24 ნოემბერი, კვირა, 2024

მიზნები, რესურსები, სტრატეგიები და შეფასება – საგნობრივი გზამკვლევი სკოლებისთვის

spot_img

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 14 საგანში – ქართული, მათემატიკა, ინგლისური, ფრანგული, რუსული, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, მე და საზოგადოება, ქიმია, ხელოვნება, მუსიკა, სპორტი, ბუნებისმეტყველება – საგნობრივი გზამკვლევი გამოაქვეყნა. დოკუმენტი მომზადებულია 2019-2021 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის მექანიზმებისა და ინსტრუმენტების პილოტირების პროცესში მასწავლებლების ჩართულობით.

✅🔎 იხილეთ 14-ვე საგნის გზამკვლევის ელეტქრონული ვერსია

გზამკვლევები განკუთვნილია სასკოლო საზოგადოების წევრებისთვის, რომელიც დახმარებას გაუწევს ზემოთჩამოთვლილი საგნების მასწავლებლებს მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ოთხ ძირითად საკითხზე:

  1. რა მიზნით ვასწავლით (სწავლა-სწავლების მიზნები);
  2. რა რესურსებზე დაყრდნობით ვასწავლით (საკითხები, სასწავლო რესურსები);
  3. სწავლების რა მეთოდებსა და სტრატეგიებს ვიყენებთ (როგორ ვასწავლით);
  4. როგორ ვაფასებთ მოსწავლის მიღწევებს (შეფასება).

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები