25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

მე კონ­ცეფ­ცია და მას­წავ­ლებ­ლის რო­ლი, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის პრო­ცეს­ში

spot_img

რა არის ადა­მი­ა­ნის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა, რის­თ­ვის მო­ევ­ლი­ნა ის ქვე­ყა­ნას, რა მი­სია აკის­რია გა­რე­სამ­ყა­რო­ში… ეს კითხ­ვე­ბი, უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი დღემ­დე, არ კარ­გავს აქ­ტუ­ა­ლო­ბას და ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნის­თ­ვის უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნეს როლს თა­მა­შობს პი­როვ­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში.

სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. ის ადა­მი­ა­ნის ბავ­შ­ვო­ბი­დან იწყე­ბა და ხში­რად მი­სი სი­ცოცხ­ლის ბო­ლომ­დე გრძელ­დე­ბა. ცნო­ბი­ლი ფი­ლო­სო­ფო­სე­ბი, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბი­სათ­ვის, გან­ს­ხ­ვა­ვე­ბულ გზებს ეძი­ებ­დ­ნენ და მი­ღე­ბულ გა­მოც­დი­ლე­ბას მო­წა­ფე­ებს უზი­ა­რებ­დ­ნენ. სოკ­რა­ტეს სიტყ­ვე­ბი: „შე­ი­ცან თა­ვი შე­ნი“ დღე­საც ისე­ვე აქ­ტუ­ა­ლუ­რია, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის წი­ნათ.

გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის პრო­ცე­სი მო­ზარ­დო­ბის ასაკ­ში, რო­ცა მიმ­დი­ნა­რე­ობს ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნუ­ლი ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ურ­თუ­ლე­სი პრო­ცე­სი. ამ პრო­ცესს მოს­წავ­ლე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვაგ­ვა­რად უმ­კ­ლავ­დე­ბი­ან. მე, რო­გორც პე­და­გოგს, შე­მიმ­ჩ­ნე­ვია, რო­გორ იც­ვ­ლე­ბი­ან დაწყე­ბით სა­ფე­ხურ­ზე მყო­ფი თვა­ლებ­ციმ­ცი­მა, მხი­ა­რუ­ლი, გულ­ღია მოს­წავ­ლე­ე­ბი სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე. ისი­ნი ხში­რად სევ­დი­ა­ნე­ბი, გულ­ჩათხ­რო­ბი­ლე­ბი, ჩა­კე­ტი­ლე­ბი, ზოგ­ჯერ აგ­რე­სი­უ­ლე­ბიც კი ხდე­ბი­ან. ამას­თან, მა­თი თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი კვლავ თა­ვი­სუფ­ლე­ბი და ბედ­ნი­ე­რე­ბი არი­ან.

მოს­წავ­ლე­ე­ბის ქცე­ვა­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის შე­დე­გად, მა­თი პო­ზი­ტი­უ­რი თუ ნე­გა­ტი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბის გა­მომ­წ­ვევ ერთ-ერთ მი­ზე­ზად, ვფიქ­რობ, სწო­რედ მე კონ­ცეფ­ცი­ის, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის პრო­ცე­სი უნ­და გან­ვი­ხი­ლოთ. ამ მო­საზ­რე­ბას ავი­თა­რებს პრო­ფე­სო­რი ანი­ტა ვულ­ფო­კი წიგ­ნ­ში „გა­ნათ­ლე­ბის ფსი­ქო­ლო­გი“. ის წერს, რომ „სხე­უ­ლი­სა და გო­ნე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, მო­ზარ­დი დგე­ბა იდენ­ტო­ბის აგე­ბის ცენ­ტ­რა­ლუ­რი სა­კითხის პი­რის­პირ. ეს, მო­მა­ვალ­ში, უზ­რუნ­ველ­ყოფს მოზ­რ­დი­ლო­ბის მყარ სა­ფუძ­ველს. ადა­მი­ა­ნი თა­ვის „მე“-ს გან­ც­დას პა­ტა­რა­ო­ბი­დან­ვე ავი­თა­რებს. თუმ­ცა, პირ­ვე­ლად, მომ­წი­ფე­ბის ასაკ­ში ცდი­ლობს, გა­აზ­რე­ბუ­ლად გას­ცეს პა­სუ­ხი შე­კითხ­ვას, — „ვინ ვარ მე?“

ის­მის კითხ­ვა, რა რო­ლი აკის­რია მო­ზარ­დის გან­ვი­თა­რე­ბის, სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის პრო­ცეს­ში მის გა­რე­მოც­ვას, მშობ­ლებს, მას­წავ­ლებ­ლებს, სა­მე­გობ­რო წრეს, მოკ­ლედ, იმ სო­ცი­უმს, სა­დაც ის ცხოვ­რობს? ჩე­მი აზ­რით, უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სი. ვფიქ­რობ, ყვე­ლამ უნ­და გა­ვი­აზ­როთ ჩვე­ნი წი­ლი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა და და­ვეხ­მა­როთ მო­ზარ­დებს ამ ურ­თუ­ლეს პრო­ცეს­ში. რო­გორც ჰუ­მა­ნის­ტუ­რი თე­ო­რი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი კარლ რო­ჯერ­სი წერს: „ადა­მი­ა­ნის პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ზე გავ­ლე­ნას ახ­დენს არა მარ­ტო მი­სი თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ი­სად­მი ტენ­დენ­ცია, არა­მედ ისიც, თუ რო­გორ აფა­სე­ბენ მას სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც“.

ვფიქ­რობ, ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, უნ­და ვი­ყოთ უფ­რო ემ­პა­თი­უ­რე­ბი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლე­ბი, გულ­წ­რ­ფე­ლე­ბი მო­ზარ­დე­ბის მი­მართ, რა­თა მათ შეძ­ლონ შე­იც­ნონ სა­კუ­თა­რი თა­ვი, შემ­დეგ კი თვით­რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნონ. კვლავ ჰუ­მა­ნის­ტუ­რი თე­ო­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს თუ და­ვე­სეს­ხე­ბით, სწო­რედ ის ადა­მი­ა­ნე­ბი ახერ­ხე­ბენ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას, რომ­ლე­ბიც „სწო­რად შე­იც­ნო­ბენ სა­კუ­თარ გე­მოვ­ნე­ბებს, შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ფან­ტა­ზი­ებს, ნაკ­ლო­ვა­ნე­ბებ­სა და სურ­ვი­ლებს“.

გან­სა­კუთ­რე­ბით მსურს გა­მოვ­ყო პე­და­გო­გის რო­ლი, მოს­წავ­ლის თვით­შე­ფა­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სას.

აქ­ვე მინ­და გა­ვიხ­სე­ნო ლინ­და მა­ლა­ლი ჰან­თის წიგ­ნის პერ­სო­ნა­ჟი, საყ­ვა­რე­ლი გო­გო­ნა ელი, რო­მელ­საც თა­ნაკ­ლა­სელ­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა არა­ნორ­მა­ლურს ეძა­ხის და დას­ცი­ნის. მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ვერ უგე­ბენ. მი­სი თვით­შე­ფა­სე­ბა ძა­ლი­ან და­ბა­ლია, ამი­ტომ ცდი­ლობს გა­ექ­ცეს რე­ა­ლო­ბას და მხო­ლოდ თა­ვის წარ­მო­სახ­ვა­ში იცხოვ­როს, დღი­ურ­თან ერ­თან… ყვე­ლა­ფე­რი რა­დი­კა­ლუ­რად იც­ვ­ლე­ბა, რო­ცა მას­თან ახა­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი შე­დის. ის ცდი­ლობს მი­სი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნას და იბ­რ­ძ­ვის, რა­თა ელიმ გა­ი­აზ­როს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. მას­წავ­ლე­ბე­ლი მო­ა­ხერ­ხებს და­ა­ნა­ხოს ელის, მის ოჯახ­სა და კლა­სე­ლებს, რომ ის მშვე­ნი­ე­რი მხატ­ვა­რი და ძლი­ე­რი მო­ჭად­რა­კეა. თა­ვად თვით­შე­ფა­სე­ბა­ა­მაღ­ლე­ბუ­ლი გო­გო­ნა ეხ­მა­რე­ბა ძმას, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის აღ­მო­ჩე­ნი­სა და სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბის პრო­ცეს­ში.

ცნო­ბი­ლი ფრან­გი მწერ­ლის, და­ნი­ელ პე­ნა­კის წიგ­ნ­ში „სკო­ლის სევ­და“ სა­ინ­ტე­რე­სოდ არის გად­მო­ცე­მუ­ლი მტკივ­ნე­უ­ლი გან­ც­დე­ბი, რო­მელ­თა გა­და­ტა­ნაც მოს­წავ­ლეს უხ­დე­ბა სკო­ლის კედ­ლებ­ში. ავ­ტო­რი ცხოვ­რე­ბის იმ პე­რი­ო­დებ­ზე მოგ­ვითხ­რობს, რომ­ლე­ბიც მან სკო­ლა­ში გა­ა­ტა­რა, რო­გორც წა­რუ­მა­ტე­ბელ­მა მოს­წავ­ლემ და შემ­დეგ — რო­გორც წარ­მა­ტე­ბულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა.

„მა­მა­ზე­ცი­ე­რი ვერ და­მარ­წ­მუ­ნებ­და, რომ სა­ერ­თოდ რა­მე მო­მა­ვა­ლი მექ­ნე­ბო­და!

— უმო­მავ­ლო ცხოვ­რე­ბა!

— ო, რა შე­უ­რაცხ­მ­ყო­ფე­ლი იყო ჩემ­თ­ვის, რო­ცა ვი­ღა­ცის მშრა­ლი და უგუ­ლოდ წარ­მოთ­ქ­მუ­ლი ფრა­ზა სა­კუ­თა­რი არა­რა­ო­ბი­სა და უღირ­სო­ბის­კენ მაბ­რუ­ნებ­და…“

ეს სიტყ­ვე­ბი და­ნი­ე­ლის და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის და წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია. მაშ, რო­გორ მოხ­და, რომ ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი მას­წავ­ლე­ბე­ლი გახ­და? ვინ და რო­გორ ამო­იყ­ვა­ნა და­ნი­ელ პე­ნა­კი და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბის ფსკე­რი­დან? რო­გორც თა­ვად უწო­დებს — „მხსნელ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა“. ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც და­ა­ფა­სა პე­ნა­კის ნი­ჭი, და­ი­ნა­ხა მი­სი და­დე­ბი­თი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი და შე­არ­ჩია სწო­რი პე­და­გო­გი­უ­რი მიდ­გო­მე­ბი, რო­მელ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბამ მოს­წავ­ლის გარ­დაქ­მ­ნა გა­ნა­პი­რო­ბა. მას გა­უჩ­ნ­და აღი­ა­რე­ბის, და­ფა­სე­ბი­სა და და­ცუ­ლო­ბის გან­ც­და.

რო­გორც ვხე­დავთ, თუ თვით­შე­მეც­ნე­ბის პრო­ცეს­ში მო­ზარდს შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო და დახ­მა­რე­ბა ექ­ნე­ბა, ის ხდე­ბა თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლი, შე­იც­ნობს სა­კუ­თარ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ახ­დენს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას და ეხ­მა­რე­ბა სხვებ­საც. ხო­ლო თუ ამ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან ეტაპ­ზე, მო­ზარ­დი ვერ იპო­ვის სა­კუ­თარ თავ­ში ძა­ლას და არც შე­სა­ბა­მი­სი გა­რე­მო-პი­რო­ბე­ბი ექ­ნე­ბა, მი­სი თვით­შე­ფა­სე­ბა ეცე­მა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ას ვერ ახერ­ხებს.

ვფიქ­რობ, მას­წავ­ლებ­ლებ­მა უნ­და შეძ­ლონ სას­წავ­ლო პრო­ცეს­ში თი­თო­ე­უ­ლი მოს­წავ­ლის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის, მა­თი ძლი­ე­რი მხა­რე­ე­ბის წარ­მო­ჩე­ნა, შე­ქე­ბა-წა­ხა­ლი­სე­ბის გზით თვით­შე­ფა­სე­ბის ამაღ­ლე­ბა, ყო­ვე­ლი­ვე ეს კი მა­თი თვით­შე­მეც­ნე­ბის პრო­ცესს გა­ა­მარ­ტი­ვებს.

ამ მხრივ, სა­ინ­ტე­რე­სოა, ანი­ტა ვულ­ფო­კის რჩე­ვე­ბი მას­წავ­ლებ­ლე­ბი­სათ­ვის:
⇒ და­ა­ფა­სეთ და მი­ი­ღეთ ყვე­ლა მოს­წავ­ლე, მა­თი მცდე­ლო­ბე­ბი და მიღ­წე­ვე­ბი.
⇒ შექ­მე­ნით ფი­ზი­კუ­რად და ფსი­ქი­კუ­რად უსაფ­რ­თხო საკ­ლა­სო გა­რე­მო.
⇒ ერ­თად შექ­მე­ნით და ჩა­მო­ა­ყა­ლი­ბეთ შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი.
⇒ და­ეხ­მა­რეთ მოს­წავ­ლე­ებს, ის­წავ­ლონ სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვე­ბის შე­ფა­სე­ბა.
⇒ მო­ე­რი­დეთ დეს­ტ­რუქ­ცი­ულ შე­და­რე­ბებ­სა და შე­ჯიბ­რე­ბებს. წა­ა­ქე­ზეთ მოს­წავ­ლე, რომ შე­ე­ჯიბ­როს სა­კუ­თა­რი მიღ­წე­ვის უმაღ­ლეს დო­ნეს.
⇒ გა­აკ­რი­ტი­კეთ არა­სა­სურ­ვე­ლი ქცე­ვა და არა მოს­წავ­ლის პი­როვ­ნე­ბა. შე­ნიშ­ვ­ნის მი­ღე­ბა მოს­წავ­ლი­სათ­ვის არ უნ­და ნიშ­ნავ­დეს, რომ ის „ცუ­დი“ ადა­მი­ა­ნია.
⇒ გახ­სოვ­დეთ, რომ პო­ზი­ტი­ურ თვით­შე­ფა­სე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს წარ­მა­ტე­ბე­ბი და გა­რე­მომ­ც­ველ სამ­ყა­რო­ში არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­ერ და­ფა­სე­ბა.
⇒ და­ეხ­მა­რეთ, იგ­რ­ძ­ნონ პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბა თა­ვი­ანთ ქცე­ვებ­ზე.
⇒ ას­წავ­ლეთ, რო­გორ და­ეხ­მა­რონ ერ­თ­მა­ნეთს.
⇒ ას­წავ­ლეთ, რო­გორ და­ი­სა­ხონ რე­ა­ლუ­რი მიზ­ნე­ბი.
⇒ ხა­ზი გა­უს­ვით სხვა­დას­ხ­ვა ეთ­ნი­კუ­რი ჯგუ­ფის ფა­სე­უ­ლო­ბებს.
და­ბო­ლოს, შე­იძ­ლე­ბა და­ვას­კ­ვ­ნათ, რომ სა­კუ­თა­რი თა­ვის შეც­ნო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს თვით­შე­ფა­სე­ბას. თვით­შე­ფა­სე­ბა კი ისე­თი­ვე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია პი­როვ­ნე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბი­სა და თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პრო­ცეს­ში, რო­გორც ხერ­ხე­მა­ლი ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლი­სათ­ვის.

ადა­მი­ა­ნის ადეკ­ვა­ტუ­რი თვით­შე­ფა­სე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის პრო­ცეს­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ზი­ტი­უ­რი ჩარ­თუ­ლო­ბა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვან როლს თა­მა­შობს. გულ­წ­რ­ფე­ლო­ბა, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ემ­პა­თია წარ­მო­ად­გენს წყალს, მზეს და საკ­ვებს, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, მუ­ხა­სა­ვით ძლი­ე­რე­ბი გა­ი­ზარ­დონ. ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი — ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სა­წინ­და­რია, ძლი­ე­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბა კი ჩვენს კე­თილ­დღე­ო­ბას მნიშ­ვ­ნე­ლოვ­ნად გა­ნა­პი­რო­ბებს.

ნა­თია ჭუმ­ბუ­რი­ძე

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები