20 ივნისი, პარასკევი, 2025

ნოე რამიშვილის შთამომავალმა ეროვნულ არქივს საოჯახო არქივში დაცული მასალა გადასცა

spot_imgspot_img

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი თავმჯდომარის, ნოე რამიშვილის შვილიშვილმა, მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ბაბუის პირადი წერილები და მათ ოჯახში დაცული სხვა საარქივო მასალა გადასცა.

გადმოცემულ დოკუმენტებს შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოე რამიშვილის მიერ მეუღლისთვის – მარიამ გოგიაშვილისთვის – 1924-1930 წლებში გაგზავნილი წერილები, რომლებიც ნათლად წარმოაჩენს ქართველი პოლიტიკოსის ადამიანურ ბუნებას, მის დამოკიდებულებასა და სიყვარულს ოჯახის მიმართ. მიშელ რამიშვილმა ეროვნულ არქივს ასევე გადასცა: საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ბიუროს პერიოდული გამოცემა „ჩვენი დროშის“ 1950 წლის ნომერი; ქართული პერიოდული პრესის ნიმუშები; გამორჩეულია 1951 წელს დავით ბუაჩიძის სახელზე საფრანგეთში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტი და ლტოლვილის სერტიფიკატი; შეტყობინება ნოე რამიშვილის გარდაცვალების შესახებ, ასევე მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ნოე რამიშვილის მეუღლისა და შვილებისთვის გაგზავნილი თანაგრძნობის ბარათი; 1928 წელს პირველი რესპუბლიკის მთავრობაში ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრ კონსტანტინე კანდელაკისადმი მიწერილი წერილი და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ეროვნული არქივი ინახავს ნოე რამიშვილის პირად ფონდს, რომელიც 1917-1965 წლებში შექმნილ 90 საარქივო საქმეს აერთიანებს. ნოე რამიშვილის შთამომავლის მიერ ეროვნული არქივისთვის ახლად გადმოცემული დოკუმენტები სწორედ ქართველი პოლიტიკოსის პირად ფონდს შეემატება და დაინტერესებული მკვლევარებისთვის უახლოეს მომავალში გახდება ხელმისაწვდომი.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება