13 ოქტომბერი, ორშაბათი, 2025

მას­წავ­ლებ­ლო­ბა მის­თ­ვის მხო­ლოდ პრო­ფე­სია კი არა, მო­წო­დე­ბაა

ხა­თუ­ნა მა­ი­სუ­რა­ძე თბი­ლის­ში და­ი­ბა­და, 1971 წლის 19 მარტს, პე­და­გო­გე­ბის ოჯახ­ში. ჰყავს მე­უღ­ლე, სა­მი შვი­ლი და ერ­თი შვი­ლიშ­ვი­ლი.

1988 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის №30 სა­შუ­ა­ლო სკო­ლა – სკო­ლა, რო­მე­ლიც მის­თ­ვის მე­ო­რე ოჯა­ხად იქ­ცა. სწო­რედ ამ კედ­ლებ­ში ას­წავ­ლი­და ფი­ზი­კა-მა­თე­მა­ტი­კას მი­სი დე­და, ეთე­რ კე­დე­ლა­ძე, ხო­ლო ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის სიმ­ბო­ლოდ იქ­ცა ის ფაქ­ტი, რომ ეს სკო­ლა და­ამ­თავ­რეს მის­მა პა­პამ, მა­მამ, თა­ვად და მის­მა შვი­ლებ­მაც. დღე­საც კი ამა­ვე სკო­ლა­ში სწავ­ლობს მი­სი უმ­ც­რო­სი შვი­ლი და შვი­ლიშ­ვი­ლი, რი­თაც კი­დევ უფ­რო მტკიც­დე­ბა ამ სას­წავ­ლე­ბელ­თან მრა­ვალ­თა­ო­ბი­ა­ნი კავ­ში­რი. №30 სკო­ლა არ არის მხო­ლოდ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სივ­რ­ცე – ეს არის ოჯა­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ის, სით­ბო­სა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის კე­რა, სა­დაც არა­ერ­თი თა­ო­ბის პე­და­გო­გე­ბი თა­ვი­ანთ საქ­მეს ერ­თ­გუ­ლად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ და ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან.

1997 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის სამ­ხატ­ვ­რო აკა­დე­მია, მო­ნუ­მენ­ტუ­რი ფერ­წე­რის ფა­კულ­ტე­ტი, მა­გის­ტ­რის ხა­რის­ხით. პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია – მი­სი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას­თან არის შეკ­რუ­ლი. მუ­შა­ობს ფერ­წე­რა­ზე, ქმნის პორ­ტ­რე­ტებ­სა და კომ­პო­ზი­ცი­ებს, ხო­ლო გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი მის შე­მოქ­მე­დე­ბა­ში ხატ­წე­რას უჭი­რავს. მი­სი ხა­ტე­ბი მრა­ვა­ლი ეკ­ლე­სია-მო­ნას­ტ­რის კედ­ლებს ამ­შ­ვე­ნებს. იგი მი­იჩ­ნევს, რომ მხატ­ვ­რის მო­წო­დე­ბა არა მხო­ლოდ სი­ლა­მა­ზის შექ­მ­ნა, არა­მედ ადა­მი­ა­ნებ­ში სი­ნათ­ლი­სა და სუ­ლი­ე­რი სიმ­ტ­კი­ცის გაღ­ვი­ვე­ბაა.

მის გზას დღეს აგ­რ­ძე­ლებს მი­სი შვი­ლი – თა­ნა­მედ­რო­ვე თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ლუ­კა ორ­ჯო­ნი­კი­ძე, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხედ­ვი­თა და ექ­ს­პ­რე­სი­უ­ლი ხელ­წე­რით უკ­ვე იკა­ვებს ღირ­სე­ულ ად­გილს თა­ნა­მედ­რო­ვე ქარ­თულ მხატ­ვ­რო­ბა­ში.

2009 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ხა­თუ­ნა მა­ი­სუ­რა­ძე ისევ და­უბ­რუნ­და №30 სკო­ლას, ოღონდ ამ­ჯე­რად უკ­ვე რო­გორც ხე­ლოვ­ნე­ბის მას­წავ­ლე­ბე­ლი. მას­წავ­ლებ­ლო­ბა მის­თ­ვის მხო­ლოდ პრო­ფე­სია კი არა, მო­წო­დე­ბაა – სა­შუ­ა­ლე­ბაა, თა­ვი­სი გა­მოც­დი­ლე­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ხედ­ვა და სიყ­ვა­რუ­ლი ახალ­გაზ­რ­დებს გა­დას­ცეს. მი­სი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ხში­რად გას­ც­დე­ბა უბ­რა­ლო ტექ­ნი­კურ და­ვა­ლე­ბებს და გარ­და­იქ­მ­ნე­ბა შე­მოქ­მე­დე­ბით სივ­რ­ცედ, სა­დაც ბავ­შ­ვე­ბი სწავ­ლო­ბენ სა­კუ­თა­რი ში­ნა­გა­ნი სამ­ყა­როს გახ­ს­ნას, ფერ­თა ენის გა­გე­ბას და ხე­ლოვ­ნე­ბა­ში იმ სუ­ლი­ე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის აღ­მო­ჩე­ნას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რე­ბას ამაღ­ლებს.

ამ­გ­ვა­რად, იგი, ერ­თ­დ­რო­უ­ლად, შე­მოქ­მე­დი­ცაა და აღ­მ­ზ­რ­დე­ლიც – მხატ­ვა­რი, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბით სუ­ლი­ე­რე­ბას აღ­ბეჭ­დავს, და მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ თა­ო­ბებს ხე­ლოვ­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­სა და შთა­გო­ნე­ბას აზი­ა­რებს. მი­სი ცხოვ­რე­ბა და საქ­მი­ა­ნო­ბა ნათ­ლად აჩ­ვე­ნებს, რომ ხე­ლოვ­ნე­ბა და პე­და­გო­გო­ბა ერ­თად ქმნის იმ ძა­ლას, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნებ­ში სი­ლა­მა­ზის, სიბ­რ­ძ­ნი­სა და სი­კე­თის რწმე­ნას აღ­ვი­ძებს.

 

მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

„წი­თე­ლი 70“

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება