21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

მო­ლო­დი­ნი გვაქვს, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას უზ­რუნ­ველ­ყოფს

spot_img

გა­მოქ­ვეყ­ნ­და პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო, რო­მელიც ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვაა სის­ტე­მის­თ­ვის და ხა­რის­ხის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ეტა­პი­ცაა. დე­ტა­ლუ­რად დო­კუ­მენ­ტის ში­ნა­არ­ს­სა და სის­ტე­მის მას­წავ­ლე­ბელ­თა კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის მის როლ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მი­ის რექ­ტო­რი, გა­ნათ­ლე­ბის ექ­ს­პერ­ტი კა­ხა­ბერ ერა­ძე.

 

➡️ 15 ოქ­ტომ­ბერს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო დამ­ტ­კიც­და. რას ნიშ­ნავს ეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მის­თ­ვის?

➡️ სის­ტე­მის­თ­ვის ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. ზო­გა­დად, მას­წავ­ლებ­ლო­ბა რე­გუ­ლი­რე­ბა­დი პრო­ფე­სიაა. ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბა კარ­გა ხა­ნია და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლია, პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში კი მსგავ­სი რე­გუ­ლი­რე­ბა პირ­ვე­ლად შე­მო­დის. ამ რე­გუ­ლი­რე­ბის­თ­ვის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო სა­ფუძ­ვე­ლი, 2018 წელს, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქარ­თ­ვე­ლოს კა­ნონ­მა შექ­მ­ნა, რო­მელ­მაც 2020 წლამ­დე გან­საზღ­ვ­რა შე­სა­ბა­მი­სი კა­ნონ­ქ­ვემ­დე­ბა­რე აქ­ტე­ბის გა­მო­ცე­მის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. მარ­თა­ლია, ოთხი წლის დაგ­ვი­ა­ნე­ბით, თუმ­ცა რე­გუ­ლა­ცი­ებ­მა უკ­ვე დღის შუ­ქი იხი­ლეს. რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ პროფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა­ზე და ხა­რის­ხი­ან გა­ნათ­ლე­ბა­ზე, აქ, პროგ­რა­მე­ბის ში­ნა­არ­სობ­რივ შე­სა­ბა­მი­სო­ბას­თან და ინ­ფ­რას­ტ­რუქ­ტუ­რას­თან ერ­თად, პროგ­რა­მის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ პერ­სო­ნალს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა ეკის­რე­ბა. პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო უკ­ვე სტა­ტუ­სურს ხდის პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას, ხო­ლო სტა­ტუ­სი უკავ­შირ­დე­ბა, ერ­თი მხრივ, პრეს­ტიჟს, მე­ო­რეს მხრივ, იმე­დი გვაქვს, ამ სტა­ტუ­სის მქო­ნე პი­რე­ბის­თ­ვის, მა­ლე, სო­ცი­ა­ლურ და ფი­ნან­სურ სი­კე­თე­ებ­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს. სა­ბო­ლო­ოდ, გვაქვს მო­ლო­დი­ნი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი უზ­რუნ­ველ­ყოფს პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მა­ღა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის მქო­ნე მას­წავ­ლე­ბელ­თა მო­ზიდ­ვას და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას.

➡️ რო­გორც აღ­ნიშ­ნეთ, ამ სა­კითხ­ზე საკ­მაო ხა­ნი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და მუ­შა­ო­ბა. რო­გო­რი იყო გზა ინი­ცი­რე­ბი­დან დამ­ტ­კი­ცე­ბამ­დე?

➡️ ამ სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბა კა­ნო­ნის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე და­იწყო და მას­ზე სფე­როს პრო­ფე­სი­ო­ნალ­თა ჯგუ­ფი მუ­შა­ობ­და. მა­ნამ­დე პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას ძვე­ლი კა­ნო­ნის ერ­თი მუხ­ლი არე­გუ­ლი­რებ­და, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი იყო სა­რე­ფორ­მო ხედ­ვე­ბის კონ­ტექ­ს­ტ­ში. ამი­ტო­მაც გა­დაწყ­და, რომ მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას ცალ­კე სა­მარ­თ­ლებ­რი­ვი ჩარ­ჩო და­ა­რე­გუ­ლი­რებ­და. სა­მუ­შაო ჯგუ­ფის წი­ნა­შე რამ­დე­ნი­მე გა­მოწ­ვე­ვა იდ­გა – ერ­თი მხრივ, ახალ მა­რე­გულ­ირე­ბელ ჩარ­ჩოს მაქ­სი­მა­ლუ­რად უნ­და შე­ექ­მ­ნა ისე­თი სა­სურ­ვე­ლი პი­რო­ბე­ბი რე­ფორ­მის სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, რო­გო­რიც იყო: კომ­პე­ტენ­ცი­ებს და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, სა­მუ­შა­ო­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბა, დუ­ა­ლუ­რი სწავ­ლე­ბა, ინ­ტეგრი­რე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბი, კერ­ძო სექ­ტო­რის შე­მოყ­ვა­ნა პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის პრო­ცეს­ში და სხვა.; მე­ო­რე მხრივ, უნ­და გაგ­ვეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა რე­გუ­ლი­რე­ბის პრო­ცეს­ში მი­ღე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა და მაქ­სი­მა­ლუ­რად აგ­ვე­რი­დე­ბი­ნა თა­ვი შე­საძ­ლო გარ­თუ­ლე­ბე­ბი­სათ­ვის, ასე­ვე დავ­ყ­რ­დ­ნო­ბო­დით სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კას, მათ შო­რის, გერ­მა­ნულ პრაქ­ტი­კას, სა­დაც ეს სა­კითხი კარ­გა­დაა და­რე­გუ­ლი­რე­ბუ­ლი. ამ მიზ­ნით, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყო სა­უ­კე­თე­სო სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტი­ზა, გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ ვი­ზი­ტე­ბი გერ­მა­ნი­ა­ში, იქა­უ­რი პრაქ­ტი­კის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, სა­მუ­შაო პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თნენ გან­ვი­თა­რე­ბის მხარ­დამ­ჭე­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, ძა­ლი­ან გა­მოგ­ვად­გა მას­წავ­ლებ­ლის სახ­ლის გა­მოც­დი­ლე­ბა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა მომ­ზა­დე­ბის ტრე­ნინ­გე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ნა­წილ­ში, რა­საც ქალ­ბა­ტო­ნი ნი­ნო ელ­ბა­ქი­ძე ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლობ­და. პრო­ექ­ტე­ბი რამ­დენ­ჯერ­მე იქ­ნა გან­ხი­ლუ­ლი და­ინ­ტე­რე­სე­ბულ მხა­რე­ებ­თან, კერ­ძო და სა­ჯა­რო კო­ლე­ჯებ­თან, რაც ნამ­დ­ვი­ლად არ იყო მარ­ტი­ვი პრო­ცე­სი, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტე­ბის ბო­ლო ვერ­სია სა­ყო­ველ­თაო კონ­სენ­სუ­სით იქ­ნა მო­წო­ნე­ბუ­ლი. ასე რომ, შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, ამ რე­გუ­ლა­ცი­ების შექ­მ­ნის პრო­ცე­სი იყო ჩარ­თუ­ლო­ბი­თი და სა­ყო­ველ­თაო თან­ხ­მო­ბით იქ­ნა მი­ღე­ბუ­ლი. ეს გვაძ­ლევს იმედს, რომ სის­ტე­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე სა­თა­ნა­დო პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ე­კი­დე­ბა მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას.

➡️ რა დო­კუ­მენ­ტე­ბის­გან შედ­გე­ბა მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჩარ­ჩო და რა რო­ლი აკის­რია თი­თო­ე­ულ მათ­განს?

➡️ სა­უ­ბა­რია სამ დო­კუ­მენ­ტ­ზე – „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტი“, „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის ეთი­კის კო­დექ­სი“ და „პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის დაწყე­ბის, პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლის წე­სი და პი­რო­ბე­ბი“. მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტი ად­გენს მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ებს, აღ­წერს სა­მი­ვე სა­ხის მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფილს და გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მას­წავ­ლებ­ლის შე­ფა­სე­ბის, მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნე­ბი­სათ­ვის. სულ ექ­ვ­სი სტან­დარ­ტია გან­საზღ­ვ­რუ­ლი, რო­მე­ლიც სრუ­ლად ფა­რავს მას­წავ­ლებ­ლის კომ­პე­ტენ­ცი­ებს. ეთი­კის კო­დექ­სი გან­საზღ­ვ­რავს მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის ეთი­კურ ნორ­მებს. ხო­ლო წე­სი, რო­გორც მი­სი სა­თა­უ­რი­დან ჩანს, არე­გუ­ლი­რებს თუ რო­გორ უნ­და შე­ვი­დეს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი პრო­ფე­სი­ა­ში, რო­გორ უნ­და მოხ­დეს მი­სი პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა და კა­რი­ე­რუ­ლი წინ­ს­ვ­ლა. სა­მი­ვე დო­კუ­მენ­ტი ერ­თ­ნა­ი­რად მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ანია.

➡️ სა­მი სა­ხის მას­წავ­ლე­ბე­ლი ახ­სე­ნეთ. რა სა­ხის მას­წავ­ლებ­ლე­ბი გვე­ყო­ლე­ბა ამ რე­გუ­ლა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად?

➡️ რო­დე­საც ვსა­უბ­რობთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­ზე, უნ­და გვახ­სოვ­დეს, რომ ვგუ­ლის­ხ­მობთ ნე­ბის­მი­ერ პირს, რო­მე­ლიც წარ­მარ­თავს სას­წავ­ლო პრო­ცესს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, იქ­ნე­ბა ეს დი­დი საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო პროგ­რა­მე­ბი, მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი მომ­ზა­დე­ბა-გა­დამ­ზა­დე­ბა, პროგ­რა­მის თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი კომ­პო­ნენ­ტი, სწავ­ლე­ბა კო­ლეჯ­ში თუ სა­წარ­მო­ში, ინ­ტეგ­რი­რე­ბუ­ლი მო­დუ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბი და სხვა. ამ ადა­მი­ა­ნებს სის­ტე­მა­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად სხვა­დას­ხ­ვა სა­ხე­ლით მო­ვიხ­სე­ნი­ებ­დით, რო­გორც თე­ო­რი­ის ან პრაქ­ტი­კის მას­წავ­ლე­ბელს, პრაქ­ტი­კის ინ­ს­ტ­რუქ­ტორს, პრაქ­ტი­კის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელს, მენ­ტორს თუ სხვა. ახალ­მა რე­გუ­ლა­ცი­ამ გან­საზ­ღ­ვ­რა პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის სა­მი სა­ხე: ძი­რი­თა­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი, მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი და ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი; მო­ი­აზ­რე­ბა, რომ ძი­რი­თა­დი მას­წავ­ლე­ბე­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, უფ­რო კო­ლე­ჯის პერ­სო­ნა­ლია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო ად­გი­ლი კო­ლე­ჯია. ის პრო­ფე­სი­ი­თაა მას­წავ­ლე­ბე­ლი და რო­გორც სტან­დარ­ტი­დან და­ვი­ნა­ხავთ, მას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, მთა­ვა­რი მა­კო­ორ­დი­ნი­რე­ბე­ლი და ხელ­შემ­წყო­ბი რო­ლი აკის­რია სის­ტე­მა­ში, რად­გა­ნაც სხვა მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რო­გორც წე­სი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბი არ არი­ან. მათ უფ­რო დარ­გობ­რივ კონ­ტექ­ს­ტ­ში აკის­რი­ათ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქ­ცია. მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი სწო­რე­დაც ასე­თია. ის დარ­გის მოქ­მე­დი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია და პრო­ფე­სი­ულ გა­ნათ­ლე­ბა­ში მოწ­ვე­უ­ლის სტა­ტუ­სი აქვს. ეს არაა მი­სი ძი­რი­თა­დი სა­მუ­შაო ადგი­ლი, თუმ­ცა, ალ­ბათ და­მე­თან­ხ­მე­ბით, პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ასეთ ადა­მი­ა­ნებ­ზე დგას ძი­რი­თა­დად შრო­მის ბაზ­რის შე­სა­ბა­მი­სი უნა­რე­ბის გა­მო­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცე­სი. მგო­ნია, რომ ყვე­ლა­ზე დიდ წილს მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუს­ში სწო­რედ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­კა­ვე­ბენ. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი წე­სიც გარ­და­მა­ვალ პე­რი­ოდ­ში ყვე­ლა­ზე ლო­ი­ა­ლუ­რია ამ მას­წავ­ლებ­ლე­ბის მი­მართ, რა­თა ისი­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ვი­ზი­დოთ და შე­ვი­ნარ­ჩუ­ნოთ სის­ტე­მა­ში. და­ბო­ლოს, ინ­ს­ტ­რუქ­ტო­რი – ეს ის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლია, რო­მე­ლიც რე­ა­ლურ სა­მუ­შაო ად­გილ­ზე, კო­ლე­ჯის პარ­ტ­ნი­ორ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში მას­პინ­ძ­ლობს სტუ­დენ­ტებს და უწევს მენ­ტო­რო­ბას. კო­ლე­ჯებს აქვთ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა, 2026 წლის 1 ივ­ლი­სამ­დე, და­ას­რუ­ლონ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლე­ბის ძი­რი­თად და მოწ­ვე­ულ მას­წავ­ლებ­ლე­ბად გან­საზღ­ვ­რა.

➡️ რა სტან­დარ­ტე­ბია დად­გე­ნი­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის­თ­ვის და რო­გორ ფიქ­რობთ, არ­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბელ­თა კორ­პუ­სი აკ­მა­ყო­ფი­ლებს თუ არა ამ სტან­დარ­ტებს?

➡️ რად­გა­ნაც მას­წავ­ლებ­ლის სა­მი სა­ხე გვაქვს, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი რო­ლით, ლო­გი­კუ­რია, რომ მა­თი სტან­დარ­ტე­ბი ვერ იქ­ნე­ბო­და უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი. სტან­დარ­ტი ყვე­ლას­თ­ვის ექ­ვ­სია, თუმ­ცა ში­ნა­არ­სი და მოთხოვ­ნე­ბია გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი. სტან­დარ­ტე­ბია: 1. ანა­ლი­ზი და და­გეგ­მ­ვა; 2. სას­წავ­ლო გა­რე­მოს მოწყო­ბა; 3. სას­წავ­ლო პრო­ცე­სის წარ­მარ­თ­ვა; 4. პრო­ფე­სი­უ­ლი სტუ­დენ­ტის/მსმე­ნე­ლის მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა; 5. ეთი­კუ­რი და ეფექ­ტი­ა­ნი სა­მუ­შაო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა; 6. სა­კუ­თარ პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე ზრუნ­ვა. მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხ­ვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლე­ბელ­თა არ­სე­ბულ კორ­პუსს, მათ თა­ვი­ანთ მხრებ­ზე მო­ი­ტა­ნეს დღემ­დე ეს სის­ტე­მა და სწო­რედ მათ­მა თავ­და­დე­ბამ და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მ­მა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად გა­ნა­პი­რო­ბა ის და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბი, რი­თაც პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა დღეს ამა­ყობს. მე ვერ ვიტყ­ვი თუ რამ­დე­ნად აკ­მა­ყო­ფი­ლებს მას­წავ­ლე­ბელ­თა არ­სე­ბუ­ლი კორ­პუ­სი ახალ სტან­დარ­ტებს, რად­გა­ნაც მა­თი შე­ფა­სე­ბა ჯერ არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, თუმ­ცა ღრმად ვარ დარ­წ­მუ­ნე­ბუ­ლი, რომ მა­თი უმე­ტე­სო­ბა, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან­წი­ლად, სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში იქ­ნე­ბა სტან­დარ­ტებ­თან. მით უმე­ტეს, რომ სის­ტე­მის სხვა­დას­ხ­ვა რგო­ლე­ბი და თვი­თონ კო­ლე­ჯე­ბიც დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ინ­ვეს­ტი­ცი­ას სწევ­დ­ნენ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­ულ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. რა თქმა უნ­და, იარ­სე­ბებს მას­წავ­ლებ­ლის სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბის სხვა­დას­ხ­ვა დო­ნე, სწო­რედ ამი­ტო­მაც, რე­გუ­ლა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 2028 წლის 1 იან­ვ­რამ­დე, ყვე­ლა არ­სე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ინარ­ჩუ­ნებს სტა­ტუსს და უპი­რო­ბოდ ჩა­ით­ვ­ლე­ბა სტან­დარ­ტ­თან შე­სა­ბა­მი­სად. ამა­სო­ბა­ში კი მოხ­დე­ბა მა­თი შე­ფა­სე­ბა და იმე­დი მაქვს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა მხარ­და­ჭე­რის ინ­დი­ვი­დის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი მოქ­ნი­ლი პა­კე­ტი, რა­თა ისი­ნი სრულ შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მო­ვიდ­ნენ სტან­დარ­ტის მოთხოვ­ნებ­თან.

➡️ თქვე­ნი აზ­რით, რა გა­მოწ­ვე­ვე­ბის წი­ნა­შე აყე­ნებს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სის­ტე­მას?

➡️ ნე­ბის­მი­ე­რი სი­ახ­ლე, გან­სა­კუთ­რე­ბით კი აქამ­დე და­უ­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი სფე­როს რე­გუ­ლი­რე­ბა, გა­მოწ­ვე­ვებს უკავ­შირ­დე­ბა. მსგავ­სი ცვლი­ლე­ბე­ბი ვერ იქ­ნე­ბა სა­სი­ა­მოვ­ნო, თუმ­ცა ეს არის სა­სარ­გებ­ლო და სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბას სჭირ­დე­ბა. ვე­ცა­დეთ, ეს გა­მოწ­ვე­ვე­ბი და რის­კე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად დაგ­ვეზღ­ვია, გარ­და­მა­ვა­ლი პე­რი­ო­დის ვა­დე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად და­ი­გეგ­მა. სა­მი თვის ვა­და­ში, შე­სა­ბა­მის­მა სა­ა­გენ­ტო­ებ­მა უნ­და მო­ამ­ზა­დონ სა­ფუძ­ვ­ლე­ბი მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად, შემ­დეგ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი და­იწყე­ბენ უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის პრო­ცესს, რი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დე­ბა მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის სერ­ვი­სე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა დი­ვერ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან. ის, რაც ჩვე­ნი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის კომ­პე­ტენ­ცი­ე­ბის ფარ­გ­ლებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია, სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბიზ­ნე­სის აკა­დე­მია ინ­ტენ­სი­უ­რად გა­ნაგ­რ­ძობს ამ მხრივ მუ­შა­ო­ბას, რად­გა­ნაც მიგ­ვაჩ­ნია, რომ სის­ტე­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში დი­დია ცალ­კე­უ­ლი ინ­ს­ტი­ტუ­ცი­ის რო­ლი. გა­მოვ­დი­ვართ ახა­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვით, მზად ვართ უსას­ყიდ­ლოდ ჩა­ვერ­თოთ არ­სე­ბუ­ლი კვა­ლი­ფი­კა­ცი­ე­ბის რე­ვი­ზი­ის პრო­ცეს­ში, ვქმნით სას­წავ­ლო და მე­თო­დურ რე­სურ­სებს, „ღია-SBA“-ს ფარ­გ­ლებ­ში უშურ­ვე­ლად ვა­ზი­ა­რებთ ჩვენს გა­მოც­დი­ლე­ბას სხვა­დას­ხ­ვა ფორ­მატ­ში; ახ­ლა­ხან და­ვა­ი­ნი­ცი­რეთ პრო­ექ­ტი „გა­ა­ზი­ა­რე ცოდ­ნა-გა­ა­ზი­ა­რე გა­მოც­დი­ლე­ბა“, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავს პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, სტუ­დენ­ტებ­სა და პარ­ტ­ნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის თა­ნამ­შ­რომ­ლებს შო­რის. რო­დე­საც ამის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გაჩ­ნ­დე­ბა, აუცი­ლებ­ლად ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, ვინც გა­ნაცხადს შე­ვი­ტანთ პრო­ფე­სი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მას­წავ­ლებ­ლის მომ­ზა­დე­ბის პროგ­რა­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, რად­გა­ნაც გვაქვს ამის რე­სურ­სი და ამ­ბი­ცია.

ესაუბრა ანა ფირცხალაიშვილი

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები