მასწავლებლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, საჩხერის N2 საჯარო სკოლაში პროექტის „ინგლისური ენის სწავლა-სწავლების ხელშეწყობა მხატვრული ლიტერატურით“ შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
პროექტი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი წევრის მაია ტყემალაძის მიერ განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავდა საბაზო საფეხურზე მხატვრული ლიტერატურის გამოყენების გზით მოსწავლეების წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების, ცოდნის ტრანსფერის უნარის განვითარებას ინგლისურ ენაში.
შემაჯამებელი ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და კითხვის კლუბის წევრებმა წარმოადგინეს ინგლისურენოვანი სპექტაკლი „ტომ სოიერის თავგადასავალი“. ჩატარდა სამი მასტერკლასი მოწვეული სტუმრების მიერ. ერთ-ერთი მათგანი გაიმართა 2018 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელის, მანანა კაპეტივაძის მიერ. ასევე, ფესტივალის ფარგლებში მოეწყო საჯარო მეტყველებისა და მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნების კონკურსი.
პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ მიმართული საგრანტო კონკურსი კოალიციამ „განათლება ყველასათვის“ 2018 წლის ივნისის თვეში გამოაცხადა და მასში მონაწილეობა მიიღეს „მასწავლებლის ეროვნული ჯილდო“ 2017 წლის საუკეთესო ათეულის წევრებმა.