30 დეკემბერი, ორშაბათი, 2024

„ნი­უ­ტო­ნის აკ­ვა­ნი“, ანუ ფი­ზი­კის სწავ­ლე­ბის გა­სა­ღე­ბი

spot_img
არჩილ გელაშვილი
ვლა­დი­მირ კო­მა­რო­ვის თბი­ლი­სის ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კის №199 სა­ჯა­რო სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ხში­რად შემ­ხ­ვედ­რია სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბულ და ჯერ სკო­ლა და­სამ­თავ­რე­ბელ ადა­მი­ა­ნებ­ში შემ­დე­გი გა­მოთ­ქ­მა: „სა­გა­ნი ფი­ზი­კა ჩემ­თ­ვის ძა­ლი­ან ძნე­ლი და გა­უ­გე­ბა­რია“. ამის შემ­დეგ, რომ და­მის­ვამს კითხ­ვა მათ­თ­ვის, თუ რა­ტომ არის სა­გა­ნი ფი­ზი­კა ძნე­ლი და გა­უ­გე­ბა­რი, მა­თი პა­სუ­ხი ძი­რი­თა­დად შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის იყო: „არ ვი­ცი, უბ­რა­ლოდ გა­უ­გე­ბა­რია“. გა­უ­გებ­რო­ბის მი­ზე­ზი ის არის, რომ მათ არ იცი­ან, რის გა­მო დად­გა მო­ცე­მუ­ლი შე­დე­გი. არ იცი­ან, რომ სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში სა­გა­ნი ფი­ზი­კა კი არა, მა­თე­მა­ტი­კუ­რი „ენით“ გა­წე­რი­ლი ფი­ზი­კა ვერ გა­ი­გეს. მსგავ­სად ამი­სა, დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლის მცოდ­ნემ შე­იძ­ლე­ბა ჰა­გი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ნა­წა­რმო­ე­ბი წა­ი­კითხოს ძველ ქარ­თუ­ლად, ვერ აღიქ­ვას ტექ­ს­ტის ში­ნა­არ­სი და თქვას: „მე ვერ გა­ვი­გე, მაგ.: შუ­შა­ნი­კის წა­მე­ბა, აბო თბი­ლე­ლის წა­მე­ბა, გრი­გოლ ხან­ძ­თე­ლის ცხოვ­რე­ბა და ა.შ.“ თუმ­ცა, ჩა­მოთ­ვ­ლილ ნა­წარ­მო­ე­ბებს, თუ დღე­ვან­დე­ლი ქარ­თუ­ლით და­ვუ­წერთ, მათ ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს მშვე­ნივ­რად ჩას­წ­ვ­დე­ბი­ან. ჩე­მი მი­ზა­ნია, მო­ცე­მულ სტა­ტი­ა­ში, ერთ-ერ­თი მი­მარ­თუ­ლე­ბით წარ­მო­ვად­გი­ნო, თუ რა გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა ფი­ზი­კა­სა და მა­თე­მა­ტი­კურ ენა­ზე გა­წე­რილ ფი­ზი­კას შო­რის და რო­გორ სჯობს ვას­წავ­ლოთ მოს­წავ­ლეს სა­გა­ნი ფი­ზი­კა, იმის­თ­ვის, რომ მის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გე­ბი და და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი გახ­დეს.

მოწყო­ბი­ლო­ბა „ნი­უ­ტო­ნის აკ­ვა­ნი“ კარ­გად ვი­ცით, რა­საც წარ­მო­ად­გენს, ამი­ტომ მის დე­ტა­ლურ აღ­წე­რას არ და­ვიწყებ, თუმ­ცა იმას გა­ვიხ­სე­ნებ, რომ 5 ცა­ლი ერ­თ­ნა­ი­რი, ერ­თი წრფის გას­წ­ვ­რივ გან­ლა­გე­ბუ­ლი ბურ­თუ­ლი­სა­გან შედ­გე­ბა, რო­მელ­თაც შე­უძ­ლი­ათ რხე­ვა და ერ­თ­მა­ნეთ­თან თით­ქ­მის აბ­სო­ლუ­ტუ­რად დრე­კა­დად და­ჯა­ხე­ბა. სწო­რედ მო­ცე­მულ მოწყო­ბი­ლო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დავ­ს­ვამ სა­კითხს, აბ­სო­ლუ­ტუ­რად პი­რო­ბი­თად, ბურ­თუ­ლებს და­ვარ­ქ­ვათ სა­ხე­ლე­ბი, მი­ყო­ლე­ბით – 1, 2, 3, 4, 5. წარ­მო­ვად­გენ ამო­ცა­ნა №1-ს, რო­მელ­შიც მხო­ლოდ მის ფი­ზი­კურ ნა­წილს გან­ვი­ხი­ლავ (მა­თე­მა­ტი­კა მხო­ლოდ ციფ­რე­ბის ცნო­ბის და 10-ის ფარ­გ­ლებ­ში თვლის დო­ნე­ზე დაგ­ვ­ჭირ­დე­ბა) და ამო­ცა­ნა №2-ს, რო­მელ­შიც გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბა მა­თე­მა­ტი­კურ „ენა­ზე“ გა­წე­რი­ლი ფი­ზი­კა.

კლას­ში, სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სის დროს, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვაც­ნოთ ი­მპულ­სის მუდ­მი­ვო­ბის კა­ნო­ნი, წა­რმო­ვუდ­გი­ნოთ მოწყო­ბი­ლო­ბა „ნი­უ­ტო­ნის აკ­ვა­ნი“ (თუ თან არ გვექ­ნე­ბა, ინ­ტერ­ნე­ტით ვაჩ­ვე­ნოთ) და გა­ვაც­ნოთ ამო­ცა­ნა №1:

„ნი­უ­ტო­ნის აკ­ვან­ში“ ყვე­ლა ბურ­თუ­ლა გა­ჩე­რე­ბუ­ლია, ა) გა­დავ­ხა­როთ ბურ­თუ­ლა 1 და გა­ვუშ­ვათ ხე­ლი; ბ) გა­დავ­ხა­როთ ბურ­თუ­ლე­ბი 1, 2 და გა­ვუშ­ვათ ხე­ლი; გ) გა­დავ­ხა­როთ ბურ­თუ­ლე­ბი 1, 2, 3 და გა­ვუშ­ვათ ხე­ლი; დ) გა­დავ­ხა­როთ ბურ­თუ­ლე­ბი 1, 2, 3, 4 და გა­ვუშ­ვათ ხე­ლი. რამ­დე­ნი ბურ­თუ­ლა გა­და­იხ­რე­ბა პირ­ვე­ლი და­ჯა­ხე­ბი­სას ა, ბ, გ და დ შემ­თხ­ვე­ვებ­ში?

ამო­ცა­ნის დას­მის შემ­დეგ, რო­დე­საც დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ პი­რო­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლემ გა­ი­გო, დავ­ს­ვათ კითხ­ვე­ბი და და­ვიწყოთ „ა“ შემ­თხ­ვე­ვი­დან. დავ­ს­ვათ შემ­დე­გი ში­ნა­არ­სის შე­კითხ­ვა: რო­მე­ლი და რამ­დე­ნი ბურ­თუ­ლა გა­და­იხ­რე­ბა, მას შემ­დეგ, რაც ბურ­თუ­ლა 1-ს გა­დავ­ხ­რით, გა­ვუშ­ვებთ ხელს და ბურ­თუ­ლა 2-ს და­ე­ჯა­ხე­ბა? და­ვე­ლო­დოთ მოს­წავ­ლე­ე­ბის პა­სუ­ხებს და ამის შემ­დეგ და­ვიწყოთ დე­მონ­ს­ტ­რი­რე­ბა და მოს­წავ­ლე­ე­ბი და­ი­ნა­ხა­ვენ: რო­დე­საც გა­დავ­ხ­რით ბურ­თუ­ლა 1-ს, გა­ვუშ­ვებთ ხელს და და­ე­ჯა­ხე­ბა ბურ­თუ­ლა 2-ს, გა­და­იხ­რე­ბა მხო­ლოდ ბურ­თუ­ლა 5; შემ­დეგ „ბ, გ და დ“ შემ­თხ­ვე­ვებ­შიც იმა­ვეს გა­ვი­მე­ო­რებთ და მოს­წავ­ლე­ე­ბი, „ბ“ შემ­თხ­ვე­ვა­ში: ბურ­თუ­ლე­ბი 1 და 2, გა­დახ­რის და ხე­ლის გაშ­ვე­ბის შემ­დეგ, რო­დე­საც და­ე­ჯა­ხე­ბი­ან ბურ­თუ­ლა 3-ს, გა­და­იხ­რე­ბა მხო­ლოდ 4 და 5 ბურ­თუ­ლა; „გ“ შემ­თხ­ვე­ვა­ში და­ი­ნა­ხა­ვენ: რო­დე­საც გა­დავ­ხ­რით ბურ­თუ­ლებს – 1, 2, 3 და ხელს გა­ვუშ­ვებთ, ბურ­თუ­ლა 4-ს და­ე­ჯა­ხე­ბი­ან და გა­და­იხ­რე­ბა მხო­ლოდ ბურ­თუ­ლე­ბი – 3, 4 და 5; „დ“ შემ­თხ­ვე­ვა­ში: რო­დე­საც გა­დავ­ხ­რით ბურ­თუ­ლებს – 1, 2, 3 და 4, ხე­ლის გაშ­ვე­ბის შემ­დეგ, და­ე­ჯა­ხე­ბი­ან ბურ­თუ­ლა 5-ს და, ბურ­თუ­ლა 1-ის გარ­და, ყვე­ლა გა­და­იხ­რე­ბა.

მო­ცე­მუ­ლი სა­დე­მონ­ს­ტ­რა­ციო ამო­ცა­ნი­დან მოს­წავ­ლე­ე­ბი გა­მო­ი­ტა­ნენ დას­კ­ვ­ნას: რამ­დენ ბურ­თუ­ლა­საც გა­დავ­ხ­რით და გა­ვუშ­ვებთ ხელს, და­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ზუს­ტად იმ­დე­ნი­ვე ბურ­თუ­ლა გა­და­იხ­რე­ბა, ე.ი. იმ­პულ­სე­ბის ჯა­მი, და­ჯა­ხე­ბამ­დე და და­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ერ­თი და იგი­ვეა. ყო­ველ­გ­ვა­რი მა­თე­მა­ტი­კუ­რი გა­მოთ­ვ­ლე­ბის გა­რე­შე, მხო­ლოდ აზ­რე­ბის გაც­ვ­ლა-გა­მოც­ვ­ლით, მი­ზა­ნი მიღ­წე­უ­ლი იქ­ნე­ბა, მოს­წავ­ლე ფი­ზი­კა­ში იმ­პულ­სის მუდ­მი­ვო­ბის კა­ნო­ნის ფი­ზი­კურ, ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რეს ჩას­წ­ვ­დე­ბა.

შემ­დეგ, მოს­წავ­ლე­ებს გა­ვაც­ნოთ ამო­ცა­ნა №2:

„ნი­უ­ტო­ნის აკ­ვან­ში“, ბურ­თუ­ლა 1-ის გა­დახ­რის, ხე­ლის გაშ­ვე­ბის და ბურ­თუ­ლა 2-თან და­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, ბურ­თუ­ლა 5-მა მი­ი­ღო მო­დუ­ლით P იმ­პულ­სი. გან­ხი­ლუ­ლი პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვი­დან, ბურ­თუ­ლა 1-თან შე­და­რე­ბით, რამ­დენ­ჯერ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ სიჩ­ქა­რეს შე­ი­ძენს ბურ­თუ­ლე­ბი 2, 3, 4,და 5, თუ გა­დახ­რის და ბურ­თუ­ლა 5-თან და­ჯა­ხე­ბის დროს ბურ­თუ­ლებს – 1, 2, 3 და 4 ექ­ნე­ბათ მო­დუ­ლით P იმ­პულ­სი?

რო­დე­საც დავ­რ­წ­მუნ­დე­ბით, რომ პი­რო­ბა ყვე­ლა მოს­წავ­ლემ გა­ი­გო, დავ­ს­ვათ კითხ­ვე­ბი:

ა) რა­ში მდგო­მა­რე­ობს იმ­პულ­სის მუდ­მი­ვო­ბის კა­ნო­ნი? და­ვე­ლო­დოთ მოს­წავ­ლე­ე­ბის პა­სუხს.

ბ) რო­გორ და რა­ტომ ფიქ­რობთ, თუ მხო­ლოდ ბურ­თუ­ლა 1-ს გა­დავ­ხ­რი­დით, ბურ­თუ­ლა 2-თან და­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ, რამ­დე­ნი და რო­მე­ლი ბურ­თუ­ლა გა­და­იხ­რე­ბო­და? და­ვე­ლო­დოთ მოს­წავ­ლე­ე­ბის პა­სუხს.

გ) რო­გორ და რა­ტომ ფიქ­რობთ, თუ მხო­ლოდ 1, 2, 3 და 4 ბურ­თუ­ლებს გა­დავ­ხ­რი­დით, რამ­დე­ნი და რო­მე­ლი ბურ­თუ­ლე­ბი გა­და­იხ­რე­ბო­და? და­ვე­ლო­დოთ მოს­წავ­ლე­ე­ბის პა­სუხს.

შემ­დეგ წარ­მო­ვად­გი­ნოთ ამო­ცა­ნის ამოხ­ს­ნა:

პირ­ველ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბურ­თუ­ლა 1-ის სიჩ­ქა­რის მო­დუ­ლი, ბურ­თუ­ლა 2-თან შე­ჯა­ხე­ბის დროს, აღ­ვ­ნიშ­ნოთ V-თი, ხო­ლო მე-2 შემ­თხ­ვე­ვა­ში ბურ­თუ­ლე­ბის – 2, 3, 4 და 5 სიჩ­ქა­რის მო­დუ­ლი – U-თი და თი­თო­ე­უ­ლი ბურ­თუ­ლის მა­სა – M-ით.

იმ­პულ­სის მუდ­მი­ვო­ბის და შე­ნახ­ვის კა­ნო­ნი­დან გა­მომ­დი­ნა­რე­ობს:

პირ­ვე­ლი შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბურ­თუ­ლა 1-ის იმ­პულ­სი P=MV

მე­ო­რე შემ­თხ­ვე­ვა­ში, ბურ­თუ­ლე­ბის – 2, 3, 4 და5-ის იმ­პულ­სი P=4MU

ე.ი. MV=4MU

მი­ვი­ღეთ: V=4U

მოყ­ვა­ნი­ლი ამო­ცა­ნის გა­გე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ მო­ითხოვს რთუ­ლი მა­თე­მა­ტი­კუ­რი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას, ბევრ მოს­წავ­ლეს მა­ინც უჭირს, თუ პირ­და­პირ მო­ცე­მუ­ლი ფორ­მით მი­ვა­წო­დებთ.

თუმ­ცა, თუ მოს­წავ­ლე­ებს ჯერ ამო­ცა­ნა №1-ს მი­ვა­წო­დებთ, გა­ვაც­ნობთ მხო­ლოდ მის ფი­ზი­კურ ნა­წილს და ამის შემ­დ­გე მი­ვა­წო­დებთ ამო­ცა­ნა №2-ს, თან ხაზ­გას­მით ვეტყ­ვით, რომ ეს მა­თე­მა­ტი­კუ­რი აპა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბას მო­ითხოვს, ამის შემ­დეგ მოს­წავ­ლე უკე­თე­სად გა­ერ­კ­ვე­ვა, თუ რას იგებს და რას ვე­რა, გა­ი­გო თუ ვერ გა­ი­გო ფი­ზი­კა თუ მა­თე­მა­ტი­კურ ენა­ზე გა­წე­რი­ლი ფი­ზი­კა.

 

გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა:

მ. ტუ­ღუ­ში, თ. შენ­გე­ლია, თ. შენ­გე­ლია, გ. ლო­მი­ძე – მე-9 კლა­სის ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, თბ., 2022წ;

ქ. ტა­ტიშ­ვი­ლი – მე-9 კლა­სის ფი­ზი­კის სა­ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო, თბ., 2021წ.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები