15 ივნისი, კვირა, 2025

მი­უ­დე­ქით ყო­ველ მათ­განს, რო­გორც სა­კუ­თარს და თქვენ მათ გა­ა­ბედ­ნი­ე­რებთ!

spot_imgspot_img

 

ელი­სო ჯა­ფა­რი­ძე
თბი­ლი­სის №130 სა­ჯა­როს სკო­ლის ფი­ზი­კის მას­წავ­ლე­ბე­ლი

ფი­ზი­კის მას­წავ­ლებ­ლის მი­ერ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის მულ­ტი­მო­და­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დით შექ­მ­ნი­ლი მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლის ნი­მუ­ში.

ერ­თი წუ­თით წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ ირ­გ­ვ­ლივ ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი ერ­თ­მა­ნეთს ჰგავს, ყვე­ლა­ფერს ერ­თ­ნა­ი­რი გე­მო, არო­მა­ტი და ფე­რი აქვს, ყვე­ლა ემო­ცია ერ­თ­ნა­ი­რად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა და ყვე­ლას ყვე­ლა­ფერ­ზე ერ­თ­ნა­ი­რი რე­აქ­ცია აქვს, ერ­თ­ნა­ი­რად ლა­პა­რა­კობს, ერ­თ­ნა­ი­რად სწავ­ლობს, ერ­თ­ნა­ი­რად აღიქ­ვამს და ასე უსას­რუ­ლოდ. ალ­ბათ, და­მე­თან­ხ­მე­ბით, რომ ასე­თი სამ­ყა­რო მო­საწყე­ნი და უინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა, სწო­რედ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა­შია სამ­ყა­როს სი­ლა­მა­ზე და ჩვენ მას ვი­ღებთ ისეთს, რო­გო­რიც არის თა­ვი­სი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბი­თა და უც­ნა­უ­რო­ბე­ბით.

მა­შინ, რო­ცა 130-ე სა­ჯა­რო სკო­ლის მოწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლებ­ლო­ბის პა­ტი­ვი მხვდა წი­ლად, მივ­ხ­ვ­დი, რომ სწო­რედ სკო­ლაა იმ დი­დი სამ­ყა­როს პა­ტა­რა ნა­წი­ლი, სა­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბას­თან პი­რის­პირ შე­ხე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რო­ბაა და აქ ის­წავ­ლე­ბა რო­გორ ვიცხოვ­როთ გვერ­დიგ­ვერდ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლებ­მა პა­ტი­ვის­ცე­მით, თა­ნაგ­რ­ძ­ნო­ბი­თა და გა­გე­ბით.

ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი სწავ­ლე­ბა სხვა, გან­ვი­თა­რე­ბულ, ქვეყ­ნებ­თან შე­და­რე­ბით, ახ­ლა იდ­გამს ფეხს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში და ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი, თუ მცი­რე­ო­დენ წვლილს მეც შე­ვი­ტან ამ დიდ საქ­მე­ში და ისე­თი საგ­ნის სწავ­ლა­ში და­ვეხ­მა­რე­ბი ჩვენს მო­მა­ვალ თა­ო­ბას, რო­გო­რი­ცაა ფი­ზი­კა. ზო­გი ფიქ­რობს, რომ ფი­ზი­კა გა­უ­თა­ვე­ბე­ლი ფორ­მუ­ლე­ბი, გრა­ფი­კე­ბი და რთუ­ლად გა­სა­გე­ბი თო­რი­ე­ბია, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად ეს მეც­ნი­ე­რე­ბაა, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც გვე­ლა­პა­რა­კე­ბა სამ­ყა­რო. სწო­რედ სამ­ყა­როს გზავ­ნი­ლის მოს­წავ­ლე­ე­ბამ­დე გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი­თა და ხერ­ხე­ბით მი­ტა­ნაა ინ­კ­ლუ­ზი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბის არ­სი, რო­ცა ვხვდე­ბით, რომ ყვე­ლა ბავ­შ­ვი იმ­სა­ხუ­რებს ჰქონ­დეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სამ­ყა­როს მის­თ­ვის გა­სა­გებ ენა­ზე უს­მი­ნოს და თა­ვი­სი ად­გი­ლი იპო­ვოს მის წი­აღ­ში.

ამ მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად შე­მუ­შავ­და სწავ­ლის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნის პრინ­ცი­პე­ბი, რო­მელ­თა შეს­წავ­ლი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ერთ-ერ­თი ეფექ­ტი­ა­ნი სწავ­ლე­ბის გზა მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მე­თო­დია.

სწავ­ლის უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ზა­ი­ნი, რო­გორც დი­ფე­რენ­ცი­რე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის მე­ქა­ნიზ­მი, აფარ­თო­ებს მას­წავ­ლებ­ლის როლს და მის საზღ­ვ­რებს, მოს­წავ­ლის­თ­ვი­სის აღარ არის უბ­რა­ლოდ ცოდ­ნის გა­დამ­ცე­მი, ის უნ­და იყოს შე­მოქ­მე­დი, დი­ზა­ი­ნე­რი, კონ­ს­ტ­რუქ­ტო­რი, არ­ქი­ტექ­ტო­რი და ინ­ს­პი­რა­ცი­ის წყა­რო, რა­თა გაკ­ვე­თი­ლი და თე­მა გა­ხა­დოს სა­ინ­ტე­რე­სო და ად­ვი­ლად გა­სა­გე­ბი ყვე­ლა ტი­პის მსმე­ნე­ლის­თ­ვის, იქ­ნე­ბა ის აუდი­ა­ლი, კი­ნეს­თე­ტი­კი, ვი­ზუ­ა­ლი თუ სხვა. მას­წავ­ლე­ბელ­მა უნ­და გარ­დაქ­მ­ნას აბ­ს­ტ­რაქ­ტუ­ლი კა­ნო­ნე­ბი ბავ­შ­ვე­ბის­თ­ვის გა­სა­გებ ნა­ხა­ტე­ბად, ვი­დე­ო­ე­ბად, თა­მა­შე­ბად, ექ­ს­პე­რი­მენ­ტე­ბად. მუდ­მი­ვად ეძე­ბოს თი­თო­ე­ულ მათ­გან­ზე მორ­გე­ბუ­ლი ახა­ლი გზა სა­ინ­ტე­რე­სო გაკ­ვე­თი­ლის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, შექ­მ­ნას ისე­თი გა­რე­მო, სა­დაც არც ერ­თი ბავ­შ­ვი არ იგ­რ­ძ­ნობს თავს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლად და სა­დაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლო­ბა იქ­ნე­ბა აღ­ქ­მუ­ლი არა რო­გორც ბა­რი­ე­რი, არა­მედ რო­გორც შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ყვე­ლამ ერ­თ­მა­ნე­თი­სა­გან ის­წავ­ლოს და გან­ვი­თარ­დეს, რო­გორც ამ სამ­ყა­როს სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წევ­რი.

მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მე­თო­დი სწო­რედ ზე­მოთ ხსე­ნე­ბულ პრინ­ციპს ეფუძ­ნე­ბა. მოს­წავ­ლე­ებ­მა, რომ­ლებ­საც ინ­ფორ­მა­ცი­ის აღ­ქ­მის, და­მუ­შა­ვე­ბი­სა და გად­მო­ცე­მის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი უნა­რი და სტი­ლი აქვთ, პე­და­გო­გის­გან ახა­ლი მა­სა­ლა და და­ვა­ლე­ბაც გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით უნ­და მი­ი­ღონ. ფი­ზი­კა კი იმ სა­გან­თა რიცხვს გა­ნე­კუთ­ვ­ნე­ბა, რო­მე­ლიც იძ­ლე­ვა ამ მე­თო­დებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სწავ­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას.

ვი­ზუ­ა­ლუ­რი მა­სა­ლა – სქე­მე­ბი, ანი­მა­ცი­ე­ბი, ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ისე­თი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თ­ვის, რომ­ლე­ბიც მა­სა­ლას უკეთ აღიქ­ვა­მენ დაკ­ვირ­ვე­ბი­სას. მა­გა­ლი­თად, უწო­ნო­ბი­სა და გა­დატ­ვირ­თ­ვის ახ­ს­ნი­სას, შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ლა­ბო­რა­ტო­რია ან თა­ვად გა­და­ვი­ღოთ მოკ­ლე ვი­დეო, სა­დაც გა­მოჩ­ნ­დე­ბა, რო­გორ იც­ვ­ლე­ბა დი­ნა­მო­მეტ­რის ჩვე­ნე­ბა, თუ­კი მას ტვირ­თი­ა­ნად აჩ­ქა­რე­ბუ­ლად ვა­მოძ­რა­ვებთ ზე­ვით და ქვე­ვით. თუ ვი­დე­ოს ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ხმო­ვან აღ­წე­რა­საც და­ვურ­თავთ, ეს წა­ად­გე­ბათ არა მხო­ლოდ ვი­ზუ­ა­ლებს, არა­მედ აუდი­ა­ლებ­საც, რო­მელ­თათ­ვი­საც მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია ინ­ფორ­მა­ცი­ის სმე­ნი­თი ორ­გა­ნოს სა­შუ­ა­ლე­ბით აღ­ქ­მა. კი­ნეს­თე­ტი­კებს თა­ვად შე­უძ­ლი­ათ ექ­ს­პე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა, რა­თა უკეთ შე­იგ­რ­ძ­ნონ ფი­ზი­კუ­რი პრო­ცე­სი, მათ­თ­ვის ეს მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია. იმის შე­სა­მოწ­მებ­ლად, რამ­დე­ნად კარ­გად გა­ი­გეს ახა­ლი მა­სა­ლა, პე­და­გო­გებ­მა მოს­წავ­ლე­ებს უნ­და მივ­ცეთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა, აირ­ჩი­ონ მათ­თ­ვის ხელ­მი­საწ­ვ­დო­მი გად­მო­ცე­მის ფორ­მა – თხრო­ბით, წე­რით ან თუნ­დაც ხატ­ვით მო­ი­ტა­ნონ ჩვე­ნამ­დე გა­გე­ბუ­ლი მა­სა­ლა.

ვა­მუ­შა­ოთ ჯგუ­ფებ­ში, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლე­ე­ბი გუნ­დ­ში გა­ვა­ერ­თი­ა­ნოთ, რა­თა ურ­თი­ერ­თ­შე­ჯე­რე­ბით გაძ­ლი­ერ­დეს მა­თი უნა­რე­ბი. ამო­ცა­ნის გა­აზ­რე­ბის და პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რი­სას, ერ­თ­მა­ნე­თი შე­ავ­სონ და თე­მა­ტუ­რი სა­კითხე­ბი გა­დაჭ­რან. ეს კი მათ­ში ერ­თ­მა­ნე­თის პა­ტი­ვის­ცე­მას, სა­კუ­თა­რი რწმე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბას და მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას შე­უწყობს ხელს. შე­ფა­სე­ბის დროს უმ­ჯო­ბე­სი და აუცი­ლე­ბე­ლია, შე­ვა­ფა­სოთ თი­თო­ე­უ­ლის ძა­ლის­ხ­მე­ვა და მონ­დო­მე­ბა და არა შე­დე­გი, ეს მა­თი მო­ტი­ვა­ცი­ის­თ­ვის ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.

ბო­ლოს მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, რომ მულ­ტი­მო­და­ლუ­რი მე­თო­დი ეხ­მა­რე­ბა მას­წავ­ლე­ბელს, თა­ვად ირ­წ­მუ­ნოს და და­არ­წ­მუ­ნოს ნე­ბის­მი­ე­რი მოს­წავ­ლე სა­კუ­თარ ძა­ლებ­სა და წარ­მა­ტე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­ში. ნი­მუ­შად გთა­ვა­ზობთ სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მოს­წავ­ლის­თ­ვის შექ­მ­ნილ მო­დი­ფი­ცი­რე­ბულ გაკ­ვე­თილს, რო­მელ­საც მულ­ტი­მო­და­ლუ­რი სწავ­ლე­ბის მე­თო­დით ვქმნი.

ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა 

     

 

 

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება