24 ნოემბერი, კვირა, 2024

„ნი­კო კეცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მი­ის“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი წელს აფხა­ზე­თის მე­ა­თე სა­ჯა­რო სკო­ლა გახ­და

spot_img

აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლა წელს „ნიკო კეცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მი­ის“ გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი გახ­და, გა­სულ წელს კი, მი­ნი­მა­ლუ­რი რე­სურ­სით, დი­დი შრო­მი­თა და მონ­დო­მე­ბით, სკო­ლის „ეკოკ­ლუ­ბი“ 2021 წლის სა­უ­კე­თე­სო ათე­ულ­შიც მოხ­ვ­და.

„ნი­კო კეცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მია“ და­წეს­და CENN-ის მი­ერ, პრო­ექ­ტის „ტყის მდგრა­დი მარ­თ­ვა სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის“ ფარ­გ­ლებ­ში, ავ­ს­ტ­რი­ის გან­ვი­თა­რე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რით. კონ­კურ­სის თა­ნა­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი არი­ან გა­რე­მოს დაც­ვი­სა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტ­რო, გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი.

თა­ვის­თა­ვად, წარ­მა­ტე­ბა და კონ­კურ­სებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ყვე­ლა სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, თუმ­ცა, კი­დევ უფ­რო გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას იძენს მსგავ­სი წარ­მა­ტე­ბე­ბი, რო­ცა სკო­ლა­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რის გა­კე­თე­ბას ახერ­ხე­ბენ,  სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ისე  წარ­მო­ჩე­ნას, რომ სა­უ­კე­თე­სოდ აღი­ა­რონ. კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი სკო­ლის ეკოკ­ლუ­ბი „მწვა­ნე რე­ინ­ჯე­რე­ბი“ 9 მოს­წავ­ლე­სა და ერთ მას­წავ­ლე­ბელს აერ­თი­ა­ნებს. ისი­ნი ყვე­ლა­ზე მეტ დროს ერ­თად, სკო­ლის აგ­როკ­ლუ­ბის ოთახ­ში ატა­რე­ბენ, სა­მო­მავ­ლო გეგ­მებ­ზე სა­უ­ბარ­სა და აქ­ტი­ვო­ბებ­ში გარ­თუ­ლე­ბი. ამ­ბო­ბენ, რომ ეს სივ­რ­ცე მათ­თ­ვის კი­დევ უფ­რო გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გი­ლად იქ­ცა, რად­გან უკ­ვე წარ­მა­ტე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბა. აქ­ვე გეტყ­ვით იმა­საც, რომ, ალ­ბათ, ძა­ლი­ან ცო­ტამ თუ იცის, იმის შე­სა­ხებ, რომ „მწვა­ნე რე­ინ­ჯე­რე­ბის“ საყ­ვა­რელ და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ად­გი­ლად ქცე­უ­ლი „ეკოკ­ლუ­ბის“ ოთა­ხი მხო­ლოდ 14 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი­ა და ისიც სკო­ლის სა­კუთ­რე­ბა არ არის, რად­გან „ხიზ­ნად­ქ­ცე­ულ“ სკო­ლას სა­კუ­თა­რი შე­ნო­ბა არ გა­აჩ­ნია.

ბუ­ნებ­რი­ვია, მუდ­მი­ვად ვა­დე­ვნებთ თვალს სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბას ქარ­თულ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე­ში, ვცდი­ლობთ, წარ­მა­ტე­ბე­ბიც და პრობ­ლე­მე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის თვალ­სა­ჩი­ნო გავ­ხა­დოთ და ეს ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ იმ მიზ­ნით, რომ თვა­ლი გა­ვუს­წო­როთ რე­ა­ლო­ბას, შემ­დეგ, ერ­თიც და მე­ო­რეც, მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბად ვაქ­ცი­ოთ, რომ ბავ­შ­ვე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უკე­თე­სი გა­ნათ­ლე­ბა მივ­ცეთ მათ. ამ წე­რი­ლის და­წე­რის მთა­ვა­რი მი­ზა­ნიც სწო­რედ ეს არის. სკო­ლა, რო­მე­ლიც სა­მა­სამ­დე მოს­წავ­ლეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, დღემ­დე,  სხვის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ბა­ღის შე­ნო­ბა­ში რჩე­ბა, ისიც სა­რე­მონ­ტოა და მი­ნი­მა­ლუ­რი ჰი­გი­ე­ნის ნორ­მე­ბის და­სა­ცა­ვად, მას­წავ­ლებ­ლე­ბი და მოს­წავ­ლე­ე­ბი კოს­მე­ტი­კუ­რი რე­მონ­ტის რე­სურსს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხ­მე­ვით აგ­რო­ვე­ბენ. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, სკო­ლის მო­ნა­ხუ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა მეც მო­მე­ცა, რო­ცა „მას­წავ­ლებ­ლის ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო 2020“-ის დაწყე­ბა გა­ნათ­ლე­ბის კო­ა­ლი­ცი­ამ სწო­რედ აფხა­ზე­თის №10 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში გა­მო­აცხა­და. ბუ­ნებ­რი­ვია, ბევ­რი დაკ­ვირ­ვე­ბა არ სჭირ­დე­ბა იქ მი­სულ ადა­მი­ანს, რომ და­ი­ნა­ხოს და შე­ა­ფა­სოს, თუ რა პი­რო­ბებ­ში უწევს 300-მდე მოს­წავ­ლეს, პე­და­გო­გებ­სა თუ ტექ­ნი­კურ პერ­სო­ნალს ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ცე­სებ­ში ჩარ­თ­ვა თუ წარ­მარ­თ­ვა. თუმ­ცა, უმ­ჯო­ბე­სია, ამის შე­სა­ხებ თა­ვად „ეკოკ­ლუ­ბის“ მოს­წავ­ლე­ებ­სა და სკო­ლის სა­მო­ქა­ლა­ქო გა­ნათ­ლე­ბი­სა და ეკოკ­ლუ­ბის პე­და­გოგს, მი­ხე­ილ ცქვი­ტა­ი­ას მო­ვუს­მი­ნოთ: „სკო­ლა­ში არ გვაქვს სა­მას­წავ­ლებ­ლო. მას­წავ­ლებ­ლე­ბი, ძი­რი­თა­დად, გა­რეთ ვართ ხოლ­მე და ერთ-ერ­თი ოთა­ხი რომ და­ცა­რი­ელ­დე­ბა, მე­რე შევ­დი­ვართ. ბავ­შ­ვებ­მა სიმ­ბო­ლუ­რად აიჩე­მეს აგ­როკ­ლუ­ბი, თო­რემ ეს არის ოთა­ხი, რო­მე­ლიც აგ­როკ­ლუ­ბიც არის, ეკოკ­ლუ­ბიც, კი­ნოკ­ლუ­ბიც, სა­მო­ქა­ლა­ქო კლუ­ბიც, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კლუ­ბიც და ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი კლუ­ბიც. იმის ში­შით, რომ სკო­ლა არ დაგ­ვი­ხუ­რონ და ზო­გა­დად, დავ­რ­ჩეთ რო­გორც სკო­ლა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ. ამ თვით­გა­დარ­ჩე­ნის პრო­ცეს­ში დაგ­ვიგ­როვ­და ამ­დე­ნი აქ­ტი­ვო­ბა. გა­მარ­ჯ­ვე­ბე­ბი, რა­საც ვაღ­წევთ, უფ­რო თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­ს­ტინ­ქ­ტი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი“.

„სკო­ლა­ში არ გვაქვს გე­ოგ­რა­ფი­ის, ბი­ო­ლო­გი­ის, ფი­ზი­კი­სა და სხვა საგ­ნე­ბის ოთა­ხე­ბი. კარ­გი იქ­ნე­ბა, რომ ჩვე­ნი სკო­ლა იყოს აღ­ჭურ­ვი­ლი, რად­გან XXI სა­უ­კუ­ნე­ში, მგო­ნია, რომ ყვე­ლა ბავშვს უნ­და ჰქონ­დეს ელე­მენ­ტა­რუ­ლი პი­რო­ბე­ბი,“ – თა­მარ სა­ჯაია, ეკოკ­ლუ­ბე­ლი.

მი­ნი­მა­ლუ­რი რე­სურ­სის მი­უ­ხე­და­ვად, სკო­ლამ უამ­რა­ვი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და რაც მთა­ვა­რია, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სკო­ლი­სა და მოს­წავ­ლე­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი შე­დე­გე­ბის მიღ­წე­ვა შეძ­ლო. ეკოკ­ლუ­ბე­ლე­ბი მუ­ნი­ცი­პა­ლუ­რი ნარ­ჩე­ნე­ბის მარ­თ­ვის ხუთ­წ­ლი­ა­ნი გეგ­მის შე­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შიც ჩა­ერ­თ­ვე­ბი­ან.

კი­დევ ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლი, რო­მე­ლიც ამ სკო­ლას გა­მო­არ­ჩევს, ქველ­მოქ­მე­დე­ბაა, რაც ეკოკ­ლუ­ბე­ლე­ბის­თ­ვის ერთ-ერთ პრი­ო­რი­ტე­ტად იქ­ცა. სა­მე­წარ­მეო კლუბ­ში ეკო­ჩან­თებს აწარ­მო­ე­ბენ და გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვებს აწყო­ბენ, ეს სხვე­ბის­თ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევთ. ასე­ვე, სკო­ლამ ნი­კო კეცხო­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის სტი­პენ­დია და­ა­წე­სა, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ბავ­შ­ვე­ბი სხვა სკო­ლებს ეხ­მა­რე­ბი­ან. ეკოკ­ლუ­ბე­ლე­ბი ხში­რად ატა­რე­ბენ საქ­ველ­მოქ­მე­დო ღო­ნის­ძი­ე­ბებს, შე­მო­სულ თან­ხას კი ტყე­ე­ბის აღ­დ­გე­ნის­თ­ვის და უკ­რა­ი­ნის მხარ­და­სა­ჭე­რად რიცხა­ვენ.

ამ­ბო­ბენ, რომ ყვე­ლა აქ­ტი­ვო­ბა მათ­თ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, თუმ­ცა, გა­მორ­ჩე­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბიც აქვთ: „ჩვენ ვმუ­შა­ობთ უნარ-ჩვე­ვე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აგ­რო­მი­მარ­თუ­ლე­ბით. სკო­ლა­ში გვაქვს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ბოს­ტა­ნი და სათ­ბუ­რი, სა­დაც ბზა გა­ვა­ხა­რეთ და მო­სახ­ლე­ო­ბას და­ვუ­რი­გეთ. სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ბოს­ტ­ნის მოვ­ლა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა­ცაა ჩარ­თუ­ლი, ჩვენ­თან ერ­თად უვ­ლი­ან და შემ­დეგ ნა­ყოფ­საც ვი­ნა­წი­ლებთ. გვაქვს ხე­ხი­ლის ბა­ღიც. ზო­გა­დად, აგ­როჩ­ვე­ვე­ბი­სა და უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ბევრს ვმუ­შა­ობთ, მხარ­ში გვიდ­გას FAO სა­ქარ­თ­ვე­ლოც. ასე­ვე, ჩარ­თუ­ლე­ბი ვართ გა­რე­მოს დაც­ვი­თი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის ცენ­ტ­რის აგ­როს­კო­ლა­ში,“ – გვი­ამ­ბობს ერთ-ერ­თი ეკოკ­ლუ­ბე­ლი.

ნი­კო კეცხო­ვე­ლის პრე­მი­ის მი­ღე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იმი­თაც გახ­და, რომ შეც­ვა­ლა კონ­კურ­სე­ბი­სად­მი სკეპ­ტი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა – „ხში­რად კონ­კურ­სი არა­სა­მარ­თ­ლი­ა­ნია“, ეს ეჭ­ვი გა­ფან­ტა. რო­გორც ამ­ბო­ბენ, უამ­რა­ვი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი აქ­ტი­ვო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, გა­მარ­ჯ­ვე­ბის იმე­დი მა­ინც არ ჰქონ­დათ: „სულ მღრღნი­და ეჭ­ვი, რომ ეს კონ­კურ­სია და კონ­კურ­სი არას­დ­როს არ არის სა­მარ­თ­ლი­ა­ნი, ბო­ლოს სულ იჩაგ­რე­ბი. ისიც კი გა­ვი­ფიქ­რე, რომ მო­მა­ვალ წელს არ მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ყვე­ლა­ზე მე­ტად, ამ კონ­კურ­ს­მა რწმე­ნა მომ­ცა და თვით­და­ჯე­რე­ბა, რომ თუ ბევრს იშ­რო­მებ, შე­დეგს აუცი­ლებ­ლად მი­აღ­წევ,“ – ამ­ბობს მი­ხე­ი­ლი.

უამ­რა­ვი პრო­ფე­სი­უ­ლი თუ პი­როვ­ნუ­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბის შე­ძე­ნის გარ­და, ეკოკ­ლუბ­მა, კონ­კურ­ს­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბით, სკო­ლის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის ფუ­ლა­დი ჯილ­დოც მი­ი­ღო. უკ­ვე და­გეგ­მი­ლიც აქვთ, რო­გორ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მი­ღე­ბულ 5 000 ლარს.

სკო­ლის შე­ლა­ხუ­ლი ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რის მიღ­მა, მოს­წავ­ლე­ე­ბის მიზ­ნე­ბი გა­ცი­ლე­ბით ჯან­სა­ღად და იმე­დი­ა­ნად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა. იმ არა­თა­ნა­ბა­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, რო­მელ­შიც მათ, სხვა სკო­ლე­ბის მოს­წავ­ლე­ებ­თან შე­და­რე­ბით, უწევთ სწავ­ლა, ფიქ­რო­ბენ, რომ ყვე­ლაფ­რის მიღ­წე­ვა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუ ამის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბათ და შრო­მა არ და­ე­ზა­რე­ბათ. ამ კონ­კურ­სის შემ­თხ­ვე­ვა­შიც ასე მოხ­და. „თუ გაქვს ინ­ფორ­მა­ცია მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის შე­სა­ხებ, გინ­და იყო კარ­გი მო­ქა­ლა­ქე, შე­ნი წვლი­ლი შე­ი­ტა­ნო ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში და ერ­თი აგუ­რი და­დო, აუცი­ლებ­ლად გა­ა­კე­თებ ამის­თ­ვის ყვე­ლა­ფერს. „კეცხო­ველ­მა“ მას­წავ­ლა, რომ არ ვარ ერ­თი უბ­რა­ლო ბავ­შ­ვი ჩხო­როწყუ­დან, რო­მე­ლიც სულ ჩხო­როწყუ­ში უნ­და იყოს და მას არ ეხე­ბა არც სა­ქარ­თ­ვე­ლოსა და არც მსოფ­ლი­ოს ამ­ბა­ვი. მე მე­ხე­ბა ყვე­ლა­ფე­რი და ყვე­ლა­ფერ­ში უნ­და მი­ვი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა,“ – ამ­ბობს ელე­ნე.

„მწვა­ნე რე­ინ­ჯე­რე­ბი“ ეკოპ­რო­ექ­ტებ­ზე „მწვა­ნე რა­დი­ო­შიც“ ხში­რად სა­უბ­რო­ბენ, რო­მე­ლიც სკო­ლა­ში ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. და­ახ­ლო­ე­ბით, 20 სი­უ­ჟე­ტია უკ­ვე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რა­დი­ოს ფე­ის­ბუქ­გ­ვერ­დ­ზე. ამ ყვე­ლა­ფერ­საც ისეთ პი­რო­ბებ­ში ახერ­ხე­ბენ, რომ რე­ა­ლუ­რად შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი არის – არ აქვთ არა­ნა­ი­რი ტექ­ნი­კა. „ტე­ლე­ფო­ნით ვი­წერთ და კერ­ძო კომ­პი­უ­ტე­რე­ბით ვა­მუ­შა­ვებთ, – ამ­ბობს ელე­ნე და ყვე­ლას სურ­ვილს ახ­მო­ვა­ნებს – ძა­ლი­ან გვინ­და, სკო­ლა­ში კომ­პი­უ­ტე­რი და ხმის ჩამ­წე­რი გვქონ­დეს, რო­მელ­საც „მწვა­ნე რა­დი­ოს“ უფ­რო ეფექ­ტუ­რად მუ­შა­ო­ბის­თ­ვის გა­მო­ვი­ყე­ნებთ“.

გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი ეკოკ­ლუ­ბის რამ­დე­ნი­მე წევ­რი, წელს, ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თ­ვის ემ­ზა­დე­ბა. ყვე­ლას თა­ვი­სი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი აქვს. მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც გაჰ­ყ­ვე­ბი­ან, შე­იძ­ლე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვი­თი საქ­მი­ა­ნო­ბე­ბის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი იყოს, თუმ­ცა, ამ­ბო­ბენ, რომ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის­თ­ვის ბრძო­ლას თა­ვი­ან­თი პრო­ფე­სი­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე გა­აგ­რ­ძე­ლე­ბენ. სკო­ლის ეკოკ­ლუ­ბი კი, ოდ­ნავ შეც­ვ­ლი­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით, წელ­საც გა­აგ­რ­ძე­ლებს „ნი­კო კეცხო­ვე­ლის სას­კო­ლო პრე­მი­ის“ 2023 წლის კონ­კურ­ს­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას და ქვეყ­ნის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შე­ტა­ნას.

ბუ­ნებ­რი­ვია, სა­კა­მა­თო არ შე­იძ­ლე­ბა იყოს ის, რომ ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა ბავ­შ­ვე­ბის პირ­და­პი­რი უფ­ლე­ბაა და სა­ხელ­მ­წი­ფოს პირ­და­პი­რი მო­ვა­ლე­ო­ბა, თუმ­ცა, ამ სკო­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, ერ­თიც და მე­ო­რეც, სამ­წუ­ხა­როდ, დღემ­დე, მხო­ლოდ დეკ­ლა­რი­რე­ბულ ჩა­ნა­წე­რად რჩე­ბა. „სკო­ლის თვით­გა­დარ­ჩე­ნის“ ძლი­ე­რი ინ­ს­ტინ­ქ­ტი­თა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მით გა­ჯე­რე­ბუ­ლი მი­ხე­ილ მას­წავ­ლებ­ლის­თ­ვის კი, ელე­ნეს და მი­სი ასო­ბით თა­ნა­ტო­ლის მხარ­და­ჭე­რა (ის დი­დი უფ­ს­კ­რუ­ლი რომ არ აგ­რ­ძ­ნო­ბი­ნოს, რო­მელ­საც უთა­ნას­წო­რო­ბა ჰქვია), სა­სი­კე­თო წარ­მა­ტე­ბებ­ში გა­და­ი­ზარ­და. გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი „მწვა­ნე რე­ინ­ჯე­რე­ლის“ სიტყ­ვე­ბი – „კეცხო­ველ­მა“ მას­წავ­ლა, რომ არ ვარ ერ­თი უბ­რა­ლო ბავ­შ­ვი ჩხო­როწყუ­დან, რო­მე­ლიც სულ ჩხო­როწყუ­ში უნ­და იყოს და მას არ ეხე­ბა არც სა­ქარ­თ­ვე­ლოსა და არც მსოფ­ლი­ოს ამ­ბა­ვი“ – ყვე­ლას­თ­ვის ყუ­რად­სა­ღე­ბი უნ­და გახ­დეს, რად­გან ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, კვლავ სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მად რჩე­ბა.

ლა­ლი ჯე­ლა­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები