19 ივლისი, შაბათი, 2025

მორიგი საგამოცდო კვირა დასრულდა

spot_imgspot_img

დღეს აბიტურიენტები ლიტერატურის გამოცდას აბარებდნენ, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი – მუსიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოცდებს.

18 ივლისის სესიებზე საგამოცდო ცენტრებში გამოცხადდა 90%-მდე აბიტურიენტი, ხოლო მასწავლებლების გამოცდებზე – რეგისტრირებული პირებიდან, 79%-ზე მეტი.

იყო დაგვიანების 1 შემთხვევა.

თელავის მერვე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში, გამოცდების დაწყებამდე, აპლიკანტებს შეხვდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი.

საგამოცდო პროცესის უმაღლესი სტანდარტით წარმართვის მიზნით, საქართველოს მასშტაბით, მობილიზებულია შესაბამისი სამსახურები. შექმნილია ყველა საჭირო პირობა იმისთვის, რომ გამოსაცდელებმა თავიანთი ცოდნა და შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოაჩინონ.

ყველას ვუსურვებ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. იმედი მაქვს, ასეთი მონდომებითა და შემართებით თითოეული აბიტურიენტი დაიმკვიდრებს სასურველ ადგილს უნივერსიტეტში, მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები კი, თავიანთ პროფესიულ საქმიანობას მეტი მოტივაციით გააგრძელებენ.

კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად გავეცანი საგამოცდო პროცესს, რომელიც სტანდარტების სრული დაცვით, შეფერხების გარეშე მიმდინარეობს.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი კოორდინაცია და თანამშრომლობა არსებობს აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებებს შორის– განაცხადა გივი მიქანაძემ.

20 ივლისს, მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის, კომპიუტერული ტექნოლოგიების პრაქტიკული ნაწილის გამოცდა ჩატარდება. ცენტრი სთხოვს ამ გამოცდის ყველა მონაწილეს ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ რეგისტრაციის დროს, რადგან გამოცდის სპეციფიკიდან გამომდინარე, იგი განსხვავებულია.

აბიტურიენტები, შაბათ-კვირის დასვენების შემდეგ, 21 ივლისს, ფიზიკის გამოცდას ჩააბარებენ.

21-ში, ასევე, საერთო სამაგისტრო გამოცდებიც ტარდება წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში.

გისურვებთ წარმატებას!

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება