26 დეკემბერი, ხუთშაბათი, 2024

მე­სა­მე თა­ო­ბის ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რამ­დე­ნი­მე მთა­ვა­რი ტერ­მი­ნი

spot_img

ნანა ჩუხუა
სსიპ ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფ. ახა­ლა­ბას­თუმ­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის მა­თე­მა­ტი­კის წამ­ყ­ვა­ნი მას­წავ­ლე­ბე­ლი

 

 

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მა ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კის ერთ-ერ­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი დო­კუ­მენ­ტია. მკითხ­ველს ვთა­ვა­ზობთ ესგ-ში წარ­მოდ­გე­ნილ ტერ­მინ­თა გან­მარ­ტე­ბას.

მიზ­ნე­ბის იერარ­ქია სა­ქარ­თ­ვე­ლოს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში ასე­თია:

♦ საგ­ნობ­რი­ვი მიზ­ნე­ბი (ცნე­ბა, სა­ფე­ხუ­რის შე­დე­გე­ბი)

♦  ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მი­სა და ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნუ­ლი მიზ­ნე­ბი (ცოდ­ნა; ქცე­ვა; ხედ­ვა/და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა/ღი­რე­ბუ­ლე­ბა/კონ­ცეფ­ცია).

⇑⇓ რა არის ცოდ­ნა?

ცოდ­ნა ცნე­ბაა, რო­მე­ლიც სიღ­რ­მი­სე­უ­ლად უნ­და გა­ი­აზ­როს მოს­წავ­ლემ. მა­გა­ლი­თად, მოს­წავ­ლემ, ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ში, უნ­და იცო­დეს რა არის ჟან­რი (ასე­ვე: კომ­პო­ზი­ცია, გრა­მა­ტი­კა, კონ­ტექ­ს­ტი, ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბი­თი სა­შუ­ა­ლე­ბა, კო­მუ­ნი­კა­ცია (სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე).

⇑⇓ რა არის ქცე­ვა?

ქცე­ვა ცოდ­ნის გა­მო­ხატ­ვის ერთ-ერ­თი სა­შუ­ა­ლე­ბაა. მა­გა­ლი­თად, სა­კუ­თა­რი მო­საზ­რე­ბის/პო­ზი­ცი­ის და­სა­ბუ­თე­ბა რო­მე­ლი­მე ჟან­რის ტექ­ს­ტის სა­შუ­ა­ლე­ბით. შე­საძ­ლოა, მოს­წავ­ლემ, პი­რა­დი მო­საზ­რე­ბის გა­მომ­ხატ­ვე­ლი ესეს სა­შუ­ა­ლე­ბით, თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრობ­ლე­მე­ბი გვიჩ­ვე­ნოს.

⇑⇓ რა არის ხედ­ვა/ღი­რე­ბუ­ლე­ბა/და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა/კონ­ცეფ­ცია?

ხედ­ვა/ღი­რე­ბუ­ლე­ბა/და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა/კონ­ცეფ­ცია – მოს­წავ­ლეს შე­ძე­ნილ ცოდ­ნა­ზე და­ფუძ­ნე­ბით უნ­და ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დეს. ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, სტან­დარ­ტის შე­დეგს აკავ­ში­რებს ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბის ეროვ­ნულ მიზ­ნებ­თან (მა­გა­ლი­თად, ჟან­რის სა­შუ­ა­ლე­ბით, ზგე­მის მოთხოვ­ნებ­თან სრუ­ლი ან ნა­წი­ლობ­რი­ვი კო­რე­ლა­ცია).

⇑⇓ რა არის სა­მიზ­ნე ცნე­ბა?

ნე­ბის­მი­ე­რი საგ­ნის ში­ნა­არ­სი მო­ი­ცავს უამ­რავ ცნე­ბას. ეს ცნე­ბე­ბი იერარ­ქი­ულ კავ­შირ­შია ერ­თ­მა­ნეთ­თან. იერარ­ქია, ეროვ­ნულ სას­წავ­ლო გეგ­მა­ში, ქვე­სა­კითხე­ბის, ქვეც­ნე­ბე­ბი­სა და სა­მიზ­ნე ცნე­ბე­ბის სა­ხით აღი­წე­რე­ბა. მა­თი რა­ო­დე­ნო­ბა საგ­ნი­სა და სა­ფე­ხუ­რე­ბის მი­ხედ­ვით იც­ვ­ლე­ბა. მა­გა­ლი­თად, ის­ტო­რი­ა­ში 6 ცნე­ბაა. ერთ-ერ­თია სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რო­მელ­შიც მო­ვი­აზ­რებთ რე­ლი­გი­ა­საც, რო­გორც ქვეც­ნე­ბას. ამ ქვეც­ნე­ბის შემ­თხ­ვე­ვა­ში, სა­კითხად/ქვე­სა­კითხად გან­ვი­ხი­ლავთ რო­მე­ლი­მე კონ­კ­რე­ტულ რე­ლი­გი­ას (ის­ლა­მი, ქრის­ტი­ა­ნო­ბა, ბუ­დიზ­მი… რო­გორც მსოფ­ლ­მ­ხედ­ვე­ლო­ბა). კონ­კ­რე­ტულ სა­კითხებ­ზე/ქვე­სა­კითხებ­ზე მუ­შა­ო­ბას მოს­წავ­ლე სა­მიზ­ნე ცნე­ბის გა­აზ­რე­ბამ­დე მიჰ­ყავს.

⇑⇓ რა არის თე­მა?

თე­მა სას­წავ­ლო ერ­თე­უ­ლია, რო­მელ­ზე მუ­შა­ო­ბაც დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლივ მო­ნაკ­ვეთ­ში გრძელ­დე­ბა. ეს რამ­დე­ნად­მე ნაც­ნო­ბი კონ­ტექ­ს­ტია მოს­წავ­ლის­თ­ვის.

⇑⇓ რა სხვა­ო­ბაა სა­კითხ­სა და ქვე­სა­კითხს შო­რის?

სა­კითხი სას­წავ­ლო ერ­თე­უ­ლია, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხ­ვა ცნე­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა გა­ვი­დეს (მა­გა­ლი­თად, რე­ზი­უ­მეს და­წე­რა რე­ნე­სან­სის ხე­ლოვ­ნე­ბის სა­კითხ­ზე, გაგ­ვიყ­ვანს სხვა­დას­ხ­ვა ცნე­ბა­ზე), ხო­ლო ქვე­სა­კითხი სა­კითხის ქვე­სიმ­რავ­ლეა, რო­მე­ლიც ერთ კონ­კ­რე­ტულ ცნე­ბა­ზე გა­დის.

გთა­ვა­ზობთ სა­კითხ-ქვე­სა­კითხს ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მა­გა­ლით­ზე:

♦ სა­კითხი – მი­ნი­ა­ტუ­რის შექ­მ­ნა ლექ­ს­ზე „მო­დი­ო­და ნი­ნო მთე­ბით“ დაყ­რ­დ­ნო­ბით;

♦ ქვე­სა­კითხი – ლექ­სი, მი­ნი­ა­ტუ­რა, მე­ტა­ფო­რა, შთამ­ბეჭ­და­ვი ლექ­სი­კა, ფა­ბუ­ლა, სი­უ­ჟე­ტი.

ქვე­სა­კითხე­ბი მი­ე­მარ­თე­ბა, ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში, ჟანრს, კომ­პო­ზი­ცი­ა­სა და ენობ­რივ-გა­მომ­სახ­ვე­ლო­ბით სა­შუ­ა­ლე­ბებს. ქვეც­ნე­ბა სა­კითხით კონ­კ­რეტ­დე­ბა თე­მის ფარ­გ­ლებ­ში.

ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის რამ­დე­ნი­მე ძი­რი­თა­დი ტერ­მი­ნის სწო­რი გა­გე­ბა-გა­აზ­რე­ბა, მას­წავ­ლებ­ლის მხრი­დან, კონ­ს­ტ­რუქ­ტი­ვის­ტუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცის შექ­მ­ნის წი­ნა­პი­რო­ბაა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები