23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის ის­ტო­რია

spot_img

ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პია (OT) არის პრო­ფე­სია, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას ოკუ­პა­ცი­ის (საქ­მი­ა­ნო­ბის) გზით. ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პია ხელს უწყობს ფი­ზი­კუ­რი, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, მენ­ტა­ლუ­რი თუ სო­ცი­ა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბას და ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას, სპე­ცი­ფი­კუ­რად შერ­ჩე­უ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით.

სა­ნამ უშუ­ა­ლოდ ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის ის­ტო­რი­ას მოვ­ყ­ვე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ვი­ცო­დეთ ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბე­ბი და ჩა­რე­ვის გზე­ბი ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის მი­მართ, რაც და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი იყო სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქე­ბის­თ­ვის. ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე დი­დი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა „მო­რა­ლურ­მა თე­რა­პი­ამ“ და „ხე­ლოვ­ნე­ბის და ხე­ლოს­ნო­ბის მოძ­რა­ო­ბამ“.

მო­რა­ლუ­რი თე­რა­პი­ით რომ და­ვიწყოთ, ამ მხრივ, გა­მო­სარ­ჩე­ვია ძვე­ლი ბერ­ძე­ნი ექი­მი ეს­კ­ლე­პი­ა­დე. მან სა­კუ­თა­რი ვერ­სია შე­ი­მუ­შა­ვა ადა­მი­ა­ნის მო­ლე­კუ­ლუ­რი სტრუქ­ტუ­რის შე­სა­ხებ. იმ დრო­ის სხვა ექი­მე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ეს­კ­ლე­პი­ა­დე შე­და­რე­ბით ჰუ­მა­ნურ და რბილ მე­თო­დებს იყე­ნებ­და – ცხელ და ცივ აბა­ზა­ნებს, მუ­სი­კას, ღვი­ნოს… ასე­ვე, ის იყო პირ­ვე­ლი აღ­რიცხუ­ლი ექი­მი, რო­მელ­მაც მა­სა­ჟი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნა. მი­სი ჩა­რე­ვის გზე­ბი მი­ნი­მა­ლურ დის­კომ­ფორტს იწ­ვევ­და პა­ცი­ენ­ტებ­ში.

მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში ფსი­ქი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის სა­შიშ ჯგუ­ფად ით­ვ­ლე­ბოდ­ნენ და მა­თ მა­ლავ­დ­ნენ ან და­ხუ­რულ სივ­რ­ცე­ში ათავ­სებ­დ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რო­ცა ჰუ­მა­ნუ­რი ჩა­რე­ვი­სა და მოპყ­რო­ბის გზე­ბი დამ­კ­ვიდ­რ­და, მენ­ტა­ლუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის­თ­ვის შე­იქ­მ­ნა სპე­ცი­ა­ლუ­რი თავ­შე­საფ­რე­ბი, სა­დაც ისი­ნი უსაფ­რ­თხოდ გრძნობ­დ­ნენ თავს და მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ ყო­ველ­დღი­ურ ან მათ­თ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში. მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში ფრან­გი ფსი­ქი­ატ­რი ფი­ლიპ პი­ნე­ლი და გერ­მა­ნე­ლი ფსი­ქი­ატ­რი იოჰან ქრის­ტი­ან რე­ი­ლი ცდი­ლობ­დ­ნენ ფსი­ქი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის მოვ­ლის ჰუ­მა­ნი­ზა­ცი­ას, რა­საც „მო­რა­ლურ თე­რა­პი­ა­საც“ უწო­დე­ბენ ხოლ­მე. ფი­ლიპ პი­ნე­ლი ის პირ­ვე­ლი ფსი­ქი­ატ­რია, რო­მელ­მაც მო­ითხო­ვა ჯაჭ­ვე­ბის და ბორ­კი­ლე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის გა­უქ­მე­ბა ფსი­ქი­კუ­რი სირ­თუ­ლე­ე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­თან.

1860-1910 წლებ­ში, ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი რე­ვო­ლუ­ცი­ის სა­წი­ნა­აღ­მ­დე­გოდ, შე­იქ­მ­ნა „ხე­ლოვ­ნე­ბის და ხე­ლოს­ნო­ბის მოძ­რა­ო­ბა“. მი­სი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი იყო, ინ­დუს­ტ­რი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის შე­დე­გად, უკა­ნა პლან­ზე არ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო ხელ­ნა­კე­თი და ბუ­ნებ­რი­ვი მა­სა­ლე­ბის­გან შექ­მ­ნი­ლი პრო­დუქ­ტი. ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პია იყე­ნებ­და და იყე­ნებს ხელ­ნა­კე­თო­ბას და სხვა­დას­ხ­ვა ხელ­საქ­მეს, რო­გორც ერთ-ერთ სა­შუ­ა­ლე­ბას, ადა­მი­ა­ნის პრო­დუქ­ტი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თ­ვის.

კი­დევ ერთ სა­ინ­ტე­რე­სო ადა­მი­ან­ზე მინ­და მო­გიყ­ვეთ. თო­მას ბ. კიდ­ნე­რი „ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის ხელ­შეწყო­ბის ეროვ­ნუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის“ (ახ­ლა ამე­რი­კის ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის ასო­ცი­ა­ცია) ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, რო­მე­ლიც, კა­ნა­და­ში ყოფ­ნი­სას, 1916 წელს, და­ი­ნიშ­ნა სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტა­ლე­ბის კო­მი­სი­ის მდივ­ნად. მას ომი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბის რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია და­ე­ვა­ლა, რა­თა, მო­მა­ვალ­ში, ისევ შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ პირ­ვან­დე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. სწო­რედ თო­მას კიდ­ნერს ეკუთ­ვ­ნის იდეა – თუ სა­წოლს მი­ჯაჭ­ვულ ჯა­რის­კა­ცებს მივ­ცემთ ხელ­საქ­მეს, ამ­გ­ვა­რად მო­ვახ­დენთ მათ ჩარ­თუ­ლო­ბას სხვა­დას­ხ­ვა საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შემ­დეგ, ჯა­რის­კა­ცე­ბი სამ­კურ­ნა­ლო სა­ხე­ლოს­ნო­ში გა­დაჰ­ყავ­და, სა­დაც იზ­რ­დე­ბო­და მა­თი დატ­ვირ­თ­ვა და, სა­ბო­ლო­ოდ, ისი­ნი პრო­დუქ­ტი­უ­ლე­ბი ხდე­ბოდ­ნენ.

1917 წელს შე­იქ­მ­ნა „ამე­რი­კის ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის ასო­ცი­ა­ცია“, რომ­ლის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტი იყო დოქ­ტორი უილი­ამ რაშ დან­ტო­ნი, რო­მელ­საც „ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის მა­მა­დაც“ მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ის ერთ-ერ­თი პი­ო­ნე­რი იყო ამ საქ­მის, რო­მელ­საც კონ­კ­რე­ტუ­ლი, კარ­გად და­გეგ­მი­ლი და ადა­მი­ან­ზე მორ­გე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბის სჯე­რო­და. 1919 წელს მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა სტა­ტია ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის შე­სა­ხებ, სა­ხელ­წო­დე­ბით – „რე­კონ­ს­ტ­რუქ­ცი­უ­ლი თე­რა­პია“, ხო­ლო 1921 წელს ეწო­და „ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პია“.

ამე­რი­კე­ლი ექ­თა­ნი სი­უ­ზან თრე­ი­სი ერთ-ერ­თი დამ­ფუძ­ნე­ბუ­ლი იყო ოკუ­პა­ცი­უ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის. ის თვლი­და, რომ ექ­თან­ზე კარ­გად ვერც ერ­თი სხვა პრო­ფე­სი­ის ადა­მი­ა­ნი ვერ შეძ­ლებ­და საქ­მი­ა­ნო­ბის და­გეგ­მ­ვას პა­ცი­ენ­ტ­თან. სწო­რედ ექ­თ­ნად მუ­შა­ო­ბის დროს შე­ნიშ­ნა მან, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც, და­ა­ვა­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რა­ი­მე საქ­მი­ა­ნო­ბით იყ­ვ­ნენ და­კა­ვე­ბულ­ნი, უფ­რო ბედ­ნი­ე­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბოდ­ნენ, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ მწო­ლი­ა­რე პა­ცი­ენ­ტე­ბი. სი­უ­ზან თრე­ის­მა სხვა ექ­თ­ნე­ბის გა­დამ­ზა­დე­ბა და­იწყო ოკუ­პა­ცი­უ­რი სწავ­ლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

1915 წელს ამე­რი­კელ­მა სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შაკ­მა, ელე­ო­ნორ კლარკ სლეგ­ლ­მა შექ­მ­ნა პირ­ვე­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მა ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ.

ოკუ­პა­ცი­უ­რი თე­რა­პი­ის მიზ­ნე­ბი:

  1. ხე­ლი შე­უწყოს პი­როვ­ნე­ბას, მი­აღ­წი­ოს ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის მაქ­სი­მა­ლურ დო­ნეს და გახ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა სფე­რო­ში;
  2. და­ეხ­მა­როს ადა­მი­ანს აღად­გი­ნოს, გა­ნა­ვი­თა­როს და შე­ი­ძი­ნოს ის უნარ-ჩვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და­მო­უ­კი­დებ­ლად ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რე­ბის, ჯან­მ­რ­თე­ლო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბი­სათ­ვის;
  3. სა­შუ­ა­ლე­ბა მის­ცეს ადა­მი­ა­ნებს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბი­სე­ულ საქ­მი­ა­ნო­ბებ­ში;
  4. მხა­რი და­უ­ჭი­რონ ადა­მი­ა­ნებს შე­ას­რუ­ლონ ისე­თი საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­მე­ლიც გაზ­რ­დის მა­თი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უნარს ან შეც­ვა­ლონ გა­რე­მო უკე­თე­სი თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიღ­წე­ვი­სათ­ვის.

რას ვგუ­ლის­ხ­მობთ ტერ­მინ­ში „ოკუ­პა­ცია-საქ­მი­ა­ნო­ბა“?

  1. ყო­ველ­დღი­უ­რი რუ­ტი­ნუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი (თვით­მოვ­ლა, მგზავ­რო­ბა, და­ლა­გე­ბა და ა.შ)
  2. სწავ­ლას­თან და მუ­შა­ო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი
  3. დას­ვე­ნე­ბა
  4. ჰო­ბი
  5. სა­ზო­გა­დო­ებ­რივ აქ­ტი­ვო­ბებ­ში ჩარ­თუ­ლო­ბა
  6. კულ­ტუ­რუ­ლი, ეთ­ნი­კუ­რი ან რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი.

„რო­გორც ვა­ტა­რებთ დღე­ებს, ასე­ვე ვა­ტა­რებთ ცხოვ­რე­ბას.“

 

 

სტა­ტია მო­ამ­ზა­და ად­რე­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ა­ლის­ტ­მა, გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლოგ­მა, სო­ფიო მე­ლა­ძემ

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები