური ჩართულობისა და თანადგომისათვის.
ღონისძიების ორგანიზატორები იყვნენ დაწყებითი კლასების პედაგოგები: ბელა თანდილაშვილი, თამარ მაჭარაშვილი, ლია სონღულაშვილი და ლია წიკლაური.