29 მაისი, ხუთშაბათი, 2025

მომავალ შეხვედრამდე… 150 წლის შემდეგ

spot_imgspot_img

საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის, სო­ფელ ჩი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც დო­კუ­მენ­ტურ მა­სა­ლებ­ზე დაყ­რ­დ­ნო­ბით და­ი­წე­რა, დღეს უკ­ვე ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რის­თ­ვი­საა ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი. იგი ჯერ კი­დევ 2023 წლის 5 აპ­რილს გა­მოქ­ვეყ­ნ­და გა­ზეთ „მო­დი­ნა­ხე“-ში, ხო­ლო 2024 წელს სრულ­ყო­ფი­ლი სა­ხით მთლი­ა­ნად შე­ვი­და 650-გვერ­დი­ან ფუნ­და­მენ­ტურ ნაშ­რომ­ში „გა­ნათ­ლე­ბის კე­რე­ბი საჩხე­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში“.

ასე რომ, სკო­ლის და­არ­სე­ბის ის­ტო­რი­ა­ზე ამ სტა­ტი­ა­ში აღარ შევ­ჩერ­დე­ბი, მხო­ლოდ ორი­ო­დე სიტყ­ვით შე­ვახ­სე­ნებ მკითხ­ველს, რომ რო­გორც კავ­კა­სი­ის სას­წავ­ლო ოლ­ქის მზრუნ­ველ­თა ყო­ველ­წ­ლი­ურ ან­გა­რი­შებ­შია მო­ცე­მუ­ლი, ჩი­ხის ერ­თ­კ­ლა­სი­ა­ნი სას­წავ­ლე­ბე­ლი გა­იხ­ს­ნა 1874 წელს, და­ბა საჩხე­რე­ში (ჩი­ხის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­ერ), ხო­ლო მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჩი­ხე­ლებ­მა სკო­ლა თა­ვი­ანთ სო­ფელ­ში გა­და­ი­ტა­ნეს, სა­დაც დღემ­დე წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქ­ცი­ო­ნი­რებს. ამი­ტომ იგი, სხვა­დას­ხ­ვა წყა­რო­ებ­ში, ხან ჩი­ხის სკო­ლად მო­იხ­სე­ნი­ე­ბო­და, ხან საჩხე­რის სკო­ლად, რის შე­სა­ხე­ბაც ზუს­ტა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი ზე­მო­აღ­ნიშ­ნულ ნაშ­რო­მებ­ში. ცნო­ბი­ლია ისიც, რომ საჩხე­რე, ჯერ კი­დევ მე-9 სა­უ­კუ­ნე­ში იწო­დე­ბო­და ჩი­ხის სა­ე­რის­თა­ვოდ.

ქუ­თა­ი­სის გუ­ბერ­ნი­ის სა­ხალ­ხო სკო­ლე­ბის ინ­ს­პექ­ტო­რი 1872 წლი­დან, ხო­ლო შემ­დეგ დი­რექ­ტო­რი 1876-78 წლებ­ში – ვიქ­ტორ ნი­კო­ლო­ზის ძე ტროიე, თა­ვის ჩა­ნა­წე­რებ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ 1876 წლის 1 იან­ვ­რი­სათ­ვის ჩი­ხის (საჩხე­რის) სკო­ლა­ში 46 ბავ­შ­ვი ირიცხე­ბო­და, 1877 წლის 1 იან­ვ­რი­სათ­ვის – 47, ხო­ლო 1878 წლის 1 იან­ვ­რი­სათ­ვის – 15. სხვა­თა შო­რის, ეს ის ვიქ­ტორ ტროიეა მე­გობ­რე­ბო, ჩვენს დი­დე­ბულ მგო­სანს – აკა­კი წე­რე­თელს რომ ას­წავ­ლი­და ქუ­თა­ი­სის გიმ­ნა­ზი­ა­ში და რო­მელ­საც აკა­კი დი­დი სიყ­ვა­რუ­ლი­თა და ქე­ბით იხ­სე­ნი­ებ­და. ხო­ლო ამა­ვე სკო­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ყა­რა­მან ჩხე­ი­ძე იგო­ნებს, რომ სკო­ლა თა­ვი­სი ეზო­თი ჩი­ხის სა­ზო­გა­დო­ე­ბას ეკუთ­ვ­ნო­და, საჩხე­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი თა­ვი­სი სკო­ლა არ ჰქონ­და (ჟურ­ნა­ლი „გა­ნათ­ლე­ბა“ 10; 1915 წ.).

მოკ­ლედ, ყვე­ლა­ფე­რი გა­სა­გე­ბია. წი­აღ­ს­ვ­ლე­ბი­სათ­ვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, ვფიქ­რობ, საკ­მა­რი­სია. ახ­ლა კი ვნა­ხოთ რო­გორ აღ­ნიშ­ნა და­არ­სე­ბი­დან 150 წლის იუბი­ლე ჩი­ხის ერთ-ერ­თ­მა უძ­ვე­ლეს­მა და უაღ­რე­სად ავ­ტო­რი­ტე­ტულ­მა სა­ჯა­რო სკო­ლამ, რო­მელ­საც ეს მრგვა­ლი თა­რი­ღი 2024 წელს შე­უს­რულ­და, ფაქ­ტობ­რი­ვად კი ცო­ტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით – 2025 წლის 1 მა­ისს აღი­ნიშ­ნა.

მე, რო­გორც ჩი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის დო­კუ­მენ­ტუ­რი ის­ტო­რი­ის ავ­ტორს, მის მოკ­ვ­ლე­ვა­ზე მრა­ვალ ღა­მე­ნა­თევს, მქონ­და პა­ტი­ვი, მიწ­ვე­უ­ლი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი სკო­ლის და­არ­სე­ბი­დან 150 წლის­თა­ვის აღ­სა­ნიშ­ნავ სა­ზე­ი­მო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

შევ­დ­გი თუ არა ფე­ხი სკო­ლის ეზო­ში, აშ­კა­რად ვიგ­რ­ძე­ნი, რომ ის­ტო­რი­ის ქარს, შო­რე­თი­დან, მის პირ­ველ პე­და­გოგ­თა და მოს­წავ­ლე­თა სუნ­თ­ქ­ვა მოჰ­ქონ­და. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რო­ცა მას­წავ­ლე­ბე­ლი ყა­რა­მან ჩხე­ი­ძე სულ­სა და გულს აძ­ლევ­და ბავ­შ­ვებს, მათ აღ­ზ­რ­და-გა­ნათ­ლე­ბას, ან რო­ცა ვიქ­ტორ ტროიე ქუ­თა­ი­სი­დან სა­კუ­თა­რი ცხე­ნით და­დი­ო­და საჩხე­რე­ში ჩი­ხის სკო­ლის შე­მოწ­მე­ბი­სა და სა­თა­ნა­დო რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სათ­ვის, რო­გორ შე­ეძ­ლოთ წარ­მო­ედ­გი­ნათ მა­შინ, რომ გა­ივ­ლი­და სა­უ­კუ­ნე-ნა­ხე­ვა­რი და ამა­ვე მხა­რის ერთ-ერ­თი მკვიდ­რი, სრუ­ლი­ად უან­გა­როდ, წლო­ბით დაჯ­დე­ბო­და ეროვ­ნულ არ­ქივ­სა და ეროვ­ნულ ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში, რა­თა მი­ლი­ო­ნო­ბით წიგ­ნებ­სა და საქ­მე­ებ­ში რო­გორ­მე ეპო­ვა იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გვარ-სა­ხე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩი­ხის სკო­ლის ის­ტო­რი­ას ქმნიდ­ნენ და მზის სი­ნათ­ლე­ზე გა­მო­ე­ტა­ნა, რა­თა ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სათ­ვის ცნო­ბი­ლი გამ­ხ­და­რი­ყო. ეჰ, რა არის კა­ცის ცხოვ­რე­ბა, „იყო და არა იყო რა“ – გა­ვი­ფიქ­რე ნაღ­ვ­ლი­ა­ნად და გზა გან­ვაგ­რ­ძე.

სკო­ლის შე­ნო­ბა, დე­რეფ­ნე­ბი, საკ­ლა­სო ოთა­ხე­ბი, ეზო-გა­რე­მო მთლი­ა­ნად სა­ზე­ი­მო ფე­რე­ბით ელ­ვა­რებ­და, ყვე­ლა­ფე­რი კაშ­კა­შებ­და, ბრწყი­ნავ­და. მას­პინ­ძ­ლე­ბი სი­ხა­რუ­ლით ეგე­ბე­ბოდ­ნენ სტუმ­რებს და მარ­თებ­დაც კი­დეც ზე­ი­მი და სი­ხა­რუ­ლი – გა­ნათ­ლე­ბის ერთ-ერ­თი უძ­ვე­ლე­სი კე­რა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს აღ­ნიშ­ნავ­და.

ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი სა­პა­ტიო სტუ­მა­რი ეს­წ­რე­ბო­და, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად წა­რი­მარ­თა. ეს იყო ნამ­დ­ვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი და მას­თან ერ­თად ინ­ტე­ლექ­ტის ზე­ი­მი. მოწ­ვე­ულ­მა სტუმ­რებ­მა უაღ­რე­სად თბი­ლი და სა­გუ­ლის­ხ­მო სიტყ­ვე­ბი წარ­მოთ­ქ­ვეს, მათ შო­რის, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მერ­მა, ბა­ტონ­მა ლე­ვან ივა­ნაშ­ვილ­მა და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მ­ჯ­დო­მა­რემ, ბა­ტონ­მა გა­გა დარ­ბა­ი­ძემ, რო­მელ­თა გა­მოს­ვ­ლა სკო­ლის ახალ­გაზ­რ­დე­ბი­სა და პე­და­გო­გე­ბი­სათ­ვის სტი­მუ­ლის მიმ­ცე­მი გახ­და და ის­ტო­რი­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვა შე­ი­ძი­ნა.

მო­ხიბ­ლუ­ლი დავ­რ­ჩი მოს­წავ­ლე-ახალ­გაზ­რ­დე­ბის მი­ერ, სკო­ლის გან­ვ­ლი­ლი პე­რი­ო­დის მხატ­ვ­რუ­ლად გად­მო­ცე­მით, მა­თი გა­ნათ­ლე­ბით, კულ­ტუ­რით, ქო­რე­ოგ­რა­ფი­უ­ლი თუ მუ­სი­კა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ნი­ჭით, უნა­რით, ღვთით მო­მად­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი გე­ნით, ფი­ზი­კუ­რი და სუ­ლი­ე­რი ჰარ­მო­ნი­უ­ლო­ბით. მად­ლო­ბა, დი­დი მად­ლო­ბა ამ უმაგ­რეს თა­ო­ბას. რო­გორც ჩანს, სწო­რედ ამ დროს ამ­ბო­ბენ ხოლ­მე სა­ო­ცარ სიტყ­ვებს: „გი­ხა­რო­დენ სა­ქარ­თ­ვე­ლო!“

გა­ივ­ლის დღე­ე­ბი, წლე­ბი, ბევ­რი რამ შე­იც­ვ­ლე­ბა კი­დეც ალ­ბათ, მაგ­რამ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ამ ახალ­გაზ­რ­დე­ბის გულ­სა და გო­ნე­ბას წა­რუშ­ლელ შთა­ბეჭ­დი­ლე­ბად გაჰ­ყ­ვე­ბა იმ ზე­ი­მის სიტ­კ­ბო და სი­ხა­რუ­ლი, რო­მე­ლიც მათ იგე­მეს 2025 წლის 1 მა­ი­სის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

რა­ღაც მო­მენ­ტ­ში, სკო­ლის ყო­ფილ­მა დი­რექ­ტორ­მა, უაღ­რე­სად პა­ტივ­ცე­მულ­მა და და­ფა­სე­ბულ­მა ქალ­ბა­ტონ­მა, ნი­ნო გო­შა­ძემ მითხ­რა: „ბა­ტო­ნო რე­ზო, აი იმ და­ფა­ზე ყვე­ლა სტუ­მა­რი ტო­ვებს ავ­ტოგ­რაფს, და თუ თქვენც და­ტო­ვებთ, 150 წლის შემ­დეგ კვლავ რომ მობ­რ­ძან­დე­ბით ჩვენს სკო­ლა­ში, აუცი­ლებ­ლად და­გახ­ვედ­რებ­თო“. ეს სიტყ­ვე­ბი ისე­თი გულ­წ­რ­ფე­ლო­ბით, სიყ­ვა­რუ­ლი­თა და სი­ლა­ღით წარ­მოთ­ქ­ვა, რომ ანაზ­დად მი­ვე­დი და­ფას­თან და ჩე­მი გვა­რი დავ­წე­რე. მას შემ­დეგ სულ ემო­ცი­ებ­ში ვარ: მგო­ნია, რომ მარ­თ­ლა მი­ვალ 150 წლის შემ­დეგ ჩი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში და ისევ ის და­ფა დამ­ხ­ვ­დე­ბა ჩე­მი ხელ­მო­წე­რით. უფალ­მა გის­მი­ნოთ ქ-ნო ნი­ნო, ღმერ­თ­მა აგიხ­დი­ნოთ ყვე­ლა ნა­ნატ­რი ოც­ნე­ბა. ვერ წარ­მო­იდ­გენთ რო­გო­რი იმე­დი ჩა­მი­სა­ხეთ, სი­ცოცხ­ლე მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­მი­ხან­გ­რ­ძ­ლი­ვეთ და ცხოვ­რე­ბის ინ­ტე­რე­სი კი­დევ უფ­რო გა­მიღ­რ­მა­ვეთ. თით­ქოს ახა­ლი ენერ­გი­ით შე­ვივ­სე. გა­და­ვე­დი ვირ­ტუ­ა­ლურ სამ­ყა­რო­ში. ძა­ლი­ან მა­გა­რი მიგ­ნე­ბა იყო! მე 70 წელს გა­დავ­შორ­დი და ემო­ცი­ე­ბი­სათ­ვის ისე­დაც აღარ მჭირ­დე­ბა ბევ­რი… უღ­რ­მე­სი მად­ლო­ბა კი­დევ ერ­თხელ.

უაღ­რე­სად ემო­ცი­უ­რი იყო ასე­ვე ღო­ნის­ძი­ე­ბის ფი­ნა­ლი: მიკ­რო­ფონ­ში გა­ის­მის დი­დე­ბუ­ლი ქარ­თ­ვე­ლი პო­ე­ტის, მო­რის ფოცხიშ­ვი­ლის სიტყ­ვე­ბი: „…ქუ­დი მო­ი­ხა­დეთ ბა­ტო­ნო ჩე­მო, მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­დის!“ და ამ დროს, ფრი­ად სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კის ფონ­ზე, დარ­ბაზ­ში შე­მო­დი­ან ამაგ­და­რი პე­და­გო­გე­ბი, რო­მელ­თაც გვერ­დით უდ­გა­ნან მოს­წავ­ლე­ე­ბი, ნორ­ჩი თა­ო­ბა ჩვე­ნი ერი­სა – 2-2 ადა­მი­ა­ნი მო­ა­ბი­ჯებს წყვი­ლად, ამა­ყად. ყვე­ლა პე­და­გოგს წი­თე­ლი ვარ­დი უჭი­რავს ხელ­ში. გა­ივ­სო სცე­ნა პე­და­გო­გე­ბით, ვარ­დე­ბი­თა და ახალ­გაზ­რ­დე­ბით. დარ­ბაზ­ში იმ­დე­ნი სი­ნათ­ლე, სით­ბო და სიყ­ვა­რუ­ლი და­იღ­ვა­რა, რომ თით­ქოს მის­მა კედ­ლებ­მა შორს გა­და­ი­წი­ეს, ჭე­რი ერ­თი-ორად ამაღ­ლ­და, სივ­რ­ცე გა­ფარ­თოვ­და. ანაზ­დად მა­ყუ­რე­ბელს გა­დავ­ხე­დე და ნუ იტყ­ვით, ბევრს უციმ­ცი­მებ­და ცრემ­ლი თვა­ლებ­ზე, უბ­რ­წყი­ნავ­დათ თვა­ლის უპე­ე­ბი. ამ­დე­ნი გაშ­ლი­ლი თეთ­რი ცხვირ­საწ­მენ­დე­ბი მაგ­ნო­ლი­ის ყვა­ვი­ლებს მო­გა­გო­ნებ­დათ.

ნამ­დ­ვი­ლად არ მახ­სოვს, რამ­დენ ხანს ვი­დე­ქი ფეხ­ზე და აღ­ტა­ცე­ბით ვუკ­რავ­დი ტაშს ამ გა­ნუ­მე­ო­რე­ბელ სა­ნა­ხა­ო­ბას, რო­მელ­მაც სულ­სა და გულ­ში გა­ი­ა­რა და დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მთე­ლი სი­ცოცხ­ლე და­უ­ვიწყარ, ულა­მა­ზეს მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა ზე­ი­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლის მეხ­სი­ე­რე­ბა­ში. რომ შემ­ძ­ლე­ბო­და, იმ სა­ო­ცარ წუ­თებს შე­ვაგ­რო­ვებ­დი და სა­მუ­და­მოდ თან წა­მო­ვი­ღებ­დი.

მოკ­ლედ, ღირ­და, ნამ­დ­ვი­ლად ღირ­და 1 მა­ისს ჩი­ხის სა­ჯა­რო სკო­ლის სტუმ­რო­ბა, რო­მელ­მაც ის­ტო­რი­უ­ლი დატ­ვირ­თ­ვა შე­ი­ძი­ნა. არ ვი­ცი ვინ იყ­ვ­ნენ ამ დი­დე­ბუ­ლი სპექ­ტაკ­ლის რე­ჟი­სო­რე­ბი, მაგ­რამ ბა­რა­ქა­ლა მათ ნიჭს, უნარს და მათ გამ­ჭ­რი­ახ გო­ნე­ბას. თუმ­ცა მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კარგ რე­ჟი­სო­რებს კარ­გი მსა­ხი­ო­ბე­ბიც სჭირ­დე­ბათ, სხვა­ნა­ი­რად ასე­თი ბრწყინ­ვა­ლე სპექ­ტაკ­ლი ვერ შედ­გე­ბა. დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­ვა დრო და ის­ტო­რია და­ნარ­ჩენს თა­ვი­სით მოყ­ვე­ბა.

ვინ თქვა სა­ქარ­თ­ვე­ლო პა­ტა­რააო, ჩვენ ყვე­ლა­ზე დი­დი, ყვე­ლა­ზე ლა­მა­ზი და ნი­ჭი­ე­რი ერი ვართ. კაც­მა არ იცის, რო­დის და სად გა­არ­ღ­ვევს პე­რი­ო­დუ­ლად ეს ნი­ჭი კა­ლა­პოტს, ჩარ­ჩო­ებს, საზღ­ვ­რებს, სად გად­მო­ხეთ­ქავს და სად მო­ევ­ლი­ნე­ბა ქვე­ყა­ნას ლი­ტე­რა­ტუ­რად, ხე­ლოვ­ნე­ბად, კულ­ტუ­რად, მეც­ნი­ე­რე­ბად, მშვე­ნი­ე­რე­ბად, სი­ლა­მა­ზედ… კი­დევ ერ­თხელ დავ­რ­წ­მუნ­დი, რომ თუ რამ გა­დაგ­ვარ­ჩენს, ეს ურ­თი­ერ­თ­პა­ტი­ვის­ცე­მა და სიყ­ვა­რუ­ლია.

მინ­და დი­დი მად­ლო­ბა  გა­და­ვუ­ხა­დო სკო­ლის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლებს, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა კი დი­რექ­ტორს, ქ-ნ ლია ნა­დი­რა­ძეს, სა­უ­კე­თე­სო მი­ღე­ბი­სა და დი­დე­ბუ­ლი იმე­რუ­ლი მას­პინ­ძ­ლო­ბი­სათ­ვის, ამ­დე­ნი სით­ბო­სა და სიყ­ვა­რუ­ლი­სათ­ვის. წარ­მა­ტე­ბებს ვუ­სურ­ვებ თი­თო­ე­ულ პე­და­გოგს და თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს. კვლა­ვაც ისე­თი­ვე სა­ხე­ლოვ­ნად გა­ეგ­რ­ძე­ლე­ბი­ნოთ ის დი­დი გზა, რო­მე­ლიც დღემ­დე ასე ღირ­სე­უ­ლად მო­ი­ტა­ნეს.

მაშ დრო­ე­ბით, ჩი­ხის უბე­რე­ბე­ლო, ჩი­ხის და­უ­ვიწყა­რო სა­ჯა­რო სკო­ლავ. რო­გორც მო­ვი­ლა­პა­რა­კეთ, ჩვენ კვლავ შევ­ხ­ვ­დე­ბით 150 წლის შემ­დეგ…

რე­ვაზ მა­ჭა­რაშ­ვი­ლი

ტექ­ნი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი,
ორ­გ­ზის ღირ­სე­ბის ორ­დე­ნის კა­ვა­ლე­რი,
საჩხე­რის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე,
სა­ქარ­თ­ვე­ლოს მწე­რალ­თა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რი

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება