27 დეკემბერი, პარასკევი, 2024

მე­ა­მაყე­ბა ყვე­ლა ჩე­მი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, პრო­ექ­ტი, მოს­წავ­ლე­თა მონ­დო­მე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა

spot_img

 

იამ­ზე მსხვი­ლი­ძე

სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლის კონ­სულ­ტა­ნტი მას­წავ­ლე­ბე­ლი

მე გახ­ლა­ვართ იამ­ზე მსხვი­ლი­ძე, და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე ბაღ­და­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ მე­ო­რე ფერ­სათ­ში, და­ვამ­თავ­რე ფერ­სა­თის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა და იმა­ვე წელს ჩა­ვი­რიცხე თსუ-ს ახალ­ცი­ხის ფი­ლი­ალ­ში, ფი­ლო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე. უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის­თა­ნა­ვე, სწავ­ლა გა­ვაგ­რ­ძე­ლე თბი­ლი­სის შო­თა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის ენათ­მეც­ნი­ე­რე­ბის ინ­ს­ტი­ტუტ­ში, ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი, და­მიმ­ტ­კიც­და საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო თე­მა, უახ­ლე­სი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით – „ალ. ქუ­თა­თე­ლის ცხოვ­რე­ბა და შე­მოქ­მე­დე­ბა“ და აქ­ტი­უ­რად და­ვიწყე მწერ­ლის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის და­მუ­შა­ვე­ბა, გა­ვი­ცა­ნი მწერ­ლის ოჯა­ხი, მი­სი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი შვი­ლი ვახ­ტანგ ქუ­თა­თე­ლი და მი­სი ოჯა­ხი, რო­მელ­თა­ნაც პე­რი­ო­დუ­ლად ვსტუმ­რობ­დი და სა­ინ­ტე­რე­სო მო­გო­ნე­ბებს მაწ­ვ­დი­და მწერ­ლის შე­სა­ხებ. ამა­ვე დროს, აქ­ტი­უ­რად ვაქ­ვეყ­ნებ­დი ნაშ­რო­მებს ახალ­გაზ­რ­და მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შ­რო­მელ­თა კრე­ბუ­ლებ­ში, ასე­ვე სტა­ტი­ებს სხვა­დას­ხ­ვა ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. 2000 წლი­დან მუ­შა­ო­ბა და­ვიწყე ახალ­ცი­ხის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის ის­ტო­რი­ის კა­თედ­რა­ზე ლა­ბო­რან­ტად, ამას­თა­ნა­ვე, ვი­ყა­ვი მიწ­ვე­უ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მი­მარ­თუ­ლე­ბით. 10 წე­ლი ვი­მუ­შა­ვე უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. სწო­რედ ამ პე­რი­ოდ­ში გახ­და ჩემ­თ­ვის ცნო­ბი­ლი, რომ გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტ­რო და მას­წავ­ლებ­ლის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი ახორ­ცი­ე­ლებ­და ძა­ლი­ან სა­ჭი­რო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან პროგ­რა­მას ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბით და­სახ­ლე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ში – „ას­წავ­ლე ქარ­თუ­ლი, რო­გორც მე­ო­რე ენა“. მას შემ­დეგ პროგ­რა­მას ბევ­რ­ჯერ შე­ეც­ვა­ლა სა­ხე­ლი, მაგ­რამ ში­ნა­არ­სი და მიზ­ნე­ბი ისევ უც­ვ­ლე­ლი დარ­ჩა.

ამ პე­რი­ოდ­ში ჩე­მი გო­გო­ნა სო­ფიო 13 წლის იყო, ჩე­მი ბი­ჭი, გი­ორ­გი, კი 5 წლის. მე­უღ­ლე მე­საზღ­ვ­რეა, სა­ხელ­მ­წი­ფო საზღ­ვ­რის დამ­ც­ვე­ლი. ცო­ტა შე­მე­შინ­და ამ ნა­ბი­ჯის გა­დად­გ­მა, რად­გან ბავ­შ­ვე­ბი პა­ტა­რე­ბი იყ­ვ­ნენ, ამას­თა­ნა­ვე, ვი­ღებ­დი ძა­ლი­ან დიდ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, უნ­და მე­კე­თე­ბი­ნა მაქ­სი­მუ­მი, არა­ქარ­თულ თემ­თან მე­მუ­შა­ვა და და­მე­დო შე­დე­გი. ჩე­მი ოჯა­ხის მხარ­და­ჭე­რი­თა და გვერ­დ­ში დგო­მით, მიზ­ნე­ბი, ორი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით, პირ­ნათ­ლად შე­ვას­რუ­ლე, მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­უღ­ლე, თა­ვი­სი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლე­ბი, რომ­ლე­ბი­თაც არა მარ­ტო მე, არა­მედ ყვე­ლა ნაც­ნო­ბი თუ ახ­ლო­ბე­ლი ამა­ყობს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას დი­ლის­კა­ში, სა­ხელ­მ­წი­ფო ენას ვას­წავ­ლი ეთ­ნი­კურ უმ­ცი­რე­სო­ბას. პე­და­გო­გო­ბა ჩემ­თ­ვის ნიშ­ნავს მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბას, წინ­ს­ვ­ლას და მოს­წავ­ლე­ე­ბის გუ­ლე­ბამ­დე მი­სას­ვ­ლე­ლი გზე­ბის ძი­ე­ბას. არა­ქარ­თულ თემ­ში მუ­შა­ო­ბა იყო და არის უდი­დე­სი გა­მოწ­ვე­ვა, ორ­მა­გი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა, რო­მე­ლიც საკ­მაო ძა­ლის­ხ­მე­ვას მო­ითხოვს. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩე­მი ძი­რი­თა­დი მი­ზა­ნი იყო და არის, არა მარ­ტო სა­ხელ­მ­წი­ფო ენა შე­ვას­წავ­ლო ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, თემს, პედ­კო­ლექ­ტივს, არა­მედ ხე­ლი შე­ვუწყო მათ გა­იც­ნონ და შე­იყ­ვა­რონ თა­ვი­ან­თი სამ­შობ­ლო, სა­ქარ­თ­ვე­ლო. ხში­რად მით­ქ­ვამს მათ­თ­ვის, რო­გორც მე მაქვს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა ჩე­მი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, ასე გაქვთ თქვენ, ეს ჩვე­ნი სამ­შობ­ლოა და ერ­თად უნ­და შევ­ქ­მ­ნათ თა­ვი­სუ­ფა­ლი, ტო­ლე­რან­ტუ­ლი, ღირ­სე­უ­ლი ქვე­ყა­ნა, ჩვე­ნი წვლი­ლი, სიტყ­ვით თუ საქ­მით, უნ­და შე­ვი­ტა­ნოთ ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

 

ბუ­ნებ­რი­ვია, მხო­ლოდ კარ­გად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გაკ­ვე­თი­ლი ვერ მიგ­ვაღ­წე­ვი­ნებს ამ მიზ­ნებს, ფორ­მა­ლურ გა­ნათ­ლე­ბას­თან ერ­თად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია არა­ფორ­მა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბის ხელ­შეწყო­ბა. არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში ენობ­რი­ვი გა­რე­მოს შეც­ვ­ლის და სა­ხელ­მ­წი­ფო ენის ფუნ­ქ­ცი­ის გაზ­რ­დის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბად სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბაა. ვცდი­ლობ, ვას­წავ­ლო სიყ­ვა­რუ­ლით, შე­ვაყ­ვა­რო ქარ­თუ­ლი ენა და ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რა, ავუ­მაღ­ლო რწმე­ნა, რომ მას გა­მო­უ­ვა, შეძ­ლებს იმ დაბ­რ­კო­ლე­ბე­ბის გა­და­ლახ­ვას, რო­მე­ლიც ასე ამუხ­რუ­ჭებს მის პრო­ფე­სი­ულ წინ­ს­ვ­ლას.ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უდი­დეს პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი.

„მე ყო­ველ­თ­ვის ვფიქ­რობ­დი, რომ პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ადა­მი­ან­ზე ფიქ­ციაა, მაგ­რამ პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა თქვენ შე­სა­ხებ უც­ვ­ლე­ლია. რო­გორც მა­შინ, ასე­ვე ახ­ლა, თქვენ ჩემ­თ­ვის არა მარ­ტო კარ­გი მას­წავ­ლე­ბე­ლი ხართ, თქვე­ნი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი, კი­დევ დი­დი და კე­თი­ლი მე­გო­ბა­რი ხართ, ნამ­დ­ვი­ლად კარ­გი ადა­მი­ა­ნი. 5 წლის წინ ჯერ კი­დევ არ ვფიქ­რობ­დი ჩემს მო­მა­ვალ პრო­ფე­სი­ა­ზე, მაგ­რამ თქვენ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მე­რე მივ­ხ­ვ­დი, რომ მინ­და გავ­ხ­დე მას­წავ­ლე­ბე­ლი, ისე­თი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­გორც თქვენ ხართ, თქვე­ნსა­ვით მზრუნ­ვე­ლი, კე­თი­ლი და სა­კუ­თარ საქ­მე­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი.“ რო­დე­საც ასეთ სიტყ­ვებს გწერს მოს­წავ­ლე (ანუ­შიკ ქო­სა­ტა­ში­ა­ნი), კი­დევ უფ­რო მე­ტად გიმ­ტ­კიც­დე­ბა რწმე­ნა იმი­სა, რომ ამ სიტყ­ვე­ბის­თ­ვის ღირ­და მას­წავ­ლებ­ლო­ბა. ანუ­შიკ­მა მარ­თ­ლაც გა­ა­მარ­თ­ლა ჩე­მი იმე­დე­ბი, დღეს ის უკ­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლია.

მა­ღალ­მ­თი­ა­ნი და არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბევ­რ­მა არ იცის, ალ­ბათ, რა სირ­თუ­ლე­ებ­თან და პრობ­ლე­მებ­თა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჩა­სუ­ლი მას­წავ­ლებ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ ძა­ლის­ხ­მე­ვა და შრო­მა მა­შინ არის უსარ­გებ­ლო, რო­ცა ვერ ხე­დავ ამ შრო­მის შე­დეგს. მე, რო­გორც რი­გით­მა პე­და­გოგ­მა, ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე და გან­ვ­ვი­თარ­დი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში, აღ­მო­ვა­ჩი­ნე ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რამ. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სი­დი­ა­დე, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა და ამ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის სი­კე­თე აქ, არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბის დროს, უფ­რო შე­ვიგ­რ­ძე­ნი. სხვა­ნა­ი­რად გა­ვი­გე და ჩავ­წ­ვ­დი ჩე­მი ქვეყ­ნის სატ­კი­ვარს და სა­დარ­დე­ბელს, სხვა­ნა­ი­რი ემო­ცი­­ი­თა და მონ­დო­მე­ბით შე­ვე­ჭი­დე სა­ხელ­მ­წი­ფო­ებ­რივ საქ­მეს და არ­ც­თუ წა­რუ­მა­ტებ­ლად. მე­ა­მაყე­ბა ყვე­ლა ჩე­მი გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აქ­ტი­ვო­ბა, პრო­ექ­ტი, მოს­წავ­ლე­თა მონ­დო­მე­ბა და ჩარ­თუ­ლო­ბა.

სი­ა­მა­ყით მინ­და ვი­სა­უბ­რო ჩემს მიღ­წე­ვებ­ზე: წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რა­ვი პრო­ექ­ტი და­ვა­ი­ნი­ცი­რე, დავ­გეგ­მე და გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე. გა­მო­ვარ­ჩევ­დი ჯა­ვა­ხეთ­ში მოს­წავ­ლე­თა კონ­ფე­რენ­ცი­ას, რო­მე­ლიც დამ­ხ­მა­რე მას­წავ­ლე­ბელ­თან, ლე­ლა ნი­კო­ლა­ძეს­თან ერ­თად გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე – „კულ­ტუ­რა საზღ­ვ­რე­ბის გა­რე­შე“, ჯერ კი­დევ 2014 წელს. მას შემ­დეგ, ყო­ველ­წ­ლი­უ­რად, იზ­რ­დე­ბა ჩე­მი პრო­ექ­ტე­ბი­სა და ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბის სია, რო­მელ­შიც ჩარ­თუ­ლი იყო ჩვე­ნი რე­გი­ო­ნის 17 სა­ჯა­რო სკო­ლა, მათ შო­რის სა­მი ქარ­თუ­ლი სკო­ლა. წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი თე­მე­ბით, ნათ­ლად გა­მო­იკ­ვე­თა არა­ქარ­თ­ვე­ლი ბავ­შ­ვე­ბის ენის ფლო­ბის გარ­კ­ვე­უ­ლი დო­ნე, რო­მე­ლიც ყო­ველ­წ­ლი­უ­რად შე­სამ­ჩ­ნე­ვად უმ­ჯო­ბეს­დე­ბა.

ასე­ვე, საკ­მა­ოდ ეფექ­ტუ­რი იყო ქარ­თუ­ლი ენის კვი­რე­უ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და მოს­წავ­ლე­ებ­ში ლა­მა­ზად წე­რის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას, მოს­წავ­ლე­თა მო­ტი­ვა­ცი­ის ამაღ­ლე­ბას, ხე­ლით წე­რის კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და მა­თი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის წარ­მო­ჩე­ნას, ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში ქარ­თ­ველ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, ურ­თი­ერ­თო­ბის გამ­ყა­რე­ბას და სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის გამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბას. გა­ფორ­მ­და კედ­ლის გა­ზე­თე­ბი, და­ამ­ზა­დეს კრე­ა­ტი­უ­ლი ჩარ­ჩო­ე­ბი, რომ­ლებ­ზეც მხატ­ვარ კა­ლიგ­რაფ­თა კავ­ში­რის მი­ერ სა­ჩუქ­რად გა­მოგ­ზავ­ნი­ლი „ვეფხის­ტყა­ოს­ნის“ ორი­გი­ნა­ლი ხელ­ნა­წე­რე­ბი გა­მო­ი­ფი­ნა.

ქარ­თუ­ლი ენის კვი­რე­უ­ლის ფარ­გ­ლებ­ში, ასე­ვე, ჩა­ტარ­და მე­ტად მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა „ძმაო, ძმი­თა ხარ ძლი­ე­რი“, რო­მე­ლიც ორი ერის მრა­ვალ­სა­უ­კუ­ნო­ვან მე­გობ­რო­ბას მი­ეძღ­ვ­ნა და რო­მელ­შიც, სო­მეხ ბავ­შ­ვებ­თან ერ­თად, მო­ნა­წი­ლე­ობ­და ახალ­ცი­ხის №5 სა­ჯა­რო სკო­ლის ფოლ­კ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბ­ლი. ჩა­ვა­ტა­რეთ კონ­კურ­სი „ყვე­ლა­ზე ნი­ჭი­ე­რი“. მოს­წავ­ლე­ებ­მა გააკეთეს პრე­ზენ­ტა­ცი­ე­ბი ქარ­თუ­ლი დამ­წერ­ლო­ბის შე­სა­ხებ, შე­იქ­მ­ნა სა­უ­კე­თე­სო ხელ­ნა­წე­რი ნი­მუ­შე­ბი და გა­მოვ­ლინ­და კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­სის გა­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლე­ბი. მოს­წავ­ლე­თა გა­მორ­ჩე­ულ­მა ნა­მუ­შევ­რებ­მა თბი­ლის­ში გა­მარ­თულ კა­ლიგ­რა­ფი­ის კონ­კურ­ს­ზეც მო­ი­პო­ვა საპ­რი­ზო ად­გი­ლე­ბი და ფა­სი­ა­ნი სა­ჩუქ­რე­ბი. ასე­თი სა­ხის კონ­კურ­სებ­მა სტი­მუ­ლი მოგ­ვ­ცა, რამ­დე­ნი­მე სკო­ლას, ერ­თობ­ლი­ვად, შეგ­ვექ­მ­ნა ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი ვა­ჟა-ფშა­ვე­ლას შე­მოქ­მე­დე­ბი­დან. ასე­ვე, და­ვა­ორ­გა­ნი­ზე „მას­წავ­ლე­ბელ­თა კონ­ფე­რენ­ცია — სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის გა­ზი­ა­რე­ბა“, გვი­მას­პინ­ძ­ლა სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის უნი­ვე­რსი­ტეტ­მა, ახალ­ქა­ლა­ქის მე­სა­მე კორ­პუს­ში.

ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია და სი­ა­მა­ყით მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო, სკო­ლებ­თან პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის და თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბის ფარ­გ­ლებ­ში, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი. მახ­სენ­დე­ბა ერ­თი ფაქ­ტი – „მენ­ტო­რინ­გი­სა და დაკ­ვირ­ვე­ბის“ ფარ­გ­ლებ­ში, I-VI კლა­სე­ბის მას­წავ­ლებ­ლებ­თან გაკ­ვე­თილ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბას ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. და­ვაკ­ვირ­დი სსიპ ახალ­ქა­ლა­ქის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ პტე­ნის სა­ჯა­რო სკო­ლის ქარ­თუ­ლის მას­წავ­ლებ­ლებს. შეხ­ვედ­რის შემ­დეგ, რო­დე­საც უკუ­კავ­შირს ვაძ­ლევ­დი, ერთ-ერთ მას­წავ­ლე­ბელს შევ­თა­ვა­ზე, რომ  კარ­გი იქ­ნე­ბო­და თუ ახ­ლომ­დე­ბა­რე სკო­ლე­ბი – დი­ლის­კა (სომ­ხუ­რი) და პტე­ნა (ქარ­თუ­ლი) – შე­მო­მი­ერ­თ­დე­ბო­და და ერ­თობ­ლი­ვად დავ­გეგ­მავ­დით პრო­ექტს, რო­მე­ლიც ხელს შე­უწყობ­და ორი სკო­ლის და ორი ერის ბავ­შ­ვე­ბის და­მე­გობ­რე­ბას. პრო­ექ­ტის სა­ხე­ლი იქ­ვე მო­ვი­ფიქ­რეთ – „ემე­გობ­რე“. დავ­წე­რეთ პრო­ექ­ტი და პირ­ვე­ლი ვი­ზი­ტი  ჩემს, დი­ლის­კის №1 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, გან­ხორ­ცი­ელ­და, შემ­დეგ – პტე­ნა­ში.

მინ­და აღ­ვ­ნიშ­ნო,რომ პრო­ექ­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი მე ვი­ყა­ვი და ჩე­მი, რო­გორც არა­ქარ­თუ­ლი სკო­ლის ქარ­თუ­ლი ენის მას­წავ­ლებ­ლის, რო­ლი და აქ­ტი­ვო­ბე­ბი ამ პრო­ექ­ტ­ში იყო უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი, მაგ­რამ ამ გა­ზაფხულ­ზე ახალ­ქა­ლაქ­ში გა­მოცხა­დე­ბულ კონ­კურ­ს­ში, სა­დაც მხო­ლოდ ად­გი­ლობ­რივ მას­წავ­ლებ­ლებს შე­ეძ­ლოთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, მე, რო­გორც „ჩა­სულ“ მას­წავ­ლე­ბელს, არ მომ­ცეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი აიღო ჩემ­მა ინი­ცი­რე­ბულ­მა პრო­ექ­ტ­მა „ემე­გობ­რე“ და პარ­ტ­ნი­ო­რი სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელს, სო­ფელ პტე­ნი­დან, გა­და­ე­ცა სერ­ტი­ფი­კა­ტი და ფუ­ლა­დი პრე­მია. ძა­ლი­ან გულ­და­საწყ­ვე­ტი იყო, რო­ცა ჩე­მი ინი­ცი­ა­ტი­ვა და ჩე­მი წვლი­ლი არ გა­მოჩ­ნ­და.

ამის შემ­დეგ გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე ასე­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი პრო­ექ­ტი „მე­გობ­რო­ბა გზად და ხი­დად“, დი­ლის­კის №1 (სომ­ხურ) და ნი­ნოწ­მინ­დის №4 (ქარ­თულ) სკო­ლებს შო­რის, რომ­ლის ფარ­გ­ლებ­შიც, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბა შედ­გა მას­წავ­ლე­ბელ ეთერ-ნა­ნა ყრუ­აშ­ვილ­თან და მის მოს­წავ­ლე­ებ­თან.

და­ბო­ლოს, სი­ა­მა­ყით მინ­და ვი­სა­უბ­რო 2024 სას­წავ­ლო წელს, ჩემ მი­ერ, eTvinning-ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ პრო­ექ­ტებ­ზე. ამ პრო­ექ­ტებ­ზე მე ერთ-ერთ სტა­ტი­ა­ში გე­სა­უბ­რეთ, მაგ­რამ მიღ­წე­ვებ­ზე ნამ­დ­ვი­ლად ღირს, ცალ­კე სტა­ტი­ა­ში ვი­სა­უბ­რო. აღ­ვ­ნიშ­ნავ, რომ სკო­ლე­ბის პარ­ტ­ნი­ო­რო­ბის და და­მე­გობ­რე­ბის ფარ­გ­ლებ­ში, ჩემ მი­ერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის შემ­დეგ, გა­დავ­წყ­ვი­ტე eTvinning-ში გა­მეკ­ვა­ლა გზა და დავ­მე­გობ­რე­ბო­დი ევ­რო­პის რო­მე­ლი­მე ქვეყ­ნის სკო­ლას. სა­მი ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე – პირ­ვე­ლი და მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი იყო „კულ­ტუ­რა­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა-მე­გობ­რო­ბის ხი­დე­ბი“, რომ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე ვი­ყა­ვი და თა­ნა­დამ­ფუძ­ნებ­ლად კა­უ­ნა­სის გიმ­ნა­ზი­ის ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლე­ბე­ლი ას­ტა ვა­ლენ­ტა­ი­ნე ავირ­ჩიე.ჩარ­თუ­ლი მყავ­და 15 სკო­ლის 21 მას­წავ­ლე­ბე­ლი. ასე­ვე პარ­ტ­ნი­ო­რი ვი­ყა­ვი შემ­დეგ სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში – „ზღაპ­რე­ბის სამ­ყა­რო“ და „ჩვე­ნი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა“ .სა­მი­ვე პრო­ექ­ტ­მა მო­ი­პო­ვა ეროვ­ნუ­ლი ხა­რის­ხის ეტი­კე­ტი არა მარ­ტო სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, არა­მედ თით­ქ­მის ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე ქვე­ყა­ნა­ში.

ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს და სი­ა­მა­ყით მავ­სებს. ასე­ვე, ამ წლის უდი­დე­სი წარ­მა­ტე­ბა და მიღ­წე­ვა იყო, რო­დე­საც სსიპ მას­წავ­ლე­ბელ­თა პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტ­რი­დან პროგ­რა­მა eTwinning-ის ფარ­გ­ლებ­ში გა­მოცხა­დე­ბუ­ლი კონ­კურ­სის შე­დე­გე­ბი მაც­ნო­ბეს:

„გი­ლო­ცავთ! თქვე­ნი კან­დი­და­ტუ­რა შერ­ჩე­ულ იქ­ნა სა­ერ­თა­შო­რისო სე­მი­ნა­რებ­სა და კონ­ფე­რენ­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სათ­ვის“.

ეს იყო ჩე­მი შრო­მის და ძა­ლის­ხ­მე­ვის და­ფა­სე­ბა, ყუ­რადღე­ბა და სტი­მუ­ლი.

eTwinning-ის ფარ­გ­ლებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო სე­მი­ნა­რი გა­ი­მარ­თა ეს­პა­ნეთ­ში, ქა­ლაქ ტო­ლე­დო­ში, 2024 წლის 3-5 ოქ­ტომ­ბერს, თე­მა­ზე – „ფო­კუ­სი­რე­ბა კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე“. სე­მი­ნარ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას მი­ვი­ღე უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­ვი­ძი­ნე ახა­ლი პარ­ტ­ნი­ო­რე­ბი, დავ­გეგ­მეთ ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბი: 1. „Mobiles 4 Creativity“; 2. „Creative Minds, United Voices“. ასე­ვე, ვიწყებ სამ სხვა­დას­ხ­ვა პრო­ექ­ტ­ზე მუ­შა­ო­ბას, რო­მელ­თა დამ­ფუძ­ნე­ბე­ლიც მე ვარ, ესე­ნია: 1. „Friendship opens all doors“ ან „The Princess and the Resilient Alliance“ (ერთ-ერთ სა­ხელს დავ­ტო­ვებ). თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მე­ყო­ლე­ბა ჩრდი­ლო­ეთ მა­კე­დო­ნი­ი­დან; 2. „Details are perfect cuts and silhouettes of the past“, „get to know and introduce us to your country“, თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი – თურ­ქე­თი­დან; 3. „Open the window – there is a big space ahead“, თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი – ბულ­გა­რე­თი­დან.

ასე რომ, ნა­ყო­ფი­ე­რი, დატ­ვირ­თუ­ლი და სინ­ტე­რე­სო სას­წავ­ლო წე­ლი ელო­დე­ბა ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, კო­ლე­გებ­სა და ჩემს სკო­ლას. აქ­ვე მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ჩემს მოს­წავ­ლე­ებს, კო­ლე­გებს: არევ გაბ­რი­ე­ლი­ანს, ან­ნა პა­პი­კი­ანს, სო­ნიკ გო­გო­რი­ანს, სი­რა­ნუს სო­ღო­ი­ანს და ყვე­ლა­ზე დი­დი მად­ლო­ბა ჩე­მი სკო­ლის დი­რექ­ტორს, ქალ­ბა­ტონ რი­მა მკო­ი­ანს, თა­ნად­გო­მი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თ­ვის, რად­გან კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა არა­ქარ­თუ­ლე­ნო­ვან სკო­ლებ­ში დიდ ძა­ლის­ხ­მე­ვას, მონ­დო­მე­ბას, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბას, სტი­მულ­სა და მხარ­და­ჭე­რას სა­ჭი­რო­ებს. ამის­თ­ვის სა­ჭი­რო იყო არა მხო­ლოდ ჩე­მი მზა­ო­ბა, არა­მედ მოს­წავ­ლე­ე­ბი­სა და სას­კო­ლო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბა. ამას ნამ­დ­ვი­ლად მი­ვაღ­წი­ეთ, ეს პრო­ექ­ტი და­ეხ­მა­რა მოს­წავ­ლე­ებს მე­ტი რამ გა­ე­გოთ ჯერ სა­ქარ­თ­ვე­ლოს, მე­რე კი­დევ ევ­რო­პის სხვა­დას­ხ­ვა ქვეყ­ნის, მა­თი ცხოვ­რე­ბის წე­სის, ტრა­დი­ცი­ის, კულ­ტუ­რის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი მი­ზა­ნიც ხომ ეს არის: სხვა­დას­ხ­ვა კულ­ტუ­რის შეს­წავ­ლა, მა­თი უნი­კა­ლუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის, წეს-ჩვე­უ­ლე­ბე­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის გა­გე­ბა, ენი­სა და საგ­ნის სწავ­ლე­ბის ჭრილ­ში.

ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბით ბევ­რი რამ ის­წავ­ლეს ჩვენ­მა მოს­წავ­ლე­ებ­მა. ვფიქ­რობ, ჩა­მო­უ­ყა­ლიბ­დე­ბათ გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი მსოფ­ლ­ხედ­ვა და ქცე­ვა, რო­მე­ლიც და­ეყ­რ­დ­ნო­ბა ჰუ­მა­ნუ­რო­ბის, პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბის, სო­ლი­და­რო­ბის, ურ­თი­ერ­თ­გა­გე­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ტო­ლე­რან­ტო­ბის პრინ­ცი­პებს. ინ­ტერ­კულ­ტუ­რუ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ზანს ხომ სწო­რედ ეს წარ­მო­ად­გენს – რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბის, ისე უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის მო­ზარ­დ­თა წარ­მა­ტე­ბუ­ლი ინ­ტეგ­რა­ცია თა­ნა­მედ­რო­ვე პო­ლი­ეთ­ნი­კურ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები