18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

მი­წი­ე­რი და ღვთა­ებ­რი­ვი სი­მარ­თ­ლის ურ­თი­ერ­თ­მი­მარ­თე­ბა სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში

spot_img
ნინო დოლენჯაშვილი
გო­გი­ტა კიკ­ნა­ძის სა­ხ. თბი­ლი­სის №182 სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გი

 

სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის პრო­ცე­სი, თა­ვის­თა­ვად ცხა­დია, რამ­დე­ნად დიდ სირ­თუ­ლეს­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია სწავ­ლე­ბის მე­თო­დე­ბის სწო­რად გა­მო­ყე­ნე­ბა ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სიღ­რ­მი­სე­უ­ლი ათ­ვი­სე­ბის, ამა თუ იმ ტექ­ს­ტის ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის სა­კითხ­ში. სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნის შე­მოქ­მე­დე­ბა, კონ­კ­რე­ტუ­ლად კი იგა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც სკო­ლებ­ში ის­წავ­ლე­ბა, ნამ­დ­ვი­ლად იძ­ლე­ვა ტექ­ს­ტე­ბის ინ­ტერ­პ­რე­ტი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას.

აღორ­ძი­ნე­ბის ხა­ნის დი­დაქ­ტი­კო­სი ქარ­თ­ვე­ლი მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც იგავ-არა­კულ ჟანრს ამ­კ­ვიდ­რებს, გან­სა­კუთ­რე­ბით გვა­ფიქ­რებს იმ მიდ­გო­მა­ზე, თუ რა სა­ხელ­დე­ბა, გუ­რა­მიშ­ვი­ლის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ქვეყ­ნის უბე­დუ­რე­ბის მთა­ვარ მი­ზე­ზად. თავ­ტა­ფი­ა­ნო­ბის შე­დეგ­მა გუ­რა­მიშ­ვილს „ქარ­თ­ლის ჭი­რი“ და­ა­წე­რი­ნა, ორ­ბე­ლი­ა­ნი კი, ქვეყ­ნის სუ­ლი­ე­რი და ზნე­ობ­რი­ვი და­ცე­მის მი­ზე­ზად, უფ­ლის­წუ­ლის არას­წო­რად აღ­ზ­რ­დას ასა­ხე­ლებს, რა­საც უნ­და და­ვე­თან­ხ­მოთ, რად­გან „ბრძე­ნის ური­გოდ ქცე­ვი­თა ბა­ძით წახ­დე­ბის ერია“. სა­მე­ფო კარ­ზე, რო­მელ­საც მწე­რა­ლი აღ­წერს, თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი კონ­კ­რე­ტულ სა­ხე-სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენს. მა­თი მსჯე­ლო­ბა ერ­თ­გ­ვა­რი გზამ­კ­ვ­ლე­ვია მკითხ­ვე­ლის­თ­ვის, რას ემ­ყა­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო. მე­ფე ფი­ნე­ზი, რო­მე­ლიც „კეთი­ლი მე­ფის“ სა­ხეა, აღ­ზ­რ­დის სის­ტე­მის ცვლი­ლე­ბას ითხოვს. ალ­ბათ, ამი­ტო­მაც წყდე­ბა საკ­რა­ლურ დო­ნე­ზე ჯუმ­ბე­რის აღ­ზ­რ­დის სა­კითხი. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის პრინ­ცი­პი თა­ვის­თა­ვად გუ­ლის­ხ­მობს მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბას. ეს ში­ში გა­და­აწყ­ვე­ტი­ნებს მე­ფე ფი­ნეზს, ფარ­სა­და­ნის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, ვიწ­რო წრე­ში კი არ აღ­ზარ­დოს უფ­ლის­წუ­ლი, არა­მედ ღვთის კარ­ნახს მიჰ­ყ­ვეს. მო­ნარქს, სა­მე­ფო კარ­ზე, ჰყავს კო­ნი­უნ­ქ­ტი­ვის­ტი ვე­ზი­რი სედ­რა­ქი, რო­მე­ლიც თა­ვი­სი სიბ­რ­ძ­ნით ამარ­თ­ლებს და­კა­ვე­ბულ პო­ზი­ცი­ას, ის მე­ფის ერ­თ­გუ­ლი მრჩე­ვე­ლია, თუმ­ცა მი­სი კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბა ერ­თ­გ­ვა­რად და­მა­ფიქ­რე­ბე­ლია. იარ­სე­ბებ­და კი მი­სი ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, სა­მე­ფო კარ­ზე რუ­ქა, გულ­ჩ­ქა­რი და სა­ჭუ­რი­სი კა­ცი, რომ არ ყო­ფი­ლი­ყო? სე­ფე­თუ­ხუ­ცე­სი რუ­ქა, რო­მე­ლიც სა­მე­ფო კარ­ზე კრი­ტი­კულ აზრს ამ­კ­ვიდ­რებს, თა­ვის­თა­ვად, მწერ­ლის მო­საზ­რე­ბას გა­მო­ხა­ტავს, თუ რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მ­წი­ფოს კეთ­ლ­დღე­ო­ბის­თ­ვის ისე­თი პი­როვ­ნე­ბე­ბის არ­სე­ბო­ბა, რომ­ლე­ბიც მაფხიზ­ლე­ბელ­ნი არი­ან ხე­ლი­სუ­ფალ­თათ­ვის. იყო კი სა­თა­ნა­დო გა­რე­მო­ე­ბა იმი­სათ­ვის, რომ რუ­ქას გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის­თ­ვის ან­გა­რი­ში გა­ე­წი­ათ. ფაქ­ტია, რომ არა, ამი­ტო­მაც უწო­და მწე­რალ­მა გულ­ჩ­ქარ კაცს სა­ჭუ­რი­სი. ფაქ­ტია, რომ მი­სი სიტყ­ვა ვერ ჰპო­ვებს „თბილ ხნულს“. სა­კითხა­ვია, რამ­დე­ნად ჭეშ­მა­რი­ტია მი­სი მო­საზ­რე­ბა „კარ­გის­თ­ვის კარ­გი არა­ვის უქ­მ­ნია“. მის მი­ერ მოხ­მო­ბი­ლი იგა­ვი „სამ­ნი ბრმა­ნი“ სედ­რა­ქის­გან აბ­სო­ლუ­ტუ­რად უგუ­ლე­ბელ­ყო­ფი­ლია, რად­გან ბრმე­ბის სი­მარ­თ­ლე მი­წი­ე­რია, რო­მელ­საც ღვთა­ებ­რი­ვი ამარ­ცხებს. სწო­რედ ღვთა­ებ­რი­ვი სა­მარ­თ­ლის შე­დე­გია კარ­გის­თ­ვის კარ­გად და ავის­თ­ვის ავად აღ­ვიქ­ვათ მე­ფის გა­ნა­ჩე­ნი, რო­მე­ლიც ღვთა­ებ­რი­ვი სა­მარ­თ­ლის გაცხა­დე­ბაა მი­წი­ერ სამ­ყა­რო­ში.

შე­უძ­ლე­ბე­ლია უსა­მარ­თ­ლო­ბა არ ამო­ვი­კითხოთ იგავ­ში „მე­ფე ხო­რას­ნი­სა“. მკითხ­ვე­ლი მიხ­ვ­დე­ბა, რა არის დი­დი მწერ­ლის ჩა­ნა­ფიქ­რი – სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბა ფუნ­და­მენ­ტურ პრინ­ცი­პად და­ა­სა­ხე­ლოს სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვის სა­კითხ­ში. იგა­ვი „მე­ფე ხო­რას­ნი­სა“ სი­კე­თის იდე­ას ამ­კ­ვიდ­რებს, იმავ­დ­რო­უ­ლად, მმარ­თ­ვე­ლი ამ­პარ­ტა­ვა­ნია, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლი ეგო­ცენ­ტ­რიზ­მით, რაც ისე აბ­რ­მა­ვებს, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო­ში სი­მარ­თ­ლეს ას­პა­რეზს აც­ლის. უსა­მარ­თ­ლო­ბის თა­ვი­და­თა­ვი კი, ორი­ვე მე­ფის მა­გა­ლით­ზე – მე­ფე ხო­რას­ნი­სა თუ ურია მალ­ქა­ო­ზის, ძა­ლა­უფ­ლე­ბით მი­ნი­ჭე­ბუ­ლი ეგოს დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბაა. ისი­ნი მი­წი­ე­რი სა­მარ­თ­ლის მიმ­დე­ვარ­ნი არი­ან, ასეთ მმარ­თ­ველ­თა გა­რე­მოც­ვა­ში კი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი აღ­რე­უ­ლია. დარ­ღ­ვე­უ­ლია მო­რა­ლურ-ეთი­კუ­რი ბა­ლან­სი, რაც ასე­ვე უარ­ყო­ფი­თად აისა­ხე­ბა რო­გორც სა­ხელ­მ­წი­ფო­ზე, ასე­ვე ერ­ზე.

სა­ინ­ტე­რე­სო პერ­სო­ნა­ჟია ურია მალ­ქა­ო­ზის მოყ­მე, რო­მე­ლიც მი­წი­ე­რი სა­მარ­თ­ლის წი­ნა­აღ­მ­დე მებ­რ­ძოლ მო­ქა­ლა­ქეს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. უსა­მარ­თ­ლო­ბას­თან ბრძო­ლა მოყ­მემ პრაგ­მა­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბით მო­ა­ხერ­ხა. იგი, ფუ­ლი­სა და ქო­ნე­ბის გო­ნივ­რუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბით, ადას­ტუ­რებს რუს­თა­ვე­ლის სიტყ­ვე­ბის ჭეშ­მა­რი­ტე­ბას: „უხ­ვი ახ­ს­ნილ­სა და­ა­ბამს“. ეს ის შემ­თხ­ვე­ვაა, რო­დე­საც ღვთის შვი­ლის­თ­ვის „ოქ­რო არო­დეს მის­ცემს ლხე­ნას“, მაგ­რამ მი­წი­ერ სამ­ყა­რო­ში ის ლხე­ნად მა­შინ იქ­ცე­ვა, რო­ცა გა­რე­მო­ე­ბას უპი­რის­პირ­დე­ბი. სამ­ხ­რე­ში და­მა­ლუ­ლი ძვირ­ფა­სი თვლით მპა­რავ­თა მოს­ყიდ­ვა ამ­ქ­ვეყ­ნი­უ­რი არ­სე­ბო­ბის წესს ამ­კ­ვიდ­რებს, სა­მა­გი­ე­როდ, ეს ნა­ბი­ჯი ღირს პერ­სო­ნაჟ­თა ტრან­ს­ფორ­მა­ცი­ის­თ­ვის, რად­გან „ყვე­ლა­ფე­რი იმი­სათ­ვის შე­ემ­თხ­ვე­ვა ამ მი­წა­ზე კაცს, რა­თა თა­ვის თავს და თა­ვის ღმერთს მი­აგ­ნოს ბო­ლოს“. რუს­თა­ვე­ლის შემ­დეგ, რო­დე­საც „ბინ­დის­გ­ვა­რი სამ­ყა­როს“ მკვიდ­რო­ბა ვა­ჭარ­თა ხვედ­რია, უც­ნა­უ­რად ჩანს მა­თი სუ­ლი­ე­რი ფე­რიც­ვა­ლე­ბა. გა­სა­გე­ბია მწერ­ლის გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა, რამ­დე­ნად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია, ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბის­თ­ვის, ამ ფე­ნის არ­სე­ბო­ბა არა მხო­ლოდ მა­ტე­რი­ა­ლის­ტუ­რი, არა­მედ სუ­ლი­ე­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის ზღვარ­ზე. ძუნ­წი ვაჭ­რი­სა თუ დიდ­ვაჭ­რის სა­ხე­ე­ბი ახა­ლი სი­მარ­თ­ლის დად­გე­ნაა ამ სამ­ყა­რო­ში, რომ ღმერ­თია „ყო­ველ­თათ­ვის ტკბი­ლი მხე­დი“, რომ წყა­ლო­ბაც და გან­საც­დე­ლიც, მის­გან მოვ­ლე­ნი­ლი, ღვთა­ებ­რი­ვი სი­მარ­თ­ლის დამ­კ­ვიდ­რე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა. ილი­ას მო­საზ­რე­ბა, „მად­ლი ორ კაცს შუა საქ­მობს“, ცხა­დია, გა­მო­რიცხავს მი­კერ­ძო­ე­ბას, შერ­ჩე­ვი­თო­ბას, სტუ­მარ­მას­პინ­ძ­ლო­ბაც ხომ სა­უფ­ლო წე­სია. ერ­თი შე­ხედ­ვით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია მე­ფუნ­დუ­კის ქცე­ვის მო­ტი­ვა­ცია, უან­გა­როდ ემ­სა­ხუ­როს ფუნ­დუ­კის მომ­ხ­მა­რებ­ლებს, მით უმე­ტეს მა­შინ, რო­დე­საც პი­როვ­ნუ­ლი ტრა­გე­დია აქვს – კეთ­რით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი შვი­ლის პატ­რონს ჰყოფ­ნის ში­ნა­გა­ნი ძა­ლა სხვა­თა სამ­სა­ხუ­რის, მაგ­რამ აქაც ცხა­დია მწერ­ლის ჩა­ნა­ფიქ­რი – იქ, სა­დაც ღვთის­თ­ვის სათ­ნო მოქ­მე­დე­ბაა, გა­დარ­ჩე­ნა გარ­და­უ­ვა­ლია. „კაც­სა ღმერ­თი არ გას­წი­რავს ას­რე მის­გან გა­ნა­წირ­სა“ – ეს შე­დე­გი კი ღვთა­ებ­რივ სა­მარ­თალს უკავ­შირ­დე­ბა. სულ­ხან-სა­ბა ორ­ბე­ლი­ა­ნი, ფაქ­ტე­ბის ჰი­პერ­ბო­ლი­ზე­ბით, გვიმ­ტ­კი­ცებს შე­უძ­ლებ­ლის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რო­ცა ღვთის ნე­ბა არ­სე­ბობს.

ყველ­გან ღმერ­თია ამ დი­დე­ბულ კრე­ბულ­ში. ღვთის ნე­ბით მოვ­ლე­ნი­ლი ბრძე­ნი ლე­ო­ნიც ხომ ჯუმ­ბე­რის სულს ისე აწ­რ­თობს, რომ, სა­ხელ­მ­წი­ფოს მარ­თ­ვი­სას, ხე­ლი­სუ­ფალ­მა სა­მარ­თ­ლი­ა­ნო­ბი­სა და თა­ნას­წო­რო­ბის პრინ­ცი­პე­ბი და­ამ­კ­ვიდ­როს, ყვე­ლა მი­წი­ე­რი ტკი­ვი­ლი დათ­რ­გუ­ნოს და ღვთის შვილ­მა ამ სამ­ყა­რო­შო სუ­ლი­ე­რი შვე­ბა იგ­რ­ძ­ნოს. „სიტყ­ვა საქ­მი­ა­ნი­სა და საქ­მე სიტყ­ვი­ა­ნის“ პრინ­ცი­პია ის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც იდე­ა­ლი­ზე­ბუ­ლია დი­დაქ­ტი­კო­სი მწერ­ლის­გან, რა­საც უნ­და და­ემ­ყა­როს მო­მა­ვალ­ში მმარ­თ­ვე­ლო­ბის ფორ­მა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები