3 დეკემბერი, სამშაბათი, 2024

მსოფ­ლიო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კონ­გ­რე­სი, WLIC 2023 და ჰო­ლან­დი­ის მზი­ა­ნი დღე­ე­ბი

spot_img

ამა წლის აგ­ვის­ტო­ში, ჰო­ლან­დი­ის ქა­ლაქ როტ­ერ­დამ­ში მსოფ­ლიო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო და სა­ინ­ფორ­მა­ციო კონ­გ­რე­სი ჩა­ტარ­და. კონ­გ­რე­სი სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით უკ­ვე 88-ე წელს ით­ვ­ლის და მას­ში წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბი ყვე­ლას­თ­ვის ცნო­ბი­ლი ხდე­ბა.

ჰო­ლან­დი­ის­თ­ვის უჩ­ვე­უ­ლოდ მზი­ან დღეს, რო­ტერ­და­მის აჰო­ის სა­კონ­ფე­რენ­ციო დარ­ბაზ­ში, რო­მელ­შიც 2021 წელს ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სიც გა­ი­მარ­თა, ხალ­ხ­მ­რავ­ლო­ბა შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და. დარ­ბა­ზის ცენ­ტ­რ­ში, დიდ რიგ­ში, სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა პირ­და­პირ ჩე­მოდ­ნე­ბით მო­დი­ოდა რე­გის­ტ­რა­ცი­ის­თ­ვის, ხო­ლო მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი დარ­ბა­ზებს სა­ზე­ი­მო გახ­ს­ნის­თ­ვის ამ­ზა­დებ­და. ასე იწყე­ბო­და 88-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო და სა­ინ­ფორ­მა­ციო კონ­გ­რე­სი, რო­მე­ლიც სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი­სა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის, იფ­ლას ეგი­დით გა­ი­მარ­თა.

წელს, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კონ­გ­რე­სის თე­მა იყო „მოდით, ვი­ბიბ­ლი­ო­თე­კოთ“. ერ­თი შე­ხედ­ვით, გრა­მა­ტი­კუ­ლად შე­უ­სა­ბა­მო ფრა­ზა­ში მას­პინ­ძე­ლი ქვეყ­ნის ენის თა­ვი­სე­ბუ­რე­ბაა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი. რო­გორც იფ­ლას ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ აღ­ნიშ­ნა, ჰო­ლან­დი­ურ ენა­ში, ზმნა არ­სე­ბი­თი სა­ხე­ლი­დან იწარ­მო­ე­ბა, მა­გა­ლი­თად, „ფეხ­ბურ­თი-ვი­ფეხ­ბურ­თოთ“. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შე­ირ­ჩა კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­ხელ­მ­წო­დე­ბაც, რო­გორც მას­პინ­ძ­ლი­სად­მი პა­ტი­ვის­ცე­მა.

21 აგ­ვის­ტოს, სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­გ­რე­სი სა­ზე­ი­მოდ გახ­ს­ნეს სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტ­მა, ბარ­ბა­რა ლი­სონ­მა, ჰო­ლან­დი­ის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტ­რ­მა, რო­ბერტ დე­იკ­გ­რა­აფ­მა, ჰო­ლან­დი­ის კულ­ტუ­რი­სა და მე­დი­ის მდი­ვან­მა, გუ­ნაი უს­ლუმ და პრინ­ცე­სა ლა­უ­რენ­ტინ­ამ.

თა­ვი­ანთ გა­მოს­ვ­ლებ­ში, მათ ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს გა­ნათ­ლე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბი­სა და ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პო­ტენ­ცი­ა­ლის ამოქ­მე­დე­ბა­ში.

კონ­ფე­რენ­ცი­ას უძღ­ვე­ბო­და ცნო­ბი­ლი შო­უ­მე­ნი, ჯერ­მან ბერ­კა­უ­თი, რო­მელ­მაც გა­იხ­სე­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი პე­რი­ო­დი, ხო­ლო როტ­ერ­და­მის თა­ნა­მედ­რო­ვე ცეკ­ვის ან­სამ­ბ­ლ­მა რამ­დე­ნი­მე ცეკ­ვა წარ­მო­ად­გი­ნა.

მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, რომ ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, ევ­რო­კავ­ში­რი ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის სპე­ცი­ა­ლუ­რი პროგ­რა­მის შექ­მ­ნას, რო­მე­ლიც ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და­ეხ­მა­რე­ბა.

ამ სა­კითხ­თან და­კავ­ში­რე­ბით, 19 აგ­ვის­ტოს, როტე­რ­და­მის სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რო­მე­ლიც ძალ­ზე სა­ინ­ტე­რე­სო დი­ზა­ი­ნით გა­მო­ირ­ჩე­ვა და ცნო­ბი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის, ერაზ­მუს რო­ტერ­და­მე­ლის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა, ევ­რო­პის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შეკ­რე­ბა ჩა­ტარ­და. შეკ­რე­ბა­ზე ვრცლად გა­ნი­ხი­ლეს მე­თო­დე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში პო­პუ­ლიზ­მი­სა და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის დაძ­ლე­ვას ეხე­ბა, აგ­რეთ­ვე, ევ­რო­კავ­შირ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის სა­მო­მავ­ლო პერ­ს­პექ­ტი­ვე­ბი, სტა­ტის­ტი­კი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი კვლე­ვე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში და უახ­ლე­სი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით სარ­გებ­ლო­ბის მე­თო­დე­ბი. ჰო­ლან­დი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის შე­სა­ხებ, ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, უფ­რო ვრცლად გი­ამ­ბობთ. ნი­დერ­ლან­დე­ბის მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო კა­ნო­ნი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შ­ტა­ბით, ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ერ­თ­ნა­ი­რად თა­ნა­მედ­რო­ვედ მოწყო­ბი­ლი და გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის სა­ერ­თო სტან­დარ­ტი ამოქ­მედ­დე­ბა.

ჩვენთვის სასიხარულო იყო ქვინსის ბიბლიოთეკის განვითარების პროგრამების დირექტორთან, ბატონ ფრედ გიტნერთან შეხვედრა. რამდენიმე წლის წინ, ქვინსის ბიბლიოთეკამ და ეროვნულმა ბიბლიოთეკამ, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქართული წიგნის კუთხე ერთობლივად გახსნა.

მომ­დევ­ნო დღეს, გა­ი­მარ­თა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­ის სა­ან­გა­რი­შო სხდო­მა, რო­მელ­ზეც ორ­წ­ლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­ში მოისმინეს. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში,  სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გე­ბი წარ­დ­გე­ნი­ლი იყო მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბი­სად­მი მიძღ­ვ­ნილ, გა­ე­როს რამ­დე­ნი­მე კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, მათ შო­რის, ინ­ტერ­ნეტ მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფო­რუმ­ზე, რო­მელ­საც სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში თა­ვი­სი ჩაპ­ტე­რი აქვს.

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კონ­გ­რე­სის ფარ­გ­ლებ­ში, აღ­სა­ნიშ­ნა­ვი იყო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო რე­სურ­სე­ბის გა­მო­ფე­ნა მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან. მათ შო­რის, თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი და უახ­ლე­სი ციფ­რუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის რე­სურ­სე­ბი. რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნი, რო­გო­რე­ბიც არის Ebsco, Jstor, Alexander Street Press, ქარ­თ­ვე­ლი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლია. ბო­ლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, თა­ვი­სუ­ფა­ლი წვდო­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, სხვა­დას­ხ­ვა პე­რი­ო­დუ­ლო­ბით, 400-მდე მო­ნა­ცემ­თა ბა­ზის გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა გვქონ­და.

გახ­ს­ნის დღეს­ვე, როტ­ერ­და­მის აჰო­ის სხვა­დას­ხ­ვა დარ­ბაზ­ში სხვა­დას­ხ­ვა თე­მა­ტუ­რი სე­სი­ე­ბი და­იწყო. ფაქ­ტობ­რი­ვად, კონ­გ­რე­სის ფარ­გ­ლებ­ში მიმ­დი­ნა­რე კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი, 4 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში, ერ­თ­მა­ნე­თის მი­ყო­ლე­ბით ტარ­დე­ბო­და და მო­ნა­წი­ლე­ებს ერ­თი შეხ­ვედ­რი­დან პირ­და­პირ მე­ო­რე შეხ­ვედ­რა­ზე მის­წ­რე­ბა უხ­დე­ბო­დათ. სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნუ­ლი კო­მი­ტე­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვით, ჩა­ტარ­და სე­სია „ევრო­პის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­ის პლატ­ფორ­მა“. მას­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყო დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლის, ნი­უს­გარ­დის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­თან თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ამე­რი­კი­დან, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის რო­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მოძ­რა­ო­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის­თ­ვის ირ­ლან­დი­ა­ში, სა­ქარ­თ­ვე­ლო­სა და მსოფ­ლი­ო­ში სა­გა­მომ­ცემ­ლო სივ­რ­ცე­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა, რო­მელ­ზეც მსოფ­ლიო სა­გა­მომ­ცემ­ლო ასო­ცი­ა­ცი­ის ვი­ცე-პრე­ზი­დენ­ტ­მა, გვან­ცა ჯო­ბა­ვამ ისა­უბ­რა.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო იყო სე­სია, რო­მე­ლიც სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის­თ­ვის ახა­ლი ინ­ტერ­ნეტ მა­ნი­ფეს­ტის შექ­მ­ნას მი­ეძღ­ვ­ნა. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცია 1927 წელს და­არ­ს­და და მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თ­ვის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო სტან­დარ­ტებს ქმნის. მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ბიბ­ლი­ო­თე­კა ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ სა­ერ­თო სტან­დარ­ტებს, რო­მელ­საც ეს ორ­გა­ნი­ზა­ცია სხვა­დას­ხ­ვა ბიბ­ლი­ო­თე­კის შექ­მ­ნი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის შე­ი­მუ­შა­ვებს. მა­გა­ლი­თად, გა­სულ წელს, გა­ნახ­ლ­და სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის მა­ნი­ფეს­ტი, ხო­ლო წელს მა­ლე გა­მოქ­ვეყ­ნ­დე­ბა სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ინ­ტერ­ნეტ მა­ნი­ფეს­ტი, რო­მე­ლიც ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის­თ­ვის ინ­ტე­რენ­ტის სა­კითხე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მთა­ვარ მი­მარ­თუ­ლე­ბას გაგ­ვაც­ნობს. სწო­რედ მთა­ვა­რი სა­კითხე­ბის მომ­ზა­დე­ბას ეძღ­ვ­ნე­ბო­და აღ­ნიშ­ნუ­ლი სე­სია, კერ­ძოდ, რა ტი­პის გა­დამ­ზა­დე­ბა სჭირ­დე­ბა ბიბ­ლი­ო­თე­კებს, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მოთხოვ­ნე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სერ­ვი­სე­ბი შექ­მ­ნან.

ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ახა­ლი მა­ნი­ფეს­ტი და ინ­ტერ­ნეტ მა­ნი­ფეს­ტი ჩვე­ნი მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ქარ­თულ ენა­ზე ითარ­გ­მ­ნე­ბა.

სა­ინ­ტერ­ესო იყო ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის კონ­ფე­რენ­ცია, რო­მელ­საც ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბა უძღ­ვე­ბო­და. კონ­ფე­რენ­ცი­ის მსვლე­ლო­ბი­სას, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი რე­გი­ო­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს თა­ვი­ან­თი ხედვა ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტის ათ­ვი­სე­ბის თა­ო­ბა­ზე. მო­საზ­რე­ბა, თითქოს ხე­ლოვ­ნუ­რი ინ­ტე­ლექ­ტი სა­მუ­შაო ად­გი­ლებს საფ­რ­თხეს უქ­მ­ნის, მთლად სი­მარ­თ­ლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა და მი­სი გა­მო­ყე­ნე­ბით, ახა­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ე­ბის შექ­მ­ნა უფ­რო რე­ა­ლუ­რია.

ძალ­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი იყო სამ­ხ­რეთ კო­რე­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა ვირ­ტუ­ა­ლუ­რი რე­ა­ლო­ბის სა­კითხებ­ში. ახ­ლო მო­მა­ვალ­ში, ჩვე­ნი რუბ­რი­კის „ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი“ ფარ­გ­ლებ­ში, დე­ტა­ლუ­რად შე­მოგ­თა­ვა­ზებთ სამ­ხ­რეთ კო­რე­ის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის უახ­ლეს ინო­ვა­ცი­ებს, რომ­ლე­ბიც ჩი­ნუ­რის­გან ბევ­რად გან­ს­ხ­ვავ­დე­ბა.

ციფ­რუ­ლი წიგ­ნე­ბი­სა და მო­ნა­ცემ­თა ბა­ზე­ბის თა­ო­ბა­ზე, ავ­ს­ტ­რა­ლი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კამ და დი­დი ბრი­ტა­ნე­თის სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო და სა­ინ­ფორ­მა­ციო  გა­ერ­თი­ა­ნე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნეს, რომ ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში ციფ­რუ­ლი წიგ­ნე­ბის კო­ლექ­ცი­ე­ბის გაზ­რ­დის შემ­დეგ, მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და მა­თი ბეჭ­დუ­რი ვერ­სი­ე­ბის გა­ყიდ­ვა. ამ­დე­ნად, ციფ­რუ­ლი ვერ­სი­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მო­ბა მხო­ლოდ ხელს უწყობს ბეჭ­დუ­რი წიგ­ნე­ბი­სა და, სა­ერ­თოდ, წიგ­ნე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას.

ბო­ლო წლებ­ში, ყვე­ლა­ზე აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კითხი, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ამ შე­ა­ფერ­ხა და პოსტ-პან­დე­მი­ურ პე­რი­ოდ­ში ახალ ეტაპ­ზე გა­და­ვი­და, მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბაა. მწვა­ნე ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის 17 მიზ­ნის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ამა­ვე მო­სახ­ლე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ხელ­შეწყო­ბის სხვა­დას­ხ­ვა სფე­როს ეხე­ბა, გამორჩეულადაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი გა­ე­როს ფარ­გ­ლებ­ში სხვა­დას­ხ­ვა ღო­ნის­ძი­ე­ბის დღის წეს­რიგ­ში.

კონ­გ­რეს­ზე სხვა­დას­ხ­ვა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი და­ჯილ­დოვ­დ­ნენ. მდგრა­დი ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­ი­მარ­ჯ­ვა იტა­ლი­ის ვა­ლეს ბიბ­ლი­ო­თე­კის თეს­ლე­ბი­სა და ნერ­გე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კამ, კო­ლუმ­ბი­ის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კამ, სო­უ­ლის ბიბ­ლი­ო­თე­კამ, გერ­მა­ნია-ვი­ეტ­ნა­მის მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ბიბ­ლი­ო­თე­კამ, კულ­ტუ­რე­ბი­სა და გე­მენ­ცის ტყის ბიბ­ლი­ო­თე­კამ. გე­მენ­ცი უჩ­ვე­უ­ლო სა­ხე­ო­ბის ხე­ე­ბის­გან შემ­დ­გა­რი ტყეა უნ­გ­რეთ­ში, რომ­ლის მო­ნა­ცე­მებ­საც ბიბ­ლი­ო­თე­კა ასა­ხავს.

შეხ­ვედ­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ცალ­კე სე­სია მი­ეძღ­ვ­ნა ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში მკითხ­ვე­ლე­ბის­თ­ვის ჯან­სა­ღი გა­რე­მოს შემქმნას. ამე­რი­კის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­მა წარ­მო­ად­გი­ნეს გა­მოც­დი­ლე­ბა, თუ რო­გორ დაძ­ლი­ეს კონ­ფ­ლიქ­ტუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბი თა­ნამ­შ­რო­მელ­თა ინ­ტეგ­რა­ცი­ი­თა და გა­რე­მოს გან­ვი­თა­რე­ბით.

სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ ასამ­ბ­ლე­ა­ზე,  ახა­ლარ­ჩე­ულ ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რადღე­ბა და­ეთ­მო ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბის, რო­გორც დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ხელ­შეწყო­ბის სა­კითხებს.

დამ­ს­წ­რე სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რადღე­ბა მი­იპყ­რო მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ურ­თი­ერ­თ­კავ­ში­რის კვლე­ვამ, რაც მნიშვნელოვანია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ზოგ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, მა­გა­ლი­თად, რო­ტერ­და­მის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში შექ­მ­ნი­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მო­ქა­ლა­ქე­ებს სხვა­დას­ხ­ვა სა­მეც­ნი­ე­რო სფე­როს წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან აკავ­ში­რებს და სა­მეც­ნი­ე­რო კვლე­ვებს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თ­ვის უფ­რო გა­სა­გებს ხდის.

სა­ქარ­თ­ვე­ლოს რე­გი­ო­ნებ­ში სტი­ქი­ის შე­დე­გე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ, რომ ბიბ­ლი­ოთ­ეკე­ბი აქ­ტი­უ­რად სწავ­ლო­ბენ მო­სახ­ლე­ო­ბის დახ­მა­რე­ბის სერ­ვი­სებს, მა­გა­ლი­თად, არ­სე­ბობს სა­ერ­თო სტან­დარ­ტე­ბი, რომ­ლი­თაც ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი კრი­ზი­სულ ვი­თა­რე­ბა­ში ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბენ, რა­თა ეროვ­ნუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბაც და­იც­ვან და მო­სახ­ლე­ო­ბას პრე­ვენ­ცი­ის სა­კითხებ­ში ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბა­ში ხე­ლი შე­უწყონ.

ნო­მი­ნა­ცი­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბა ხვდა ეს­პა­ნე­თის გაბ­რი­ელ გარ­სია მარ­კე­სის უახ­ლეს სა­ჯა­რო ბიბ­ლი­ო­თე­კას, რომ­ლის დი­ზა­ი­ნი და სერ­ვი­სე­ბი  სა­ზო­გა­დო­ე­ბის სხვა­დას­ხ­ვა მოთხოვ­ნას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ეს ბიბ­ლი­ო­თე­კა სულ ახ­ლა­ხან შე­იქ­მ­ნა და გა­მარ­ჯ­ვე­ბა მი­სი ავ­ტო­რე­ბის­თ­ვი­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

კონ­გ­რე­სის ფარ­გ­ლებ­ში, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჰო­ლან­დი­ის ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში არ­სე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გაც­ნო­ბაც. მათ შო­რის, გან­სა­კუთ­რე­ბით უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ ბავ­შ­ვ­თა ლი­ტე­რა­ტუ­რის მუ­ზე­უ­მი და მშვი­დო­ბის კორ­პუ­სის ბიბ­ლი­ო­თე­კა, რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის შე­სა­ხებ ჩვენს მომ­დევ­ნო ნო­მერ­ში გი­ამ­ბობთ.

ასე­თი მოვ­ლე­ნე­ბით უხ­ვად დატ­ვირ­თუ­ლი იყო მსოფ­ლიო სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო კვი­რე­უ­ლი, რომ­ლის სხვა­დას­ხ­ვა თემა სხვა­დას­ხ­ვა კონ­ტექ­ს­ტ­ში ჩვე­ნი გან­ხილ­ვის საგანი მრა­ვალ­ჯერ იქ­ნე­ბა.

ჩვენი მხრიდან, მოხარულები ვართ, რომ ბოლო რამდენიმე წელია, ქართული ბიბლიოთეკების მუშაობა, შესაბამისად, საქა­რ­თ­­ვე­ლო აქტიურადაა წარმოდგენილი საერთაშორისო ღონი­ს­ძი­­ებებზე.

 

მაია სი­მო­ნიშ­ვი­ლი
სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის უფ­რო­სი სპე­ცი­ა­ლის­ტი, ან­გ­ლო-ამე­რი­კუ­ლი დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი,
სა­ბიბ­ლი­ო­თე­კო ფე­დე­რა­ცი­ის ევ­რო­პის რე­გი­ო­ნის კო­მი­ტე­ტი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კო­მი­ტე­ტის არ­ჩე­უ­ლი წევ­რი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები