23 ნოემბერი, შაბათი, 2024

მაღალმთიანი აჭარის მოსახლეობა პროფესიული განათლების მიღებას, ახალი სასწავლო წლიდან, ადგილზე შეძლებს

spot_img

ავტორიზაცია წარმატებით გაიარა და, ახალი სასწავლო წლიდან, პირველ სტუდენტებს მიიღებს კოლეჯ „ბლექსის“ ახალი, თანამედროვე სტანდარტების სასწავლო სივრცე შუახევში.

შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისად, შუახევში, პირველ ეტაპზე, სამშენებლო მიმართულებების პროფესიული პროგრამები ამოქმედდება. თუმცა კოლეჯი განავითარებს და მრავალფეროვანს გახდის გრძელვადიან და მოკლევადიან მომზადება-გადამზადების პროფესიულ პროგრამებსაც. დარგობრივი უნარების, ასევე სწავლებისა და შეფასების მიმართულებით გადამზადდნენ კოლეჯის კონკურსის შედეგად შერჩეული პროფესიული მასწავლებლებიც.

აჭარის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი შუახევს ეწვია, კოლეჯ „ბლექსის“ ახალი ბაზა დაათვალიერა და პირადად გაეცნო 2021-2022 სასწავლო წლისთვის მზადების პროცესს.

თანამედროვე პროფესიული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა შუახევში აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთობლივი პროექტია, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ზემო აჭარაში მიგრაციის შეჩერებას, მოსახლეობის კომპეტენციების გაძლიერებასა და მათ დასაქმებას.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები