ა
აბრევიატურა – მუსიკალური ნიშნები, რომლებსაც სანოტო დამწერლობაში მუსიკის ჩაწერისა და წაკითხვის გასაადვილებლად იყენებენ.
ადაჯიო – ნაწარმოების მშვიდ, ნელ ტემპში შესრულება.
აკოლადა – რამდენიმე სანოტო სისტემის გამაერთიანებელი ნიშანი.
ავლოსი – ჰობოის ტიპის ორღეროიანი ძველბერძნული ჩასაბერი საკრავი.
აკომპანემენტი – მუსიკალური ნაწარმოების, მელოდიის ინსტრუმენტული თანხლება.
აკომპანიატორი – მუსიკოსი, რომელიც ინსტრუმენტულ თანხლებას უწევს სოლისტს.
აკორდი – სხვადასხვა სიმაღლის სამი ან მეტი ბგერის ერთდროული თანაჟღერადობა.
ალეგრო – სწრაფი, ჩქარი შესრულება.
ალილო – ძველი სადღესასწაულო საშობაო გუნდური სიმღერა.
ალემანდა – XVII-XVIII საუკუნეების საფრანგეთში გავრცელებული ზომიერი ტემპის და ხასიათის ცეკვა.
ალტი – 1. ქალის ან ბავშვის დაბალი სასიმღერო ხმა; 2. ვიოლინოზე ოდნავ მოზრდილი სიმებიან-ხემიანი საკრავი.
ანდანტე – ზომიერ ტემპში შესრულება.
ანსამბლი – ერთად, შეთანხმებულად დაკვრა და სიმღერა.
ანტიფონი – ორი გუნდის მიერ სიმღერის მონაცვლეობით შესრულება.
ანტრაქტი – სპექტაკლში მოქმედებებს შორის შესვენება.
აპლიკატურა – მუსიკალურ საკრავებზე დაკვრისას თითების განლაგება არაბული ციფრების აღნიშვნით (1, 2, 3, 4, 5) ნოტის ზევით ან ქვევით.
არია – ოპერაში სოლო სიმღერა.
არპეჯიო – აკორდის ბგერების თანმიმდევრული შესრულება.
არფა – ქნარი, ერთ-ერთი უძველესი 46 სიმიანი საკრავი.
არღანი – მექანიკური საკრავი, უკლავიშო ორგანის ნაირსახეობა, რომელიც მე-18 საუკუნეში ევროპაში შეიქმნა.
აქცენტი – რომელიმე ბგერის, აკორდის ან ტაქტის ნაწილის მძლავრად, ხაზგასმით გამოყოფა.
ბ
ბალადა – თხრობითი ხასიათის ვოკალური ან ინსტრუმენტული ნაწარმოები.
ბალეტი – მუსიალურ-თეატრალური წარმოდგენა, სადაც შინაარსი გადმოცემულია ცეკვით, მოძრაობით და მუსიკის თანხლებით.
ბანი – მამაკაცის ყველაზე დაბალი სასიმღერო ხმა.
ბანის გასაღები – იწერება სანოტო სისტემის მეოთხე ხაზზე და გამოიყენება დაბალი რეგისტრის ნოტების დასაწერად.
ბანჯო – გიტარის მსგავსი სიმებიანი ჩამოსაკრავი ინსტრუმენტი, რომელიც ამერიკელი ზანგების საკრავის – ბონჯას რეკონსტრუქციით შეიქმნა.
ბარდი – კელტური ტომების სახალხო მგოსან-მომღერალი (ირლანდიაში, უელსსა და შოტლანდიაში).
ბარიტონი – მამაკაცის საშუალო სასიმღერო ხმა.
ბარკალორა – იტალიელი მენავეების სიმღერის სახელწოდება.
ბეკარი – ნიშანი, რომელიც დიეზს და ბემოლს აუქმებს.
ბელკანტო – მე-17 საუკუნის იტალიაში ჩამოყალიბებული ვოკალურ-საშემსრულებლო სტილი, რომელსაც ვოკალიზაციის სილამაზე, პლასტიურობა, უაღრესი სიმსუბუქე და მოქნილობა ახასიათებს.
ბემოლი – ალტერაციის ნიშანი, რომელიც ბგერის სიმაღლეს ნახევარი ტონით ადაბლებს.
ბენეფისი – წარმოდგენა ერთ-ერთი მონაწილე მსახიობის პატივსაცემად.
ბერიკაობა – ქართული ხალხური იმპროვიზაციული სანახაობა, რომელიც საკრავიერი მუსიკისა და სიმღერის თანხლებით მიმდინარეობდა.
ბიგ-ბენდი – ჯაზური ორკესტრის ნაირსახეობა, რომელიც 10-15 ადამიანისგან შედგება.
ბის – მოწონების ნიშნად მაყურებელთა შეძახილი გამეორების მოთხოვნით.
ბლუზი – ზანგების მიერ ნელი ტემპით შესრულებული ლირიკული სიმღერა, რომელიც მე-19 საუკუნის მიწურულს შეიქმნა.
ბოლერო – ესპანური ხალხური ცეკვა.
გ
გავოტი – ძველებური ფრანგული საფერხულო ცეკვა.
გამა – ბგერათა აღმავალი და დაღმავალი თანმიმდევრობა, ერთი ან რამდენიმე ოქტავის ფარგლებში.
გენერალური პაუზა – ყველა ხმის და საკრავის ხანგრძლივი შესვენება საგუნდო, საორკესტრო შესრულების დროს.
გენერალური რეპეტიცია – უკანასკნელი რეპეტიცია კონცერტის ან სპექტაკლის წინ დეკორაციებით და კოსტიუმებით.
გიტარა – სიმებიან-ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი.
გლისანდო – მუსიკალური ნაწარმოების ადამიანის ხმით ან მუსიკალური საკრავით შესრულების ხერხი, რომელიც მიიღწევა თითის ან ხმის „დაცურებით“.
გრამოფონი – აპარატი, რომელიც მექანიკური მოწყობილობით გადმოსცემს გრამოფონის ფირფიტაზე ჩაწერილ ბგერებს.
გრუპეტო – მელოდიური სამკაული, რომელიც შედგება 4 ან 5 ნოტისგან.
გუდასტვირი – ქართული ხალხური ჩასაბერი საკრავი. საქართველოში გავრცელებულია მისი რამდენიმე სახეობა: ქართლური და რაჭული გუდასტვირი, აჭარული და მესხური ჭიბონი.
გუნდი – ვოკალისტთა დიდი ჯგუფი, არანაკლებ 12 შემსრულებლისა.
დ
დაირა – დასარტყმელი საკრავი, ხის ვიწრო რკალი, რომელსაც ცალ მხარეს თხის ტყავი ან თევზის ბუშტის აპკი აქვს გადაკრული.
დალაი – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებული გლოვის სიმღერა.
დასარტყამი საკრავები – მუსიკალური საკრავები, რომელთა ბგერა მიიღება დარტყმით. დასარტყამი საკრავები ორგვარია: 1. გარკვეული სიმაღლის ბგერებიანი – ლიტავრები, ზარები, ზანზალაკები, ჩელესტა, ქსილოფონი; 2. გაურკვეველი სიმაღლის ბგერებიანი – ტამ-ტამი, დიდი და პატარა დოლი, დაირა, თეფშები და სხვა.
დებიუტი – მსახიობის, შემსრულებლის პირველი გამოსვლა სცენაზე.
დეტონირება – მუსიკალური ბგერის არაზუსტი, მცდარი შესრულება.
დითირამბი – ანტიკური საზეიმო ლირიკის ჟანრი, ხალხური ორიგინალური ჰიმნი.
დირიჟორი – ორკესტრის, გუნდის ხელმძღვანელი.
დისკანტი – ბავშვის (ბიჭის) მაღალი ხმა.
დისონანსი – კეთილხმოვანების დარღვევა.
დოლჩე – მუსიკალური ნაწარმოების ნაზად შესრულება.
დუდუკი – კავკასიაში გავრცელებული ხის ჩასაბერი საკრავი.
დუეტი – ორი შემსრულებლისგან შემდგარი ანსამბლი.
ტერმინი – განმარტება
ე
ელეგია – სევდიანი ლირიკული მუსიკალური ნაწარმოები.
ეპიგრაფი – მუსიკალური ფრაზის დასაწყისი.
ეტიუდი – ინსტრუმენტული პიესა, რომელიც გამიზნულია შესრულების ოსტატობის, ტექნიკის განვითარებისთვის.
ექსპრომტი – სახელდახელოდ შექმნილი მუსიკალური ნაწარმოები.
ვ
ვალსი – სამეჯლისო ცეკვა წყვილების შესრულებით.
ვალტორნა – სპილენძის სასულე საკრავი.
ვარიაცია – მუსიკაში მელოდიის ან თანხლების სახეშეცვლილი გამეორება.
ვიოლინო – სიმებიან-ხემიანი მუსიკალური საკრავი.
ვირტუოზი – მუსიკოსი, რომელიც სრულყოფილად ფლობს საშემსრულებლო (სიმღერის და დაკვრის) ტექნიკას.
ვოკალიზი – ვოკალისტებისთვის განკუთვნილი უტექსტო სავარჯიშო, რომელიც ხმოვან ბგერებზე სრულდება.
ზ
ზარები – დასარტყამი საკრავების კომპლექტი, რომელიც გამოიყენება საოპერო და სიმფონიურ ორკესტრში ზარების რეკვის იმიტაციისათვის.
ზარი – სამგლოვიარო გუნდური სიმღერა-ტირილი, რომელსაც დაკრძალვის დღეს, ჯერ ოჯახში და შემდეგ სასაფლაოზე, ცალ-ცალკე ასრულებენ ქალები და კაცები.
ზურნა – აღმოსავლეთის ქვეყნებში გავრცელებული ჩასაბერი საკრავი. მას, უმთავრესად, გარგარის ან კაკლის ხისაგან ამზადებენ.
თ
თეატრონი – მაყურებელთა ადგილები ძველ ბერძნულ თეატრში.
თემა – მუსიკალური ნაწარმოების ან მისი ნაწილის ძირითადი მოტივი.
თემა ვარიაციებით – თემის გამეორება შეცვლილი სახით.
ი
იავნანა – მზისა და ნაყოფიერების ქალღმერთ ნანასთან დაკავშირებული წარმართული საკულტო რიტუალის უძველესი საგალობელი.
იადგარი – ქართული ლიტურგიული კრებული, რომელშიც ქრისტიანულ ღვთისმსახურებაში დაწესებული სხვადასხვა საეკლესიო დღესასწაული და ხსენებათა საგალობელია წარმოდგენილი.
იმიტაცია – მრავალხმიან მუსიკალურ ნაწარმოებში ერთი ხმის მელოდიის ზუსტი ან მიახლოებითი განმეორება სხვა ხმაში.
ინტერვალი – ორ მუსიკალურ ბგერას შორის მანძილი.
ინტონაცია – მელოდიის უმცირესი ნაწილი, რომელსაც გამომსახველობითი მნიშვნელობა აქვს.
იუმორესკა – გასართობი, იუმორისტული ხასიათის მცირე ზომის პიესა.
კ
კაბალეტა – გმირული ხასიათის პატარა საოპერო არია.
კავატინა – ლირიკული ხასიათის არია ოპერაში.
კაკაფონია – არაკეთილხმოვანი ჟღერადობა.
კამერტონი – ფოლადის ორთითა ხელსაწყო, რომელიც მყარ საგანზე დარტყმისას გამოსცემს გარკვეული სიმაღლის ბგერას. გამოიყენება მუსიკალური საკრავის აწყობისას ან გუნდის მიერ სიმღერის შესრულების დროს.
კამერული ორკესტრი – შედგება 18-20 შემსრულებლისგან, რომელთა ძირითად ბირთვს სიმებიან-ხემიანი საკრავები წარმოადგენენ.
კანტატა – დიდი ზომის ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოები სოლისტის, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისთვის.
კანტილენა – მღერადი ხასიათის ვოკალური ან საკრავიერი მელოდია.
კაპელა – პროფესიული საგუნდო კოლექტივი.
კვარტეტი – მუსიკალური ანსამბლი, რომელშიც ოთხი შემსრულებელია.
კანტილენა – მღერადი ვოკალური ან საკრავიერი მელოდია.
კაპელა – პროფესიული საგუნდო კოლექტივი.
კითარა – ძვ. ბერძნული ოთხსიმიანი საკრავი, ქნარის ნაირსახეობა.
კლავიკორდი – ძველებური კლავიშებიანი მუსიკალური საკრავი.
კოლორატურა – ვოკალური პარტიის ვირტუოზული, ტექნიკურად რთული პასაჟი.
კოლორატურული სოპრანო – ქალის ყველაზე მაღალი რეგისტრის ხმა.
კომედია – მუსიკალური ნაწარმოები, რომელსაც აქვს გასართობი და სატირული სიუჟეტი.
კომპოზიტორი – პირი, რომელიც ქმნის მუსიკალურ ნაწარმოებს.
კონსერვატორია – უმაღლესი მუსიკალური სასწავლო დაწესებულება.
კონტრაბასი – ვიოლინოს ოჯახში ყველაზე დიდი ზომის სიმებიან-ხემიანი საკრავი.
კონცერტი – მუსიკალური ნაწარმოები ორკესტრის თანხლებით რომელიმე სოლო საკრავისათვის.
ლ
ლაზარე – ქართულ წარმართულ რელიგიაში, ამინდის ღვთაებასთან დაკავშირებული ერთხმიანი სიმღერა.
ლაიტმოტივი – ძირითადი მოტივი, რომელიც დროდადრო მეორდება მუსიკალურ ნაწარმოებში.
ლიბრეტო – მუსიკალურ-დრამატული ნაწარმოების (ოპერა, ოპერეტა, ბალეტი) ლიტერეტურული სცენარი.
ლილე – სვანური უძველესი საწესჩვეულებო საგალობელი, მზის წარმართული სადიდებელი.
ლირა – ძვ. ბერძნული სიმებიან-ხემიანი საკრავი.
ლიტავრა – ძველებური დასარტყამი მუსიკალური საკრავი.
ლოჟა – მაყურებელთა დარბაზში რამდენიმე პირისათვის განკუთვნილი ადგილი.
ლოტბარი – მომღერალთა გუნდის ხელმძღვანელი.
მ
მაესტრო – ხელოვანის (კომპოზიტორის, დირიჟორის, მუსიკოსის) საპატიო წოდება.
მანდოლინა – სიმებიანი ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი.
მაზურკა – პოლონური ხალხური ცეკვა.
მელოდეკლამაცია – ლექსის ან პროზაული ნაწარმოებების მხატვრული კითხვა მუსიკის თანხლებით.
მელომანი – მუსიკის, სიმღერის დიდი მოყვარული.
მენესტრელი – მოხეტიალე პოეტ-მუსიკოსი, შუა საუკუნეებში, საფრანგეთსა და ინგლისში.
მენუეტი – ფრანგული ხალხური ცეკვა.
მესა – სასულიერო ტექსტზე დაწერილი მრავალნაწილიანი ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის ნაწარმოები გუნდის, სოლისტის და ორკესტრისათვის ან მის გარეშე.
მესტვირე – გუდასტვირზე შემსრულებელი მომღერალი, მელექსე, საწესჩვეულებო დღესასწაულების პოპულარული მონაწილე.
მეტრონომი – მუსიკალური ნაწარმოების ტემპის გასაზომი ხელსაწყო.
მეცო-პიანო – ტერმინი, რომელიც მუსიკალური ბგერის ზომიერად წყნარ შესრულებას აღნიშნავს.
მეცო-სოპრანო – ქალის ხმა სოპრანოსა და კონტრალტოს შორის.
მეცო-ფორტე – ტერმინი, რომელიც ზომიერად ძლიერ მუსიკალურ ჟღერადობას აღნიშნავს.
მზე შინა – ძეობის რიტუალთან დაკავშირებული წარმართობის დროინდელი ქართული ხალხური ორხმიანი სიმღერა.
მთქმელი – მუსიკალურ ფოლკლორში სიმღერის დამწყებს უწოდებენ.
მინეზინგერი – შუა საუკუნეების გერმანიაში პოეტ-მომღერალი, რომელიც სიყვარულსა და რაინდობას უმღეროდა.
მინიატურა – პატარა მუსიკალური ნაწარმოები.
მიუზიკლი – მუსიკალურ-სასცენო ნაწარმოები, რომელშიც გამოყენებულია ესტრადის, საბალეტო მუსიკის, ქორეოგრაფიისა და საოპერო ხელოვნების გამომსახველობითი ნიმუშები.
მოდერატო – მუსიკალური ნაწარმოების ზომიერი ტემპით შესრულება.
მოტივი – მუსიკალური ნაწარმოების ძირითადი ელემენტი, მელოდია.
მოძახილი – ქართული ხალხური სამხმიანი სიმღერის ერთ-ერთი ზემო ხმა.
მრავალჟამიერი – ქართული ხალხური სამხმიანი სუფრული სიმღერა და სასულიერო საგალობელი.
ნ
ნანა – სიმღერა, რომლითაც ბავშვს აძინებენ.
ნეოკლასიციზმი – მიმდინარეობა მუსიკაში (XX საუკუნე), რომლისთვისაც დამახასიათებელია ძველი კლასიკური მუსიკის მხატვრული აზროვნებისა და ჟანრებისადმი მიმართვა.
ნიუანსი – მუსიკალური ხმოვანების ელფერი.
ნოტები – მუსიკის ჩასაწერი გრაფიკული ნიშნები.
ნოქტიურნი – მღერადი ლირიკული მუსიკალური პიესა.
ო
ოდა – საზეიმო ხასიათის მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ხოტბას ასხამს რომელიმე პირს ან მოვლენას.
ოპერა – მუსიკალურ-დრამატული ხელოვნების ჟანრი, აერთიანებს მუსიკის, დრამატურგიის, მხატვრობის, ქორეოგრაფიის ელემენტებს.
ოპერეტა – მცირე ზომის ოპერა, რომელსაც საფუძვლად უდევს კომიკური სიუჟეტი.
ოპუსი – კომპოზიტორის ნაწარმოებების რიგითი ნუმერაციის აღმნიშვნელი ტერმინი.
ორატორია – ვოკალურ-ინსტრუმენტული ჟანრის მრავალნაწილიანი მუსიკალური ნაწარმოები სოლისტების, გუნდისა და ორკესტრისთვის.
ორგანი – კლავიშებიანი სასულე მუსიკალური საკრავი.
ორკესტრი – მუსიკოს-შემსრულებელთა დიდი კოლექტივი, რომლებიც სხვადასხვა საკრავებზე უკრავენ.
ოროველა – ქართული ხალხური შრომის სიმღერა, რომელიც ქართლსა და კახეთშია გავრცელებული.
ოსტინატო – მუსიკალური თემის მრავალგზის გამეორება.
პ
პასიონი – ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოები სახარების ტექსტზე.
პარტერი – თეატრში მაყურებელთა დარბაზის ნაწილი სცენის დონეზე.
პარტიტურა – ვოკალური, ინსტრუმენტული ან ვოკალურ-ინსტრუმენტული ნაწარმოების ყველა ხმის სანოტო ჩანაწერი.
პასტორალი – ოპერა, პანტომიმა ან ბალეტი, რომლის სიუჟეტი სოფლის ცხოვრებას აღწერს.
პაუზა – მუსიკალური ნაწარმოების ერთი, რამდენიმე ან ყველა ხმის გაჩერება, შეწყვეტა.
პიანისიმო – მუსიკალური ნაწარმოების შესრულება პიანოზე ხმადაბლა.
პიანისტი – მუსიკოსი, რომელიც უკრავს ფორტეპიანოზე.
პიანო – მუსიკალური ნაწარმოების ხმადაბლა შესრულება.
პიესა – პატარა მუსიკალური ნაწარმოები.
პიუპიტრი – სპეციალური საყრდენი ნოტების დასადებად.
პოემა – თავისუფალი ფორმით დაწერილი ლირიკული, თხრობითი ხასიათის ინსტრუმენტული ნაწარმოების სახელწოდება.
პოლიფონია – მრავალხმიანობის სახეობა, რომელშიც ყველა ხმა თანაბარი და დამოუკიდებელია.
პოლკა – ჩეხური ხალხური ცეკვა წყვილების შესრულებით.
პოლონეზი – პოლონური სადღესასწაულო საზეიმო ცეკვა-მსვლელობა.
პრელუდია – მუსიკალური ნაწარმოების შესავალი.
პრემიერ – სპექტაკლის, ფილმის, ბალეტის პირველადი ჩვენება.
პრესტისიმო – მუსიკალური ნაწარმოების ძალიან ჩქარი ტემპი.
პრესტო – მუსიკალური ნაწარმოების ჩქარი ტემპი.
პრიმადონა – ოპერასა და ოპერეტაში მთავარი პარტიის შემსრულებელი ქალი.
პროგრამული – ინსტრუმენტული მუსიკის სახეობა, რომელსაც საფუძვლად უდევს გარკვეული ლიტერატურული პროგრამა.
პროლოგი – დრამის, სპექტაკლის, ოპერის შესავალი.
პულტი – სადგამი ნოტებისათვის.
პუანტილიზმი – თანამედროვე კომპოზიციის მეთოდი, რომლის დროსაც ნაწარმოები იქმნება არა მელოდიური ხაზებით ან აკორდული შეერთებებით, არამედ ბგერების „წერტილებით“.
ჟ
ჟანრი – სახეობები მუსიკაში (სიმფონია, ოპერა, ბალეტი და ა.შ.).
ჟიგა – ძველებური კელტური ცეკვა.
ჟონგლიორი – შუა საუკუნეების საფრანგეთსა და ესპანეთში მოხეტიალე მსახიობი და მუსიკოსი.
რ
რაფსოდი – ეპიკური სიმღერების შემსრულებელი ძველ საბერძნეთში.
რაფსოდია – ხალხურ მელოდიაზე აგებული თავისუფალი ფორმის ინსტრუმენტული ნაწარმოები.
რეგენტი – მგალობელთა გუნდის ხელმძღვანელი.
რეგისტრი – ადამიანის ხმის ან მუსიკალური საკრავის დიაპაზონი დაბალი ბგერიდან მაღალ ბგერამდე.
რეკვიემი – მიცვალებულთა მოსახსენებელი სამგლოვიარო მესა.
რეპრიზა – მუსიკალური ნაწარმოების რომელიმე ნაწილის გამეორება.
რეფრენი – ვოკალური ან ინსტრუმენტული ნაწარმოების თემა, რომელიც სამჯერ მაინც მეორდება.
რიტმი – მუსიკის გამომსახველობითი საშუალება, რომელიც მუსიკალურ ნაწარმოებში
ბგერათა – თანაზომიერ თანმიმდევრობას აწესრიგებს.
რომანსი – ვოკალური ნაწარმოები ინსტრუმენტის თანხლებით.
რომანტიზმი – მხატვრული მიმდინარეობა, რომელიც ჩამოყალიბდა ჯერ ლიტერატურაში, შემდეგ – მუსიკაში, XVIII-XIX სს. მიჯნაზე. უკავშირდება ხელოვანთა იმედგაცრუებას საფრანგეთის დიდი რევოლუციის შედეგებით.
რონდო – მუსიკალური ფორმა, უცვლელი მთავარი თემის (რეფრენი) და ახალი თემების (ეპიზოდი) მონაცვლეობაზე აგებული.
ს
საარი – დუდუკის ერთგვარი ტკბილი ჰანგია, რომლითაც ეგებებიან ცისკარს, მზის ამოსვლას, აისს.
საბოდიშო – ქალთა ჯგუფის მიერ შესრულებული ქართული რიტუალური ცეკვა, რომელიც ინფექციური სნეულებით დაავადებული ბავშვის სასთუმალთან სრულდებოდა.
სარაბანდა – ძველებური ესპანური ცეკვა.
სეკვენცია – რაიმე მელოდიის გამეორება აღმავალი ან დაღმავალი გამის სხვადასხვა საფეხურზე.
სერენადა – ქალისადმი მიძღვნილი სატრფიალო სიმღერა.
სიმი – საკრავზე გაბმული მავთული, აბრეშუმის ძაფი და სხვა, რომელიც რხევის დროს მუსიკალურ ბგერას გამოსცემს.
სიმფონია – დიდი ფორმის ნაწარმოები სიმფონიური ორკესტრისთვის.
სიუიტა – დიდი ფორმის ნაწარმოები, რომელიც საერთო შინაარსით გაერთიანებულ რამდენიმე კონტრასტულ ნაწილს ან პიესას შეიცავს.
სოინარი – ლარჭემი, მრავალღეროვანი სალამური.
სოლისტი – მუსიკოსი ან მომღერალი, რომელიც მარტო უკრავს ან მღერის.
სოლო – ერთი ვოკალისტის ან ინსტრუმენტალისტის მარტო შესრულება.
სონატა – ინსტრუმენტული მუსიკის ერთ-ერთი ძირითადი ჟანრი, რომელიც ერთი ან ორი საკრავისთვის იწერება.
სოპრანო – ქალის ყველაზე მაღალი სასიმღერო ხმა.
სურდინა – მუსიკალური საკრავების ხმის სახშობი მოწყობილობა.
ტ
ტაქტი – მეტრული მუსიკალური ერთეული, რომელიც თანაბარ ნაწილებად ყოფს მუსიკალურ ნაწარმოებს.
ტემბრი – ბგერის შეფერილობა.
ტემპი – ნაწარმოების შესრულების სიჩქარე.
ტენორი – მამაკაცის მაღალი ხმა.
ტიმპანი – უძველესი დასარტყმელი მუსიკალური საკრავი.
უ
უვერტიურა – საორკესტრო პიესა, რომელიც წინ უძღვის ოპერას, ორატორიას, ბალეტს, დრამას.
უნისონი – სხვადასხვა სიმაღლის ერთი და იმავე სახელწოდების ბგერების ერთდროული ჟღერადობა.
ფ
ფაგოტი – ყველაზე დაბალი რეგისტრის ხის ჩასაბერი საკრავი.
ფერმატა – ნიშანი, რომელიც გრძლიობას უმატებს ნოტს და პაუზას.
ფლეიტა – ხის ჩასაბერი საკრავი, არსებობს განივი და გასწვრივი.
ფლეიტა პიკოლო – ფლეიტაზე სიგრძით ორჯერ ნაკლები ზომის და ყველაზე მაღალი ხმოვანების.
ფონოთეკა – ხმის ჩანაწერების საცავი, არქივი.
ფონოგრამა – ხმის, ბგერის ჩანაწერი ფირზე, ფირფიტაზე.
ქ
ქნარი – მრავალსიმიანი მუსიკალური საკრავი, მისი ნაირსახეობებია: ბერძნული ლირა, ქართული ჩანგი და ებანი.
ქორმაისტერი – საგუნდო დირიჟორი, გუნდის ხელმძღვანელი.
ქსილოფონი – დასარტყმელი მუსიკალური საკრავი, შედგება 41 ფირფიტისგან.
შ
შავლეგო – ქართული ხალხური გმირულ-პატრიოტული სიმღერა, მიძღვნილია სახალხო გმირის, შალვა ახალციხელისადმი.
შაირი – მხიარული ან ლირიკული განწყობის ხალხური სიმღერა.
შანსონი – ფრანგული ხალხური სიმღერა.
შპილმანი – შუა საუკუნეებში გერმანიასა და ავსტრიაში მოხეტიალე მსახიობი და მუსიკოსი.
ჩ
ჩაკრულო – ქართული ხალხური სუფრული სიმღერა.
ჩანგი – უძველესი ქართული მოსაზიდი სიმებიანი საკრავი, შემორჩენილია მხოლოდ სვანეთში.
ჩელესტა – საორკესტრო კლავიშებიანი საკრავი.
ჩონგური – დასავლეთ საქართველოში გავრცელებული ოთხსიმიანი ჩამოსაკრავი მუსიკალური საკრავი.
ც
ცეზურა – ზღვარი მუსიკალური ნაწარმოების ნაწილებს შორის.
ლიანა სონღულაშვილი
სსიპ თბილისის №215 საჯარო სკოლის მუსიკის პედაგოგი ტერმინი განმარტება